მთავარი,სიახლეები

ბათუმში დაიღუპა 40 წლამდე ქალი, რომელიც სიმაღლიდან ჩამოვარდა

19.01.2023
ბათუმში დაიღუპა 40 წლამდე ქალი, რომელიც სიმაღლიდან ჩამოვარდა

18 იანვარს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მაღალსართულიანი სახლიდან 40 წლამდე ასაკის ქალი ჩამოვარდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

სიმაღლიდან ჩამოვარდის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ბათუმში 29 დეკემბერსაც, როცა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მაღალსართულიანი სახლიდან ასევე ახალგაზრდა, 40 წლამდე ასაკის ქალი ჩამოვარდა და დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: