როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა – ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან შესაძლოა გაძლიერდეს 17-22 წამამდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი  ღამით: 13 – 18 გრადუსი  მაღალ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 62 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +440] ტანკი – 2 486 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 5 133 ერთეული [+22] საარტილერიო სისტემა – 1 477 ერთეული [+18] MLRS – 348 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ბელეტაჟის ადგილზე, 580 კვ.მეტრ მიწაზე 11-სართულიანი კორპუსს აშენებენ

ბათუმში, გორგასლის 104/106-ში, შპს „კომფორტ ბილდინგი“ 11 სართულიანი კორპუსის  მშენებლობას ამ ადგილზე არსებული ერთსართულიანი სახლისა და დამხმარე ნაგებობების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. როგორც მერიაში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებულია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად ორი საკადასტრო ერთეული გააერთიანა. მშენებლობა 580 კვ.მეტრზე …

გამოჩნდა, რომ მკაცრი კანონი არ იღებს შედეგს – ინტერვიუ მოზარდების ლიბერალურად დასჯაზე

მოზარდებში დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი არ გაზრდილა მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნების დასჯის კუთხით ლიბერალური მიდგომები ამოქმედდა – განრიდება პატიმრობის ნაცვლად. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 2016 წლიდან მოქმედებს. პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს არასრულწლოვნების დანაშაულის ჩადენის ჯამური მაჩვენებელი იყო 665 [აქედან 203 შემთხვევაზე დევნა დაიწყო, ხოლო 462 განრიდება გაფორმდა]. 2017 წელს – 746, 2018 წელს – 848, 2019 …

მოსკოვში სამხედროების დაპატიმრება დაიწყო – უკრაინის დაზვრევა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ეროვნული გვარდიის ელიტური ნაწილები შევიდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი დღეს მშვიდად ვერ არის – ქალაქიდან არაერთი სამხედროს დაკავებაზე ვრცელდება ცნობები. „რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ კომპლექსური „ზომების“ მიღება დაიწყო. ცენტრში გადაადგილება შეზღუდულია. ქალაქში შევიდა ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების დივიზია – რუსული …

„ღმერთო, დაიფარე დიქტატორი“ – რატომ არ ვუსურვებ პუტინს სიკვდილს 70 წლის იუბილეზე

წყარო: Ukrainska Pravda ჟურნალისტ ევგენი რუდენკოს საავტორო სვეტი ალბათ, პუტინის გარდა ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში ვინმე, ვის სიკვდილსაც ახლა ამდენი ადამიანი ნატრობს. სასწაული, რომელიც კაცობრიობას აპოკალიფსისგან გადაარჩენს, ბევრის ოცნებაში სხვადასხვაგვარად გამოიყურება: პუტინი უკურნებელი სენისგან კვდება ან ნაინსულტარ ნაინფაქტარი ძალაუფლებას კარგავს. ან იქნებ ავტოავარიაში იღუპება? იქნებ, წარმოუდგენლად უაზრო რამ ემართება ბუნკერში? რატომაც არ შეიძლება, აბაზანაში ფეხი …

ბირთვული საფრთხე და საქართველო – ინტერვიუ პროფესორთან

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ხელში ჩაიგდო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური, ბირთვული საფრთხეები გაჩნდა. ბირთვული იარაღის გამოყენების მზარდ საფრთხეზე საუბრობენ სამხედრო ანალიტიკოსები და სპეციალისტები – რომ არ არის გამორიცხული რუსეთმა, მაგალითად, დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მათ შორის შავ ზღვაში. როგორია უნდა დაიცვა თავი ბირთვული რადიაციისგან? არსებობს თავშესაფარი? როგორ …

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა

ერთი წლის წინ, 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. ნგრევის ადგილზე დღეს დაღუპულების ოჯახის წევრები, მათი ახლობლები, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია და მთავრობის წევრები მივიდნენ.    

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 62 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +380] ტანკი – 2 472 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 5 111 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 1 459 ერთეული [+4] MLRS – 345 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

Happy Birthday, Mr. President – დანილოვი ყირიმის ხიდის ხანძარზე

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ყირიმის ხიდზე ხანძარს ფეისბუქპოსტით ეხმაურება. „დილა მშვიდობისა უკრაინა“ წერს დანილოვი და ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს – კოლაჟის ერთ ნაწილში ჩანს ხანძარი ყირიმის ხიდზე, მეორეში კი 1962 წლის ცნობილი ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ვარსკვლავი მერილინ მონრო პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღეს სიმღერით ულოცავს – Happy Birthday, Mr. President (დაბადები დღეს გილოცავთ, …

სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს – The Times

უკრაინის ძალების ბოლოდროინდელი წარმატებები იმედს აძლევს დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს, რომ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა უკვე წლის ბოლომდე დასრულდეს – ამის შესახებ ბრიტანული The Times-ი კონფიდენციალურ წყაროებზე და სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსების ოპტიმიზმი უკრაინის არმიის ბოლოდროინდელი წარმატებებითაა გამოწვეული და არა კონკრეტული სადაზვერვო ინფორმაციით. ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანი The Times-ს ეუბნება, …

კადიროვი და პრიგოჟინი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას ცდილობენ – ISW

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და კერძო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც „პუტინის მზარეულს“ უწოდებენ, ეცდებიან, გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ დონეცკის ბრძოლებში და ამით რუსულ საინფორმაციო სივრცეში საკუთარი პოპულარობა და რეპუტაცია შეინარჩუნონ. ასეთ დასკვნამდე მიდიან აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ინსტიტუტის უახლოეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 6-7 ოქტომბერს რუსეთის ძალები თანდათანობით მიიწევდნენ წინ ბახმუტისა და ავდეევკის …

შოიგუს კრიტიკას რუსეთში სულ უფრო მეტი კრემლისტი უერთდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთისთვის ომი კვლავაც წარუმატებლად გრძელდება, ქვეყანაში კი უფრო უფრო მეტი საჯარო ფიგურა უერთდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკას. „კრიტიკოსებს შორის იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, სახელმწიფოს პროპაგანდისტი ტელეწამყვანები, პოპ-ვარკსვლავები და და ულტრანაციონალისტურად განწყობილი სამხედრო ბლოგერების აქტიური ნაწილი,“ – წერს უწყება 8 ოქტომბრის რელიზში. დაზვერვის შეფასებით, …

ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია

უკრაინული და რუსული მედიის ცნობით, დღეს, 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია. სოციალურ ქსელებში ხანძრის ამსახველი არაერთი ვიდეო და ფოტო ვრცელდება. რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური ვერსიით, ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებლის საწვავის ავზს, თუმცა სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებული არაერთი ვიდეოკადრიდან ჩანს, რომ ხიდზე რკინიგზის ხაზის გარდა დაზიანებული გზის ნაწილიც. ამ დროისთვის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. უკრაინულ …

„ყველა მოგონება, რაც გულს მიჩქარებდა, ამ ადგილს უკავშირდება“ – ქალები ფაბრიკის სახლებიდან

ლერმონტოვის ქუჩა 94 ა ამ მისამართზე ბათუმში საბჭოთა დროის  კორპუსი დგას. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კორპუსია, არაფრით გამორჩეული, მაგრამ 1980 წელს, როცა ამ სახლის მშენებლობა დასრულდა ეზოში დიდი ჟრიამული იდგა. ყველა ახალმოსახლე ერთად გადმოვიდა: ერთად მოაყენეს დიდი სატვირთო მანქანები ახალი სახლისთვის საჭირო ახალი ნივთებით, ახალი ავეჯით, ყველას სახლი კრიალებდა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობდა, რადგან ახალმოსახლეები ერთად …

ქვეყანას, სადაც არ არიან პოეტები, გამარჯვება არ შეუძლია – უკრაინელი ავტორი ბათუმის ფესტივალზე

ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალის მესამე დღის სტუმარი სერჰი ჟადანი იყო. ცნობილი უკრაინელი მწერალი, პოეტი და მუსიკოსი. სერჰი ჟადანი ხარკოვში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო. რა შეუძლიათ პოეტებს და რა შეუძლია ლიტერატურას ომის დროს? – ამ კითხვას სერჰი ჟადანმა და მისმა თანამოაზრეებმა თავიანთი მოხალისეობრივი საქმიანობით გასცეს პასუხი. ოდესის ლიტერატურულ …

„მზევინარის ატელიე“ – ხულოელი ქალის ბიზნესი

ხულოს სოფელ ღორჯომში მცხოვრები მზევინარ ირემაძე კვირას, 9 ოქტომბერს, სამკერვალოს გახსნის დაბა ხულოში, რომელსაც „მზევინარის ატელიე“ ერქმევა. სწორედ ასე ჰქვია მზევინარის პირველ სამკერვალოსაც, რომელიც სამი წლის წინ სოფელში გახნა. ხულოს სამკერვალოში მზევინარმა აჭარული ორნამენტებით ნაქსოვი და ნაქარგი ნივთების მცირე გამოსაფენი კუთხეც მოაწყო, რომლის ნახვაც, მისი თქმით, ყველა მსურველს შეეძლება. მზევინარი ამ ფორმით შეეცდება მეტ ადამიანს …

„პუტინს ახლა მხოლოდ 3 გზა დარჩა“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„დიდი აჯაფსანდალია რუსეთის გენერალურ შტაბში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც სამხედრო მობილიზაციის პროცესს აკვირდება რუსეთში. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსებს დაზამთრების იმედი აქვთ: „ორ თვესაც მაგიტომ იძახიან, მობილიზებულები რომ შეიყვანონ ფრონტის ხაზზე“, ამასობაში კი, უკრაინელებს კონტრშეტევის კარგი ტემპის პარალელურად, ახალი აღჭურვილობაც მიუღიათ დასავლეთიდან. „ეს ახალი ჭურვი ფეთქდება გარკვეულ სიმაღლეზე – თუ სანგარი გადახურული არ …

„ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო

„სამი შვილის დედა ვიყავი. გოგო 6 წლის იყო, ბიჭები კი – 5 და 9 წლის, როცა მეუღლის მკვლელობის გამო დამაპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილებმა ჩემთან დაბრუნება არ მოისურვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და სულ წვალებაში ვარ, ასე უსახლკაროდ და მარტო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 60 წლის გულნარა ლორთქიფანიძე. მეუღლესთან ერთად ის აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. …

პუტინი ომში წარუმატებლობის გამო უახლოეს გარემოცვაში პირადადაც გააკრიტიკეს – WP

რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება პირადად პუტინთან ომში დაშვებული შეცდომების გამო და სამხედრო კამპანიის წარმოების მისეულ მიდგომებს არ დაეთანხმა – ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, ასეთი ინფორმაცია აქვთ შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურებს და ის გამოცემას კონფიდენციალურმა წყარომ დაუდასტურა. WP წერს, რომ წყარო პუტინის გარემოცვის წევრის ვინაობას არ …

ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ პუტინი ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს, თუ კი რუსეთის ფედერაცია მიმდინარე ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ზელენსკიმ ეს ავსტრალიურ Lowy Institute-სთან ინტერვიუში განაცხადა. „მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ლიდერს ძალიან უყვარს საკუთარი ცხოვრება. და ვფიქრობ, მას ესმის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ის ვეღარ შეძლებს სიცოცხლის გადარჩენას. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა …

რატომ ჟონავს წყალი ახალი კორპუსების ინტერიერში – მიზეზი და გამოსავალი

მოქალაქეები ხშირად ჩივიან, რომ ახალაშენებულ კორპუსებში ძლიერი წვიმის დროს კედლებიდან წყალი ისე ჟონავს, რომ ინტერიერიც კი სველდება.  სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი ბეტონის სისქე და უხარისხო შესაფუთი მასალაა. მერიის შესაბამისი სამსახურები შენობას მხოლოდ პროექტთან შესაბამისობაში ამოწმებენ, სამშენებლო მასალების ხარისხი კი არ კონტროლდება. თავის მხრივ, მშენებლები ამბობენ, რომ მაღალი ხარისხი კიდევ უფრო გააძვირებს უძრავი ქონების ფასს. არის თუ …

რა იცვლება პაციენტებისთვის კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემით და როდის

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედების ვადა გადაავადა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ახალი DRG სისტემით ყველა კლინიკას განესაზღვრება ისეთი სატარიფო სისტემა და საბაზისო ტარიფი, რომ პაციენტს არ მოუწიოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისზე კლინიკისთვის დამატებით თანხის გადახდა. „პაციენტს დღეს თუ უწევს [თანხის] დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე, ჩვენი ამ შეთანხმების მიხედვით, …

ჩემი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა – მოსწავლის დედა

ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში 6 ოქტომბერს მომხდარი კონფლიქტის შესახებ, „ბათუმელებთან“ დაზარალებული მოსწავლის დედა საუბრობს. დედის თქმით, მისი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა, აქედან 10-მდე პირი ამოცნობილია და პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. „ათი მოზარდი, ვინც ამ ჩხუბის თანამონაწილე იყო, ყველა დასახელებულია პოლიციის მეორე განყოფილებაში. აქედან ჩემი შვილის კლასელი არის ერთი, დანარჩენი იმ კლასელს ჰყავს გამოძახებული. ზოგიერთი სრულწლოვანიც …

თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს – რეზნიკოვი რუს ოფიცრებს მიმართავს

„არა, არ შემშლია, რუსეთის არმიას მოგმართავთ, პირველ რიგში, ოფიცრებსა და მეთაურებს, რადგან გადაწყვეტილებებს თქვენ იღებთ,“ – ასე იწყებს რუსულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და რუს სამხედროებს მოუწოდებს, გამოიყენონ დარჩენილი დრო და საკუთარი ქვეყანა ტრაგედიას, არმია კი დამცირებას გადაარჩინონ. „თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს. გპირდებოდნენ მსუბუქ გასეირნებას, სინამდვილეში კი ხაფანგში გაგიშვეს. თქვენ სისხლით …

რა არის სკოლების მთავარი პრობლემა – ინტერვიუ ხულოს სოფლის ინგლისურის პედაგოგთან

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვენდოთ სკოლებს“ – მიიჩნევს როლანდ შავაძე, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. მას ვესაუბრეთ ბარიერებზე, რაც აფერხებს სკოლების გაძლიერებას, კრიტიკული აზრის ქონასა და მის გაჟღერებაზე. როლანდ შავაძეს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ის დარწმუნებულია, რომ დეცენტრალიზაცია და სკოლების ავტონომიურობა გარდაუვალი პროცესია და ეს იმიტომ, რომ ახალი თაობის დაკვეთის გარდა, აქტიურ მასწავლებლებს სხვადასხვა სკოლიდან უკვე …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 61 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350] ტანკი – 2 466 ერთეული [+17] ჯავშანტექნიკა – 5 093 ერთეული [+29] საარტილერიო სისტემა – 1 455 ერთეული [+31] MLRS – 344 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის 21 საათიდან 8 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი  ღამით: 13 – 18 გრადუსი  მაღალ მთაში: …

მოსწავლეების ჩხუბი ბათუმში – რას ამბობს სკოლის დირექტორი

ბათუმის №8 საჯარო სკოლაში გუშინ, 6 ოქტომბერს მეთორმეტეკლასელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა. მისი ინფორმაციით, დაზარალებული მოზარდი ამ დროისთვის ისევ კლინიკაში იმყოფება, ექიმების დაკვირვების ქვეშ, მეორე მოზარდი კი პოლიციამ დაკითხა. „ჩხუბში მონაწილე ბიჭი მოიყვანეს სკოლაში და გამოიძახეს პოლიცია. მეორეს, დაზარალებულს, ნათესავი შეხვედრია გუშინ და იმას წაუყვანია სახლში. მე ველაპარაკე …

უკრაინის სატანკო პარკის ნახევარი ბრძოლაში მოპოვებული რუსული ტანკებია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის თემა უკრაინასთან ბრძოლაში დაკარგული რუსული სამხედრო ტექნიკაა. უწყების ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა, სავარაუდოდ, სულ მცირე 440 რუსული საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანმანქანა მოიპოვეს და ახლა უკრაინის სატანკო პარკის ნახევარზე მეტს სწორედ ნადავლი ტექნიკა წარმოადგენს. „რუსული ეკიპაჟების უუნარობა, უკან დახევამდე ან ტყვედ ჩაბარებამდე გაენადგურებინათ დაუზიანებელი ტექნიკა მათ …

ირანული დრონები ომზე გავლენას ვერ მოახდენს – ISW

ირანული დრონები „შაჰედ 136-ები“ ომის მიმდინარეობაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს, რუსეთი მათ ძირითადად ტერორისთვის იყენებს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW), რომლის უახლეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ ირანული დრონების გამოყენება ვერ აძლევს რუსეთს იმავე ეფექტს, რასაც „ჰაიმარსები“ – უკრაინელებს. „რუსები ნაკლებად მიმართავენ უპილოტო საფრენ აპარატებს ბრძოლის ველზე, ისინი ბევრ „შაჰედს“ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ და ზურგის …

არ მინდა, ბავშვებს ამ სოფელში ჩემნაირი ბავშვობა ჰქონდეთ – ფოკის სკოლის 27 წლის დირექტორი

27 წლის მოვსეს ალვანჯიანი ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორია. ქართული უცხო ენასავით ისწავლა მოსწავლეობის დროს და ახლა უშეცდომოდ საუბრობს. მოვსესი ამბობს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე ინტეგრაცია ძალიან გაუჭირდებოდა. იგი ახლა ფოკაში იმავე სკოლის დირექტორად მუშაობს, სადაც თავად სწავლობდა. თავის დროზე მოვსესს გაუმართლა და მეთერთმეტე კლასში გაცვლითი პროგრამით – „არგონავტები“ გონიოს სკოლაში სწავლობდა, …

ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის ბათუმში – გამოძიება დაიწყო

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოზარდებს შორის კონფლიქტი ჯერ სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი სკოლის გარეთ გაგრძელდა. როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, მოზარდები ტელეფონის დასამუხტის გამო შეკამათდნენ, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი ფიზიკურად სკოლის გარეთ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „სკოლასთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსთან გაუგრძელებიათ ჩხუბი. ერთ მოზარდს ცხვირი აქვს დაზიანებული, …

„არავის არ სჭირდება ჩვენი თამბაქო“ – კაცი ხულოდან

ხულოში მცხოვრებმა არაერთმა ოჯახმა, რომელთაც აქამდე ძირითადად კარტოფილი მოჰყავდათ, ბოლო წლებია თამბაქოს მოყვანა არჩიეს, თუმცა ახლა არ არიან დარწმუნებული, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. 53 წლის რესან ხმალაძე ხულოს სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს. მის ოჯახს ბოლო სამი წელია თამბაქო მოჰყავს. რესანის თქმით, კარტოფილიდან თამბაქოს წარმოებაზე გადასვლა 2019 წელს თამბაქოს ფასის ზრდამ გადააწყვეტინა, რადგან კარტოფილს არასტაბილური, დაბალი ფასი …

აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს გამო მოღალატე მიწოდეს – მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ნანა მგალობლიშვილი, რომელიც ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს ფეისბუქში გამოქვეყნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი გახდა. „მოღალატე“, „ფარისეველი“ – ამ და სხვა შინაარსის კომენტარებს მას საჯაროდაც უწერდნენ და პირად შეტყობინებებშიც უგზავნიდნენ. ქალბატონო ნანა, თქვენ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი,  ეროვნული ჯილდოს კონკურსის …

უკრაინამ აზოვსტალის ფოლადისგან სამაჯურები გამოუშვა, შემოსავლით დრონებს იყიდის

ვოლოდიმირ ზელენკის მიერ ინიცირებულმა პლატფორმამ – United 24 ახალი პროექტი დაიწყო: „აზოვსტალი – სიმტკიცის სიმბოლო“. პროექტის მიზანი ომის პერიოდში უკრაინის მხარდაჭერაა. ინიციატივის პირველი ნაწილი სამაჯურებია, რომლებიც „აზოვსტალის“ ქარხსნის მიერ ომამდე გამოშვებული ფოლადის უკანასკნელი პარტიითაა დამზადებული. „აზოვსტალი“, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი, რომლის ისტორიაც დაახლოებით 90 წელს ითვლის, 2022 წლის გაზაფხულზე მარიუპოლის უკანასკნელ ციხესიმაგრედ იქცა. თითოეულ სამაჯურში 5 …

Exit mobile version