რუსეთის მომხრეებმა კრემენაიასა და სვატოვოდან ევაკუაცია დაიწყეს – კრემლისტური მედია

ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში კრემლის მიერ დანიშნული პირები იუწყებიან, რომ კრემენაიასა და სვატოვოში სოციალური და სამედიცინო დაწესებულებების ევაკუაცია დაიწყეს. ინფორმაციას კრემლის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ელჩი რუსეთში, როდიონ მიროშნიკი ამბობს, რომ „ქალაქში (კრემენაია) უკვე ნაკლები ხალხია, ძირითადი სოციალური დაწესებულებები ევაკუირებულია“. მისი თქმით, კრემენაიას ჯერ კიდევ აკონტროლებენ „მოკავშირეთა ძალები“, თუმცა სოფლების – სივერსკისა და ტორსკოეს …

პუტინის რუსეთს ცინიკური, უგრძნობი ადამიანები სჭირდება – ამერიკელი მწერალი

5 ოქტომბერს, ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც წელს ბათუმში იმართება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ამერიკელმა მწერალმა ენ ეპლბაუმმა გახსნა. ისტორიკოსი, მწერალი, პულიცერის პრემიის მფლობელი ენ ეპლბაუმი ფესტივალს ონლაინ ესწრებოდა. მან ვრცელი სიტყვით მიმართა ბათუმში, ფესტივალზე მისულ სტუმრებს. მოგვიანებით კი დისკუსია გაიმართა, რომლის მოდერატორი მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე იყო. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ენ ეპლბაუმის სიტყვას, რომელიც მან …

თურქეთმა რუსეთს უარი უთხრა ზამთრის ტანსაცმლისა და ჯავშანჟილეტების მიყიდვაზე – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთმა მესამე ქვეყნების დახმარებით ასობით ათასი ჯავშანჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის კომპლექტის ყიდვა სცადა, თუმცა თურქეთისგან უარი მიიღო. მინისტრის თქმით, რუსეთში „მობილიზაცია“ ფაქტობრივად ჩავარდა, ხელისუფლება ახალი კონტინგენტის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. „დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს თურქეთიდან, ჩვენი პარტნიორებისგან, რომ რუსები მესამე ქვეყნების გავლით ცდილობდნენ 200 ათასი ჯავშანჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის – 500 …

ხერსონის ოლქში უკვე 400 კმ2 გავათავისუფლეთ – გუმენიუკი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოქტომბრის დასაწყისიდან ხერსონის ოლქში დაახლოებით 400 კმ 2 ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ძალების საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა უთხრა. „გვაქვს საკმაოდ დამაჯერებელი წარმატება, მიმართულებებს არ ვასახელებთ, მაგრამ უკვე 400 კმ2-ზე მეტი ტერიტორიაა ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებული და წინსვლას განვაგრძობთ,“ – განაცხადა გუმენიუკმა. მისი თქმით, საერთო ჯამში, სამხრეთის მიმართულებაზე სიტუაცია კვლავაც …

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეჩვიდმეტე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ინფორმირებული პირის თქმით, ის კონკრეტულ ბინაში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად იყო მისული. „კორპუსის აივანს ჯერ კიდევ არ აქვს მოაჯირები, ახლა მონტაჟდება. ხელოსანი აივანზე არ უნდა გასულიყო, გასასვლელებიც დალუქულია, არავინ იცის, როგორ ან რატომ გადავიდა“, – ამბობს ადგილზე მყოფი პირი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

როგორ კურნავს პოეზია ომის დროს ადამიანებს – ლიტერატურული ფესტივალის ქრონიკა

„პოეზია უბრუნდება თავის პირველად ფუნქციას ომის დროს – კურნავს ადამიანებს. აძლევს საშუალებას, განიცადოს მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ემოცია, გაუმკლავდეს მას და გაიაზროს,“ – თქვა უკრაინელმა პოეტმა, ჰალინა კრუკმა ბათუმში, ოდესის მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე გამართული დისკუსიისას. ფესტივალი ბათუმში გუშინ, 5 ოქტომბერს, დაიწყო. ის ცნობილმა მწერალმა, პულიცერის პრემიის მფლობელმა, ენ ეპლბაუმმა გახსნა. ფესტივალის მეორე ნაწილი ქართველი და …

დასავლეთის პაციფიზმი და წერის ხელოვნება – ფესტივალის მეორე დღე ბათუმში

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალის მეორე დღეა. ფესტივალი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წელს ბათუმში იმართება. ბათუმში ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები, დისკუსიები, წიგნების პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებების დიდი ნაწილი ღიაა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. ფესტივალის დღევანდელი პროგრამა ასე გამოიყურება:  11:00-12:00 საათზე – შეხვედრა უკრაინელ საბავშვო მწერალ ჰალინა ვდოვიჩენკოსთან და წიგნის …

აშშ დაზვერვა მიიჩნევს, რომ დუგინას მკვლელობის უკან უკრაინელები დგანან – NYT

შეერთებული შტატების დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან. ამის შესახებ გამოცემა The News York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, დაზვერვის სამსახურები ფიქრობენ, რომ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმა ნებართვა გასცეს აფეთქებაზე, რომელიც აგვისტოში მოსკოვში მოხდა. ამერიკელი ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ მათ თავდასხმის მზადებაზე არაფერი იცოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, …

მთავრობამ ბობოყვათის სანაპიროზე 19 ჰექტარი გაყიდა, პლაჟი კი 45 წლით გაასხვისა

ბობოყვათის სანაპიროზე შპს „შავი ზღვის სამოთხემ“ 19-მდე ჰექტრი ფართობი დაირეგისტრირა. კომპანიამ, ნაყიდი მიწის ნაკვეთის გასწვრივ, 45-წლიანი იჯარით მიიღო ასევე პლაჟი, სულ 45 306 კვ.მეტრი. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი 26 მილიონ 695 736 ლარად გაიყიდა, 40 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. პლაჟით სარგებლობის წლიური საფასური კი 215 031 ლარია. ამ ტერიტორიას და მის გაგრძელებაზე …

უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია – ISW

უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია და ახლა ის ლუგანსკის ოლქში გრძელდება – ასე აფასებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ვითარებას უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე. ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს მდინარეების – ოსკილისა და სივერსკი დონეცის სანაპიროებზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნება და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელთა წინსვლა ვერ შეაჩერეს. „ლუგანსკის ოლქის დასავლეთ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 61 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +330] ტანკი – 2 449 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 5 064 ერთეული [+26] საარტილერიო სისტემა – 1 424 ერთეული [+10] MLRS – 344 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

უკრაინელებმა ხერსონში ფრონტის ხაზი კიდევ 20 კილომეტრით გადაწიეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ 2 ოქტომბერს ხერსონში კონტრშეტევის ახალი ეტაპი დაიწყო და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. „უკრაინულმა დანაყოფებმა ფრონტის ხაზი კიდევ 20 კილომეტრით გადაწიეს სამხრეთისკენ, ძირითადად მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ და მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროებზე, თუმცა ჯერ კიდევ არ ემუქრებიან რუსების ძირითად თავდაცვით პოზიციებს. რუსული ძალები კონტაქტს წყვეტენ და უკან იხევენ,“ – წერს უწყება 6 …

უკრაინის 23 წლის გმირი, რომელმაც ბატალიონი ალყისგან იხსნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში ალექსანდრე ტიმჩენკო გმირის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვა. ჯილდო ტიმჩენკოს ოჯახმა მიიღო. უკრაინის გმირი სამშობლოს დაცვისას, სასტიკ ბრძოლაში დაიღუპა ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინაში რუსების სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. ტიმჩენკოს ოჯახი მის დაკარგვას დიდხანს ვერ ეგუებოდა და მისი გადარჩენის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ამაოდ. ტიმჩენკოს შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი წერს. ალექსანდრე ტიმჩენკო …

განქორწინების დროს როგორ იყოფა ბინა, თუ სესხს ქმარი იხდის – ინტერვიუ იურისტთან

„ქორწინების შემდეგ კი შევიძინეთ ქონება, მაგრამ მე ვიხდიდი ფულს“ – საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ პრაქტიკაში ეს არგუმენტი ყველაზე ხშირად ესმის, როცა განქორწინებული წყვილი ქონებას ვერ იყოფს და სასამართლოში მისვლამდე იურისტებთან კონსულტაციაზე მიდიან. იურისტი განმარტავს, რა შემთხვევა იყოფა ქონება, რა პირობებით და რა ხდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა ქორწინება რეგისტრირებული არ იყო? ან იმ …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო როლანდ შავაძემ მიიღო, პედაგოგმა ხულოდან

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა. წლის მასწავლებლის ტიტული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა როლანდ შავაძემ მიიღო. ფინალში ასევე იყვნენ: ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი სოფიო ძიგრაშვილი …

დღეს ბათუმში ტროტუარზე პარკირებისთვის 1 მძღოლი დააჯარიმეს – 20 ფოტო

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დღის სტატისტიკური მონაცემებით, 5 ოქტომბერს, 19:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე, კერძოდ ტროტუარზე დგომისთვის მხოლოდ ერთი მძღოლი დააჯარიმეს. ბათუმში, როგორც წესი, ავტომანქანები დგას სკვერებში, გაზონებზე, ველობილიკებზე და ცხადია, ტროტუარებზე.

„ტელეფონს იღებ და ხვდები, რომ ვეღარავის დაურეკავ“ – კაცს რუსულმა ბომბმა ოჯახი ამოუწყვიტა

წყარო: Настоящее время ჟიტომირის ოლქის სოფელ იურევკის მცხოვრებმა ვლადიმირ ობოძინსკიმ მარტის დასაწყისში მთელი ოჯახი დაკარგა. ორი რუსული ბომბი კერძო სახლს დაეცა – დაიღუპა ვლადიმირის 40 წლის ცოლი ნატალია, 14 წლის ვაჟი ვლადიმირი, 19 წლის გოგონა ივანკა და ერთი წლის შვილიშვილები – ნიკოლი და დენისი. სახლისგან მხოლოდ საძირკველი და აგურების გროვაღა დარჩა. „ჩემი გოგო, როგორც ჩანს, …

ბათუმში 70 მასწავლებელი 300-300 ლარით დააჯილდოვეს

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები 300-300 ლარით დააჯილდოვეს. პედაგოგები ბათუმის 20 სკოლიდან იყო შერჩეული, მუნიციპალიტეტებიდან კი ათ-ათი პედაგოგი შეირჩა. დაჯილდოებაზე ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებიც იმყოფებოდნენ სასტუმრო „შერატონში“. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, საპრიზო ფონდი, 21 000 ლარი, სამინისტროს ბიუჯეტიდან გაიცა. დღეს, საქართველოში მასწავლებლის …

რას ჰყვება ქალი ხულოდან, რომელზეც 12 წელი ძალადობდნენ

39 წლის მარტოხელა დედა, მარინე გ. [სახელი შეცვლილია] ხულოს ერთ-ერთ სოფელში 3 შვილსა და პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მარინე უკვე 6 წელია, რაც შვილებს მარტო ზრდის. ქალის თხოვნით მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ კაცი ამ სტატიამ გააღიზიანოს და ისევ გამოჩნდეს საქმის გასარჩევად. ქალი 12 წელი ცხოვრობდა ქმართან ერთად, რომელიც ხშირად თვრებოდა …

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რუსეთის საკუთრებაში გადატანის ბრძანება გასცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს, 5 ოქტომბერს, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მთავრობას უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დამყარება და მისი „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაყვანა დაევალა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბრძოლის წინა ხაზთან სიახლოვე, ზრდის საერთაშორისო შეშფოთებასა და შიშს ბირთვული კატასტროფის შესახებ. უკრაინულმა მხარემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ რუსეთმა შესაძლოა სადგურზე აფეთქება მოაწყოს. …

როგორ ხდება ძუძუს თვითშემოწმება და რატომ არის ის საჭირო – რჩევები მამოლოგისგან

კიბოს რეგისტრის მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში. რეკომენდებულია, რომ ქალებმა და გოგოებმა სარძევე ჯირკვლის თვითშემოწმება თვეში ერთხელ მაინც ჩაიტარონ. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, „დიაგნოსტირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს 40 პროცენტი აღმოჩენილია ქალების მიერ, რომლებმაც ხელით იგრძნეს კვანძი, ამიტომ მკერდის რეგულარული თვითშემოწმების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია“. “მედცენტრის” ონკოლოგ-მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური …

458 ათასი ლარი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ადაპტირება-რემონტისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 458 ათას 231 ლარია გამოყოფილი. ტენდერი გამოცხადებულია და საბოლოო თანხა, რაც ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირდება, აჭარის 2022 და 2023 წლების ბიუჯეტიდან დაიფარება. საბჭოს შენობაში უნდა მოეწყოს პანდუსი, ლიფტი და ჩატარდეს სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო. დოკუმენტების მიხედვით, გარდა იმისა, რომ შენობა არაადაპტირებულია, კედლებში წყალიც ჟონავს. მიზეზად კი, თავის დროზე არასწორად შესრულებული …

„ამბასადორმა“ ბულვარში ისევ დააშენა

შპს „ამბსადორი ბათუმმა“ ბულვარში 21-ე სართულზეც დააშენა, პროექტის მიხედვით, აქ ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი უნდა მოეწყოს. სპეციალისტები კი ეჭვობენ, რომ იმ ფართობზე, რა პარამეტრებიც ბოლო სართულს პროექტის მიხედვით დაშენებამდე ჰქონდა, დასაფრენი ბილიკის მოწყობა არ მოხერხდება. გასული წლის ნოემბერში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე პროექტში ცვლილება დაამტკიცა და ახალი ნებართვა გასცა. პროექტში ცვლილება სანებართვო პირობების …

პუტინმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მომანიჭა – კადიროვი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ თავად კადიროვი წერს ტელეგრამზე. კადიროვის თქმით, პუტინმა პირადად აცნობა მას ამის შესახებ. დღეს კადიროვს დაბადების დღე აქვს, იგი 46 წლის გახდა. „ჩვენი მთავარსარდლის უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი ღვაწლის მაღალი შეფასებისთვის! ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვიძლევი სიტყვას, რომ გავამართლებ ავანსად გამოხატულ ნდობას“, …

უნივერსიტეტმა ფეისბუქპოსტის გამო სტატუსი შემიწყვიტა – სტუდენტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ყოფილი სტუდენტი, თამარ ლომიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტის სტატუსი ფეისბუქპოსტის გამო შეუწყვიტა. „ფაქტობრივად, გამაგდეს, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ლომიძე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი მიიჩნევს, რომ სტუდენტის პოსტი არაეთიკური იყო. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მან შეტყობინება 6 სექტემბერს წერილობით მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა, მობილობა ერთ დღეში მოესწრო. „ოქმში …

კრემლი ირწმუნება, რომ უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებს ისევ დაიპყრობს

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი აუცილებლად „დაიბრუნებს“ უკრაინის მიერ გათავისუფლებულ იმ ტერიტორიებს, რომლებზეც „რეფერენდუმები“ ჩაატარა და რომლებიც პუტინმა „რუსეთს შეუერთა.“ პესკოვის კომენტარებს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, ხომ არ არის შეუსაბამობა პუტინის განცხადებებსა და რეალობას შორის – რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ტერიტორიების შეერთება“ რუსეთთან – ეს სამუდამოა, მაშინ, როდესაც ამ …

თურქეთში კაცი პარაშუტით მიფრინდა სამსახურში, რომ არ დაეგვიანებინა

თურქეთში ავეჯის ქარხნის პუნქტუალური თანამშრომელი სამსახურში პარაშუტით მიფრინდა, რომ არ დაეგვიანებინა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, შემთხვევა შაბათს, პირველ ოქტომბერს მოხდა ბურსას პროვინციაში. ავეჯის ქარხნის დარაჯმა შენიშნა, როგორ დაეშვა ციდან პარაშუტისტი ქარხნის ეზოში, პარაშუტი აკეცა და შენობაში შევიდა. ქარხნის 38 წლის თანამშრომელი დემ კეკსინი პარაპლანით საფრენად ბურსას მთებში იყო, ქარხანაში …

დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები – 26 წლის „აზოველის“ ბოლო შეტყობინება  

„დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები. წვრთნებზე ვარ,“ – 30 მარტს მისწერა ვოლოდიმირმა, 26 წლის „აზოველმა“ დედამისს, კატერინა ბიკოვას. ეს მისი უკანასკნელი შეტყობინება იყო. დედა შვილს ყველგან ეძებდა. ამშვიდებდნენ: „სწავლებაზეა, სადღაც დარბის, ალბათ“. აპრილის ბოლოს კატერინამ შეიტყო, რომ ვოვა დაიღუპა. მაშინ, მარტში, ის არა სამხედრო წვრთნებზე, არამედ მარიუპოლში, „აზოვსტალში“, გაფრინდა მეგობრებთან. ვოვას ისტორიას გამოცემა Hromadske-სთან …

ქვაფენილი დატაცებულია, მივმართავ აუდიტს – საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ მერიის ქონების მართვის სამსახურში არ იციან, რა რაოდენობის ქვაფენილი აყარა მერიამ ქალაქის სამი ქუჩიდან და რა ღირებულებისაა ეს ქვაფენილი. მისი თქმით, ვერც საკრებულოში და ვერც მერიის შესაბამის სამსახურებში ოპოზიციამ ვერ მიიღო პასუხი ამ საკითხის გარშემო დასმულ კითხვებზე. მან დღეს, 5 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა იმის …

„ხმები ომზე“, პოეზია, დისკუსიები – ოდესის ლიტერატურული ფესტივალის პირველი დღე ბათუმში

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალი იწყება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წელს ბათუმში იმართება. ოთხი დღის განმავლობაში ბათუმში, ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები, დისკუსიები, ახალი წიგნების პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებების დიდი ნაწილი ღიაა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. დღევანდელი, 5 ოქტომბრის პროგრამა ასე გამოიყურება: 12:00-14:00 საათზე – „თარგმანში დაკარგული და ნაპოვნი“ – …

რუსეთში მობილიზებული სამხედროები სასწავლო ცენტრიდან უკან გააბრუნეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში მობილიზებული სამხედროები ერთ-ერთი სასწავლო ცენტრიდან უკან გააბრუნეს, რადგან მათი აღჭურვილობითა და საკვებით უზრუნველყოფა ვერ მოახერხეს. „მოწინააღმდეგეს აქვს პრობლემები უზრუნველყოფასთან დაკავშირებით „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში. კრასნოდარის მხრიდან, მოლკინოს სასწავლო ცენტრიდან, მობილიზებული პირადი შემადგენლობა უკან გააბრუნეს პრიმორსკო-ახტარსკში იმის გამო, რომ ვერ შეძლეს მათი განთავსება, საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა,“ – აღნიშნავს უკრაინის გენშტაბი. …

უკრაინა ხერსონში სერიოზულ წარმატებებს აღწევს – ISW

უკრაინის არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ხერსონის ოლქში და ამავდროულად განაგრძობს წინსვლას ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში – ასე აფასებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინელთა კონტრშეტევას. ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე და აიძულეს რუსეთის ჯარები, ხერსონისკენ დაეხიათ. უკრაინის არმია ასევე განაგრძობდა წინსვლას მდინარე დნეპრის გასწვრივ, რუსეთის …

კრემლი უნდა შფოთავდეს ლუგანსკის საზღვრებთან უკრაინელთა მიახლოებით – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ უკრაინა წარმატებით განაგრძობს კონტრშეტევას ორივე ფრონტზე – ჩრდილო-აღმოსავლეთში და სამხრეთში. უწყების ცნობით, ხარკოვის ოლქში, მდინარე ოსკილის აღმოსავლეთით, უკრაინას ამჟამად მნიშვნელოვანი ტერიტორია უჭირავს. „უკრაინის ძალებმა მდინარიდან 20 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქ სვატოვოსკენ, რომელიც რუსეთის თავდაცვის ზონა და მისი ლოგისტიკის ერთ-ერთი კვანძია,“ – წერს დაზვერვა 5 ოქტომბრის რელიზში. უწყების ვარაუდით, სრულიად მოსალოდნელია, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 61 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 2 435 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 5 038 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 1 414 ერთეული [+7] MLRS – 341 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ღამით რუსებმა კიევის ოლქის ქალაქი ბილა ცერკვა დაბომბეს

5 ოქტომბრის ღამით, რუსებმა კამიკაძე დრონებით შეუტიეს კიევის ოლქის ქალაქს, ბილა ცერკვას. კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექვსი დარტყმა განხორციელდა და რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. „კიევის ოლქი. არის ინფორმაცია რამდენიმე აფეთქების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ქალაქს კამიკაძე-დრონებით დაარტყეს. იწვის ინფრასტრუქტურის ობიექტები. ერთი დაშავებულია. შესაბამისი სამსახურები უკვე ადგილზე არიან,“ – განაცხადა ღამით ადმინისტრაციის …

მაშინ ჯარიც არ გვქონდეს… მერე ვიღაც მოვა და საჭმელსაც წაგვართმევს – ხედვა უსაფრთხოებაზე

„დიდია ეს ჩამონათვალი… როცა აგერ, 40 კილომეტრშია მტერი, უპილოტო საფრენი აპარატები კარგი იქნებოდა, მაგალითად, ასევე კონტრბატარეული სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო კონტროლის საერთო სისტემაში ჩართვა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა, რომელსაც ამჯერად საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაზე ვესაუბრეთ. რა შეიძლება ვთხოვოთ პარტნიორებს რუსული აგრესიის მასშტაბის გათვალისწინებით? – ვკითხეთ სამხედრო ექსპერტს. გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, …

Exit mobile version