რუსეთი „აზოვსტალის“ მცველების მეთაურების ექსტრადირებაზე ალაპარაკდა

რუსეთს ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ დამცველების ექსტრადირება სურს. ამის შესახებ დღეს, 29 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ისაუბრა. ვოლოდინის განაცხადებით, აზოვსტალის დამცველებმა, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იყვნენ და გათავისუფლების შემდეგ თურქეთში იმყოფებიან, პასუხი უნდა აგონ თავიანთ „დანაშაულებზე“. მოლოდინს რუსული მედია ციტირებს. აქამდე არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ დამცველები პუტინის ნათლია, მილიარდერ ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალეს. თუმცა, ვოლოდინი ამტკიცებს, …

„არ ვიცით რა შენდება, ნოტარიუსად ვიქეცით“ – საკრებულოს წევრები კუნძულის მშენებლობაზე

„ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. საკრებულოს წევრებისთვის არ გამართულა პატარა პრეზენტაციაც კი. არ ვიცით რა უნდა აშენდეს. საკრებულო არ არის ინფორმირებული, მხოლოდ და მხოლოდ სტატიების მეშვეობით ვიგებთ“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა კაკი გვიანიძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბათუმის მერიამ დასამტკიცებლად შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხი გამოიტანა კენჭისყრაზე. დღეს, 29 სექტემბერს, კომპანიას, რომელიც …

რუსეთში უკვე 100 000-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული – უკრაინის გენშტაბი

21 სექტემბრის, ანუ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ჯარში უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანია გაწვეული. რუსეთში აქტიურად მიმდინარეობს მობილიზაციის პროცესი. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბრიფინგზე ისაუბრა. „რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, აქტიურად გრძელდება სამხედრო გამოცდილების მქონე პირების გაწვევა. ამჟამად გამოცხადებული 300 000 ადამიანიდან 100 000-ზე მეტი უკვე გამოძახებულია. გვესმის, რომ …

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება რუსეთში!“ – მედვედევი ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. „რეფერენდუმებს“ ეხმიანება და რუსეთის მიერ ოკუპირებულ, განადგურებულ რეგიონებში მოსახლეობას „სახლში დაბრუნებას“ ულოცავს. „რეფერენდუმი დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში, რუსეთში!“ – წერს მედვედევი. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო …

უკრაინამ რუსეთისგან უფრო მეტი იარაღი „მიიღო“, ვიდრე პარტნიორებისგან – ფორბსი

Forbes-ის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, ნადავლის სახით რუსეთისგან „მიიღო“ თითქმის 400 ტანკი, 700 ერთეული ჯავშანტექნიკა და 170 საარტილერიო სისტემა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პარტნიორი ქვეყნების მიერ მიწოდებული დახმარება. გამოცემა წერს, რომ ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევის შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა უამრავი ვიდეო, რომლებზეც მიტოვებული რუსული ტექნიკა, საბრძოლო მასალებისა და იარაღის საწყობები …

„ბევრი სკოლა ისეთ დღეშია, პირუტყვი არ შევა“ – რას არ ხედავს მთავრობა

სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ წევრებმა სამ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ავარიული სკოლები აღნუსხეს და ფოტომასალა საქართველოს პარლამენტის წინ გამოფინეს. „ბათუმელები“ ესაუბრა „სალამის“ერთ-ერთ აქტივისტს, ბენიამინ კასიმოღლუს. მისი თქმით, აქტივისტები შეეცადნენ ამ გამოფენით საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გაეხადათ ის მდგომარეობა, რაც ამ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო სკოლებშია. „დაზიანებული, გაბზარული, ძველი, იატაკებიდან ქვეწარმავლები შეიძლება ამოვიდეს. ბევრ სკოლაში ისეთი მდგომარეობაა, პირუტყვი რომ …

„ვინმე ფეხზე იდგეს, არ არის მისაღები“ – როგორ ახსნა ჯინჭარაძემ სხდომაზე მოქალაქეების არ შეშვება

„სხდომათა დარბაზში რომ ვინმე ფეხზე იდგეს, ეს ჩემთვისაც არ არის მისაღები და მოქალაქისთვის, 5 საათის განმავლობაში გველოდებოდეს მოქალაქე ფეხზე დამდგარი,“ – ამ არგუმენტით სცადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ იმის გამართლება, რომ მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ვეღარ ესწრებიან. „…როგორ შეკითხვას მისვამთ ახლა იცით, ჩემზე უკეთესად ხვდებით, აქ რამდენი სკამის განთავსება შეიძლება,“ – გვიპასუხა რამაზ ჯინჭარაძემ, რომელსაც შევახსენთ, …

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პუტინის რეიტინგი იკლებს – კვლევა

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი შემცირდა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში პუტინმა 6% დაკარგა. კითხვაზე: მოგწონთ თუ არა ვლადიმერ პუტინის საქმიანობა? გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ კი, ხოლო 21 % – არა. ასეთია რუსული ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. იმავე შეკითხვაზე ჯერ კიდევ აგვისტოში 83-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მოსწონდა რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობა, უარყოფითად განწყობილი კი …

ომი ლუგანსკის ან დონეცკის აღებიდან 3 თვეში დამთავრდება – პოდოლიაკი

როდის და რა შემთხვევაში დამთავრდება ომი უკრაინაში – თავის შეფასებას ვიდეომიმართვის სახით აქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. ის ასახელებს ორ მთავარ ფაქტორს, რომლებიც ომის დასასრულებლად გადამწყვეტი იქნება. „პირველი – ეს ტექნიკის რაოდენობაა, ჭურვების რაოდენობა. მეორე – ამ ორიდან რომელიმე ქალაქის დაცემა – ლუგანსკის ან დონეცკის,“ – ამბობს პოდოლიაკი და დასძენს, რომ თუკი უკრაინა ლუგანსკს …

ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტის დაგება დაიწყეს

ხულო-ზარზმის გზაზე, სოფელ ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით ასფალტის დაგება დაიწყეს. გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებული ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, გუშინ, 28 სექტემბერს, ასფალტის საფარი გზის 500 მეტრ სიგრძეზე დაიგო. ასფალტის დაგება გრძელდება. სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა [ხულოდან ზარზმამდე] ჯამში 42 კილომეტრია და ის ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველი მონაკვეთი არის …

რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

„საკრებულოს სხდომაზე არ გვიშვებენ“, – აცხადებენ მოქალაქეები. ისინი დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს. სხდომაზე დღეს 4 მოქალაქე ვერ შევიდა. მოქალაქეების სხდომაზე დაშვება პრობლემა გახდა მას შემდეგ, როცა საკრებულოს წევრთა რაოდენობა 25-დან 35-მდე გაიზარდა. ამ სიახლის მიუხედავად საკრებულოს სხდომები ისევ იმ დარბაზში ტარდება, სადაც წინა მოწვევის საკრებულო იკრიბებოდა. შესაბამისად, დარბაზში რკალისებურად განლაგებულ მაგიდებსა …

თიბისის მხარდაჭერით ამბის თხრობის ფესტივალი – ZEG გაიმართება

ZEG Tbilisi Storytelling Festival, Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ის მიერ დაფუძნებული, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში. წელს ფესტივალის ფოკუსშია უკრაინის ომი და მისი გავლენა მსოფლიოზე. საით მიჰყავს უკრაინას თანამედროვე სამყარო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? დღეს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ფესტივალის შესახებ პრეს-კონფერენცია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები და შეხვედრები, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, …

გვქონდა უპრეცედენტო ტურისტული სეზონი – რიჟვაძე

დღეს, 29 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ტურისტულ სეზონზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, წელს აჭარას „უპრეცედენტო სეზონი ჰქონდა“. „ტურიზმი რჩება ადგილობრივი ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივად და ჩვენი მთავარი ამოცანა წელს გახლდათ ის, რომ სრულად აღდგენილიყო 2019 წლის დინამიკა. დღეს არსებული მონაცემებით, გვქონდა უპრეცედენტო სეზონი და ორნიშნა ზრდა 2019 წელთან შედარებით, რაც აისახა სექტორის შემოსავლებზე, …

„გინდათ სიცოცხლე? – გაიქეცით“ – ზელენსკის კიდევ ერთი მიმართვა რუს ჯარისკაცებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა რუს ჯარისკაცებს და რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ეხებათ. 28 სექტემბრის გავრცელებულ, ტრადიციულ  ღამის მიმართვაში, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი გასულ დღეს აფასებს, ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს რუსულად მიმართა: „ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათთვის, ვისაც მხოლოდ რუსული ესმის. გინდათ სიცოცხლე? – გაიქეცით. გინდათ იცოცხლოთ? – ტყვედ ჩაბარდით. …

სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ – დუმის სპიკერი

რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შეეხებათ, ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ – ამის შესახებ ტელეგრამში სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი წერს. ვოლოდინი ეყრდნობა კანონს „სამობილიზაციო მომზადებისა და რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის შესახებ“, რომლის თანახმადაც მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან, სამხედრო კომისარიატების ნებართვის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან. „კანონის ასეთი ნორმა არსებობს …

რუსეთს ლიმანში კოლაფსი ელოდება – ISW-ის შეფასება

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი არ რეაგირებს საკუთარი არმიის დანაკარგებზე ლიმანთან, რამაც შესაძლოა, კიდევ უფრო დააქვეითოს რუსი სამხედროების მორალური განწყობა. ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლიმანის მარცხი, სავარაუდოდ, სერიოზულ შედეგებს მოიტანს რუსეთის დანაყოფებისთვის დონეცკის ჩრდილოეთით და ლუგანსკის დასავლეთით და შესაძლოა უკრაინელებს მისცეს საშუალება, დაემუქრონ რუსების პოზიციებს ლუგანსკის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ და სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის მონაკვეთზე. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 სექტემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 58 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430] ტანკი – 2 325 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 4 909 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 1 385 ერთეული [+4] MLRS – 331 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

რუსეთი უკვე იმდენმა კაცმა დატოვა, რამდენიც კრემლმა უკრაინაში გააგზავნა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ, უკვე აღემატება რუსეთის ძალების იმ რაოდენობას, რომელიც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გადაისროლა. „7 დღეში, მას შემდეგ, რაც პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, რუსების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, …

„მე იქ აღარ წავალ“ – როგორ იწვევენ რუს კონტრაქტორებს ისევ საომრად | BBC

წყარო: BBC  ___________ საკონტრაქტო სამხედროებს, რომლებმაც დატოვეს რუსეთის არმია ომის პირველი თვეების შემდეგ, კვლავ ფრონტის ხაზზე გზავნიან – ახლა უკვე მობილიზაციის შესახებ კანონის შესაბამისად. კვლავ ბრძოლის ველზე რომ არ აღმოჩნდნენ, ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან, თანხმდებიან პატიმრობას, მიდიან ფსიქიატრიულ კლინიკებში და „ბიბისის“ უყვებიან, რატომ აკეთებენ ამას. – პროფესიით არტილერისტი ვარ. პირადად, ხელში იარაღით, მე არ ვკლავდი. ჩემი …

უმაღლესი სასულიერო დაწესებულება მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის – დავა საკონსტიტუციოში

მუსლიმი თემის ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში იმ საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც უმაღლესი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით საქმიანობის უფლებას მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს. მოსარჩელე იურიდიული პირი „საქართველოს სრულიად მუსლიმთა სამმართველოს“ ხელმძღვანელი მირტაგ ასადოვია, რომელმაც პარლამენტის წინააღმდეგ ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან წერილობითი პასუხი მიიღო – ასადოვი ისლამური სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნისთვის …

4 თვის დემეტრე ფიბროსარკომას ებრძვის – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 თვის დემეტრე ჩიტაძეს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. დიაგნოზი – ფიბროსარკომა მას თურქეთში დაუსვეს. თურქეთში დემეტრეს ამჟამად ქიმიოთერაპიის პირველ კურსს უტარებენ. ბავშვის დედის, ოლღა მერებაშვილის თქმით, საჭიროა ქიმიოთერაპიის კიდევ შვიდი კურსი. „ერთი თვის წინ დემეტრეს ფეხი შეუშუპდა, თავიდან კოღოს ნაკბენი გვეგონა, რადგან ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და სხვა რამ არ გვიფიქრია. თბილისში, კლინიკაში გვყავდა, სადაც გვითხრეს, …

„გოგოს რა უნდა მთაში“… ამ სტერეოტიპს ნელ-ნელა ვანგრევ“ – 17 წლის მთამსვლელი ხულოდან

17 წლის მარი კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. მარი ახალგაზრდა მთამსვლელია. ცდილობს, რომ მისი გატაცების შესახებ ბევრ თანატოლს მოუყვეს, გამოცდილება გაუზიაროს და მათთან ერთად შეეწინააღმდეგოს სტერეოტიპს, რომ თითქოს ალპინიზმი ქალის საქმე არ არის. საიდან დაიწყო მთამსვლელობის გზა თქვენთვის? 16 წლის ვიყავი, როცა ჩემმა დამ აჭარის მეკლდეურთა კლუბზე მითხრა. გავწევრიანდი, ზაფხულში ლაშქრობებზე დავდიოდი და ყველაფერი აქედან …

ბათუმის მერიის თანამშრომელი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი, არჩილ ბარამიძე, ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 სექტემბერს შეუფარდა. გამოძიება ბათუმის მერიის უკვე ყოფილ თანამშრომელს ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. „ის არ ცნობს თავს დამნაშავედ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა სიმონ ასათიანმა, რომელიც არჩილ ბარამიძის ინტერესებს იცავს. ადვოკატი მოსამართლეს ბრალდებულის 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ …

რა უნდა იცოდეთ, სანამ თქვენს შვილს ფეხბურთზე შეიყვანთ – რჩევები მწვრთნელებისგან

ბათუმში ბავშვთა ფეხბურთზე მზარდი მოთხოვნაა. ქალაქში 7 კერძო საფეხბურთო სკოლაა, სადაც ასობით ბავშვი სწავლობს. რა სჭირდება ბავშვთა ფეხბურთს განვითარებისთვის და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, სანამ შვილს ფეხბურთზე შეიყვანენ, ჰკითხა „ბათუმელებმა“ ორი საფეხბურთო სკოლის, „დელფინის“ მწვრთნელს იურა ალეფირენკოს  და „პორტუსის“ პრეზიდენტს, ჯაბა ჭანტურიას. „20 წელია ამ სფეროში ვარ და მსგავსი არ მახსოვს,“ – ბავშვების მხრიდან …

სქესობრივი დანაშაულისთვის გასამართლებული პირები სკოლებში ვერ დასაქმდებიან

სკოლაში, საბავშვო ბაღსა და სხვა ნებისმიერ სახის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო  დაწესებულებაში მუშაობის დაწყებისას, პირს ნასამართლობის ცნობის წარდგენის გარდა, მოეთხოვება ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა ნასამართლევი სქესობრივი დანაშაულისთვის. 2020 წლის 23 ივლისის დადგენილებით, სქესობრივი დანაშაულზე ნასამართლევ პირს ეკრძალება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. გარდა საბავშვო ბაღებისა და სკოლებისა, სქესობრივი დანაშაულისთვის …

2023-ში უკრაინის არმია შეიძლება უკვე ყირიმში იყოს – გენერალი ჰოჯესი

უკრაინის შეიარაღებული ძალები დააბრუნებენ რუს ოკუპანტებს 23 თებერვლის პოზიციებზე უკვე 2022 წლის ბოლომდე, მომავალი წლის შუაში კი უკრაინის ჯარები უკვე შეიძლება ყირიმში იყვნენ – ასეთი პროგნოზი აქვს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურს, გენერალ ბენ ჰოჯესს. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ დარწმუნებულია, უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს. „ვფიქრობ, ჩვენ რუსეთის არმიის მხრიდან შემდგომი ზეწოლის …

რატომ არ დაესწრო ოზთურქი თავის სასამართლო პროცესს – არსებითი განხილვა დაიწყო

დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მილიონერი ბიზნესმენის „გალიფ ოზთურქის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა ბრალდებული ბიზნესმენი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო. „მაგრამ მიზეზი არ არის გაურკვეველი, როგორც ეს თქვენ აღნიშნეთ, ბატონო მოსამართლევ“, – მოსამართლეს მიუბრუნდა ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი და განმარტა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის გამო ვეღარ ესწრება სასამართლო პროცესს. „როცა ის დააკავეს, ნაოპერაციები იყო …

რამდენად საშიშია მორიელი, რომელიც ბათუმში, საცხოვრებელ სახლებში გვხვდება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ მათ სახლში ბევრი მორიელი ბუდობს. აქ მორიელი უნახავთ სახლის კედლებზე და საძინებელ ოთახებშიც კი. აქ მცხოვრები ნატალია კახიძე გვეუბნება, რომ ოთახებში ნაპოვნ მორიელებს ზეთიან ქილაში ყრის. „ეს უკვე მერამდენე ქილაა, არ ვიცი“- გვითხრა მან. მირანდა გვიანიძე ნატალიას მეზობლად ცხოვრობს და ოთახებში მასაც არაერთხელ შეუნიშნავს მორიელი. „შვილის …

სიმბოლურ ფასად, 1 ლარად – „ამბასადორი“ მთავრობას მიწის ნაკვეთს სთხოვს

აჭარის მთავრობა გეგმავს შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცეს კიდევ ერთი ნაკვეთი მდინარე ბარცხანასა და ყოროლისწყალს შორის. ნაკვეთს მთავრობა ბათუმის მერიისგან სწორედ ამ მიზნით, კომპანიისთვის გადასაცემად ითხოვს. ამ მოთხოვნის თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერს გუშინ, 27 სექტემბერს, მისწერა. მერიამ ოპერატიულად მოამზადა საკითხი საკრებულოსთვის გადასაგზავნად, საკრებულო კი მზად არის ის …

„ნახეთ მისი მშვენიერი ღიმილი, მას ორჯერ ესროლეს“ – ირანში დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

ირანელი აქტივისტების ცნობით, პროტესტის 11 დღის განმავლობაში ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 76 მომიტინგე მოკლეს, ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “ირანის ადამიანის უფლებები” (IHR) ავრცელებს. მასიური საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში გამოიწვია 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა, რომელიც იქამდე მორალის პოლიციამ სავალდებულო თავსაფრის არასათანადოდ ტარებისთვის დააპატიმრა და სცემა. IHR-ი ირანის ხელისუფლებას ადანაშაულებს არაპროპორციული …

რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს მთავრობა – პეტიციები აჭარაში

საბავშვო ბაღის მშენებლობა, სკვერის მოწყობა, კაპიტალური საკანალიზაციო არხის მშენებლობა, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, წიგნადი ფონდის განახლება, ძეგლის მოვლა, ბულვარის გადარჩენა, ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა, ადაპტური ტექნოლოგიების პროგრამის დაფინანსება, კონკრეტული მშენებლობის შეჩერება და სხვა – ბოლო წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში შესული პეტიციები თავიანთი შინაარსით იმდენად მრავალფეროვანია, ისინი ვინმეს გულდასმით რომ შეესწავლა, აღერიცხა და მათი გადაჭრის გზებზე ეფიქრა, კარგი წინასაარჩევნო პროგრამა …

„რომ შეიძლებოდეს, ქალაქში არ წავიდოდი მოსამზადებლად“ – აბიტურიენტი ხულოდან

17 წლის აბიტურიენტი, ჯანეტ კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. ჯანეტი უმაღლესი განათლების მიღებას და ფარმაციის შესწავლას გეგმავს. იგი ამბობს, რომ მას, ისევე როგორც სოფლებში მცხოვრებ ბევრ აბიტურიენტს, სწავლის ხარისხი სკოლაში არ აკმაყოფილებს. ჯანეტი ქალაქში წასვლას და რეპეტიტორებთან მომზადებას გეგმავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. იგი სოფლიდან აბიტურიენტების ქალაქში წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინგლისური ენის სპეციალისტების ნაკლებობას …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 21 საათიდან 29 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი  ღამით: 12 – 17 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: 20 –25 გრადუსი ღამით: 7 – 12 …

რუსეთთან მხოლოდ რეპარაციაზე ვილაპარაკებთ – დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, სერგეი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე – კონტრიბუციის გადახდა და რეპარაცია [საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება] იმ ნგრევისა და ზიანისთვის, რაც რუსეთმა ამ ომის პერიოდში უკრაინას მიაყენა. ამის …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ უშუალოდ კუნძულის მშენებლობამდე „ნაპირდამცავ ჯებირს“ ააშენებს, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება. ბარცხანის პლაჟის გასწვრივ ზღვაში ჩასაყრელად საჭირო ქვებს ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან შემოიტანენ. ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია 3 სექტემბერს გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის …

ბოლო დღეებში უკრაინამ კონტრშეტევა გაააქტიურა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კონტრშეტევა გააქტიურა და მისმა ძალებმა ნელა, მაგრამ მაინც დაიწყეს წინსვლა სულ მცირე ორი მიმართულებით – მდინარეების, ოსკილისა და სივერსკი დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროებზე. „რუსეთი ამჯერად უფრო ძლიერ თავდაცვის ხაზს ქმნის, ვიდრე მანამდე, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ უკრაინელთა შეტევა პირდაპირ ემუქრებოდა ლუგანსკის ოლქის ნაწილებს ზუსტად იმ დროს, როდესაც …

Exit mobile version