მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება | ამინდის პროგნოზი

18.01.2023 • 2198
ბათუმში ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება | ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და +19 გრადუსს მიაღწევს.

გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში და მთელ აჭარაში ძირითადად უნალექო ამინდი 25 იანვრამდე შენარჩუნდება.

19 იანვარს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +12, +17 გრადუსი იქნება, 20 იანვარს კი – +19 გრადუსს მიაღწევს.

ღამით კი ბათუმში +2, +7 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში 26 იანვარს გაავდრდება.

________________

ფოტოზე: ბათუმის ცენტრალური პარკი. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: