როცა გზაზე გავლა „საფრთხეს ქმნის“, მაგრამ მეზობელი აღდგენის წინააღმდეგია – შემთხვევა ხულოში

„ვაპირებ, ამაღამ ხულოს მერიასთან დავრჩე, ვიდრე გზას არ გამიკეთებენ,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. ის სოფელ კვატიაში ცხოვრობს და მის სახლთან მისასვლელი გზის გამაგრებას ითხოვს, რომელიც გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, „საფრთხეს ქმნის“. შადიმან ხოზრევანიძემ 2022 წლის მარტში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ღამე გაათია სამედიცინო კვლევების დაფინანსების მოთხოვნით. მოქალაქის თქმით, მისი მოთხოვნები დღემდე არ შესრულებულა. ამჯერად მოქალაქე შიდასასოფლო …

18 წუთში რუსების 4 ვერტმფრენი გავანადგურეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს დილით რუსების სულ მცირე 4 სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. „12 ოქტომბერს, 8:40 საათიდან 8:58 საათამდე პერიოდში, უკრაინის სამხრეთში საჰაერო ძალების დანაყოფებმა საზენიტო რაკეტებით გაანადგურეს მოწინააღმდეგის სულ მცირე 4 სამხედრო ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52), რომლებიც სამხრეთის მიმართულებაზე მყოფ საოკუპაციო ძალებს ჰაერიდან ეხმარებოდნენ“, – ნათქვამია საჰაერო ძალების პრესსამსახურის რელიზში. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერტმფრენი გათავისუფლებულ …

„პოზიორობა“ – ასე აფასებს აშშ ლავროვის სიტყვას დასავლეთთან მოლაპარაკებაზე

სახელმწიფო დეპარტამენტმა „პოზიორობა“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მზადაა დასავლეთთან მოლაპარაკებებისა და „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზე პუტინისა და ბაიდენის შეხვედრისთვის. „დრო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსულმა რაკეტებმა დაარტყეს უკრაინის დედაქალაქს, დაარტყეს სხვა უკრაინულ ქალაქებს, საბავშვო მოედნებსა და სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, გზებს, ხიდებს, ენერგოინფრასტრუქტურას. …

პესკოვი: სტოლტენბერგის განცხადება ნატოს უკრაინის მხარეს ბრძოლის დადასტურებაა

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, 12 ოქტომბერს, ყოველდღიური ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც იმის დადასტურება, რომ ნატო უკრაინის ომში იბრძვის კიევის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. Европейская правда 11 ოქტომბერს წერდა, რომ სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომზე ალიანსის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ „თუ …

რა იწვევს ტიკებს და როგორია მკურნალობის მეთოდები – ექიმის რჩევები

ნერვული ტიკი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის კუნთების გარკვეული ნაწილი მოძრაობს განმეორებით, სწრაფად, მოულოდნელად და უკონტროლოდ. ტიკები და ამ სპექტრის სხვა დარღვევები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ნევროლოგი შორენა კუნჭულია განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ტიკები უვნებელია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩარევის გარეშეც გაივლის, მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ დიფერენცირებას სხვა დაავადებებისგან. ქალბატონო შორენა, რა სახის ტიკები …

6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად

შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ორხაზოვანი ზიპლაინის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ზიპლაინის მინიმალური სიგრძე 1 752 მეტრი უნდა იყოს. „პროექტის მიზანია ჩირუხის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია. ზიპლაინი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი ევროპაში. ზედა სადგური დაპროექტებულია როგორც „არწივის ბუდე“, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ხეობაზე. ქვედა სადგურის პროექტში ინტეგრირებულია ტურისტულ-ვიზიტორთა …

ერთ თვეში 1847 უბილეთო მგზავრი დავაჯარიმეთ – ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთო მგზავრობისთვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1847 პირი დააჯარიმეს. მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობა მუნიციპალიტეტის საზღვრებში 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. „მგზავრი მგზავრობის დაწყებისთანავე ვალდებულია ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა“ – აცხადებს მუნიციპალური ინსპექცია.  

ის რაციონალური მოთამაშეა, რომელიც ძალიან შეცდა – ბაიდენი პუტინზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპაციის პერსპექტივა სრულიად არასწორად გათვალა. რუსეთ-უკრაინის ომზე ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ილაპარაკა. „მე ვფიქრობ… იმედი ჰქონდა, რომ ხელგაშლილები შეხვდებოდნენ უკრაინაში, რომ კიევი ეს დედა-რუსეთის სახლია და მას იქ მიიღებდნენ. ვფიქრობ, სრულიად არასწორად გათვალა… ვფიქრობ, ის რაციონალური მოთამაშეა, რომელიც ძალიან შეცდა,“ – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. კითხვაზე, …

რამდენი დღე იქნება ბათუმში თბილი, უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის 21 საათიდან 13 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 12 – 17 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი  …

ФСБ: ყირიმის „ტერაქტზე“ 8 პირი დავაკავეთ, ტვირთის გადატანაში 2 ქართველიც მონაწილეობდა

კრემლისტური მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ 8 ადამიანი დააკავა – 5 რუსეთის მოქალაქე, 3 – უკრაინისა და სომხეთის, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა. „ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვა, მისი ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტურა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენიღბული იყო რულონებში სამშენებლო პოლიეთილენის ფენით 22 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 63 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +270] ტანკი – 2 505 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 5 156 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 1 507 ერთეული [+11] MLRS – 355 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის ოპერაციების „სირიიზაციას“ ვერ გამოიწვევს – ISW

ახალდანიშნული მეთაურის, სერგეი სუროვიკინის ომის წარმოების სტილი ვერ ახსნის 10-11 ოქტომბრის მასირებული სარაკეტო დარტყმების ტალღას და სავარაუდოდ, რუსეთის ოპერაციებში სერიოზულ ცვლილებებსაც ვერ გამოიწვევს – მიიჩნევენ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ინსტიტუტის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის დაზვერვის ცნობებს ეყრდნობა, სარაკეტო დარტყმებს რუსეთი ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან ამზადებდა, ხოლო სუროვიკინი უკრაინაში რუსული ძალების მეთაურად 8 ოქტომბერს დაინიშნა. …

ირანული დრონები უკრაინის არმიისთვის იოლი სამიზნეებია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის საჰაერო პოტენციალს აფასებს. უწყების ცნობით, ირანული წარმოების ლეტალურ უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთის ბრძოლის ველზე აგვისტოს შემდეგ იყენებს, მათ შორისაა ერთი მიმართულებით დამრტყმელი „შაჰედ 136“. „რუსეთმა დარტყმების საერთო ტალღაში „შაჰედები“ 10 ოქტომბერსაც ჩართო. მანამდე უკრაინის გენშტაბი იუწყებოდა, რომ საერთო ჯამში, რუსეთმა უკრაინაში გაუშვა 86 „შაჰედ 136“, რომელთა 60 % უკრაინის არმიამ …

ესმა, ნანული, ნათელა, სურიე და მემთეური ქალები ღორჯომის ყიშლიდან

ღორჯომამდე დილის 8 საათია, წვიმს. ბათუმის ავტოსადგურში ვარ და მობილურზე ვრეკავ. ხულოს სოფელ ღორჯომის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მიპასუხა: „კი, წაგიყვან ბიძია, მაგრამ არ გავხარ ხულოელს. ცუდი გზებია იქ და მაინც გინდა წამოსვლა?“ რამდენიმე წუთში რუხი ფერის „სპრინტერში“ შავთავსაფრიანი ქალის გვერდით ვჯდები. ისევ გადაუღებლად წვიმს. ხელვაჩაურში დიდ საცობში ვიჭედებით. „ყოველთვის ასეა, ამხელა გზა გაქვს გასავლელი და …

რა შეიძლება იყოს ხელის კანკალის მიზეზი – ექიმის რჩევები

ხელის კანკალი, იგივე ტრემორი ძირითადად ხანდაზმულთა პრობლემად მოიაზრება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხელების კანკალი, სხვადასხვა ინტენსივობითა და სიხშირით, ახალგაზრდა ასაკშიც აწუხებთ. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ ხშირად ხელების კანკალი ესენციურია, არ არის დაკავშირებული გარკვეულ მიზეზთან და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა თუ ტრემორი გახანგრძლივდა, ეს ადამიანის შრომისუნარიანობაზეც აისახება. ქალბატონო ინგა, რა სახის …

30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი

30 წუთი – დაახლოებით ამ დროში იწვის და ფერფლად იქცევა აჭარაში ხის სახლები. ხულოდან რომელიმე მაღალმთიან სოფელში სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლას კი საშუალოდ 38-42 წუთი სჭირდება. 30 წუთში, სანამ სახანძრო გზაშია, ადამიანები კარგავენ ყველაფერს. „იმ მომენტში, როცა სახლში შევვარდი, მარტო ერთ რამეზე ვფიქრობდი – შვილი გადამერჩინა. მარტო შვილზე ვფიქრობდი, შიშის გრძნობა არ მქონია. ბავშვი ოთახში იყო, …

უკრაინის დამარცხება NATO-ს დამარცხებაც იქნება – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რომ უკრაინის დამარცხება რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში NATO-ს დამარცხებასაც ნიშნავს. როგორც Европейская правда წერს, სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომზე ალიანსის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ბრძოლაში, ომში რუსეთის ჯარებთან, რომლებიც მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რადგან თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს, უბრალოდ, უკრაინის დიდი დამარცხება კი არ იქნება, …

დეპუტატ გიორგი მანველიძის რძლის კომპანია ბათუმში უკანონოდ აშენებს

ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ორ კვარტალში, შპს „სმარტ ჰაუსი“ მრავალბინიან კორპუსს აშენებს. კომპანიას 15- სართულიანი კორპუსის აშენების ნებართვა აქვს, თუმცა 17 ააშენა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, „სმარტ ჰაუსის“ 70 პროცენტს უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი მანველიძის რძალი [ძმის ცოლი], ლანა აბალოიძე ფლობს, 30%-ის მფლობელი კი თამთა ვერძაძეა. დოკუმენტებით დგინდება, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „სმარტ ჰაუსის“ მიერ სანებართვო პირობების …

რუსეთი მზადაა, განიხილოს პუტინი-ბაიდენის შეხვედრა G20-ის სამიტზე – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ მოსკოვი უარს არ იტყოდა შემდეგ თვეში, G20-ის სამიტზე, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრაზე. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის Россия 1-ის გადაცემა 60 минут-თან ინტერვიუს დროს ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი ღიაა უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთთან სასაუბროდ, თუმცა ამ დრომდე ელოდება „სერიოზულ შეთავაზებას“ მოსალაპარაკებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ …

რუსებს არ შეუძლიათ დაბომბვა გააგრძელონ 1-2 კვირა, ამის რესურსი არ აქვთ – მიმომხილველი

10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინაში 84 ფრთოსანი რაკეტა და 24 დრონი გაუშვა – Forbes-ის დათვლით, მათი საშუალო საერთო ღირებულება 400-700 მილიონი დოლარია. Forbes-ი აღნიშნავს, რომ უკრაინაში გაშვებული რაკეტების ღირებულებას ის ფართო დიაპაზონით აფასებს, რადგან ჯერჯერობით უცნობია თითოეული ტიპის რაკეტების ზუსტი რაოდენობა. გამოცემა მიუთითებს, რომ დამატებითი ინფორმაციის გაჩენის შემთხვევაში, დათვლები შესაძლოა დარედაქტირდეს. „არსებობს ცნობები, რომ რუსეთმა ისროლა …

რა დაგვანახა უკრაინაზე სარაკეტო შეტევამ – 3 მთავარი დასკვნა 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ბლოგი წყარო: Новое Время რუსეთის მასირებულ შეტევას უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სამოქალაქო ობიექტებზე ისტორიაში უკვე კარგად გამოცდილი განმარტება აქვს: ეს დანაშაულზე უარესია – ეს შეცდომაა. ეს შეცდომაა, რომელსაც კრემლმა ჩვენი მებრძოლების წარმატების გამო მიმართა. ყველა, ვინც რაკეტებითა და დრონებით დარტყმებზე დანაშაულებრივ ბრძანებებს გასცემდა, აუცილებლად დაისჯება. მინდა, თქვენი ყურადღება შემდეგ ასპექტს …

დამაჯარიმეს ბანერისთვის: „მუხამბაზი რუს ოკუპანტებს არ ღებულობს“, „თავისუფლება მიშას“ – მოქალაქე

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 38-ში მცხოვრები მოქალაქე, ავთანდილ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ თავის საკუთრებაზე ბანერის გაკვრისთვის 500 ლარით დააჯარიმა. დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ამ დაჯარიმების საქმეს და გადაწყვეტს, რამდენად კანონიერად გაატარა ინსპექციამ სანქცია მოქალაქის წინააღმდეგ. მოქალაქე 500 ლარით 29 ივლისს დააჯარიმეს. ავთანდილ ბოლქვაძის აზრით  კი, „მუნიციპალური ინსპექციის“ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. ავთანდილ …

თურქეთში ლეოპარდის ბუნებაში დაბრუნება კიდევ ერთხელ დადასტურდა

მედიის ცნობით, თურქეთში, ეროვნულ პარკში დაფიქსირებულმა ვიდეოხაფანგმა ანატოლიური ლეოპარდი გადაიღო, რაც იმას მოწმობს, რომ გადაშენების პირას მყოფი ეს ცხოველი ბუნებაში ბრუნდება. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ანატოლიური ლეოპარდი თურქეთში, სხვადასხვა რეგიონში შენიშნეს. ლეოპარდი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის [IUCN] წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც ცხოველი, რომლის პოპულაციის დაკარგვის საფრთხე არსებობს. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ თურქეთში 1974 წელს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 63 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +240] ტანკი – 2 504 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 5 162 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 1 496 ერთეული [+10] MLRS – 353 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

უკრაინაზე სარაკეტო შეტევით პუტინმა ნაციონალისტებს ასიამოვნა – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ვარაუდით, პუტინმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმით ომის მომხრე ნაციონალისტებს ასიამოვნა. ბელარუსში თავმოყრილ ძალებს კი კრემლი გამოიყენებს, რათა უკრაინის არმია კიევში შეაკავოს და მას ქვეყნის სხვა რაიონებში კონტრშეტევის ოპერაციებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს. ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების კონცენტრირება და 10 ოქტომბრის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე ISW-ის უახლესი ანგარიშის მთავარი თემებია. რუსეთის ჯარებმა 10 …

ბათუმის აეროპორტის გავლით 42 383 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გამოვლინდა დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულის და ოქროს ნაკეთობის შემოტანის ორი ფაქტი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ, ბათუმის აეროპორტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტისგან დამზადებული სამკაულები, ხოლო მეორე შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლოს გავლით, სომხეთის …

რა ელის სუროვიკინს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურად დანიშნეს – ბრიტანეთის დაზვერვა 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა თავისი უახლესი რელიზით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ხელმძღვანელად გენერალ სერგეი სუროვიკინის დანიშვნას ეხმაურება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 ოქტომბერს, იმ დღეს, როდესაც ყირიმში ქერჩის ხიდზე აფეთქება მოხდა, გამოაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ძალების მთავარსარდლად და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის“ მეთაურად სერგეი სუროვიკინი დაინიშნა. სუროვიკინი ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო ძალებს სირიაში, შემდეგ რუსეთის საჰაერო ძალებს, ბოლო რამდენიმე თვის …

ურიგოდ გამოცდის ჩაბარება 250 ლარად – რას განმარტავენ შსს-ში მართვის მოწმობის გაძვირებაზე

„დაახლოებით 90% ვერ აბარებს პრაქტიკულ გამოცდას ქუჩაში, ამის ბევრი ობიექტური მიზეზია, რაც არ არის მძღოლობის მსურველის ბრალი,“ – გვითხრეს ბათუმისა და თბილისის 6 ავტოსკოლაში, სადაც მართვის მოწმობის გართულებულ და გაძვირებულ გამოცდებზე საუბრობენ, თუმცა არ სურთ ვინაობის გამხელა. „ჩვენ დაგვაბრალებენ, ვერ ასწავლესო“, – დასძინეს მათ. შსს-ში ადასტურებენ იმას, რაც ავტოსკოლებში დაასახელეს ერთ-ერთ პრობლემად: პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაზე …

„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“ – უკრაინელების აქცია ბათუმში

“რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა” – ამ წარწერით გაშალეს დღეს, 10 ოქტომბერს, ბათუმში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა საპროტესტო ბანერი და რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციაზე მისულ მოქალაქეებს იმ ქალაქების სახელები ეწერათ, რომლებიც დღეს დილით უკრაინაში რუსეთის მიერ დაიბომბა. დღევანდელი, 10 ოქტომბრის დილა მძიმედ დაიწყო უკრაინაში. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, დნეპრში, ლვოვში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში. უკრაინის შეიარაღებული ძალების …

ჩვენი სამიზნე უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის დემონტაჟი უნდა იყოს – მედვედევი

„პირველი ეპიზოდი ნათამაშებია. იქნება სხვებიც“, – უკრაინული ქალაქების დაბომბვას ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. – „უკრაინული სახელმწიფო ახლანდელი კონფიგურაციით ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით ყოველთვის პირდაპირი და აშკარა საფრთხე იქნება რუსეთისთვის. ამიტომაც, ჩვენი ხალხისა და საზღვრების დაცვის გარდა, ჩვენი მომავალი მოქმედებების სამიზნე, ჩემი აზრით, უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟიც უნდა იყოს“. მედვედევის განცხადებამდე, რუსეთის …

როდის გამოიდარებს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის 21 საათიდან 11 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია, დღის პირველ ნახევარში, დროგამოშვებით წვიმა, ღამით – ზოგან ძლიერი. ხვალ, 11 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 …

რა უნდა ქნა, როცა ინტერნეტით გამოიწერე ნივთი და არ გაგიმართლა? – ახალი კანონი

„თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა [საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება], ან გავიდეს ხელშეკრულებიდან,“ – განმარტავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ონლაინშეძენაზე, რაც ამ დრომდე საქართველოში სამართლებრივად დარეგულირებული არ იყო. ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ უკვე 2022 წლის ივნისიდან ონლაინშესყიდვების დროს დისტანციურად ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით, …

გაიქეცი, დოყლაპიავ! – კადიროვი ზელენკის მიმართავს

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებზე ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მიმართავს. კადიროვი აცხადებს, რომ ის დღეს სავსებით კმაყოფილია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობით. „ზელენსკი წუწუნებს, რომ კიევისა და სხვა ქალაქების თავზე რაკეტები დაფრინავს. აბა, რა გეგონა ზელენსკი-დოყლაპიავ: შენთვის შეიძლებოდა და სხვებისთვის არა?“ – წერს კადიროვი ტელეგრამზე და უკრაინის პრეზიდენტს „8 წელი …

რატომ ჩნდება საშვილოსნოს პოლიპები და როგორ მკურნალობენ – ექიმის რჩევები

ქალის სასქესო ორგანოებში შეიძლება განვითარდეს როგორც ერთი, ისე მრავლობითი პოლიპი. მათი დიაგნოსტირება ყველა ასაკშია შესაძლებელი, თუმცა ყველაზე ხშირად პოლიპები 40-დან 49 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგის, ქეთი ფარტენაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიპები კეთილთვისებიანად მიიჩნევა, ავთვისებიანად ტრანსფორმაციის მცირე რისკი მაინც არსებობს, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება. ქალბატონო ქეთი, რა არის …

უნდა იყოს რუსი მწერლების სახელობის ქუჩები ბათუმში? – რას ფიქრობენ ქართველი მწერლები

პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა კვეთს მიხეილ ლერმონტოვის ქუჩას, ლერმონტოვის – ალექსანდრე პუშკინს, პუშკინის კი ალექსანდრე გრიბოედოვის – ბათუმის დიდი, ხალხმრავალი და გამტარი ქუჩები დღემდე რუსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობისაა. ბათუმში ასევე არის გოგოლის, ლომონოსოვის, ჩკალოვისა და გაგარინის ქუჩები. „ბათუმელებმა“ ქართველ მწერლებს, პოეტებსა და ლიტერატურათმცოდნეებს ჰკითხა, უნდა იყოს თუ არა ბათუმში რუსი მწერლების სახელობის ქუჩები. „ვიღაც …

რუსეთმა ამ დილით უკრაინაში 75 რაკეტა ისროლა – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, რამდენიმე საათში, რუსეთმა უკრაინაში 75 რაკეტა ისროლა. „ტერორისტი ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია მასირებულ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს განაგრძობს უკრაინის ტერიტორიაზე. იყენებს დამრტყმელ დრონებს. დილით აგრესორმა უკვე 75 რაკეტა გაუშვა. მათგან 41 ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გააუვნებლა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, – წერს ვალერი ზალუჟნი …

Exit mobile version