მთავარი,სიახლეები

აზოვის პოლკი მოეირიშე ბრიგადად გადაკეთდა და ბახმუტისთვის იბრძვის

26.01.2023
აზოვის პოლკი მოეირიშე ბრიგადად გადაკეთდა და ბახმუტისთვის იბრძვის

25 იანვარს აზოვის პოლკმა სახელწოდება შეიცვალა და ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მესამე მოიერიშე ბრიგადა – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს ახალი ბრიგადის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ჩვენი დანაყოფი ჩამოყალიბდა აზოვის ტერორისტული თავდაცვის მოხალისეთა რაზმის ბაზაზე, რომელიც შეიქმნა კიევში 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ საათებში“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ დანაყოფის ხერხემალს წარმოადგენენ „აზოვის“ ვეტერანები და მოძრაობის წარმომადგენლები.

აქვე აღნიშნულია, რომ ამავე ნაწილის მებრძოლები მონაწილეობდნენ ხერსონის გათავისუფლებაში.

„ახლა ბრიგადა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილშია და იბრძვის ბახმუტისთვის. გადამწყვეტი ბრძოლის დროა!“ – ნათქვამია განცხადებაში.

აზოვი, რომელსაც მოგვიანებით „აზოვის პოლკი“ უწოდეს, 2014 წელს დაარსდა. აზოვის ერთ-ერთი პირველი წევრები „მაიდნის“ მოხალისეთა ჯგუფის აქტივისტები იყვნენ. აზოვს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ლეგენდარულ პოლკს, რომლის ჯარისკაცებიც განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევიან.

აზოვის პოლკი, უკრაინის გენშტაბის ბრძანებამდე დანებების შესახებ, იბრძოდა ქალაქ მარიუპოლში, მესაზღვრეებთან, პოლიციასთან, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადასთან და მარიუპოლის ტერიტორიულ თავდაცვასთან ერთად.

____________

ფოტოზე: ბახმუტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: