ნეტგაზეთი • RU

ხორბლის უკანონოდ შემოტანისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით 5 პირი პასუხისგებაში მისცეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და საბაჟო წესის დარღვევის ფაქტებზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელეს მარცვლეულის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, რა გზითაც უსაფუძვლოდ შეიქმნეს 150 961 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე გადასახადების დასაფარად.

ამავდროულად, 2022 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორი კომპანიის სახელით,  საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით,  საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 447 742 ლარის საბაჟო ღირებულების 476 347 კილოგრამი არადეკლარირებული ხორბალი,“- წერს საგამოძიებო.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებულმა ზიანმა ჯამში  შეადგინა დაახლოებით 231 000 ლარი.

ამ ეტაპზე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზიანის ანაზღაურების სახით შეტანილია 170 000 ლარი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე, 220 პრიმა და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.