მთავარი,სიახლეები

„ქეა კავკასიას“ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში

27.01.2023 • 829
„ქეა კავკასიას“ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში

26 იანვარს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა კავკასია“ უკრაინის 130-ზე მეტ მოქალაქეს შეხვდა.

შეხვედრას უკრაინის საპატიო კონსულმა, როსტომ ნაკაშიძემ უმასპინძლა. ორგანიზაციის ეს ღონისძიება ნაწილი იყო პროგრამისა – „უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა საქართველოში“.

შეხვედრა ბათუმში

შეხვედრაზე უკრაინელთა ოჯახებს საკვები და პირველადი ჰიგიენური საჭიროების ნივთები გადასცეს. უკრაინის მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან სერვისებზე, მათ შორის ორგანიზაცია „ქეას“ იურიდიულ მხარდაჭერაზე, სახელმწიფო ჯანდაცვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებსა და ძალადობის პრევენციის მექანიზმებზე.

უკრაინის მოქალაქეებთან შეხვედრა ბათუმში

  • პროგრამის და სერვისების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მსურველები უნდა გაწევრიანდნენ ფეისბუქჯგუფში: CARE Caucasus Supporting Ukrainian Refugees in Georgia.
  • უფასო იურიდიული კონსულტაციის მისაღებად უკრაინის მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3FONhvf  
  • შეკითხვების შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი: +995 591 95 33 01

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი პროგრამის – „უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში:

  • უკრაინის 2266-მა მოქალაქემ მიიღო ფულადი დახმარება
  • დარიგდა ჰიგიენისა და საკვები პროდუქტების 1050 ყუთი
  • 800-ზე მეტმა უკრაინულმა ოჯახმა მიიღო იურიდიული კონსულტაცია
  • 3000-მდე უკრაინელმა მიიღო მისთვის ხელმისაწვდომ სერვისებზე ინფორმაცია

„ქეა კავკასიაში“ აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით ძირითადი აქცენტი ქალებსა და ბავშვებზე გაკეთდა, როგორც ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე.

„ქეა კავკასია“ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს „ქეა ავსტრიის“, „ქეა ამერიკისა“ და Nachbar in Not/Neighbour in Need-ის ფინანსური მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: