მთავარი,სიახლეები

პრიგოჟინი და გირკინი პოლიტიკური გავლენისთვის უპირისპირდებიან ერთმანეთს – ISW

27.01.2023 • 852
პრიგოჟინი და გირკინი პოლიტიკური გავლენისთვის უპირისპირდებიან ერთმანეთს – ISW

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, ISW-ი 26 იანვრის ანგარიშში ევგენი პრიგოჟინსა და იგორ გირკინს შორის დაპირისპირებას მიმოიხილავს.

ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ  „ვაგნერის“ ფინანსისტ ევგენი პრიგოჟინისა და დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების ყოფილ თავდაცვის მინისტრის, იგორ გირკინის ბოლოდროინდელი დაპირისპირება რუსულ ნაციონალისტურ ჯგუფებს შორის აჩვენებს კონკურენციას პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად რუსეთში.

ISW-ი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინი და გირკინი, რომლებიც პუტინის ომის მეთოდების კრიტიკოსები არიან, სავარაუდოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს ომის მიმდინარეობით იმედგაცრუებულ პოლიტიკოსებზე გავლენისა და მფარველობის მოსაპოვებლად.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინის თავდასხმა გირკინზე შეიძლება პუტინისთვის სასარგებლო იყოს.

პრიგოჟინი ძალიან ხილვადია რუსულ საინფორმაციო სივრცეში და ბევრმა სამხედრო ბლოგერმა გირკინი დაადანაშაულა საბრძოლო გამოცდილების ნაკლებობასა და სიმხდალეში – წერს ISW-ი.

ISW-ი ვარაუდობს, რომ პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გავლენა, რათა თავიდან აიცილოს გირკინის ბედი, რომელზეც კრემლმა უარი თქვა მას შემდეგ, რაც გირკინის დაჯგუფებამ სლოვიანსკიდან უკან დაიხია და 2014 წლის ივლისში მალაიზიური ავიახაზების რეისის ჩამოგდებასთან კავშირის გამო. გირკინი მალაიზიური MH17-ის ჩამოგდების საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია.

ასევე, ახალ ანგარიშში ღია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ რუსული ჯარების შეტევები ზაპოროჟიეს რეგიონში არ არის ისეთი, რაც საჭიროა სრულმასშტაბიანი შეტევისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: