უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი მოუწოდებს უკრაინელებს, არავითარ შემთხვევაში არ გადაიღონ და არ გამოაქვეყნონ ჩამოვარდნილი დრონების ნარჩენები. მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა, ვინც ასეთ ფოტოებს აქვეყნებს, უნებლიეთ რუსეთს ეხმარება. „თითქოს არაფერი საშიში არაა – ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტიანობით, მაგრამ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ სამხედროებივით აზროვნება და ცოტა წინაც გავიხედოთ,“ – წერს მალიარი და დასძენს, …
Category Archives: მთავარი
ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა
ხელვაჩაურში, სასამართლოს შენობასთან ახლოს, 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, მოხდა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკაში. დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ [14:00 საათზე] უთხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და მოგვაწვდიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, 5 წლის ბავშვი ამჟამად ბათუმში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალშია. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. ის ქირურგიულ …
ირანი რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას უარყოფს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია. სამინისტროს წარმომადგენლის, ნასერ კანაანის კომენტარს სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით Европейская правда ავრცელებს. „გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, პოლიტიკურადაა მოტივირებული და მას დასავლეთის წყაროები ავრცელებენ. ჩვენ არ მიგვიწოდებია შეიარაღება ომში ჩართული არც ერთი მხარისთვის“, …
Continue reading “ირანი რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას უარყოფს”
რა იწვევს მოზარდებში აგრესიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ფსიქოლოგის რჩევები
თინეიჯერების ბრაზი ზოგჯერ მშობლების ან თანატოლების მიმართ ძალადობრივ ქცევად გარდაიქმნება. რა ხდება ყველაზე ხშირად მოზარდების ბრაზის მიზეზი და რის გაკეთება შეუძლია მშობელს ამ დროს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბავშვთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა. ქალბატონო ირმა, რატომ არის ბრაზი და აგრესია ხშირი მოზარდობისას? დავიწყოთ იქიდან, რომ მოზარდობის ხანა ყველაზე რთული პერიოდია, რომელსაც ადამიანი გადის თავისი ცხოვრების …
Continue reading “რა იწვევს მოზარდებში აგრესიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ფსიქოლოგის რჩევები”
კიევის დაბომბვისას 3 ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებიდან 19 ამოიყვანეს – უკრაინული მედია
პირველადი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა დღეს დილით კიევის დაბომბვის შედეგად. ერთ-ერთი რაკეტა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, შევჩენკოეს რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა – ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულებს შორის ერთი 59 წლის ქალი და ორი 30 წლამდე ახალგაზრდა ცოლქ-მარი [ქალი ორსული იყო]. კიდევ სამი ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებით, კლინიკაში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, …
პოდოლიაკი ითხოვს, კიევის დრონებით დაბომბვის გამო რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ გარიცხონ
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის მიერ 17 თებერვალს კიევზე ირანული კამიკაძე დრონებით განხორციელებულ დაბომბვას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“[G20] არ არის. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთის ფედერაცია უნდა განიდევნოს ყველა პლატფორმიდან. „ისინი, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყინად კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვისა და ბრძოლის ხაზის ცხედრებით დასაფარად ტოტალური მობილიზაციის ბრძანებებს გასცემს, რა საკვირველია არ …
Continue reading “პოდოლიაკი ითხოვს, კიევის დრონებით დაბომბვის გამო რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ გარიცხონ”
თიბისიმ, DFC-იმ და USAID-მა 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს
თიბისიმ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს. USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამებთან ერთად, ახალი საგარანტიო პროგრამა თიბისის საშუალებას მისცემს გასცეს 30 მილიონი დოლარის ოდენობის სესხები ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. პროგრამა ორიენტირებულიაქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და საქართველოს რეგიონების განვითარებაზე, რის შედეგადაც შეიქმნება …
ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება NATO-ს ინტერესებში უნდა იყოს – ISW
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, პუტინის მიზნები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი არ შეიცვლება – კრემლი ეცდება, ეს დრო ახალი აგრესიისთვის მოსამზადებლად გამოიყენოს. ISW-ი მიიჩნევს, რომ მომავალში საფრთხის თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს. როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინისთვის მშვიდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნიშნავდეს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას …
Continue reading “ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება NATO-ს ინტერესებში უნდა იყოს – ISW”
ყირიმის ხიდის დაზიანების გამო რუსეთს სერიოზული პრობლემა აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ლოგისტიკური პრობლემები, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინის სამხრეთში აწყდებოდა, 8 ოქტომბერს ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. უწყება აღნიშნავს, რომ შეკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, ყირიმის ხიდი მხოლოდ ნაწილობრივაა ღია და იქ სატვირთო მანქანების უზარმაზარი რიგები დგება. „უკრაინის სამხრეთში მყოფი რუსეთის ძალები მატერიალურ ტექნიკური მარაგების შევსებას მარიუპოლის გავლით ცდილობენ და ცდილობენ, …
რუსეთმა კიევი და უკრაინის რამდენიმე ქალაქი „შაჰედებით“ დაბომბა – მედია
უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა კიევი და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქი კამიკაძე-დრონებით დაბომბა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ ოთხი აფეთქება მოხდა შევჩენკოვეს რაიონში. უკრაინის ხელისუფლების თქმით, შეტევა ირანული დრონებით, „შაჰედებით“ განხორციელდა. სულ მცირე ერთი რაკეტა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაეცა. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ არასაცხოვრებელ შენობაში, დაზიანებულია …
Continue reading “რუსეთმა კიევი და უკრაინის რამდენიმე ქალაქი „შაჰედებით“ დაბომბა – მედია”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 65 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +320] ტანკი – 2 537 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 5 205 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 1 599 ერთეული [+10] MLRS – 366 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ოქტომბერი”
„კიევი არის რუსული ქალაქების დედა“ – სხალთელი ეპისკოპოსის მორიგი კრემლისტური ქადაგება
„კიევი არის რუსული ქალაქების დედა… ტერმინი „უკრაინა“ არ არსებობდა, რუსები იყვნენ ყველა… რუსეთი, უკრაინა და ბელარუსია იქნება ერთი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს ყოველთვის ერქვა წმინდა რუსეთი, ეს აღდგება და მეფე ეყოლება,“ – მორიგ პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რასაც საპატრიარქო ისევ არ იმჩნევს. ეპისკოპოსი სპირიდონი გამორჩეულია კრემლისტური გზავნილების ტირაჟირებით და სიძულვილის ენით. 3 დღის წინ …
როდის აისახება სესხის პროცენტზე ლარის გამყარება – ინტერვიუ
ლარი ბოლო რამდენიმე თვეა სტაბილურად მყარდება, თუმცა ამის მიუხედავად არ შემცირებულა რეფინანსირების განაკვეთი. ამ განაკვეთზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს ბანკში სესხის დაფარვის დროს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5-დან 11 %-მდე 2022 წლის მარტში გაზარდა. მას შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი არც გაზრდილა და არც შემცირებულა. როგორ და როდის აისახება ლარის კურსის გამყარება …
Continue reading “როდის აისახება სესხის პროცენტზე ლარის გამყარება – ინტერვიუ”
ბევრი ვისწავლე, მაგრამ მაინც მიწევს საქართველოდან წასვლა ემიგრაციაში – 28 წლის მარი
„თუ მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, რომ პირადად ჩვენ კარგად ვართ ინტეგრირებულები ქართულენოვან გარემოში და ჩვენი ადგილი აქ ვიპოვეთ, მაშინ გამოდის, რომ გასაკეთებელი აღარაფერი ყოფილა; ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას აღარაფერი ჰქონია გასაკეთებელი ჩვენს თემში“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიას მცხოვრები, 28 წლის მარი გინოსიანი. მარი მასწავლებლის სახლის პროექტებშია ჩართული 2018 წლიდან. მისი პროექტის …
ბათუმი თითო ავტობუსში 536 600 ლარს გადაიხდის – ქალაქი 65 ავტობუსს იყიდის
ბათუმისთვის 65 ახალი ავტობუსის შესყიდვასა და მათი გეგმიური ფლობის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „ჯი-თი გრუპი“, რომელიც მერიას ერთ ავტობუსს 536 600 ლარად მიჰყიდის. ანუ, ჯამში ქალაქი 34 879 000 ლარს გადაიხდის 65 ავტობუსში [დღგ-სა და ყველა მომსახურების ჩათვლით]. კომპანია მერიას თურქული წარმოების, „ისუზუს“ ბრენდის 9,5 მეტრი სიგრძის ავტობუსებს სთავაზობს [ერთი ასეთი ავტობუსის …
Continue reading “ბათუმი თითო ავტობუსში 536 600 ლარს გადაიხდის – ქალაქი 65 ავტობუსს იყიდის”
ხაჭაპური გასულ წელთან შედარებით 38%-ით გაძვირდა – ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოში, სექტემბრის მონაცემებით, ხაჭაპური 38%-ით გაძვირდა გასული წლის სექტემბერთან შედარებით. ამ ინსტიტუტის შეფასებით, ხაჭაპურის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა და ერთი ხაჭაპურის თვითღირებულებამ 6.30 ლარს მიაღწია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და …
Continue reading “ხაჭაპური გასულ წელთან შედარებით 38%-ით გაძვირდა – ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა”
ბათუმის მერია საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის სკამებს ყიდულობს
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის სკამების შესყიდვაზე ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 36 სკამის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 9 400 ლარია გამოყოფილი. პირობის მიხედვით, მერია 2 სახის სკამს შეისყიდის: ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 18 ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კი მერიას სკამები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს. — ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეების დაშვება …
Continue reading “ბათუმის მერია საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის სკამებს ყიდულობს”
ქობულეთის პლაჟთან მიწას აჭარის მთავრობა უპირობოდ ყიდის – საწყისი ფასი 3,5 მილიონია
ქობულეთში, ფიროსმანის ქუჩის შესახვევი N9-ში მდებარე 13 860 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონულ აუქციონზე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი ლარია; ბიჯი – 70 ათასი ლარი; საგარანტიო თანხა კი – 700 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2022 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება. საბოლოო საპრივატიზებო თანხა მყიდველმა …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში 17 ოქტომბრიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 21 საათიდან 17 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 17– 22 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში 17 ოქტომბრიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 65 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300] ტანკი – 2 529 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 5 193 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 1 589 ერთეული [+7] MLRS – 365 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ოქტომბერი”
ბოლო 1 წელში მთავრობამ 1 მილიარდ 94 მილიონი ევრო ისესხა
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ამ დროისთვის 21,4 მილიარდი ლარია. პრემიერმა ღარიბაშვილმა კი, 2022 წლის 12 სექტემბერს – მთავრობის სხდომის წინ განაცხადა, რომ წელს „710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს ვიღებთ“. „ბათუმელებმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან სახელმწიფოს მიერ აღებულ სესხებზე ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა. სამინისტროს ვთხოვეთ, ასევე, მოეწერათ „ვისგან და რა ფორმით [საგარეო ვალი, ობლიგაციების გამოშვება და სხვა] აპირებდა …
Continue reading “ბოლო 1 წელში მთავრობამ 1 მილიარდ 94 მილიონი ევრო ისესხა”
გლეხები მთავრობას საკონსტიტუციოში უჩივიან – „საზღვარგარეთ პირუტყვის გაყიდვა აგვიკრძალეს“
ხობელი ინვერ ჩიკორია, ჯემალ მარკოზია და ვახტანგ მიმინოშვილი საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მთავრობის დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან საქონლის ექსპორტის გატანაზე ახალი რეგულაციები დაწესდა. გლეხები მოსამართლეებს უკვე მოუყვნენ, რომ აქამდე საქონლის ხორცს ძირითადად აზერბაიჯანსა და ირანში ჰყიდდნენ, ახლა კი, ამის საშუალება აღარ ეძლევათ და ადგილობრივ ბაზარზე ხორცის გაყიდვა იაფად უწევთ. დავის საგანია საქართველოს მთავრობის …
პილოტი, რომელმაც 5 დრონი ჩამოაგდო და ცეცხლმოდებულ თვითმფრინავს თავი დააღწია
უკრაინელმა პილოტმა 12 ოქტომბერს 5 კამიკაძე დრონი გაანადგურა ვინიცას რეგიონში. პილოტს, მეტსახელით KARAYA, თავადაც მოუწია კატაპულტირება – მისიის შესრულების დროს მისი თვითმფრინავი დაზიანდა. 12 ოქტომბერს დრონების განადგურება ნამდვილ შოუ იყო. ირანული დრონების – „შაჰიდ 136“-ის განადგურებას ვინიცას ოლქის მოსახლეობა ფაქტობრივად „ლაივ რეჟიმში“ ადევნებდა თვალს. მათ შორის იმ მომენტსაც, როცა პილოტმა განადგურებულ თვითმფრინავს თავი დააღწია. მფრინავის …
Continue reading “პილოტი, რომელმაც 5 დრონი ჩამოაგდო და ცეცხლმოდებულ თვითმფრინავს თავი დააღწია”
„ძალიან ცუდია ეს ჩანაწერი“ – ინტერვიუ ევროსაბჭოს ასამბლეაში სააკაშვილის პოლიტპატიმრად მიჩნევაზე
„კონიუნქტურა იცვლება“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ ვესაუბრეთ. ამ რეზოლუციაში 14 ოქტომბერს ჩაიწერა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი „საქმე უნდა გადაიხედოს“. რას ცვლის ეს ჩანაწერი, როცა ევროპული ინსტიტუცია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობას პოლიტიკურად აფასებს, ანუ უკანონოდ და ამ დროს საქართველო კანდიდატის სტატუსს ითხოვს? …
რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი
საქართველოში საკვები პროდუქტები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე, ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში: ზეთი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი და ხილიც კი, გერმანიაში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. გერმანიასა და საფრანგეთში, აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოში – ყველგან გეტყვიან, რომ საკვები პროდუქტები ომის დაწყების შემდეგ ძალიან გაძვირდა. „ბათუმელებმა“ ხუთი ქვეყნის მონაცემი შეაგროვა და ერთმანეთს შეადარა ხუთი საკვები პროდუქტის ფასი: პური, შაქარი, …
Continue reading “რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი”
როგორ ცხოვრობს კუბიდან გამოქცეული ბიჭი ბათუმში
„კუბაში არ არის საჭმელი, არ არის უფლებები. იქ კომუნიზმია,“ – ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ალბერტო არმანდო ერნანდეს ორტეგა. დაიბადა და გაიზარდა კუბაში, ჰავანას უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ ახლა საკუთარი სამშობლოდან აზრის გამოხატვის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დევნილად იქცა. „წარმოშობით კუბიდან ვარ. ჰავანას უნივერსიტეტში ვსწავლობდი კულტურულ მემკვიდრეობას, სანამ იძულებული გავხდებოდი ქვეყანა დამეტოვებინა. ცხოვრება კუბაზე არ …
Continue reading “როგორ ცხოვრობს კუბიდან გამოქცეული ბიჭი ბათუმში”
როდის დასრულდება კობალაძის ქუჩაზე ასფალტის დაგება
ბათუმში, კობალაძის ქუჩა, ავტოტრანსპორტისთვის პერიოდულად ნაწილობრივ იკეტება. მოძრაობის შეზღუდვა ქუჩის რეაბილიტაციას უკავშირდება. სამუშაოებს აქ ტენდერში გამარჯვებული შპს „გზა“ ასრულებს. „კობალაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზა გაიხსნება სავალი ნაწილის ორივე მხარის მოასფალტების დასრულების შემდეგ. აღნიშნულ ქუჩაზე გზა ნაწილობრივ გახსნილია.“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან გუშინ, 14 ოქტომბერს. სამმართველოში „ბათუმელებს“ ვერ დაუკონკრეტეს, თუ როდის …
Continue reading “როდის დასრულდება კობალაძის ქუჩაზე ასფალტის დაგება”
რუსეთში მღვდელმა დაასმინა კაცი, რომელმაც უკრაინის გამარჯვებისთვის სანთლები დაანთო
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში საქალაქო დუმის ყოფილი წევრისა და მეწარმის, სერგეი უგლიანიცას წინააღმდეგ მისი ანტისაომარი პოზიციის გამო საქმე აღძრეს. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზეზი სოფელ ტელმის ეკლესიის მღვდელთან საუბარი გახდა. სასულიერო პირი ამბობს, რომ ჯერ კიდევ აპრილში, მეწარმემ მასთან რუსული სამხედრო აგრესიის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და უკრაინას გამარჯვება უსურვა. „ველოდები დღეს, როდესაც ტელევიზორში აჩვენებენ, როგორ ჩაივლის უკრაინის …
Continue reading “რუსეთში მღვდელმა დაასმინა კაცი, რომელმაც უკრაინის გამარჯვებისთვის სანთლები დაანთო”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 64 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400] ტანკი – 2 524 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 5 179 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 1 582 ერთეული [+16] MLRS – 365 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 ოქტომბერი”
რატომ შეაჩერა პუტინმა მობილიზაცია – ISW-ის განმარტება
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ვარაუდით, რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შეჩერების მიზანი საშემოდგომო გაწვევისთვის მომზადების უკეთესი პირობების შექმნაა. გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ნაწილობრივი მობილიზაცია დაახლოებით ორ კვირაში შეწყდება“, ზუსტად იმ დროს, როდესაც საშემოდგომო გაწვევა უნდა დაიწყოს. როგორც პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, „არაფერი დამატებითი არ იგეგმება“ და „ნაწილობრივი მობილიზაცია თითქმის დასრულებულია“. მან დასძინა, რომ იმ …
Continue reading “რატომ შეაჩერა პუტინმა მობილიზაცია – ISW-ის განმარტება”
მობილიზებულები უარესად არიან აღჭურვილი, ვიდრე დანარჩენი არმია – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსი რეზერვისტების ეკიპირებაა. უწყების ცნობით, ბოლო ორ კვირაში, რუსეთმა უკრაინაში მობილიზებული რუსი სამხედროების გარკვეული კონტინგენტი გადაისროლა, თუმცა მათი პირადი აღჭურვილობის საშუალო დონე ბევრად ჩამოუვარდება მანამდე უკრაინაში გაგზავნილი და ისედაც ცუდად აღჭურვილი რუსული ჯარების უზრუნველყოფის ხარისხს. „ბევრი რეზერვისტი იძულებულია ჯავშანჟილეტი თავად შეიძინოს, განსაკუთრებით თანამედროვე ჯავშანჟილეტი 6B45, რომელიც წესით, ინდივიდუალური ეკიპირების პროგრამის …
„რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
„რუსებს აღარ აქვთ მოლოდინი, რომ გავლენ დონეცკის საზღვრამდე… მათ ახლა ყველაზე მეტად ამოსუნთქვა სჭირდებათ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსები სარაკეტო დარტყმებს გაძლიერებით ეცდებიან დაზამთრებამდე მისვლას. გადამდგარ გენერალს გაზაფხულამდე გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი არ აქვს. გაზაფხულზე კი, ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, თუ უკრაინა შესაბამისად არ აღჭურვეს და ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა ვარ წამოიწყო, რუსეთმა ახალი …
Continue reading “„რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან”
როგორ გაინაწილეს ქობულეთის პლაჟები ბიზნესმენებმა
კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც ქობულეთის სანაპიროზე სასტუმრო აქვთ, ასევე განკარგავენ პლაჟსაც საკუთარი ნაკვეთის გასწვრივ – გრძელვადიანი იჯარის წესით. პლაჟი გრძელვადიანი იჯარის წესით იმ კომპანიებმაც გაიფორმეს, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მშენებლობას ახლა გეგმავენ, ან უკვე წამოწყებული აქვთ მშენებლობა. ვინც პლაჟი ჯერ ვერ გაიფორმა, გეგმავს მის მისაღებად მერიას მიმართოს, ზოგიერთმა მათგანმა კი უკვე მიმართა და პასუხს ელოდება. …
Continue reading “როგორ გაინაწილეს ქობულეთის პლაჟები ბიზნესმენებმა”
როგორ გახდა უკრაინის გმირი ევროპის ყოფილი ჩემპიონი – 34 წლის ვადიმის ისტორია
დაჭრილმა მაიორმა ზელენიუკმა ბრძოლის ველი არ დატოვა და მტრის განადგურება განაგრძო. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი გამბედაობისა და სიმამაცისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა 6 ოქტომბერს მაიორ ვადიმ ზელენიუკს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. 34 ზელენიუკი სამხედრო სპორტსმენი იყო. იგი სპორტული საქმიანობის პარალელურად, 2010 წლის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების ელიტურ, ანტიტერორისტულ რაზმში ჩაირიცხა. ვადიმ ზელენიუკის …
Continue reading “როგორ გახდა უკრაინის გმირი ევროპის ყოფილი ჩემპიონი – 34 წლის ვადიმის ისტორია”
ტყვედ ჩაბარებული რუსი სამხედროები გერმანიასა და ნიდერლანდებში თავშესაფარს მიიღებენ
სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკრაინაში დაიწყო სახელმწიფო პროექტი სახელწოდებით – „სიცოცხლე მინდა“. ეს არის პროგრამა, რომლის დახმარებითაც, ცხელ ხაზზე ან ტელეგრამის ჩატ-ბოტში რუსი სამხედროები იღებენ რჩევებს, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ. კოორდინატორები ამბობენ, რომ პროგრამის ფარგლებში პირველი რუსი სამხედრო ტყვედ ოქტომბრის დასაწყისში ჩაბარდა. ის ორსკის 26 წლის მცხოვრები იყო. პროექტის დაწყებიდან ერთ თვეში ცხელ ხაზსა და ჩატ-ბოტს დაახლოებით …
„თქვენ ნაძირლებო“, – უკრაინელი ჯარისკაცის მესიჯი მამას, რომელიც რუსების მხარეს იბრძვის
სტატია: The Guardian ________________ 24 თებერვლის პირველ საათებში, როდესაც უკრაინაზე რუსული რაკეტების დარტყმებით ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდ თავდასხმა იწყებოდა, მილიონობით უკრაინელის მსგავსად, არტურმაც მოიმარჯვა ტელეფონი ოჯახთან დასაკავშირებლად. თუმცა, თუ უკრაინელი ახალგაზრდების უმრავლესობა მშობლების უსაფრთხოებაზე ღელავდა, 27 წლის არტურს განსხვავებული გზავნილი ჰქონდა მამისთვის, ოლეგისთვის, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, პრომოსკოვური სეპარატისტული ძალების პოლკოვნიკია. „თქვენ ნაძირლებო“, …