ნეტგაზეთი • RU

ქალზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს

ბათუმში ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, შუახნის კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც 1980 წელს დაბადებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

„გარდაცვლილი ქალი შიდა ქართლიდან არის. ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობდა. ქალს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, უთანხმოება მოუვიდა პირთან და ეს პირი არის დაკავებული 126-ე მუხლით“ – გვეუბნებიან შსს-ში.

ქალის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა 26 იანვარს მოხდა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.