მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთში აღმაშენებლის და რუსთაველის ძეგლებს დგამენ – გამოყოფილია 150 ათასი ლარი

28.01.2023
ქობულეთში აღმაშენებლის და რუსთაველის ძეგლებს დგამენ – გამოყოფილია 150 ათასი ლარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთში დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის ძეგლების მოწყობაზე ორეტაპიანი ტენდერი გამოაცხადა.  სატენდერო თანხა 150 ათასი ლარია.

ტენდერში გამარჯვებულს ევალება ძეგლების ბრინჯაოში ჩამოსხმა და მათი პოსტამენტებზე განთავსება.

ძეგლების ესკიზები ტენდერიდან:

ფოტო ტენდერიდან

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა პირობაში აღნიშნულია, რომ „მიწოდების ვადა დაზუსტდება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადების შესაბამისად“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.

პირობის მიხედვით, აღმაშენებლისა და რუსთაველის ძეგლები, მათივე სახელობის ქუჩების დასაწყისში დაიდგმება. ეს ორი ქუჩა ქობულეთში ერთმანეთის პარალელურია და ორივე, ქალაქის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ იწყება.

მთავარი ფოტო: ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისი / ფოტომონტაჟი ტენდერიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: