დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობამ შპს „ეიარ მერიდიანსის“ ვალდებულებებში ცვლილებას დაუჭირა მხარი. მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიისთვის საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობაა. კომპანია ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვასთან ახლოს, მრავალფუნქციურ კომპლექსს – White Sails-ს, იგივე „თეთრ იალქნებს“ აშენებს. კომპლექსი ზღვასთან ახლოს, ზღვისა და ბულვარის ხედით ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და ექვს აპარტ-ოტელს, ჯამში 600 აპარტამენტს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, ღია და …
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
როდის დააბრუნებენ ბულვარში ყირამალას და სხვა ქანდაკებებს
„ყირამალა“ და სხვა სიმბოლური კონსტრუქციები ბათუმის ბულვარში ერთ წელზე მეტია, რაც აღარ დგას. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებთან“ 2021 წლის აპრილში აცხადებდნენ, ისინი დაზიანების შემდეგ რესტავრაციისთვის წაიღეს. თუმცა მას შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. „ყირამალა“ და სხვა მსგავსი ქანდაკებები ბათუმის ბულვარში პოპულარობით სარგებლობდა, ამ ქანდაკებებთან ხშირად იღებდნენ ფოტოებს ტურისტები. ბულვარის ადმინისტრაციის …
Continue reading “როდის დააბრუნებენ ბულვარში ყირამალას და სხვა ქანდაკებებს”
ბულვარის ადმინისტრაცია აუქციონებს აცხადებს
ბათუმის ბულვარში კომერციული ფართობების საიჯარო წესით ასათვისებლად ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონულ აუქციონებს აცხადებს. გასულ წელს, კოვიდვითარების გათვალისწინებით, ხელშეკრულებები მოქმედ მოიჯარეებს გაუგრძელეს. რამდენიმე სივრცის ათვისებაზე „ბულვარის ადმინისტრაციას“ პირობიანი აუქციონი უკვე გამოცხადებული აქვს, კერძოდ, აუქციონზე გაიტანეს სანაპირო ზოლზე არსებული ტერიტორია მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ, სადაც კლუბი „სექტორი 26“ იყო განთავსებული. ქონების საწყისი ფასი 84 460 ლარია, ბიჯი – 2460. …
Continue reading “ბულვარის ადმინისტრაცია აუქციონებს აცხადებს”
ბათუმის მოუწესრიგებელი ბულვარი | ფოტო
ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის მოახლოება უკვე იგრძნობა, ხალხმრავლობაა განსაკუთრებით დღის მეორე ნახევრიდან ღამის 12 საათამდე, თუმცა აქ ერთხელ გასეირნებითაც მიხვდებით, რომ ბულვარი სეზონისთვის ჯერ მზად არ არის. ძალიან ბევრ ადგილზე ინფრასტრუქტურა დაზიანებული, მცენარეები კი მოუვლელია. ბევრგან დაგხვდებათ ასევე დასაწყობებული სამშენებლო მასალები, ზოგან კი სარემონტო პროცესი მიმდინარეობს. ამ დრომდე გამწვანებულ ბილიკზეა დაყრილი რკინის კონსტრუქციები, რომლებიც რამდენიმე …
ვის უფრო აწყობს ბათუმის საკრებულოს ხელახალი არჩევნები
აღარავინ წუხს იმის გამო, რომ ბათუმის საკრებულო, ფაქტობრივად, პარალიზებულია და ვერ მუშაობს. ერთი შეხედვით, თითქოს არავის არაფერი დაჰკლებია, მაგრამ მესამე კვარტალის ბოლოს, დიდი ალბათობით, მერია რამდენიმე პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზად სწორედ საკრებულოს დაასახელებს. საქმე იმაშია, რომ საკრებულოს თანხმობის გარეშე მერიას არ შეუძლია კონკრეტული თანხა კონკრეტული საჭიროების გაჩენის შემთხვევაში ერთი მუხლიდან მეორეში გადაიტანოს, ან ეკონომიებით გამოთავისუფლებული ფინანსური …
Continue reading “ვის უფრო აწყობს ბათუმის საკრებულოს ხელახალი არჩევნები”
როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება
ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მდებარე ბელეტაჟისგან მხოლოდ ფასადი დატოვეს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს. სახლის რეაბილიტაციის პროექტზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. რამდენად გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ ფასადის ნაწილის შენარჩუნებას, როცა საქმე ძეგლს ეხება და რამდენად კანონიერია, როცა ძეგლის ძირითადი ნაწილი ავთენტურობას ვერ ინარჩუნებს? – ამ …
Continue reading “როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება”
ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობაზე, ჩაის სახლზე სართულებს აშენებენ – ნებართვა კმდს-მ გასცა
ბათუმში, გოგებაშვილის #14-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. ჩაის სახლის ჩაბეტონების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით, დაშლილია შენობის ინტერიერის ნაწილი, შენარჩუნებულია ფასადი. ამ ეტაპზე მშენებელი დაშენების სამუშაოებს აწარმოებს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვა გაცემულია, თუმცა ამ დროისთვის ვერ ვაზუსტებთ, მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით. ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს და მისი …
ბათუმის ბულვარმა გენგენგეგმა ჩაიბარა – როდის გაასაჯაროვებენ დოკუმენტს
გრძელვადიანი გადამოწმება-შეთანხმების პროცესის შემდეგ, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გენგეგმა ჩაიბარა, თუმცა დოკუმენტი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის საჯარო. შესაბამისად არ ვიცით რა ცვლილებები შევიდა პირველად ვარიანტში. ამის შესახებ ბულვარის ადმინისტრაციას რაიმე სახის განმარტება არ გამოუქვეყნებია. უკვე დასრულებული დოკუმენტი ბულვარის ადმინისტრაციამ მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს უნდა გადაუგზავნოს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია ის დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინოს. ბათუმის საკრებულო …
Continue reading “ბათუმის ბულვარმა გენგენგეგმა ჩაიბარა – როდის გაასაჯაროვებენ დოკუმენტს”
ქობულეთის მერის და მისი მოადგილეების ქონება
ლევან ზოიძემ ქობულეთის მერის ამპლუაში ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეავსო. თავდაპირველად მის დეკლარაციაში ორი მთავარი სიახლე იყო ასახული. პირველი ის, რომ მერს გასულ წელს ახალი ავტომანქანა „ტოიოტა კამრი“ შეუძენია, რაშიც 17 000 აშშ დოლარი გადაუხდია. მეორე კი ის იყო, რომ ახალი ავტომანქანის გარდა ამ დეკლარაციაში აღარაფერი იძებნებოდა – არც ბინა, ან სახლი, რომელშიც ის ოჯახთან ერთად …
Continue reading “ქობულეთის მერის და მისი მოადგილეების ქონება”
14 სართული 501 კვ.მეტრზე და კედელი ფანჯრებთან – აქ მცხოვრებლები რიჟვაძის ჩარევას ითხოვენ
ბათუმში, გორგასლის #116-ში, შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორიის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ, მრავალბინიანი კორპუსებია. მრავალბინიანი კორპუსია სამშენებლო პროექტის უკანა მხარესაც, ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან. სწორედ ამ კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაგეგმილი პროექტი მათ ფანჯრების წინ კედლის აშენებას ითვალისწინებს – „ჩვენს ბინებში მზის შუქი ვეღარ შემოაღწევს.“ ისინი დახმარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა …
ბათუმის ბიუჯეტი დაკოპირებულია წინა წლების დოკუმენტებიდან – ყოფილი მერის კრიტიკა
„2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტში ზუსტად, სიტყვა-სიტყვით, იგივე შეფასებები და მოლოდინებია დაფიქსირებული, რაც ასახული იყო წინა წლების დოკუმენტებში, მასში ვხვდებით იმავე პრობლემებსა და საკითხებს, რაც წინა წლებშიც ფიქსირდებოდა, მტკიცდებოდა, მაგრამ ვერ სრულდებოდა“, – ასე შეაფასა ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ყოფილმა მერმა, ჯემალ ანანიძემ. ის ახლა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია. ჯემალ ანანიძე რამდენიმე წლის წინ …
Continue reading “ბათუმის ბიუჯეტი დაკოპირებულია წინა წლების დოკუმენტებიდან – ყოფილი მერის კრიტიკა”
ბათუმში მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავენ – ნებართვა გაცემულია
ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი შემნახველი სალაროს შენობა, სამშენებლო ღობით შემოღობეს. შენობის ახალი მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტი“, XIX საუკუნეში აშენებული, მოდერნის სტილის შენობის გადაკეთებას გეგმავს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აშენებასაც ითვალისწინებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა ძეგლების საბჭოს ყველა წევრის თანხმობით გაიცა. …
Continue reading “ბათუმში მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავენ – ნებართვა გაცემულია”
„ორბი“ დავაჯარიმეთ 5000 ლარით – მუნიციპალური ინსპექცია I ვიდეო
მიუხედავად გაფრთხილებისა, კომპანია „ორბმა“ ხიმშიაშვილის 15 ბ-ში უკანონო მშენებლობა გააგრძელა, რისთვისაც დღეს, 7 აპრილს, ადგილზე გადამოწმების შემდეგ მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია 5000 ლარით დააჯარიმა. სამუშაოების უნებართვოდ გაგრძელების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. კომპანია ხიმშიაშვილის 15 ბ-ში საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს. მშენებლობას მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და …
Continue reading “„ორბი“ დავაჯარიმეთ 5000 ლარით – მუნიციპალური ინსპექცია I ვიდეო”
„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონო მშენებლობას აგრძელებს
ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში, კომპანია „ორბი“ მშენებლობას უკანონოდ აგრძელებს – კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს. იმ ნებართვას, რომლითაც კომპანიამ აქ მშენებლობა დაიწყო, ვადა აქვს გასული. მშენებლობის მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, კომპანია არც მშენებლობას აჩერებს და პროექტის საზღვრებსაც გასცდა. მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის …
Continue reading “„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონო მშენებლობას აგრძელებს”
ავარიული ისტორიული სახლები ბათუმში – რას გადაწყვეტს მერია
რა ბედი ეწევა ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს ან ისტორიულ სახლებს, რომლებიც ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდა ან მომავალში მოხვდება, რა ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით ბათუმის მერიას ან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს? – ამ კითხვებზე ჯერჯერობით დაზუსტებული პასუხი არ გვაქვს. მსგავს დეტალებზე არაფერი წერია არც იმ პროგრამაში, რომელიც საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ …
Continue reading “ავარიული ისტორიული სახლები ბათუმში – რას გადაწყვეტს მერია”
„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონოდ აშენებს – გააჩერებს მშენებლობას რიჟვაძე?
„ორბი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა. კომპანია საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს. მშენებლობას მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, კომპანია მშენებლობას უკანონოდ აწარმოებს. გარდა ამისა, მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის შუქს …
„ჩემი საქმე რუსების თვითმფრინავების კონტროლია“ – ბათუმელი სტინგერის მსროლელი უკრაინაში
„როცა საბავშვო ბაღები დაბომბეს, აღარ შემეძლო გაჩერება, უკრაინაში წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. მშობლებს ავუხსენი, რომ აქ საჭირო ვიყავი, უკრაინელ ხალხს უნდა დავხმარებოდი. გრძელი გზა გამოვიარე“, – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე. ის თითქმის ერთი თვეა, უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ბატალიონთან ერთად იბრძვის. მას ტელეფონით დავუკავშირდით. „როცა ვნახე, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა და არტილერიამ მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვთა ბაღების დაბომბვა …
არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ
დღეს, 2022 წლის 31 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თქვა ის, რაც ადრე არასდროს უთქვამს. არც მაშინ, როცა ამას ბათუმელი ამომრჩეველი დაჟინებით ითხოვდა, არც მაშინ, როცა სასამართლოში იჩივლეს კონკრეტული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ, არც მაშინ, როცა საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, ღია მიმართვებს ავრცელებდნენ და სთხოვდნენ, „რამე ეღონა“, „არ დაეშვა…“ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ – ასეთი იყო …
Continue reading “არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ”
ხელისუფლება ყველაზე დაუცველ ჯგუფს იყენებს – მალხაზ ჭკადუა ბათუმის შუალედურ არჩევნებზე
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ასობით პირმა შუალედური არჩევნების წინ მოახერხა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ჩაეწერა. შესაბამისად, ისინი ამ უბნის ამომრჩევლები გახდნენ. ამ დრომდე მათ რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ. ისინი მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ ჩაეწერნენ და „ოცნების ქალაქში“, მთავრობის მშენებარე კორპუსში, ბინის მიღების უფრო მყარი მოლოდინიც გაუჩნდათ. ვის ეკუთვნის ბინა აქ, ამის დასადგენად სამთავრობო კომისიამ ადგილზე ბოლო 2 …
რა წერია ავარიული სახლების პროგრამაში – მთავრობა 1 კვ.მეტრს მაქსიმუმ 1700 ლარით დააზღვევს
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, რომ თუ მშენებელი კომპანიები ან დეველოპერები საფინანსო ორგანიზაციებთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, აშენებულ სახლებში 1 კვ.მეტრ ფართობს არაუმეტეს 1700 ლარად შეიძენს. ამით მთავრობა პროექტის დამფინანსებელი ბანკების რისკებს აზღვევს. პროგრამა, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს, დღეს, 30 მარტს, გამოქვეყნდა. პროგრამა თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამას, …
ნურიგელის ტბაზე ვეიკპარკის მოწყობა სურთ – 2 მილიონი ევროს ინვესტიცია
ბათუმში, ნურიგელის ტბაზე, ასევე არდაგანის ტბის მიმდებარედ არსებულ პლაჟზე, ვეიკპარკის მოწყობა სურთ, განაცხადი შესაბამისი ესკიზებით მერიაში შპს „გეო ლიტ ენთერთაინმენთმა“ შეიტანა. კომპანია ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს სწერს, რომ თანხმობის შემთხვევაში 2 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის განმარტებით, ვეიკპარკი არის სპორტული კომპლექსი, რომელიც გათვლილია აქტიურ დასვენებაზე. პროექტი ითვალისწინებს ასევე კაფესა და ტერასის მოწყობას ვეიკპარკის მომხმარებლებისთვის. …
Continue reading “ნურიგელის ტბაზე ვეიკპარკის მოწყობა სურთ – 2 მილიონი ევროს ინვესტიცია”
მერი კარგად გველაპარაკა, მის წარმომადგენელს უნდა შეგვაშინოს – ავარიულ სახლებში მცხოვრებლები
იქნება თუ არა ბათუმის მერიის მიდგომა ერთიანი ავარიულ სახლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში? – ეს არის მთავარი საკითხი, რაც ახლა ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს აწუხებთ. მოქალაქე, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის მერიას კონკრეტული შეთავაზება აქვს, გარეუბნებში კი წინადადების დაზუსტებისგან თავს იკავებს. „ჩვენთან მოვიდა მერიის წარმომადგენელი და გვითხრა, ხელი …
ენმ: ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში 1053-ით მეტი ახალი ამომრჩეველია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, ამომრჩეველთა სია 1053 ახალი ამომრჩევლით არის გაზრდილი. „საარჩევნო ყაჩაღობაზე გადავიდა პირდაპირ „ოცნება“, მოსყიდვა, დაშინება, ის, რომ მთელი საქართველოს უშიშროება აქ ჩამოიყვანეს – ყველა ძალოვანი და ყველას აშინებენ, ეს არ კმარა და წინა არჩევნებთან შედარებით 1053 …
Continue reading “ენმ: ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში 1053-ით მეტი ახალი ამომრჩეველია”
რა მოხდება, თუ ავარიული სახლი ისტორიული ღირებულების ან ძეგლის სტატუსის მქონეა
ჯერ კიდევ არ არსებობს საჯარო დოკუმენტი ან რაიმე სახის პირველადი მონახაზი, რომელსაც ბათუმის მერია სამომავლოდ ავარიული სახლების მართვის სტრატეგიად განიხილავს. ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ისევ ამბობს, რომ ინფორმაცია მუშავდება და ხელშესახები დოკუმენტი მხოლოდ მას შემდეგ გვექნება, როცა კომისია მუშაობას დაასრულებს. არც ის ვიცით, რა დრო დასჭირდება ავარიული სახლების პროგრამის კრიტერიუმებზე მომუშავე კომისიას იმისთვის, რომ მერიის …
Continue reading “რა მოხდება, თუ ავარიული სახლი ისტორიული ღირებულების ან ძეგლის სტატუსის მქონეა”
ქალზე მოძალადე ყოფილ ქმარს მოსამართლემ 1500 ლარიანი გირაო შეუფარდა – ადვოკატი
მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლმა, ახალგაზრდა ქალმა ორგანიზაცია „საფარს“ 2021 წლის დეკემბერში მიმართა. ორგანიზაციის იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მან პოლიციას მისცა ჩვენება 6 თვის განმავლობაში მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. 2021 წლის დეკემბერში პოლიციამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. რიგი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, 2022 წლის მარტში პროკურატურამ საქმე გადააგზავნა სასამართლოში. დაზარალებულის ადვოკატის, თამარ ლუკავას …
Continue reading “ქალზე მოძალადე ყოფილ ქმარს მოსამართლემ 1500 ლარიანი გირაო შეუფარდა – ადვოკატი”
„ალტ-ინფოს წარმომადგენლები მემუქრებოდნენ“ – მოქალაქე პოლიციამ გამოკითხა
მოქალაქე ნიკა რომანაძე ამბობს, რომ მას „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ემუქრებიან. „მითვლიდნენ მუქარებს, შეურაცხმყოფელ ტექსტებს მიწერდნენ და მაგინებდნენ ფეისბუქის პირად გვერდზე,“ – გვიყვება ნიკა რომანაძე. ის გუშინ, 22 მარტს, ქობულეთში, „ალტ-ინფოსთან“ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ამავე თემაზე: ქობულეთში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქციის მონაწილეებს სცემეს – არიან დაშავებულებიც 22 მარტს „ალტ-ინფოს“ წარმადგენლებმა ქობულეთში, აქციაზე მისულ მოქალაქეებს სცემეს. დაკავებულია ათამდე …
Continue reading “„ალტ-ინფოს წარმომადგენლები მემუქრებოდნენ“ – მოქალაქე პოლიციამ გამოკითხა”
ქობულეთში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქციის მონაწილეებს სცემეს – არიან დაშავებულებიც
ქობულეთში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან, აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები და „ალტ-ინფოს“ წევრები. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მოქალაქეები ოფისის გახსნის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციას მართავდნენ: „ამ აქციას არ ესწრებოდნენ პოლიტიკოსები. მეც, როგორც მოქალაქე ვესწრებოდი ამ აქციას, უკან მივყვებოდი მათ და არ ვაქტიურობდი“. …
Continue reading “ქობულეთში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქციის მონაწილეებს სცემეს – არიან დაშავებულებიც “
ვითხოვთ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში ოჯახის წევრი დაზარალებულად ცნონ – ენმ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ] ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე მისი ოჯახის წევრისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს, 22 მარტს, საკრებულოს წინა მოწვევის წევრმა, იურისტმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა. გარდა ამისა, ენმ ითხოვს დაჩქარდეს გამოძიება – ამ ორი მოთხოვნით პარტიამ დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართა. „ვითხოვთ დაჩქარდეს გამოძიება, რომელიც არ მიმდინარეობს და ამასთანავე მათე …
Continue reading “ვითხოვთ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში ოჯახის წევრი დაზარალებულად ცნონ – ენმ”
ახალი პატარა ქალაქი ქობულეთში – პროექტი და სავარაუდო მყიდველი
აჭარის მთავრობა ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე, #1/4-ის მიმდებარედ, 249 909 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ამ ნაკვეთის გაგრძელებაზე არსებულ 100 ჰექტრის განაშენიანებისთვის კი მთავრობა განვითარების კონცეფციის მომზადებას გეგმავს – პროექტს „Smart City Kobuleti“ უწოდეს. „Smart City Kobuleti“ – საცხოვრებელი კორპუსების, სარეკრეაციო და სპორტული ზონების, სავაჭრო ობიექტების, სახელმწიფო და სოციალური მომსახურებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ცენტრის, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, …
Continue reading “ახალი პატარა ქალაქი ქობულეთში – პროექტი და სავარაუდო მყიდველი”
გონიოში გაყიდული მიწები და აშენებული კორპუსები პარკინგების გარეშე
ბათუმის #4 მაჟორიტარული ოლქი, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, ინასარიძის ქუჩიდან გონიოს ციხემდე და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. არჩევნებში მონაწილეობს აღმაშენებლის, ასევე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ნაწილისა და კახაბრის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა. ბოლო წლებში ამ უბნებში მთავარი აქტივობა მშენებლობაა, განსაკუთრებით კი, გონიოს სანაპირო ზოლში საქმიანობაა. აშენებენ სასტუმროებს, სასტუმრო აპარტამენტებს, ზღვიდან ოდნავ მოშორებით კი – …
Continue reading “გონიოში გაყიდული მიწები და აშენებული კორპუსები პარკინგების გარეშე”
„ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე უარს ამბობს – ენმ
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, „ოცნების“ ფრაქციამ უარი თქვა რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაგმობას და უკრაინისთვის სოლიდარობის ოფიციალურად გამოხატვას ითვალისწინებს. ენმ-ს წევრ გია აბულაძის თქმით, რეზოლუციაზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება უმაღლეს საბჭოს ოპოზიციამ შესთავაზა. რეზოლუციის პროექტი – „უკრაინის მხარდაჭერის შესახებ“ – უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ 2 კვირის წინ დაარეგისტრირა. გია აბულაძის …
Continue reading “„ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე უარს ამბობს – ენმ”
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც ქალაქის ისტორიის გადარჩენის გზა
რა დროს კულტურული მემკვიდრეობაა? – ასეთი რეაქცია აქვთ ძეგლების დამცველებსაც კი, ამ თემაზე საუბრის დაწყებისთანავე მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება უკრაინა-რუსეთის ომზეა მიპყრობილი, როცა ადამიანური დანაკარგი ყოველდღე დრამატულად იზრდება და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ომით გამოწვეული შოკის პარალელურად არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ასეთ დროსაც კი გვახსენებს, რომ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, მაგალითად, მემკვიდრეობაზე. სწორედ ამაზე წერდა …
Continue reading “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა, როგორც ქალაქის ისტორიის გადარჩენის გზა”
14 საარჩევნო უბანი, 20 202 ამორჩეველი და 2 კანდიდატი – შუალედური არჩევნები ბათუმში
2 აპრილს ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება. #4 მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი საკრებულოში თავის წარმომადგენელს აირჩევს. ამ ოლქში ხელახალი არჩევნების გამართვა დღის წესრიგში საკრებულოს არჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ დადგა. ნუგზარ ფუტკარაძე ახალარჩეული საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს აშანტაჟებდნენ, ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი გაავრცელა და საქმის სწრაფად გამოძიება …
„ოცნება“: პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს
„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პრეზიდენტს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს: „კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს.“ გუშინ, 14 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. ამ მოხსენებაში მან უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის და …
Continue reading “„ოცნება“: პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს”
ქობულეთში „მარშუტკით“ მგზავრობა 20-50 თეთრით გაძვირდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები მგზავრობის ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ. მათი თქმით, ბათუმი -ქობულეთის ხაზზე მგზავრობის ფასი – 50 თეთრით, ქალაქში გადაადგილება კი 20 თეთრით გაიზარდა. გაზრდილი ტარიფით ქობულეთიდან ბათუმში ან პირიქით მგზავრობის ფასი 2,50 ლარია, ხოლო ქალაქ ქობულეთში – 70 ან 90 თეთრი. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით ქობულეთის საკრებულოს არ უმსჯელია. …
Continue reading “ქობულეთში „მარშუტკით“ მგზავრობა 20-50 თეთრით გაძვირდა”
„ალტ-ინფო ეწევა იგივე პროპაგანდას, რასაც რუსული სახელმწიფო მედია“ – ინტერვიუ
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას „ალტ-ინფოს“ წამყვანები და იმავე დროს კრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები მკვეთრად რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებდნენ და ცდილობდნენ, კრემლის პოლიტიკა გაემართლებინათ. ამავე დროს, რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების მსგავსად, „ალტ-ინფოს“ წამყვანების მხრიდან აქცენტი რუსეთის სამხედრო უპირატესობის დემონსტრირებაზე კეთდებოდა“ – წერს „მითების დეტექტორი“ და ამის საილუსტრაციოდ ვრცელ კვლევას აქვეყნებს. როგორ მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა რუსეთ-უკრაინის …
Continue reading “„ალტ-ინფო ეწევა იგივე პროპაგანდას, რასაც რუსული სახელმწიფო მედია“ – ინტერვიუ”