მთავარი,სიახლეები

ძველ ბათუმში ლურჯი ტენტის უკან უკანონო მშენებლობას მალავენ | ფოტო

07.06.2022
ძველ ბათუმში ლურჯი ტენტის უკან უკანონო მშენებლობას მალავენ | ფოტო

ბათუმში, მაზნიაშვილის #26-ში, #5 საბავშვო ბაღის გვერდით, ხუთსართულიან კორპუსზე სართულს აშენებენ. მერიის ინფორმაციით კი, „დაშენება არ არის, კონსტრუქციაა“. საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც 6-სართულიანი კორპუსი დგას, 207 კვადრატული მეტრია.

კონსტრუქციაა თუ რაღაც სხვა, ერთი მხრიდან თუნუქით არის შეფუთული და მზიან ამინდში თვალისმომჭრელად ელავს, წინა ფასადის მხარეს კი სამშენებლო პროცესის შეფუთვა/„დამალვა“ ლურჯი ტენტით უცდიათ. თუმცა დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ხუთსართულიანი სახლის სახურავზე დაშენების, ან როგორც მერიაში ამბობენ, „კონსტრუქციის“ მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ბათუმი, მაზნიაშვილის ქუჩა #26

თუ ვერ დაინახავ, ხმას მაინც გაიგონებ, რადგან პროცესი აქტიურ ფაზაშია და მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, პერიოდულად შენობიდან მშენებლობის ხმები ისმის, რასაც ლურჯი ტენტი ნამდვილად ვერ ახშობს.

ბათუმის მერიაში განგვიმარტეს, რომ აქ დაშენების ნებართვა გაცემული არ არის. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მშენებელი გააფრთხილეს და შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაავალეს. ინსპექციაში ვერ დაგვიზუსტეს, როდის გააფრთხილეს.  ამბობენ, რომ „რამდენიმე დღის წინ“.

„ბათუმელები“ ადგილზე გუშინ, 6 ივნისს იმყოფებოდა. აქ მშენებლობა ნამდვილად მიმდინარეობდა.

ეს დაშენება იერს უცვლის და ამახინჯებს  მაზნიაშვილის ქუჩის ამ მონაკვეთს

ჯერ კიდევ გასულ წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე მოუწოდა შესაბამის უწყებებს, ვიდრე ბათუმის გენგეგმა არ დამტკიცდებოდა, თავი შეეკავებინათ ძველ ბათუმში ნებართვების გაცემისგან. თუმცა ნებართვა რა საჭიროა? – ბათუმში ხომ უნებართვოდაც შეგიძლია ააშენო. მთავრობის თავმჯდომარეს დაავიწყდა ეთქვა, გააკონტროლეთ, უნებართვოდ არ ააშენებინოთო – ჰოდა, მშენებლობა „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გრძელდება.

___

ამავე თემაზე:

როგორ ავაშენოთ უკანონოდ ყველაფერი, რაც გვინდა – სქემა ბათუმში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: