მთავარი,სიახლეები

შსს არ პასუხობს, რუსეთის მოქალაქეების მიერ ბათუმელი ქალის ცემაზე დაიწყო თუ არა გამოძიება

20.05.2022
შსს არ პასუხობს, რუსეთის მოქალაქეების მიერ ბათუმელი ქალის ცემაზე დაიწყო თუ არა გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ არ უპასუხეს კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება გუშინ, 19 მაისს, ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მომხდარ ინციდენტზე.

19 მაისს ბათუმში ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა იქვე გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს. ორი ქალი და ორი კაცი გააღიზიანა წარწერამ – „რუსკი კარაბლ იდი…“  ბიუროს შენობაში ამ დროს მხოლოდ ორი ქალი თანამშრომელი იყო. რუსებმა ერთ-ერთ მათგანს ხელი გაარტყეს.

„ტელეფონით ვიღებდი, როცა ფიზიკურად შემეხო, ხელი დამარტყა. გამოვიძახეთ პოლიცია და მალევე მოვიდნენ, გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც მივეცი ჩვენება“, – ამბობს ბიუროს თანამშრომელი ნანა წაქაძე.

ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომლის, ელენე ხაჯიშვილის მონათხრობით, როცა დაიწყეს უკრაინის დროშის დაზიანება, მისმა კოლეგამ, ნანა წაქაძემ, რუსეთის მოქალაქეებს მიუთითა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კერძო საკუთრებაში და სხვის ქონებას აზიანებდნენ. „თან დაიწყო ტელეფონით გადაღება“ და ამის გამო  ფიზიკურად შეეხნენ: „დაარტყეს“, – გვიყვება ელენე.

შენიშვნა: მოგვინაბით შსს-ში  განგვიმარტეს, რომ დაიწყო საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით.

ბათუმში რუსეთის მოქალაქეებმა ოფისში უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომელს დაარტყეს 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: