ამ დრომდე უკანონოდ აშენებულ კორპუსს მშენებელი საჯარო რეესტრში უპრობლემოდ არეგისტრირებდა, არც დოკუმენტებში ფიქსირდებოდა რაიმე სახის ჩანაწერი იმის შესახებ იყო თუ არა კონკრეტულ ნაკვეთზე ახალაშენებული, დაშენებული ან მიშენებული ფართობი კანონიერი. შესაბამისად ამ ფართობების გაყიდვით ფულის შოვნას არაფერი აფერხებდა. ვწერდით ისეთ შემთხვევებზეც, როცა რეესტრმა დაარეგისტრირა შენობა მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტისგან ჰქონდა წინასწარი შეტყობინება, რომ ის უკანონოდ იყო აშენებული. …
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
რა გაარკვია ქალაქში ნავთობის სუნზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა – ვრცელი მიმოწერები
საჯაროდ არაფერია ცნობილი საბოლოოდ რა გაირკვა ნავთობის სუნზე, რომელიც ბათუმში პერიოდულად აწუხებთ. ვინ რას და რატომ არღვევს? მოჰყვება თუ არა ამას რაიმე სახის რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან? პერიოდულად ნავთობის სუნი განსაკუთრებით მკვეთრად თამარის დასახლებაში იგრძნობა. საკითხის გარკვევის მიზნით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გარემოს დაცვის სამმართველოს ოფიციალურად, სადეპუტატო კითხვის ფარგლებში მიმართა და პასუხიც მიიღო, თუმცა ამ …
Continue reading “რა გაარკვია ქალაქში ნავთობის სუნზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა – ვრცელი მიმოწერები “
რატომ გარეცხა გამწვანების სამსახურმა ბათუმის საკრებულოს წევრის ეზო და ბეტონის ღობე
ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 10 აგვისტოს, ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის სახლის ეზო და ბეტონის ღობე გარეცხეს. ადგილზე სამსახურის მანქანით ჯერ წყალი მიიტანეს, შემდეგ კი სამსახურის ტექნიკა ეზოს და ბეტონის რეცხვისთვისაც გამოიყენეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ბათუმის წინა …
აჭარის მთავრობა ბულვართან ახლოს ნაკვეთს ასხვისებს – აუქციონი
აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვართან ახლოს, ვაჟა ფშაველას #1-ში, მდებარე მიწის ნაკვეთი საიჯარო წესით გასასხვისებლად უპირობო აუქციონზე გაიტანა. ნაკვეთი 6636 კვ.მეტრია, მთავრობა მხოლოდ 341 კვ.მეტრს ასხვისებს. ბოლო წლებში აქ კაფე „ნეოკა“ ფუნქციონირებს. აუქციონში გამარჯვებულს ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა 2025 წლის 8 ივლისამდე ვადით ექნება. სარგებლობის საფასური გამარჯვებულმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან წლის განმავლობაში თანაბარწილად, ყოველ მესამე თვეს უნდა …
Continue reading “აჭარის მთავრობა ბულვართან ახლოს ნაკვეთს ასხვისებს – აუქციონი”
სარფში პლაჟზე ლითონის ბოძები ჩააბეტონეს [ფოტო]
სარფის პლაჟზე, ე.წ. ქვაომხასთან ახლოს ლითონის ბოძებია ჩებეტონებული. ტერიტორია ხელვაჩაურის მერიას ეკუთვნის. მერიაში განმარტეს, რომ პლაჟის ამ მონაკვეთზე რაიმე კონსტრუქციის მოწყობის ნებართვა გაცემული არ არის და ლითონის ბოძები უკანონოდ ჩააბეტონეს: „მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობა შეაჩერებინა და დააჯარიმა“ – გვითხრეს პრესსამსახურში, თუმცა, ვერ დაგვიზუსტეს როდის დააჯარიმეს მშენებელი და რას ითვალისწინებდა ჯარიმა. ამავე თემაზე: ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე …
Continue reading “სარფში პლაჟზე ლითონის ბოძები ჩააბეტონეს [ფოტო]”
ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე და უპასუხო კითხვები
გონიო-კვარიათის სანაპიროზე კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო გადასახადს 99-დან მხოლოდ 17 პირი გადაიხდის. უმრავლესობას კი, რომლებიც კომერციულ საქმიანობას, ზოგ შემთხვევაში უფრო დიდ ტერიტორიაზე აწარმოებენ, ამის ვალდებულება არც აქვთ. პლაჟი სრულად ათვისებულია, თუმცა მეწარმეების უმრავლესობას წელს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მათ არც აუქციონებში მიიღეს მონაწილეობა. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც eauction.ge-ზე იძებნება, მართალია დაგვიანებით, თუმცა, წელს მერიამ ელექტრონულ …
Continue reading “ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე და უპასუხო კითხვები”
მარიამისა და გიულგიუნის გამარჯვებული პროექტი ქართული ენის შესასწავლად
ეთნიკურად აზერბაიჯანელი გიულგიუნი და ეთნიკურად სომეხი მარიამი ერთ გუნდში გაერთიანდნენ და ქართული ენის შესასწავლი ონლაინ პლატფორმისთვის დაფინანსება მოიპოვეს. მათი პლატფორმა ქართული ენის სწავლის მსურველებსა და პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გიულგიუნ მამადლისა და მარიამ ისპირიანის პროექტი – GRANDALA თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის – Big Idea Challenge-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტს საერთაშორისო კონკურსში წარადგენენ, რომელშიც …
Continue reading “მარიამისა და გიულგიუნის გამარჯვებული პროექტი ქართული ენის შესასწავლად”
გონიოს პლაჟები აუქციონზე ივლისის ბოლოს გაიტანეს – რას აკეთებს ბათუმის მერია
მაშინ, როცა საზღვაო სეზონისთვის მზადებას, შემდეგ კი სეზონის მიმდინარეობას აჭარის მთავრობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, ბათუმის მერიას სანაპიროს ყველაზე მომხიბვლელი ზონა – გონიოსა და კვარიათის პლაჟები, ელექტრონულ აუქციონზე ივლისის ბოლოს გააქვს. მცირე და მოზრდილი ზომის 99 ნაკვეთი გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე ბათუმის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე 20 ივლისს გაიტანა, აუქციონების ნაწილი 28 ივლისს, ნაწილი კი 29 …
Continue reading “გონიოს პლაჟები აუქციონზე ივლისის ბოლოს გაიტანეს – რას აკეთებს ბათუმის მერია”
ფული გადავიხადე, მშენებლობა არ დაასრულეს – რას ჰპირდება ბათუმის მერია დაზარალებულებს
დაუსრულებელი მშენებლობის გამო დაზარალებულ მოქალაქეებს მერია ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობას შესთავაზებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კ2 კოეფიციენტის გაზრდისა და პროგრამით გათვალისწინებული სხვა შეღავათებით ის კომპანიებიც ისარგებლებენ, რომლებიც ამ მშენებლობებს დაასრულებენ. საკრებულოსთვის გადაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერს, რომ დაუსრულებელი მშენებლობები მერიისთვის ისეთივე პრობლემური საკითხია, როგორც ავარიული სახლები. თუმცა დღეს ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს, რამდენია, ან დაახლოებით …
ბათუმის მერიამ ბულვარის გენგეგმა გამოაქვეყნა – 2 დღეში კი საჯარო განხილვა დაგეგმა
ბათუმის მერიამ ბულვარის განაშენიანების გეგმა გამოაქვეყნა – მერიის ფეისბუქის გვერდზე წერენ ასევე, რომ დოკუმენტის საჯარო განხილვა დაგეგმილია ორ დღეში, 29 ივლისს, 11:00 საათზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. #25]. „შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფისთვის.“ ბულვარის გენგეგმა საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია და მის შესწავლა-დაზუსტებას ბულვარის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვე მოანდომა. დოკუმენტის მეორე ვარიანტი საზოგადოებისთვის …
Continue reading “ბათუმის მერიამ ბულვარის გენგეგმა გამოაქვეყნა – 2 დღეში კი საჯარო განხილვა დაგეგმა”
უკანონო მშენებლობების ბუმი ბათუმში – მუნიციპალური ინსპექციის უფროსს საკრებულოში იბარებენ
რატომ ვერ აკონტროლებს მერია უკანონო მშენებლობებს ბათუმში, როგორ ხდება, რომ შესაბამის რეაგირებას მერიის სამსახურები ხშირად მას შემდეგ ახდენენ, როცა კონკრეტულ შემთხვევაზე მოქალაქე, აქტივისტი ან მედია ავრცელებს ინფორმაციას? – ამ საკითხებზე პასუხების მისაღებად ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ურბანული პოლიტიკისა და ქალაქმშენებლობის სამსახურების უფროსების დაბარებას გეგმავს საკრებულოს სხდომაზე. ამ სამსახურის უფროსი არჩილ კონცელიძეა. გუშინ, …
რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში – დაგვჭირდება გენგეგმა თუ ოდესმე დაამტკიცებენ?
ბოლო პერიოდში აღარავის უხსენებია ბათუმის გენგემა, რომელმაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები და „ფულის კეთების დრო“ უნდა დაასრულოს. აღარავის სჯერა, რომ ბათუმის მშენებლობის დამკვიდრებულ სტრატეგიას – „ახალი ძველის ნგრევის ხარჯზე“, თუნდაც ეს ისტორიულ განაშენიანებას ეხებოდეს, რაიმე დოკუმენტი ან სხვა მექანიზმი შეაჩერებს. სასამართლოც კი უფრთხილდება მსხვილბიუჯეტიანი კომპანიების ფულის ძალას და კანონიერების გამორკვევამდე მშენებელს საქმის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, დიდი …
„მშენებელმა კომპანიამ საკანალიზაციო სისტემა დაგვიზიანა“ – მოქალაქეები
ბათუმში, შარაშიძის ქუჩის #23-ში, აქვე მცხოვრებთა ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონებთან ახლოს საკანალიზაციო სისტემა ჟონავს. „ადგილზე ისეთი გაუსაძლისი სუნია, იქვე ახლოს მდებარე კორპუსში ფანჯრებს ვერ ვაღებთ. გარდა ამისა, განსაკუთრებული პრობლემაა ის, რომ ბავშვები ატრაქციონებით მაინც სარგებლობენ“, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ დასახლებიდან მოგწერეს. მოსახლეობამ ამ ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც გადმოგვიგზავნა. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. შამბო და …
Continue reading “„მშენებელმა კომპანიამ საკანალიზაციო სისტემა დაგვიზიანა“ – მოქალაქეები”
ვის აძლევს ქობულეთის მერია უსასყიდლოდ, 99 წლით მიწის ნაკვეთსა და შენობას – აღნაგობა
სახელმწიფოს ერთი სტრუქტურა, კონკრეტულად ქობულეთის მერია, აპირებს უსასყიდლოდ გადასცეს მართლმადიდებლურ ეკლესიას მიწის ნაკვეთი იმ მოტივით, რომ მრევლს სალოცავი სჭირდება და ეკლესიის მშენებლობას ითხოვს. მეორე სტრუქტურა კი, კონკრეტულად ბათუმის მერია, იგივე მოტივს არ იზიარებს და მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის უფლებას არ აძლევს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ თემის საკუთრებაა. 817 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და 230 კვ.მეტრ შენობის …
„შესაძლოა ეს იყოს კორუფცია“ – რატომ არის ბათუმის მერია „ორბის“ მხარეს
მოსამართლე კობა გოცირიძემ არ დააკმაყოფილა ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობის შუამდგომლობა მშენებლობის შეჩერებაზე. მიზეზი – ასეთ შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა ფინანსური ზარალი მიადგესო. როგორც ჩანს, მოსამართლისთვის მსხვილბიუჯეტიანი კომპანიის შესაძლო ფინანსური ზიანი გაცილებით პრობლემურია, ვიდრე იმის გამორკვევა, რამდენად კანონიერია 216 ოჯახისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუარესება – ეს ტენდენცია ბოლო დროს დამკვიდრდა ქართულ სასამართლო სისტემაში. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, …
Continue reading “„შესაძლოა ეს იყოს კორუფცია“ – რატომ არის ბათუმის მერია „ორბის“ მხარეს”
ბათუმში ავიალაინერებისთვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას გეგმავენ
ბათუმში, აეროპორტის ტერიტორიაზე ავიალაინერებისთვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას გეგმავენ. ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მერიას შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიამ“ მიმართა. კომპანიას ლაშა გვეტაძე ხელმძღვანელობს, მისი ასი პროცენტის მფლობელი კი კვიპროსში დაფუძნებული კომპანია შპს „ჯიეჯია“ [ამ კომპანიის დირექტორი ბრიტანეთის მოქალაქეა]. შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ 2017 წელს დააფუძნეს, როგორც შპს „ეარ ვისოლი“ – კომპანიის ასივე პროცენტს სააქციო …
Continue reading “ბათუმში ავიალაინერებისთვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას გეგმავენ”
ვინ მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – კრიტერიუმები დააზუსტეს
აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ბინის გაცემის რიგითობის კრიტერიუმები განსაზღვრა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, პირველ ეტაპზე ბინებს მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც ახალი კორპუსების მშენებლობის დასაწყებად დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება მოუწევთ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ პროგრამის მიხედვით პირველ ეტაპზე ბინებს მიიღებენ ასევე ოჯახები, რომელთა შემადგენლობაშია შშმ სტატუსის მქონე …
Continue reading “ვინ მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – კრიტერიუმები დააზუსტეს”
„განუკითხაობის დაკანონება“ – სპეციალისტები ავარიული სახლებისთვის შექმნილ კანონზე
„ეს არის განუკითხაობის დაკანონება. კატასტროფაა არაერთი მიზეზის გამო“, – ასე აფასებს ურბანისტი ირაკლი ჟვანია ცვლილების პროექტს სამშენებლო კოდექსში. საპარლამენტო ოპოზიციამ კი მას კორუფციისთვის პირდაპირი გზის გახსნის შესაძლებლობა უწოდა. შენიშვნები „ოცნებასაც“ ჰქონდა, თუმცა უფრო ტექნიკური ხასიათის. მათი მხრიდან გაცილებით მკვეთრად იყო გამოხატული უარი ცვლილებაზე ექსპროპრიაციის წესში, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებდა. …
Continue reading “„განუკითხაობის დაკანონება“ – სპეციალისტები ავარიული სახლებისთვის შექმნილ კანონზე”
100 ათასი ტანსაცმელსა და საათებში, 798 ათასი ლარი მიწის ნაკვეთში – დეპუტატის 1 წლის ხარჯები
2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია. გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, …
ბათუმის მერი k2-ის გაზრდას თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს – კანონპროექტის ახალი ვერსია
ბათუმში ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის ინიცირებული ცვლილების პროექტი სამშენებლო კოდექსში პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეცვალეს. პროექტში დაზუსტდა, რომ k2 კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობის მიცემის შესაძლებლობა მერს ექნება მხოლოდ პროგრამის ფარგლებში – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. გარდა ამისა, მიზანშეუწონლად ჩაითვალა ექსპროპრიაციის წესში ცვლილება, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების, წინასწარი კომპენსაციით ჩამორთმევას ითვალისწინებდა. ცვლილების პროექტის …
საკანონმდებლო ცვლილება ბათუმის ქაოტურ განაშენიანებას კიდევ უფრო გააუარესებს – არასამთავრობოები
„მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიცავს ბათუმის ქაოტური განაშენიანების პრობლემის კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს, ქმნის ბათუმის მერიის მიერ დაუსაბუთებელი, პოტენციურად კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს, სამშენებლო კომპანიებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების გზით სამშენებლო რეგულაციებიდან თავის არიდების საშუალებას აძლევს სამშენებლო სექტორს“ – საზოგადოება „ბათომი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „მწვანე ალტენატივა“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ სამშენებლო კოდექსსა და ექსპროპრიაციის წესში …
ბათუმში, ავარიულ სახლებში, კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც ჩამოართმევენ
გარდა სამშენებლო კოდექსისა, მთავრობა ცვლილებას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესშიც“ ითხოვს და მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაა. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესი იგივეა, რაც ექსპროპრიაცია. მთავრობა მიიჩნევს, რომ კანონმა უნდა დაუშვას ავარიულ სახლში კონკრეტული ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა, სათანადო და წინასწარი კომპენსაციით: „ვინაიდან საკითხი ეხება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“ …
Continue reading “ბათუმში, ავარიულ სახლებში, კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც ჩამოართმევენ”
ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის
ბათუმში სამშენებლო პროექტების სიმაღლეებს ისევ გაზრდიან, ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ბათუმის მერს ექნება, მთავრობამ ეს შესაძლებლობა სპეციალურად ბათუმისთვის დაუშვა. დაუშვებს პარლამენტიც, თუ სამშენებლო კოდექსში შესაბამის ცვლილებას მხარს დაუჭერს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, სამშენებლო კოდექსში ცვლილება უნდა შევიდეს. ამ ცვლილების შემდეგ ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ …
Continue reading “ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის”
ცოტა რამ გვარიშვილობაზე ბათუმის საკრებულოს სხდომიდან, როცა ბიუჯეტის ანგარიშიც განიხილება
„ალეკოსთან მიმართებაში მინდა ვთქვა, აქ ყველა ვართ შენზე უფროსები. იმიტომ, რომ კაი ხანია ეთერში, მერთან კაბინეტში შესვლით, გამოსვლებით… ძალიან გთხოვ, იყავი ცოტა მეტად ზრდილობიანი იმიტომ, რომ შენს ასაკს უფრო შეეფერება მამაშენის და ბაბუაშენის გვარიშვილის კაცს. ეს გავალდებულებს, რომ ჩვენს, ყველას მიმართ იყო ზრდილობიანი… უმცროსი ხარ ყველაზე უფრო და მოგიხდება, უფრო შეგიყვარებს ყველა. საზოგადოება, ჟურნალისტები და …
ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვებიდან გასულ წელს 1 მილიონი ლარი ამოიღო
2021 წელს ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 1 მილიონ 37 ათას 600 ლარი ამოიღო. სავარაუდოდ, ეს ციფრი წელს კიდევ გაიზრდება, რასაც მოწმობს საქსტატის მონაცემებიც. ამას ემატება 420 200 ლარი, რომელიც ბიუჯეტში სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით შევიდა [კ2] ეს გადასახადი კონკრეტულ ზონაში დადგენილი პარამეტრების გაზრდი მოსაკრებელს გულისხმობს. 2022 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში შესაბამისმა …
Continue reading “ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვებიდან გასულ წელს 1 მილიონი ლარი ამოიღო”
სათამაშო ბიზნესიდან 23 მილიონი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს
სათამაშო ბიზნესიდან 2021 წელს ბათუმის ბიუჯეტში 23 მილიონ 440 ათას 800 ლარი შევიდა. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბიუჯეტშის ანგარიშში ასახულია „სხვა შემოსვლების“ ნაწლში, რამაც გასულ წელს ჯამში 43 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ „სხვა შემოსვლების “ ნახევარზე მეტი. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შენატანი ბიუჯეტში ასე გადანაწილდა: სათამაშო აპარატებიდან – 12 მილიონ 487 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – …
Continue reading “სათამაშო ბიზნესიდან 23 მილიონი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს”
რას გთავაზობთ მერია თუ ავარიული სახლი იპოთეკითაა დატვირთული – პროგრამის დეტალები
მერიის ინფორმაციით, ბათუმში 118 ავარიული სახლია, რომლებზეც ექსპერტიზის დასკვნა უკვე მომზადებული და გარკვეულია, რომ ისინი ჩანაცვლებას ექვემდებარებიან. წინასწარ გაწერილი წესის მიხედვით, მერია მესაკუთრეებს ავარიული სახლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობას, საბინაო ფონდიდან დაკმაყოფილებას ან კომპენსაციას შესთავაზებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თითქმის ყველა ავარიულ კორპუსში რამდენიმე ბინა იპოთეკითაა დატვირთული და მესაკუთრეებს გრძელვადიანი საბანკო ვალდებულებები აქვთ. მერიის განმარტებით, ეს გარემოება …
Continue reading “რას გთავაზობთ მერია თუ ავარიული სახლი იპოთეკითაა დატვირთული – პროგრამის დეტალები”
„მე არავისგან არ განვსხვავდები“ – გაბაიძე პოლიტიკური ხელმძღვანელების კრიტიკაზე
„თქვენ განსხვავებით კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან…“ – მიმართა რეპლიკით უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან ლევან ანთაძემ საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების თაობაზე რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ. დავით გაბაიძემ კოლეგას სიტყვა შეაწყვეტინა პასუხით: „მე არავისგან არ განვსხვავდები“. მანამდე კი დავით გაბაიძემ კოლეგას ის ენერგოკომპანიები ჩამოუთვალა, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. …
Continue reading “„მე არავისგან არ განვსხვავდები“ – გაბაიძე პოლიტიკური ხელმძღვანელების კრიტიკაზე”
100 წლის სახლი ბათუმში, რომლის ფასადიდან ნაწილები ცვივა და სახურავიდან წყალი ჩადის
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე ძეგლის ფასადის ნანგრევები სადარბაზოს შესასვლელებშია დალაგებული. აქ მცხოვრებლებმა იციან, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ფასადის ჩამონგრეული ნაწილებიც კი მნიშვნელოვანია, ამიტომაც შენობის ფასადის ჩამოვარდნილ ნაწილებს საგულდაგულოდ ინახავენ. სამსართულიანი სახლი ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა თავისი არქიტექტურით, მისი ფასადი შემკულია ძველი მასკარონებითა და ჩუქურთმებით. გარდა ამისა, ამ …
უშტატო თანამშრომლებზე აჭარის მთავრობამ საარჩევნო წელს 1 მილიონით მეტი დახარჯა
2021-ში, თვითმმართველობის არჩევნების წელს, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება მილიონი ლარით გაიზარდა. ამაზე სახელმწიფო აუდიტმა ბიუჯეტის შეფასების ანგარიშში გააკეთა აქცენტი. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამ გამოიწვია ეს – დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებამ, თუ მათ ხელფასები გაუზარდეს. დაზუსტებული პასუხი – ხელფასი გაიზარდა თუ დასაქმებულთა რაოდენობა, ვერც უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ბიუჯეტის …
Continue reading “უშტატო თანამშრომლებზე აჭარის მთავრობამ საარჩევნო წელს 1 მილიონით მეტი დახარჯა”
გია აბულაძე ამბობს, რომ სასამართლომ საკრებულოში აღადგინა, მაგრამ გადაწყვეტილებას არ აბარებს
ბათუმის საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომლის, გია აბულაძის სამსახურში აღდგენაზე სასამართლომ გადაწყვეტილება 19 აპრილს მიიღო, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება უმუშევრად დარჩენილ პირს დღემდე არ ჩააბარა. გია აბულაძემ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მოთხოვნით ისევ ბათუმის სასამართლოს მიმართა. „გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია“, – ამბობენ ბათუმის საკრებულოშიც. იმ გარემოებით, რომ „გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ“, საკრებულოში ისარგებლეს და თანამდებობაზე, რომელიც გია აბულაძის გათავისუფლების შემდეგ ვაკანტური …
სიცოცხლისთვის საშიში 118 სახლი ბათუმში – მერიის ხედვა
ბათუმის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი გაუგზავნა, სადაც დეტალურად გაწერა პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები. მერიის ინფორმაციით, ბათუმში უკვე გამოვლენილია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი 118 სახლი, სადაც 3000-მდე ოჯახი ცხოვრებს. ამ სახლების მდგრადობა მერიის დაკვეთით სამხარეულის ექსპეტიზის ბიურომ შეისწავლა. მონაცემები არ არის საბოლოო და მათი რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს ახალ მისამართებზე მომავალში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე. მერიის …
Continue reading “სიცოცხლისთვის საშიში 118 სახლი ბათუმში – მერიის ხედვა”
ენმ საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერის დასწრებას და კვარტალურ ანგარიშს ითხოვს
17 ივნისს, 11 საათზე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა უნდა გაიმართოს, ამ სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაც დაესწრება [წინა სხდომაზე ისინი არ მივიდნენ]. ენმ-ის ფრაქცია სხდომაზე მერის, არჩილ ჩიქოვანის დასწრებას ითხოვს. საკრებულოს წევრები – რეზო ხარაზი და ალექსანდრე ვარშალომიძე აცხადებენ, რომ მერთან კითხვები დაუგროვდათ. „ამ დრომდე მხოლოდ ერთი სხდომა შედგა, როცა …
Continue reading “ენმ საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერის დასწრებას და კვარტალურ ანგარიშს ითხოვს”
მერია ბათუმის ცენტრალურ პარკში კომერციული ფართობების ფასს ზრდის
ბათუმის მერია, ცენტრალურ პარკში კომერციული ფართობების ფასი განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო შესაბამის განკარგულებას დაამტკიცებს, 1 კვ. მეტრის საიჯარო ფასი 200 ლარი იქნება. შესაძლოა ეს ფასი ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში გაიზარდოს კიდეც. ამ დრომდე ფასი 150 ლარი იყო. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საიჯარო ფასი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი საპრივატიზებო ფასის მიხედვით გამოიანგარიშეს. მერიის ინფორმაციით, პარკის …
Continue reading “მერია ბათუმის ცენტრალურ პარკში კომერციული ფართობების ფასს ზრდის”
მერია გეგმავს ავარიული სახლების პროგრამის მონაწილე კომპანიებს k2 გაუზარდოს
ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი შეიმუშავა. ამ წესის მიხედვით, შესაძლებელია პროგრამაში მონაწილე სამშენებლო კომპანიებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [k2] გაუზარდონ. შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება – წერს მერია. გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილე კომპანიებისთვის შეიძლება დასაშვები იყოს პროექტის განსხვავებული პირობებით შეთანხმება, მოლაპარაკების საგანი შესაძლოა გახდეს ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო …
Continue reading “მერია გეგმავს ავარიული სახლების პროგრამის მონაწილე კომპანიებს k2 გაუზარდოს”
ახალი ტურისტული ბილიკი ხულოში – კოტიჯვარის გადმოსახედი
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, „კოტიჯვარზე“, იმ ადგილზე, საიდანაც მდინარე აჭარისწყალის ხეობის ხედი იშლება, ახალ ტურისტულ ბილიკს და გადმოსახედს მოაწყობენ. პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიზნობრივი ტრანსფერის დაფინანსებით ახორციელებს. სასეირნო ბილიკთან ერთად უნდა მოეწყოს თანამედროვე არქიტექტურის მქონე ინფრასტრუქტურა: ფანჩატური, გარეგანათება და მოსასვენებელი სკამები. პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს და ჯამში 154 438 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს …
Continue reading “ახალი ტურისტული ბილიკი ხულოში – კოტიჯვარის გადმოსახედი”