მთავარი,სიახლეები

1 პირის მდგომარეობა მძიმეა – ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავტოავარიაზე

19.05.2022 • 2056
1 პირის მდგომარეობა მძიმეა – ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავტოავარიაზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუშინ, 18 მაისს, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. კიდევ ერთ პაციენტს კი, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, კლინიკიდან დღეს გაწერენ.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მკურნალობის ხარჯებს თურქული მხარე გაიღებს.

მიკროავტობუსი ქართული ნომრით ქალაქ ტრაპიზონში კლდეს დაეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა, ავარიის შედეგად ერთი მოქალაქე  დაიღუპა.

„ხუთი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ერთის მდგომარეობა კი მსუბუქია და ის დღეს დატოვებს კლინიკას, ხოლო სამი პაციენტის მდგომარეობა, ერთი მამაკაცი და ორი ქალია, საშუალო სიმძიმის რჩება. ისინი საჭიროებენ კლინიკაში, დინამიკაში გადაუდებელ მკურნალობას და შესაბამის მეთვალყურეობას, ვიდრე სამედიცინო პერსონალი არ ჩათვლის საჭიროდ,  კლინიკას არ დატოვებენ. რადგან ავტოსაგზაო შემთხვევასთან იყო  ეს დაკავშირებული, თურქული მხარე მთლიანად ფარავს  ხარჯებს.“

მინისტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები ერთი ოჯახის წევრები არ იყვნენ. ისინი აჭარაში მცხოვრებლები არიან და მცირე ბიზნესი აქვთ, რასთან დაკავშირებითაც იმყოფებოდნენ ტრაპიზონში და უკან ბრუნდებოდნენ.

ნინო ნიჟარაძე – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: