მთავარი,სიახლეები

სამხარაულის ბიურო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის მდგრადობას სწავლობს

19.05.2022 • 1466
სამხარაულის ბიურო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის მდგრადობას სწავლობს

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველებისთვის 23 მაისამდე დაკეტილია. შესაბამისი განცხადება ბიბლიოთეკის შესასვლელშივეა გამოქვეყნებული. ამ განცხადებაში წერია, რომ ბიბლიოთეკამ  მკითხველთა მომსახურება, 14 -23 მაისის პერიოდში, შენობაში სანიტარულ-ჰიგიენური სამუშაოების ჩატარების გამო შეაჩერა.

ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილი ადგილზეა, პერიოდულად კარი ჩაკეტილია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჰიგიენური სამუშაოები მხოლოდ მიზეზია და სინამდვილეში შენობის მდგრადობას სწავლობენ.

ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა დაადასტურა, რომ შენობის მდგრადობას სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს: „ვგეგმავთ ლიფტის დამონტაჟებას შშმ პირებისთვის, ამიტომაც გადავწყვიტეთ შენობის შესწავლა“.

„ბათუმელების“ დაინტერესების შემდეგ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ შენობის მდგრადობის შესწავლის გამო მომსახურების შეწყვეტის შესახებ საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა განცხადება.

დოკუმენტების მიხედვით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს  ექსპერტიზა „ბიბლიოთეკის შენობის ტექნიკური
მდგომარეობის დასადგენად “ 17 მაისს დაუკვეთა.  კვლევა  2000 ლარის ღირებულების სამუშაოს ჩატარებას ითვალისწინებს.

შენობაში მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა, – შეცვალეს ფანჯრები, შესასვლელი კარი და მოაწყვეს მცირე ზომის სივრცეები სარდაფის ნაწილში. ამ დროს შენობის მდგრადობის შესწავლა დღის წესრიგში არ დამდგარა.

გადაბეჭდვის წესი