მთავარი,სიახლეები

„შენობას ბზარები აქვს“ – ბათუმში 2017 წელს აშენებული საბავშვო ბაღის მდგრადობას სწავლობენ

08.06.2022
„შენობას ბზარები აქვს“ – ბათუმში 2017 წელს აშენებული საბავშვო ბაღის მდგრადობას სწავლობენ

ბათუმის #33 საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ შენობის ექსპერტიზის ჩატარება საბავშვო ბაღების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე გადაწყვიტა.

სამსართულიანი შენობა შპს „მტმ“-მ მერიის დაკვეთით ააშენა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარი დაიხარჯა. კომპანიას ხელშეკრულება 2016 წლის თებერვალში გაუფორმეს. 2017 წლის ნოემბერში კი მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ბაღი ურეხის დასახლებაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.“

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, დავით დიასამიძის ინფორმაციით, შენობის წინა მხარეს მცირე ზომის ბზარები გაჩნდა:

„პირველადი შეფასებით საგანგაშო არაფერია, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ თავი დავიზღვიოთ – საბავშვო ბაღია. ეს არის ახალი შენობა, რომელიც განიცდის ჯდომას. ამიხსნეს, რომ ეს პროცესი ახასიათებს ახალ შენობას, მაგრამ ჩვენ თავს ვიზღვევთ. იქ ადრეც ყოფილა პატარა ბზარები. მითხრეს ასევე, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში დაფიქსირდა ერთბალიანი და ბალნახევრიანი მიწისძვრები ორ-სამჯერ, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ეს. უნდა დადგინდეს, ეს ბზარები ხომ არ გაიზრდება,“ –  განმარტა დავით დიასამიძემ.

საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი შეჩერებული არ არის.

დავით დიასამიძის ინფორმაციით, შენობას მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები სჭირდება, „შესაცვლელია იატაკი…“

ამ ბაღის აღსაზრდელების მშობლების ინფორმაციით კი, შენობას ბოლო წლების განმავლობაში სარემონტო სამუშაოები ორჯერ ჩაუტარეს, „თუმცა ის მაინც პრობლემურია.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: