მთავარი,სიახლეები

ბათუმში, სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა – ფაქტზე დაიწყო გამოძიება

28.07.2024
ბათუმში, სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა – ფაქტზე დაიწყო გამოძიება

ბათუმში მცხოვრები ოჯახი, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ექიმს ორსული ქალის არასწორ მკურნალობაში, დაგვიანებულ რეაგირებასა და  ჩვილის დაღუპვაში ადანაშაულებს.

დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრის ინფორმაციით, უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს ბავშვის დაღუპვა დააფიქსირა, რის შემდეგაც ქალს ოპერაცია გაუკეთეს.

„ისიც ძლივს გადაარჩინეს. ჩვენ გავიგეთ ისიც, რომ ეს ექიმი კლინიკა ბმს-ში მუშაობდა, იქ სამშობიარო ბლოკი დაიხურა. რატომ გააგრძელა მან სხვა კლინიკაში მუშაობა, შენობის გამო ხომ არ იღუპებიან პაციენტები? – ჩვენ დროულ გამოძიებას და ექიმის დასჯას ვითხოვთ“, – ამბობს გიული გაბიტაძე. დაღუპული ბავშვის მამიდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა იაშვილის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალს ჩვილის დაღუპვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად. აქ გვითხრეს, რომ კომენტარს არ აკეთებენ: „ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარს, ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს  გაუფრთხილებლობით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: