მთავარი,სიახლეები

ვინ და რატომ ანადგურებს მწვანე ტბას, სასწრაფოდ გამოიძიეთ – გია აბულაძე პროკურატურას მიმართავს

01.08.2024
ვინ და რატომ ანადგურებს მწვანე ტბას, სასწრაფოდ გამოიძიეთ – გია აბულაძე პროკურატურას მიმართავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე მწვანე ტბაზე მიმდინარე სამუშაოების შესწავლას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება.

„ხელისუფლება ანადგურებს მწვანე ტბას, ეს ტბა მაღალმთიანი აჭარის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ადგილია, გამორჩეული ეკოსისტემითა და ბუნებით, ივსება ჩამდინარე წყაროებით. მწვანე ტბის მიმდებარედ დაიწყეს ინერტული მასალის უკანონო მოპოვება, რისთვისაც გადათხრილია მიმდებარე ტერიტორია და ნადგურდება ტბის ეკოსისტემა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტბის დაშრობა და ეროზიები.

მოვუწოდებ პროკურატურას და აუდიტის სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და შესწავლა, რატომ მოხდა ინერტული მასალის მოპოვება. გარემოს ეროვნულმა სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და შეწყდეს მწვანე ტბის განადგურება. შეისწავლონ გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა და მოთხოვნილი იქნას შესაბამის კომპანიაზე ზიანის ანაზღაურება. დაუყოვნებლივ დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები“, – აცხადებს გია აბულაძე.

მწვანე ტბასთან მდებარე მთიდან კლდოვან მასას აქტიურად უკვე ერთი თვეა მოიპოვებენ. გაცემულია თუ არა ლიცენზია ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვებაზე? – ამ შეკითხვაზე სახელმწიფო უწყებებში „ბათუმელებს“ 26 ივლისს ვერ უპასუხეს.

___

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ: ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტულ მასალებს მოიპოვებენ – მთავრობაში არ ამბობენ, ვინ გასცა ლიცენზია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: