700 მიკროავტობუსი კონკურსზე და ლუქი კონდიციონერის ნაცვლად – მგზავრობა ბათუმში

მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას კვლავ ის 6 კომპანია აპირებს, რომლებმაც ასეთი ნებართვა [ლიცენზია] წინა კონკურსით მიიღეს, ანუ ის კომპანიები, რომელთა მიკროავტობუსებიც დღეს ემსახურებიან მგზავრებს. მერია ნებართვებს ერთი წლის ვადით გასცემს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში განაცხადის წარდგენა წელს კერძო ფიზიკურ პირებსაც შეეძლოთ, მერიაში გვითხრეს, რომ ასეთი განაცხადი არ შესულა. ტექდათვალიერებაზე …

აბუსერიძის ქუჩა რესპუბლიკურთან მინიმუმ ერთი თვე გადაკეტილი იქნება

აბუსერიძის ქუჩა „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ მთლიანად გადაიკეტა. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ამ მონაკვეთში ცალმხრივი მოძრაობა იყო. გადაკეტილია ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაც. ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო მილი და ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხი კეთდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აბუსერიძის ქუჩა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი. „დამოკიდებული ვართ ამინდზე,“ – გვითხრეს მერიაში. აღნიშნული სამუშაოების გამო თითქმის პარალიზებულია ავტომობილების, შესაბამისად, …

სახელმწიფო 7 ქალაქში პროფესიული სასწავლებლებისთვის სახელოსნოებს ააშენებს

საქართველოს შვიდ ქალაქში მოქმედი პროფესიული სასწავლებლებისთვის სახელმწიფო სხვადასხვა პროფილის სახელოსნოების აშენებას გეგმავს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სახელოსნოების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 99 ათასი ლარია. ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური დავალება გაწერილია დამოუკიდებელი შენობების დასაპროექტებლად, ქვემოთ ჩამოთვლილი პროფესიული სასწავლებლებისათვის, შემდეგი სასწავლო პროგრამების პრაქტიკული (სახელოსნოების) სწავლებისათვის: [checklist] თბილისში – სსიპ …

გომელაური: საყვედურს ვერ მივიღებ, თუ რატომ არ ვიცი ზეპირად 20-21 ივნისის მთელი საქმე

„დეტალებში მე ვერ შემოვალ იქედან გამომდინარე, რომ ჩემი სამსახური არ იძიებდა [ამ საქმეს] და ორ დღეში, დიდი ბოდიში, მე მთლიანად 10-ტომიან და 20-ტონიან საქმეებს ვერ შევისწავლიდი. საყვედურს ვერ მივიღებ, თუ რატომ არ ვიცი ზეპირად, ვთქვათ, მთელი საქმე 20-21 ივნისის. მივალ იქ და გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ გომელაურმა, რომელიც დღეიდან, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა …

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას ნდობა გამოუცხადა, შესაბამისად გახარია ახალი პრემიერ-მინისტრია. მან 98 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იღებდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებით შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მომავალში რამდენიმე მსხვილი სამინისტრო გაიყოს, მაგალითად განათლების სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს. …

ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა დაშვებულ ნორმას კვლავ აჭარბებს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე 1.4-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე.  ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე კი, იგივე კონცენტრაციები დაშვებულ ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებდა. აგვისტოს დასაწყისში ბათუმში, ასევე, აბუსერიძის ქუჩაზე, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებმა საშუალო წლიურ ნორმას 1.5-ჯერ გადააჭარბა. სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება. ასეთი სადგური ბათუმში …

საჯარო სკოლის მოსწავლეების ვაუჩერი გაიზარდა, კერძო სკოლების – არა

საქართველოს მთავრობის 30 აგვისტოს დადგენილებით, გაიზარდა საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა, ასევე საჯარო სკოლებს გაეზარდათ საბაზო და დამატებითი დაფინანსება. სიახლეა ასევე ის, რომ საჯარო სკოლებს, სადაც არ არის მანდატურის სამსახური, დამატებით თანხას გამოუყოფენ; ასევე დამატებით გამოეყოფათ დაფინანსება საჯარო სკოლებს – საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის მიზნით. გაიზარდა სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 სექტემბრის 21 საათიდან 9 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 17-22, დღისით 23-28 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, …

ყველაზე მეტი მნახველი პრომეთეს მღვიმეში – ვიზიტორთა სტატისტიკა დაცულ ტერიტორიებზე

საქართველოში დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი მნახველი, 2019 წლის პირველ ნახევარში, პრომეთეს მღვიმეს ეწვია – 74 289 ვიზიტორი იანვრიდან-ივნისის ჩათვლით პერიოდში. დაცული ტერიტორიის სააგენტოს მონაცემებით, 20 დაცული ტერიტორიიდან, ამავე პერიოდში, ვიზიტორთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა მტირალას ეროვნული პარკი – 25 616 ვიზიტორით; მეთორმეტე ადგილზეა ქობულეთის დაცული ტერიტორიები – 5 229 ვიზიტორი; მეთხუთმეტე ადგილზე მაჭახელას ეროვნული პარკი – …

ბათუმის ბულვარში შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ჯიხურს დადგამენ

ბათუმის ბულვარი შტატგარეშე თანამშრომლებისთვის [მუშა-სპეციალისტებისთვის] დროებითი განთავსების მსუბუქი კონსტრუქციის დადგმას გეგმავს. ჯიხურს ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 20 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. „შტატგარეშე თანამშრობლები ძირითადად გამწვანებაზე მუშაობენ. მათი რაოდენობა 80-მდეა. აქედან ნახევარი ძველ ბულვარში მუშაობს, ნახევარი კი ახალ ბულვარში. ძველ ბულვარში ასეთი მოსასვენებელი, გამოსაცვლელი ადგილი არის, თუმცა არ არის ახალ ბულვარში, ამიტომ ასეთი გამოსავალი …

რატომ არ იწყება დაპირებული მშენებლობა „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ დაპირებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. საბოლოო პროექტი და მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია კი სამინისტროს ერთი თვის წინ უნდა ჰქონოდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სამინისტროს საბოლოო პროექტი დღემდე არ ჩაუბარებია. „ზუსტდება დეტალები. კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო …

ძლიერი წვიმა ბათუმში [ფოტო]

დღეს, 6 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათიდან ბათუმში კოკისპირულად წვიმს. ძლიერი ჭვიმის შედეგად, დაიტბორა ქალაქის ქუჩები. რამდენიმე ადგილზე შეფერხებით მოძრაობს ავტოტრანსპორტი. „ბათუმის წყალში“ ამ დროისთვის [20:15 სთ.] შესულია ზარი 30-მდე მისამართიდან, ეზოებისა და სახლების დატბორვის შესახებ. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბრიგადები გასულები არიან გამოძახების ადგილებზე. ძირითადად, ზარები კომპანიაში გრიბოედოვის, ლერმონტოვის, გორგილაძის, აღმაშენებლის ქუჩებიდან შევიდა. აჭარის …

14 მილიონი ლარი ბათუმში კომაროვის სკოლისთვის, როდის დაიწყება მშენებლობა

ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს და დასრულდება 2020 წლის სექტემბერში – უთხრეს „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი გამოცხადდება. სკოლის მშენებლობას 14 მილიონამდე ლარი დასჭირდება. სააგენტოს ინფორმაციით, ტენდერი, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ, 2019 წლის 15-20 სექტემბერის პერიოდში გამოცხადდება დიზაინ ბილდით [ანუ, მიმწოდებელი თავად …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ხვალ და შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 სექტემბრის 21 საათიდან 6 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, ელვა-ჭექა. დღისით უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით: 17-22, დღისით: 24-29 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით: 8-13, დღისით: 16-21 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, …

რა გავლენას მოახდენს 500-მილიონიანი პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარსა და ქობულეთის ნაკრძალზე

ქობულეთში 180 ჰექტარი ტერიტორია აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. კომპანიში მიიჩნევენ, რომ მათთვის გადაცემული ტერიტორია „სახეშეცვლილი, დეგრადირებული გარემოა, რომელსაც ამჟამად არანაირი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ფუნქცია არ გააჩნია“. თუმცა ეს ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს, ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს. „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ …

ტროტუარის გასაფართოებლად სკვერში ხეებს იღებენ

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერში, მრავალწლოვან ნარგავებს თხრიან. მოსახლეობა ამბობს, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მცირდება სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. მათივე თქმით, ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ფართოვდება ტროტუარი, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის სიღრმეში გადარგავენ. „ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები, ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. …

215 ათასი ლარი მოცეკვავე შადრევნის აუდიოსისტემის განახლებისთვის

ბათუმში არდაგანის ტბის ლაზერული შადრევნის აუდიოსისტემის განახლებისთვის „ბათუმის ბულვარს“ 215 668 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. ლაზერული [ე.წ. მოცეკვავე] შადრევნის აუდიოსისტემის განახლება [თანმდევი მომსახურება, მონტაჟი, ინსტალაცია, ტესტირება, ტრენინგი] უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, 60 კალენდარული დღის განმავლობაში. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 13 …

რას თხრიან სოფელ დოლოგანში

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალახმელასთან [დოლოგანი], მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მთაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კეთდება კარიერთან მისასვლელი გზა, სადაც ფიზიკურმა პირმა, ლევან ხოზრევანიძემ, 266 000 კუბური მეტრი წიაღისეული უნდა მოიპოვოს. ლევან ხოზრევანიძეს წიაღისეული სოფელ ჭარნალის მიმდებარედ უნდა მოეპოვებინა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იქ მას წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია. „აჭარის ფინანსთა და …

პოლიციამ ბათუმში ერთი პირი დააკავა – ამოღებულია 947 აბი „სუბოქსინი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ზ.ი. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 684 აბი, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 263 …

ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ბათუმში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში ხვალ, 3 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღისით უნალექო ამინდი იქნება 4 და 5 სექტემბერსაც. ობსერვატორიის პროგნოზით, 2 სექტემბრის 21 საათიდან 3 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა, დღის მეორე ნახევრიდან კი …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1 სექტემბრის 21 საათიდან 2 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა, ელვა, ჭექა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 17-22 გრადუსი, დღისით 23-28 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 15-20გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ზოგან ხანმოკლე წვიმა. …

ეროვნული ბანკი 865 000-მდე ლარს სასადილოს მოსაწყობად დახარჯავს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სასადილოს მოწყობის მიზნით, სათაო ოფისის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 865 000 ლარია. ტენდერი არ ითვალისწინებს ავეჯის, ინტერიერის დეკორატიული ელემენტების და სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვას. სამზარეულო, როგორც ეროვნულ ბანკში გვითხრეს, თბილისში, სანაპიროს ქუჩა N2-ში მდებარე იუსტიციის სახლის შენობაში მოეწყობა, სადაც დღეს, ეროვნული ბანკია განთავსებული. დაგეგმილია შენობის მეოთხე სართულზე ერთ სივრცეში არსებული სამი ოფისის …

ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული ოქრო-ვერცხლი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,  რისკის პროფილის საფუძველზე, საქართველოს  მოქალაქის, ა.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ; 666,12 გრამი ოქროს საიუველირო და 2 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19912.51 …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ღრუბლიანობის მომატება; წვიმა – დროგამოშვებით ზოგან ძლიერი; ელვა-ჭექა. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, დროგამოშვებით 17-22მ/წმ-ში. ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 18-23, დღისით 23-28 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, …

ცოლსა და შვილებზე მოძალადე კაცს ხელვაჩაურის სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო. რაიონულმა სასამართლომ მ.მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ. 2016 წლის 14 დეკემბრიდან – 2019 წლის 3 …

ლარი დოლართან უმნიშვნელოდ გამყარდა – ოფიციალური გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 30 აგვისტოს 1 აშშ დოლარი 2,9379 ლარი, ხოლო 1 ევრო 3,2531 ლარი ეღირება. დღეს, 29 აგვისტოს, ასევე ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2,9415 ლარი, ხოლო 1 ევრო 3,2671 ლარი ღირს. „ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლების გაცილებით უფრო ცუდი მაჩვენებლები იქნებოდა, რაც აისახა …

ბათუმის დენით მომარაგებისთვის „ერგე 1“ საკმარისი არ არის – იგეგმება ახალი ხაზის მშენებლობა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე 1“-ის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მნიშვნელოვნად დააკმაყოფილებს აჭარაში ელექტროენერგიის მკვეთრად გაზრდილი მოხმარების მოთხოვნას. „ენერგო პროში“ არ აკონკრეტებენ, ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენმა კომპანიამ მიმართა მათ ქსელზე დაერთების მოთხოვნით და რამდენის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ენერგოდეფიციტის გამო, ძირითადად, ვერ ხერხდება მსხვილი ობიექტების ქსელზე …

მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს ბათუმის მერიის კანცელარიაში 2019 წლის 5 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ.ასათიანის ქ. N25; საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით, M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსის) მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, …

როგორი ამინდი იქნება მომდევნო სამ დღეს ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 29 აგვისტოს, 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით: 25-30 გრადუსი, მთიან რაიონებში ღამით: 8-13 გრადუსი, დღისით: 20-25გრადუსი სითბო; ზღვის ტალღის სიმაღლე – 7-12 დმ [2-3 ბალი]; ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი. აჭარის რეგიონალური …

რაგბის თემაზე ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა, რომლებიც 2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის რიგით მე-9 მსოფლიო თასის გათამაშებას უკავშირდება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. „საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს  რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული  მონეტების დიზაინის თვალსაზრისით.  მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი …

რა ხდება ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] პლაჟზე, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ მდებარეობს, მძიმე ტექნიკა მუშაობს. სანაპიროზე განთავსებულია ქვის ლოდები, რომლებითაც ნაპირდამცავ ნაგებობას აწყობენ. უკვე მთლიანად დაშლილია პირსიც [ლოდებით მოწყობილი ნავმისადგომი, საიდანაც სპეციალური ბარჟით მოტანილი მრავალწლოვანი ხეები ზღვიდან ნაპირზე გადმოჰქონდათ]. პლაჟზე კი, განთავსებულია დაფა წარწერით: „ბანაობა აკრძალულია“. „პლაჟს აწესრიგებს [ბიძინა ივანიშვილი – ავტ], ნაპირს ამაგრებს… …

რატომ ვერ შეფუთა ბათუმის მერიამ რუსთაველის ქუჩაზე „ხრუშჩოვკის“ ფასადი

ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარედ, ხუთსართულიანი კორპუსის „ფასადის შეფუთვის სამუშაოებისთვის“ თანხა – 554 571 ლარი აჭარის მთავრობამ მერიას 2019 წლის აპრილში გამოუყო. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ეს თანხა ტენდერის გარეშე უნდა დახარჯულიყო, რისთვისაც მერიას შესაბამისი თანხმობაც ჰქონდა და კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმებული, თუმცა სამუშაოები არ ჩატარდა. ბათუმში, რუსთაველის ქ. №10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის შეფუთვის [იერსახის შეცვლა, …

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

ყოფილ პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში], საერთო ჯამში, 846 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი [85-ჰექტარამდე] ეკუთვნით. გარდა ამისა, „ბლექ სი რიზორთსი“ აღნაგობის უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზას და პლაჟს [ფართობი 19 594 კვ.მ]. ასევე „ბლექ სი რიზორთსი“ სასტუმრო „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის მიმდებარედ უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილ 89 316 კვ.მ ტერიტორიას, „ურეკი …

ხულო-ზარზმის გზის სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი – გზების დეპარტამენტი

„ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი. შესაბამისად, კონტრაქტორის მიმართ ორივე ლოტზე გამოცემულია გამოსწორების შეტყობინებები ზედამხედველი ინჟინრების მიერ და კონტრაქტორმა უნდა გამოასწოროს ვალდებულებები. ზედამხედველი ინჟინრები და დეპარტამენტი ყოველდღიურად აკონტროლებენ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მონიტორინგს უწევენ მას“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიიღო. ჩვენ გვაინტერესებდა დეპარტამენტის პოზიცია კომპანიის უმოქმედობასთან …

რა მარშრუტით მოძრაობენ მიკროავტობუსები ბათუმში – 2 ახალი ხაზი და კონკურსი

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებზე ახალ კონკურსს, ახალი პირობებით გამოაცხადებს. კონკურსის გამოცხადების თარიღი, როგორც მერიაში გვითხრეს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ქალაქის სამარშრუტო ხაზებს, ორი ახალი ხაზიც დაემატება – N23 და N27, რომლებზეც მიკროავტობუსები კონკურსის დასრულების შემდეგ იმოძრავებენ. კონკურსის პირობები და ახალი ხაზები ბათუმის საკრებულომ 22 აგვისტოს დაამტკიცა. მთავარი სიახლე არის ის, რომ კონკურსში არა მხოლოდ კომპანიები …

ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა“. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდობის …

Exit mobile version