საჯარო სკოლის მოსწავლეების ვაუჩერი გაიზარდა, კერძო სკოლების – არა


საქართველოს მთავრობის 30 აგვისტოს დადგენილებით, გაიზარდა საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა, ასევე საჯარო სკოლებს გაეზარდათ საბაზო და დამატებითი დაფინანსება. სიახლეა ასევე ის, რომ საჯარო სკოლებს, სადაც არ არის მანდატურის სამსახური, დამატებით თანხას გამოუყოფენ; ასევე დამატებით გამოეყოფათ დაფინანსება საჯარო სკოლებს – საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის მიზნით. გაიზარდა სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისთვის სკოლისთვის გადასაცემი თანხის ოდენობაც.

კერძო სკოლებისთვის ვაუჩერის ოდენობა არ გაზრდილა.

საჯარო სკოლებისთვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვრება ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით. მთავრობამ აღნიშნული კოეფიციენტებიც გაზარდა. შესაბამისად, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი დამტკიცდა შემდეგი ოდენობით:

 ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისათვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარი [იყო 495 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 684 ლარი [იყო 663 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 504 ლარი [489 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 681 ლარი [660 ლარი];
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 501 ლარი [486 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 672 ლარი [651 ლარი];
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 489 ლარი [477 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 660 ლარი [639 ლარი];
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით 480 ლარი [468 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 648 ლარი [627 ლარი];
  • სკოლებისათვის/სექტორებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 474 ლარი [იყო 459 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 639 ლარი [იყო 618 ლარი];

არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისათვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 498 ლარი [იყო 489 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 675 ლარი [იყო 660 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 492 ლარი [483 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 672 ლარი [657 ლარი];
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 489 ლარი [480 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 663 ლარი [648 ლარი];
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 474 ლარი [471 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 651 ლარი [636 ლარი];
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით 465 ლარი [462 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 639 ლარი [624 ლარი];
  • სკოლებისათვის/სექტორებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 459 ლარი [იყო 453 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 630 ლარი [იყო 615 ლარი];

 საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 606 ლარი [იყო 591 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 813 ლარი [792 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 600 ლარი [585 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 810 ლარი [789 ლარი];
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 597 ლარი [579 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 663 ლარი [798 ლარი];
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 585 ლარი [570 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 780 ლარი [759 ლარი];
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით 570 ლარი [558 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 771 ლარი [750 ლარი];
  • საჯარო სკოლებისათვის რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 558 ლარი [იყო 546 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 759 ლარი [იყო 738 ლარი];

ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისათვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსებაც [პირველიდან მე-12 კლასების ჩათვლით]. კერძოდ:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 68 000 ლარი [იყო 63 500 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 87 000 ლარი [იყო 82 000 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 64 500 ლარი [59 500 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 80 500 ლარი [75 500 ლარი];
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 58 000 ლარი [53 500 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 72 500 ლარი [67 500 ლარი];
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 49 000 ლარი [44 500 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 64 500 ლარი [59 500 ლარი];
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით 44 000 ლარი [39 500 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 56 500 ლარი [51 500 ლარი];
  • სკოლებისათვის/სექტორებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 36 000 ლარი [იყო 30 500 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 48 500 ლარი [იყო 43 500 ლარი];

საბაზო დაფინანსება განისაზღვრა ასევე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისათვის [პირველიდან მე-12 კლასების ჩათვლით]. კერძოდ:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 66 500 ლარი [იყო 62 000 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 85 000 ლარი [იყო 80 000 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 63 000 ლარი [58 000 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 78 000 ლარი [73 000 ლარი];
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 56 500 ლარი [52 000 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 70 000 ლარი [65 000 ლარი];
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 47 500 ლარი [43 000 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 62 000 ლარი [57 000 ლარი];
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით 41 500 ლარი [37 000 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 54 000 ლარი [49 000 ლარი];
  • სკოლებისათვის/სექტორებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 33 500 ლარი [იყო 28 000 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 46 000 ლარი [იყო 41 000 ლარი];

საჯარო სკოლებს, ზემოთ აღნიშნული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:

  • 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 7 200 ლარი [იყო 6 000 ლარი];
  • 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 13 200 ლარი [12 000 ლარი];
  • 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 19 200 ლარი [18 000 ლარი];
  • 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 25 200 ლარი [24 000 ლარი];
  • 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 31 200 ლარი [30 000 ლარი];
  • 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 37 200 ლარი [36 000 ლარი].

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის 470 ლარის ოდენობითა [ნაცვლად 395 ლარისა] და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

მთავრობის დადგენილებით სიახლეა ასევე ის, რომ საჯარო სკოლებს, სადაც არ არის მანდატურის სამსახური, დამატებით გამოეყოფათ დაფინანსება; საჯარო სკოლებს ასევე დამატებით გამოეყოფათ დაფინანსება საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის მიზნით.

„იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის წარმოდგენილი სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის 125 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესის, პირობების, ეტაპების, ვადებისა და ოდენობის მიხედვით გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის მიზნით“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

უცვლელი დარჩა კერძო სკოლებისათვის გადასაცემი ვაუჩერის ოდენობა, რომელიც 300 ლარითაა განსაზღვრული. თუმცა, კანონით, „ყოველ წელს კერძო სკოლებზე გასაცემი ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულების პროპორციული თანხა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“.

მიმდინარე წელს პედაგოგების ხელფასიც იზრდება.

ამ თემაზე:

რამდენით იზრდება პედაგოგების ხელფასები ამ სასწავლო წელს – მინისტრის განცხადება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com