მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

30.08.2019
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ღრუბლიანობის მომატება; წვიმა – დროგამოშვებით ზოგან ძლიერი; ელვა-ჭექა. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, დროგამოშვებით 17-22მ/წმ-ში.

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 18-23, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დროგამოშვებით 17-22მ/წმ-ში. წვიმა, ზოგან ძლიერი. ხილვადობა: 4-10კმ. ტალღის სიმაღლე: 15-25 დმ. (4 ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.

კვირას, 1-ელ სექტემბერს, ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში, საღამოს და ღამის საათებში,  ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით ბათუმში: 23-28 გრადუსი სითბო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: