მთავარი,სიახლეები

ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ბათუმში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

02.09.2019
ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ბათუმში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში ხვალ, 3 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღისით უნალექო ამინდი იქნება 4 და 5 სექტემბერსაც.

ობსერვატორიის პროგნოზით, 2 სექტემბრის 21 საათიდან 3 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 17-22 გრადუსი, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით და დილით დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა ღამით 4-10კმ, დღისით – კარგი. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ(2-3 ბალი).
ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.

4 და 5 სექტემბერს მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: