მთავარი,სიახლეები

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

08.09.2019
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას ნდობა გამოუცხადა, შესაბამისად გახარია ახალი პრემიერ-მინისტრია. მან 98 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იღებდნენ

პარლამენტის გადაწყვეტილებით შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მომავალში რამდენიმე მსხვილი სამინისტრო გაიყოს, მაგალითად განათლების სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს.

„სირცხვილიას“ აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მმართველ საპარლამენტო უმრავლესობასა და ცხვრებს შორის ბევრ მსგავსებას ხედავენ.

პარლამენტთან ინციდენტიც მოხდა – ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურად შეეხო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ კვიციანის ინციდენტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა. მოგვიანებით შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

გახარიას პრემიერობის წინააღმეგ გამოვიდა არასამთავრობოების ნაწილი. მათი თქმით, 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, 3 სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გახარიას დასახელებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მამუკა ბახტაძის ფეისბუკპოსტი გადადგომის შესახებ.

პრემიერის თანამდებობაზე გიორგი გახარია მამუკა ბახტაძეს ცვლის. გახარია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მე-5 პრემიერია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის შემდეგ.

ამ თემაზე:

7 წელი და 5 პრემიერ-მინისტრი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: