გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ოქტომბრის 21 საათიდან 26 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 – 15 გრადუსი …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 578 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 850. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 447 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 605 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 51 614 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ოქტომბერი”
სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა – სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევა კი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა. სააგენტოს მონაცემებით, ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ სურსათში: „წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს „Beyza …
Continue reading “სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა – სააგენტო”
რა შემთხვევაში არ გადაიხდის პარკირების საფასურს ბათუმში შშმ პირი – მერია საცნობ ნიშნებს გასცემს
ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე [შშმ] პირის მართვის ქვეშ მყოფი ან შშმ პირის გადამყვანი ავტომანქანა პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდება, ოღონდ მხოლოდ შშმ პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე პარკირებისას. ამასთან, ბათუმის მერია გასცემს საცნობ ნიშანს უშუალოდ შშმ პირზე [და არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე] და მისი გამოყენება ნებადართული იქნება ნებისმიერ ავტომანქანაზე, რომლითაც მოცემულ მომენტში მგზავრობს ან გადაადგილდება საცნობი ნიშნის მფლობელი …
ფიროსმანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების შეერთება – „ევრო 2000“-თან შეთანხმება არ არის, სამუშაოები კი დაიწყო
ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში დასრულებული უნდა ყოფილიყო, რაც არ გაკეთდა. მიზეზად კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსყიდვის პროცესის გაჭიანურება სახელდება. ამ დრომდე არ არის საბოლოო შეთანხმება მიღწეული „ევრო 2000“-თან ქონების გაცვლაზე, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები მაინც დაიწყო. მერიისა და მშენებელი კომპანიის ბოლო შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადა ამჯერად 2026 წლის …
ქალაქის საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი ჯგუფი დამატებით ვადას ისევ ითხოვს
ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს. ამ ჯგუფს 2026 წლის 30 სექტემბერს ვადა ერთხელ უკვე გაუგრძელეს 1 თვით. ვადის ხელახლა გაგრძელებაზე შესაბამისი განკარგულების პროექტი მზადაა და საკითხი საკრებულოს 2026 წლის 30 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. „მიუხედავად სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის ერთხელ …
ბათუმის აეროპორტი მგზავრთა გადაყვანის რაოდენობას 1,75 მილიონამდე ზრდის
„ბათუმის აეროპორტი“ ექსპლუატაციის პირობების გარკვეულ ცვლილებებს, მათ შორის მგზავრთა გადაყვანის რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს. აეროპორტში აცხადებენ, რომ ამ ბოლოს ჩატარებული ცვლილებებისა და გაფართოების სამუშაოების შემდეგ ბათუმის აეროპორტი უპრობლემოდ შეძლებს წელიწადში 1 მილიონ 750 ათასი მგზავრის მომსახურებას. „ბათუმის აეროპორტის“ ინფორმაციით აქამდე ცნობილი იყო, რომ აეროპორტი წლის განმავლობაში 1 200 000 მგზავრს ემსახურებოდა, „რასაც შესაძლოა მიაღწიოს წლის ბოლომდე, …
Continue reading “ბათუმის აეროპორტი მგზავრთა გადაყვანის რაოდენობას 1,75 მილიონამდე ზრდის”
ავარიული შენობიდან ავეჯის გადატანაზე აჭარის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა
ბათუმში, კომახიძის N119-ში მდებარე აჭარის მთავრობის შენობიდან, რომელიც მთავრობის განცხადებით „გამაგრებას არ ექვემდებარება“, ავეჯისა და ინვენტარის სხვა მისამართზე გადასატანად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 22 ათასი ლარით ტენდერი გამოაცხადა. გარკვეულ ავეჯს გადაიტანენ ასევე გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდანაც, სადაც აჭარის განათლების სამინისტროა განთავსებული. კომახიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი შენობა, რომელშიც აჭარის ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები …
Continue reading “ავარიული შენობიდან ავეჯის გადატანაზე აჭარის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 576 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 444 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 25 600 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 51 565 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ოქტომბერი”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის 21 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 – 15 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან 559 741 კუბ/მ ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ ამოიღებს – კობახიძის განკარგულება
ბათუმში, ზღვაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან. ამჯერად „ამბასადორი“ ლიცენზიისგან 2026 წლის 16 ოქტომბრის განკარგულებით გაათავისუფლეს, რომელსაც „ოცნების“ მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. აღნიშნული განკარგულებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით“ კომპანიას უფლება მისცეს 1 წლის განმავლობაში ხელოვნური კუნძულისთვის ჯამში 559 741 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში მოიპოვოს …
ახალშენში პურის საცხობს კრიტიკული შეუსაბამობების გამო სამუშაო პროცესი შეუჩერეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამავე სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს „ილოვატო-111“-ის პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავე სააგენტოს ინფორმაციით „საწარმოო პროცესი შეუჩერდა ასევე დედაქალაქში, გუდაუთის ქ. 7-ში მდებარე შპს „ატომ 2020“-ის კუთვნილ ხორცპროდუქტების საწარმოს. გეგმური ინსპექტირებისას თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ობიექტზე დააფიქსირეს სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობაც.“ „სააგენტოს …
Continue reading “ახალშენში პურის საცხობს კრიტიკული შეუსაბამობების გამო სამუშაო პროცესი შეუჩერეს”
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობაზე ღია შეხვედრა გაიმართება
ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის/მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები“. შეხვედრა 2026 წლის 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის ადგილი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შენობა, მეორე სართულის დარბაზი; მისამართი: თბილისი, ალექსანდრე …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობაზე ღია შეხვედრა გაიმართება”
უზუსტობები ბათუმის მერიის 9 მილიონიან ტენდერში, რომელიც შეწყვიტეს და ხელახლა გამოაცხადეს
ბათუმში, აფხაზეთის დასახლებაში მდებარე #1-16 საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობასა და კომუნალური სისტემების მოწესრიგებაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. თავდაპირველად გამოცხადებული ტენდერი სამმართველომ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ „დაფიქსირდა გარკვეული ტექნიკური უზუსტობები“. საუბარია თამარის დასახლებაში ე.წ. აფხაზეთის უბანში ჩასატარებელ სამუშაოებზე, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 9 მილიონზე მეტი ლარი უნდა დაიხარჯოს. „იქედან გამომდინარე, რომ შერჩევა-შეფასების …
ვეტერანთა კლუბს ქობულეთიც ააშენებს – გამოყოფილია 234 ათასი ლარი
ქობულეთის მერია ზღვის პირას, ბულვარის სასეირნო ბილიკზე ვეტერანთა კლუბის შენობის აშენებას გეგმავს. მშენებლობისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 234 ათას 914 ლარია გამოყოფილი. სწორედ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ქობულეთის ბულვარში ვეტერანთა კლუბის შენობას იმ ზოლში ჩადგამენ, რომლის სიგანე სულ რაღაც 20 მეტრია. პროექტში აღნიშნულია, რომ დასაშლელი იქნება სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული გაზონი, ველო-სადგომი, ელექტროგანათების ბოძი, ამასთან გადასატანი …
Continue reading “ვეტერანთა კლუბს ქობულეთიც ააშენებს – გამოყოფილია 234 ათასი ლარი”
1 მილიონამდე ლარი ბათუმში საგზაო მოძრაობისა და პარკირების ახალი სტრატეგიისთვის
ბათუმის მერია ქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ახალი სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირებას, ასევე პარკირების ინვენტარიზაციასა და მართვის სტრატეგიის მომზადებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირებაზე ტენდერი 495 ათასი ლარითაა გამოცხადებული, ხოლო პარკირების ინვენტარიზაციასა და მართვის სტრატეგიის მომზადებაზე – 500 ათასი ლარით. პირველი ტენდერის შემთხვევაში გამარვებულმა …
Continue reading “1 მილიონამდე ლარი ბათუმში საგზაო მოძრაობისა და პარკირების ახალი სტრატეგიისთვის”
აჭარაში 35 ათასი აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, ჯამში, 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტი
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოებისთვის 2026-2030 წლებში, მთლიანობაში 485 მილიონი ლარია გაწერილი. თუმცა, ამ დროისთვის ახალი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებული არ არის. ქობულეთის შემოვლითი [ორზოლიანი] გზის პარალელურად, დამატებით – ახალი ორზოლიანი გზა უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, ახალი გზა თითქმის მთლიან სიგრძეზე არსებული გზის მარცხენა მხარეს მიჰყვება და …
Continue reading “რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტი”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი: ღამით 15-20 მეტრი წამში, დღისით 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო …
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დანიშნეს
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მამუკა კახიძე ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ბათუმის პოლიციის უფროსი 2025 წლის სექტემბრიდან მამუკა ჩელებაძე იყო. „მამუკა ჩელებაძე განაგრძობს შსს-ში მუშაობას“ – გვითხრეს სამინისტროში. ჩელებაძე ბათუმის პოლიციის უფროსად მას შემდეგ დანიშნეს, რაც მოძალადე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე …
Continue reading “ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დანიშნეს”
აჭარის მთავრობის შენობას დაანგრევენ – სად გადავიდნენ სამინისტროები
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა რომელიც ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა N119-ში მდებარეობს, გამაგრებას არ ექვემდებარება და განიხილება ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის იმავე ადგილზე ახალი შენობის აშენება – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. ეს ნიშნავს, რომ შენობას, რომელშიც აჭარის სამი სამინისტრო იყო განთავსებული, დიდი ალბათობით, დაანგრევენ. ხუთსართულიანი შენობა, რომელშიც აჭარის ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იყო, …
Continue reading “აჭარის მთავრობის შენობას დაანგრევენ – სად გადავიდნენ სამინისტროები”
ბათუმის მერიის „დოკუმენტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს“ – რატომ არ ჩანიშნეს გენგეგმის საჯარო განხილვა
ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] ანგარიშის განხილვის პროცედურას გარემოს ეროვნული სააგენტო შეწყვეტს. მიზეზი, როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ისაა, რომ ქალაქის მერიისგან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ „მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და სავარაუდო დროის შესახებაც“. თუმცა, ბათუმის მერის მიერ სააგენტში გაგზავნილ …
ლაო ჯინ ჯაოს სახლის რემონტში ბიუჯეტიდან ამჯერად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო [კმდს] ქობულეთის დაბა ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახლის რემონტს აგრძელებს და დამატებით ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. კმდს აღნიშნულ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 2024 წლიდან არემონტებს. შენობაზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამჯერად ინტერიერი უნდა მოეწყოს [მათ შორის სადეგუსტაციო და სამზარეულო სივრცეები], თუმცა, სააგენტომ ტენდერი მაინც „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი …
Continue reading “ლაო ჯინ ჯაოს სახლის რემონტში ბიუჯეტიდან ამჯერად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება”
როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის 21 საათიდან 5 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 – 15 გრადუსი …
Continue reading “როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
მერია ბათუმისთვის სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიაზე მუშაობს
ბათუმისთვის სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის [Heat Resilience Strategy – HRS] შემუშავების მომსახურებაზე ქალაქის მერიამ 51 ათასი ლარით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც მიზანი „ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის პრაქტიკულად გამოყენებადი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და განხორციელებაზე ორიენტირებული სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის შემუშავებაა. სტრატეგია „LANDLAB-ის მიერ განხორციელებული UHI-ისა და სითბური სტრესის შეფასების, მომზადებული რუკების, ბათუმში ჩატარებული თერმული …
Continue reading “მერია ბათუმისთვის სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიაზე მუშაობს”
ქონების გადასახადის გადახდა 2 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი – ვის ევალება დეკლარციის წარდგენა
მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც 2026 წელს უნდა განხორციელდეს. ამ ცვლილებით ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა. ანუ, დეკლარაციის წარდგენა ევალება პირს, რომლის [მისი ან/და მისი ოჯახის წევრების] შემოსავალი 2025 წელს ჯამში აღემატებოდა 100 ათას ლარს. …
ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის ქუჩების შესაერთებლად სამუშაოები „უახლოეს დღეებში დაიწყება“
ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები ქალაქის მერიის ინფორმაციით უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში დასრულებული უნდა ყოფილიყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით პროექტი იმ მიზეზით ვერ დაიწყო, რომ დროში გაჭიანურდა კერძო საკუთრების გამოსყიდვა-გადაცვლის პროცესი. ამ თემაზე: ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება ტენდერში …
ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება
„ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები 2027 წლის იანვრიდან კვლავ გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. მაგალითად, „ოცნების“ პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] 2027 წლიდან 17 350 ლარი იქნება დღეს არსებული 16 000 ლარის ნაცვლად [იზრდება 1350 ლარით]. 1 147,5 ლარით გაიზრდება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასებიც და დღეს არსებული 13 600 ლარის ნაცვლად …
Continue reading “ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება”
რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სექტემბერში რუსეთმა ომში რეკორდული რაოდენობის – 46 230 სამხედრო დაკარგა ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში. ამ რაოდენობაში შედის როგორც ომში დაღუპულები, ასევე დაჭრილები და დაკარგულები. „უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ რუსეთის საოკუპაციო ჯარებისთვის ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში სისტემური და საგრძნობი დანაკარგების მიყენებას საბრძოლო შეხების მთელ ხაზზე. რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგებმა სექტემბერში 46 …
Continue reading “რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბი”
რას ითხოვს გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი „არაბული ქალაქის“ კონცეფციაზე
გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, რომ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების საფუძველზე კრწანისსა და გონიოში მიწის დიდი ფართობების არაბულ კომპანია Eagle Hills-ისთვის გადაცემა ფართო საზოგადოებრივი პროტესტის საგანია. „საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, იცოდეს და შეაფასოს ფასეული სახალხო საკუთრების გასხვისების/სარგებლობაში გადაცემის დეტალები, ბევრად აღემატება კომპანიის კომერციულ ინტერესებს“ – აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფში. „ოცნების“ ხელისუფლებას კრწანისსა და გონიოში არაბული Eagle Hills-ის მიერ 6,6 …
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის შეფერხების მიზეზად ახლა მეწყრულ მონაკვეთებს ასახელებენ
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანია „ოცნების“ მთავრობის ახალი განკარგულებით სამი თვით გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან. შპს „არალი“ 13 750 კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს [ანდეზიტს] ხულოს მუნიციპალიტეტში, საციხურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მოიპოვებს. „არალი“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის. 13 750 კუბურ მეტრ ანდეზიტს კომპანია 2 692 კვადრატული მეტრი ფართობის …
ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით მანქანების მოძრაობა შეზღუდულია – მერია
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდობი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა. „ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია,“ – აცხადებს ბათუმის მერია. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის [18:00 სთ] გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. …
Continue reading “ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით მანქანების მოძრაობა შეზღუდულია – მერია”
ბათუმის მერია 376 სათვალთვალო კამერას იყიდის – ტენდერი 1,9 მილიონი ლარით
ბათუმის მერია დამატებით 376 ვიდეო-სათვალთვალო კამერას ყიდულობს. ქალაქის ტერიტორიაზე ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 1 993 450 ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულს კამერებისა და სხვა მოთხოვნილი აპარატურის მონტაჟთან ერთად, მომსახურების პერიოდში მათი მოვლა-პატრონობაც ევალება. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტენდერებს …
Continue reading “ბათუმის მერია 376 სათვალთვალო კამერას იყიდის – ტენდერი 1,9 მილიონი ლარით”
ხინოწმინდაში სამრეკლოს ასაშენებლად და ტაძრისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 680 ათასი ლარი დაიხარჯება
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ქობულეთში მდებარე ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამრეკლოს მოწყობისა და ტაძრის ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 680 ათას 317 ლარით გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ტენდერის „კლასიფიკაციის კოდებში“ მითითებულია „სამშენებლო სამუშაოების წარმოება პრეისტორიულ ძეგლებზე“, თუმცა, სამრეკლოს რაც შეეხება, დოკუმენტების მიხედვით ის ახალი ნაგებობა იქნება. პროექტის მიხედვით: „სამრეკლო წარმოდგენილია კლასიკური ქართული საეკლესიო …
ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში პოლიცია ოფისს ნახევარ მილიონად მოიწყობს
ბათუმში, 26 მაისის 13 ნომერში, ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში ქალაქის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 წლით სარგებლობაში 256 კვადრატული მეტრი საოფისე ფართობი გადასცა. ახალ მისამართზე, როგორც ჩანს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება გადადის, რომელიც ოფიციალურად გორგილაძის 54 ნომერში მდებარე კორპუსშია განთავსებული, თუმცა შესასვლელი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან აქვს. 26 მაისის 13 ნომერში „ბათუმის საქალაქო სამმართველოს …
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა 2 თვით აიკრძალა – დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი]-სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას – 02:00-დან 07:00 საათამდე. აღნიშნული რეჟიმი …
Continue reading “ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა 2 თვით აიკრძალა – დეპარტამენტი”