განათლება,მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო 7 ქალაქში პროფესიული სასწავლებლებისთვის სახელოსნოებს ააშენებს

08.09.2019 • 1449
სახელმწიფო 7 ქალაქში პროფესიული სასწავლებლებისთვის სახელოსნოებს ააშენებს

საქართველოს შვიდ ქალაქში მოქმედი პროფესიული სასწავლებლებისთვის სახელმწიფო სხვადასხვა პროფილის სახელოსნოების აშენებას გეგმავს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სახელოსნოების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 99 ათასი ლარია.

ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური დავალება გაწერილია დამოუკიდებელი შენობების დასაპროექტებლად, ქვემოთ ჩამოთვლილი პროფესიული სასწავლებლებისათვის, შემდეგი სასწავლო პროგრამების პრაქტიკული (სახელოსნოების) სწავლებისათვის:

[checklist]

  • თბილისში – სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრისთვის“ C გარემო-სახელოსნო/ბოქსი მოდულური სწავლებისთვის მსუბუქი ავტომობილის შეკეთება, ამწის ოპერირება
  • ქობულეთში – სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ახალი ტალღისთვის“ მსუბუქი ავტომობილის შეკეთება, შედუღების სახელოსნო, ხის მხატვრული დამუშავება, კულინარია, კონდიტერია
  • გურჯაანში – სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისისთვის“ მსუბუქი ავტომობილის შეკეთება;
  • ახმეტაში – კერამიკის სახელოსნოსთვის
  • ფოთში – სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ფაზისისთვის“ სადურგლო სახელოსნო
  • ახალციხეში – სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზრისთვის“ ხის მხატვრული დამუშავება, მსუბუქი ავტომობილის შეკეთება, შედუღების სახელოსნო, აგრარული ტექნოლოგიების სახელოსნო, სამშენებლო სპეციალობების სახელოსნო
  • ქუთაისში – სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერია სთვის“ შედუღების სახელოსნო, მსუბუქი ავტომობილის შეკეთება – სავალი ნაწილი და ძრავი, ამწის ოპერირება, სამშენებლო სპეციალობების სახელოსნო, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბი“.

[/checklist]

სახელოსნოების სრული საპროექტო სასარგებლო ფართობი ჰოლებისა და კორიდორების გარეშე ჯამში 2 539 კვ/მ უნდა იყოს. სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს სახელოსნოების ანალოგიები.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად უნდა იყოს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში [ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში უნდა მოხდეს არქიტექტურული ესკიზის წარმოდგენა. იმ შემთხვევაში, თუ ესკიზი არ იქნა დამაკმაყოფილებელი დამკვეთისათვის, ავტორს მიეცემა დამატებით 2 დღე კონკრეტული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ესკიზური პროექტის შეთანხმების შემდეგ, 40 დღის ვადაში უნდა მოხდეს სრული პროექტის წარმოდგენა – მომზადდეს სპეციფიკაციები, კვანძები და სრული მუშა დოკუმენტაცია].

 

მთავარი ფოტო: სახელოსნოს ერთ-ერთი ანალოგი / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: