რატომ გაჭიანურდა შსს-ს 2 ვერტმფრენის რემონტი, რაშიც 6,5 მილიონი დოლარი იხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის კუთვნილ ორ ვერტმფრენს ბელარუსში, ორშის ავიასარემონტო ქარხანაში არემონტებენ. ქარხანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ორთავე ვერტმფრენის რემონტში სასაზღვრო პოლიციამ 6 574 700 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს. „მი-8მტვ-1“ და „მი-8ამტ“ ვერტმფრენები, სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, ბელარუსში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიგზავნა. ვერტმფრენების რემონტი 2019 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქარხანა ამ ვადის …

სად არის დაშვებული და სად აკრძალული ზღვაში ბანაობა დღეს აჭარის პლაჟებზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 24 აგვისტოს, აჭარის პლაჟებზე წითელი ალმებია აღმართული და ზღვაში შესვლა აკრძალულია: ბათუმში, ქობულეთსა და ციხისძირში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის [14:40 სთ] აჭარის სანაპირო ზოლში ზღვაში ბანაობა დაშვებულია მხოლოდ გონიოს, კვარიათისა და სარფის პლაჟებზე, სადაც, შესაბამისად თეთრი ალმებია აღმართული. — გუშინ, 23 აგვისტოს, ზღვაში …

40 ათასი ლარი ფრანების ფესტივალისთვის ბათუმში

ფრანების ფესტივალის ჩატარება ბათუმში 2019 წლის 28-29 სექტემბერს, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ფესტივალის ორგანიზებისთვის კი, ბათუმის სპორტულმა ცენტრმა, რომელიც, მერიის ააიპ-ია, ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია. ფესტივალზე იქნება ორი DJ. პირობის მიხედვით, უპირატესობა მიენიჭება ცნობილ DJ-ბს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ფესტივალის პერიოდში შესაბამისი მუსიკალური გაფორმება; ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ფრანების მასტერკლასი [გამოცდილი ტრენერები, ჩაუტარებენ მასტერკლასს …

კურორტ ბახმაროში წუხელ ორი სახლი დაიწვა

კურორტ ბახმაროში 23 აგვისტოს, გვიან ღამით, ძლიერი ხანძარი იყო. ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დაახლოებით ორ საათში მოახერხა. კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 2 სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „რომ არა მეხანძრეები და მაშველები, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა და ადვილი შესაძლებელი იყო ცეცხლი სხვა სახლებზეც გადასულიყო“ – გვითხრა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით საჯაიამ. მისივე …

ბათუმში 55 ქუჩას ღამით წყლის მიწოდება შეუწყდება

„ბათუმის წყალის“ განცხადებით, სარემონტო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს ღამის 12:00 საათიდან 25 აგვისტოს დილის 8:00 საათმდე წყალმომარაგება შეუწყდება ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს: მაქაცარიას ქუჩას, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩას, ბაქოს ქუჩა (იმედაშვილის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე), კანდელაკის ქუჩა, მერკვილაძის ქუჩა, შავშეთის ქუჩა (ბაქოს ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა, ფადიმე გოგიტიძის ქუჩა, ქართველ იუნკერთა ქუჩა, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, შალვა …

ბათუმს 8 ელექტროავტობუსს ბელარუსული კომპანია მოაწვდის

ბელარუსულმა ჰოლდინგმა Belkommunmash-მა გაიმარჯვა ბათუმის ავტობუსების ტენდერში, რომლის საფუძველზეც ბელარუსის მხრიდან რვა ელექტროავტობუსის შესყიდვა მოხდება – ინფორმაცია დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა და მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც განაცხადეს, რომ საბოლოო დოკუმენტაცია ჯერ …

რა ცვლილების შეტანას გეგმავს საკრებულო „დინამო ბათუმის“ გასხვისების დოკუმენტში

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ითხოვს შპს „დინამო ბათუმის“ კუთვნილი ქონება სარგებლობაში გადასცენ არა შპს Lamini-G-ს, არამედ შპს „ლამინი“-ს. შესაბამის დოკუმენტებში ცვლილების შეტანის საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს, 22 აგვისტოს, სხდომაზე უნდა განიხილოს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან საკრებულოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ Lamini-G და „ლამინი“, ორივე არის „ლამინი ჯგუფის“ წევრი კომპანია, თავდაპირველად „დინამოს“ წილების სარგებლობაში მიღებაზე განცხადება Lamini-G-მ წარადგინა …

რას უპირებს აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმის“ ტერიტორიას ანგისაზე

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან იმ ტერიტორიის ნაწილს ითხოვს, რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია. საუბარია ანგისაში [საწვრთნელ ბაზასთან] მდებარე 14 013 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე. „აღნიშნული ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განიკარგება სხვა საინვესტიციო პირობების განხორციელების მიზნით“, – აღნიშნულია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბათუმის საკრებულოში შესულ წერილში. კონკრეტულად რა „სხვა საინვესტიციო პირობებზეა“ საუბარი, სამინისტრო წერილში …

საკრებულო რივიერას განაშენიანების გეგმის დამტკიცების საკითხს განიხილავს

ბათუმის საკრებულო, 22 მარტს, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. საკითხზე მომხსენებელი ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველია. საკრებულომ „რივიერას“ გრგ-ს დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი 16 ივლისს დაუჭირა. გრგ-ს დამტკიცების შემდეგ კომპანია „ბათუმი რივიერას“ რჩება მშენებლობის ნებართვის მიღება, რათა თავისი პროექტი განახორციელოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერას“ წინადადება მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას …

სასაფლაოს სასაფლაო – რაში დახარჯა ბათუმის მერიამ 3,5 მილიონი ლარი [ფოტო]

ბათუმის ახალი სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონამდე ლარი უკვე დაიხარჯა, 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. სასაფლაო დღემდე არ არის გახსნილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის მერიამ პროკურატურას 2019 წლის თებერვალში მიმართა. პროკურატურაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედების შედეგად მოხდა ტერიტორიის ეროზირება, რამაც საფლავებისთვის მომზადებული ადგილების დახრამვა …

ბათუმის მერიამ 3,5-მლნ დახარჯა სასაფლაოსთვის, რომელიც საფლავებისთვის არ გამოდგება

ბათუმის ახალი სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და რომელიც 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ არის გახსნილი. სასაფლაოს დაბა ჩაქვში აწყობდნენ, გარკვეული სამუშაოები შესრულდა, თუმცა, უშედეგოდ – მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოები“ გარდაცვლილთა დაკრძალვისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფას, შესაბამისი ფართობის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადაზე 7 თვით ადრე დასრულდეს

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. „იმ გეგმისა და მუშაობის ტემპის მიხედვით, რაც სახეზე გვაქვს, ვვარაუდობთ, რომ სტადიონის მშენებლობა 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასრულდება“, – გვითხრეს შპს „სტადიონში“, რომელიც ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს. მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით კი, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადა, 2020 წლის 15 ოქტომბერია. მშენებარე …

„საბჭოთა აფხაზეთი და ოსეთი“ სარესტავრაციოდ ბათუმიდან თბილისში მიაქვთ

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ პრესისა და პერიოდიკის საცავი განაახლა. ბიბლიოთეკის დირექტორის, ინგა გოგიბერიძის თქმით, არქივში დაცული ისეთი გაზეთები, რომლებიც ჩამოწერას ექვემდებარებოდა, სარესტავრაციოდ თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიგზავნა. დღეს, 18 აგვისტოს, თბილისში ბათუმიდან საბჭოთა აფხაზეთისა და საბჭოთა ოსეთის პერიოდის გაზეთები გააგზავნეს. „ეს გაზეთები იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, გადაფურცვლაც კი არ შეიძლებოდა. ვცადეთ, მაგრამ მათი რესტავრაცია …

ორშაბათიდან აჭარის სანაპიროზე და მაღალმთიანეთში აგრილდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15 გრადუსი, დღისით – 18-23 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით – 17-22 გრადუსი სითბო. …

საქართველოს მთავრობა საეთერო დროის შესასყიდად ფასებს ადგენს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წლების განმავლობაში, სატელევიზიო საეთერო დროის შესყიდვის მიზნით საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. ამ ეტაპზე სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას და დაინტერესებულ პირებს თხოვს მიაწოდონ მათ „შემხებლობაში არსებული სამაუწყებლო არხებისათვის შეწონილი რეიტინგის ერთი პუნქტის (wGRP) ღირებულება“. დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი წინადადებები სავარაუდო ღირებულების შესახებ, სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა …

ხულოსა და ქობულეთის სოფლების ტურისტულ პოტენციალს შეისწავლიან

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხულოსა და ქობულეთში ტურისტული ბილიკების/მარშრუტების კვლევისა და მარკირების პროექტის შესყიდვას გეგმავს. სააგენტოს ამისთვის 50 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და ტენდერიც გამოცხადებულია. ტენდერში გამარჯვებულმა შემდეგი სამუშაოები უნდა ჩაატაროს: [checklist]  ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა და ხულოს ცენტრთან დაკავშირებული ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტების მომზადება;  ქობულეთის სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა, ასევე, …

ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ბათუმში პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი – 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს“. „დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის …

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული რ.ვ. ბათუმში დააკავეს. „დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება “ბუპრენორფინის” შემცველი 25 აბი …

ქობულეთის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასებისთვის ახალ შენობას ააშენებენ

სსიპ გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დაწყებითი კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 466 109 ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მშენებლობისთვის საჭირო თანხა კი აჭარის 2019 და 2020 წლების ბიუჯეტიდან დაიფარება. სატენდერო განაცხადს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ოჩხამურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი …

ფერიის სასაფლაოზე, მესხის ქუჩიდან ეკლესიამდე, წყალმომარაგება და განათება მოეწყობა

ფერიის ცენტრალურ სასაფლაოზე, ს. მესხის ქუჩიდან ეკლესიამდე არსებულ გზაზე წყალმომარაგებისა და განათების მოწყობის სამუშაოებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 61 657 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოებმა“ გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 24 აგვისტოს დაიწყება და 27 აგვისტოს დასრულდება. სასაფლაოზე [მესხის ქუჩიდან ეკლესიამდე] წყლის მილების და გარეგანათების მოწყობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან …

მიკროავტობუსების მფლობელებს მერიის კონკურსში მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლებათ – ახალი პირობები

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად მიკროავტობუსის მფლობელს მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლება. ანუ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს თუნდაც ერთი მიკროავტობუსი, შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და რომელიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მიიღოს. ბუნებრივია, მიკროავტობუსის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მოთხოვნებს. კონკურსს მერია, სავარაუდოდ, 2019 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადებს. 2018 წელს ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით …

რამდენი აშშ დოლარი იყიდა და გაყიდა ეროვნულმა ბანკმა ბოლო 10 წელში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2009 წლის მარტიდან 2019 წლის პირველი აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სავალუტო აუქციონზე ჯამში იყიდა 2 276 600 000 აშშ დოლარი, ხოლო გაყიდა – 1 732 660 000 აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლოს ბანკმა 2019 წლის 7 ივნისს შეიძინა 20 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის პირველ აგვისტოს 32,8 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა …

ბათუმსა და სარფში მოქალაქეებს უაქციზო სიგარეტები ჩამოართვეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა 14-16 აგვისტოს ქალაქ ბათუმსა და სარფში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშნადებას დაქვემდებარებული, ჯამში, 4 493 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის …

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები ორ ახალ ხაზზე იმოძრავებენ – N23 და N27

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქში სამარშრუტო მიკროავტობუსების არსებულ ხაზებს ორი ახალი ხაზი დაემატება. ახალ ხაზზე იმოძრავებენ მიკროავტობუსები ნომრებით: 23 და 27. „მართალია, ხაზები დაემატება, მაგრამ ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა – 250, დარჩება უცვლელი,“ – აცხადებენ მერიაში. მერიის ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. ახალ ხაზზე მიკროავტობუსები, სავარაუდოდ, 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით – 21-26 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 10-15 გრადუსი, დღისით – 18-23 გრადუსი სითბო. ზღვის …

ბათუმში ავტობუსის გაჩერებებზე საინფორმაციო დაფებს განაახლებენ – 64 ათასი ლარი 400 დაფისთვის

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავტობუსის გაჩერებების სანფორმაციო დაფებს შეისყიდის. 400 ცალი დაფის შესაძენად კომპანიას 64 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. საინფორმაციო დაფების შესასყიდად ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულმა 200 ცალი საინფორმაციო დაფა ავტოტრანსპორტს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა მიაწოდოს, დარჩენილი რაოდენობა კი  – ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. მიწოდების ბოლო …

ეროვნული ბანკი 50 მილიონ ლარად ახალ სათავო ოფისს ააშენებს

საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] თბილისში ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ახალი ოფისი ცირკსა და მდინარე მტკვარს შორის [ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ] არსებულ 8 779 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ეს ნაკვეთი ეროვნული ბანკის საკუთრებაშია 2019 წლის 26 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე [ტერიტორია აქამდე შპს „სითი ცენტრის“ საკუთრებაში იყო]. ეროვნული ბანკის A კლასის ახალი სათაო ოფისის …

ბათუმში იაფფასიან სარეცხ ფხვნილს ბრენდირებული სამარკო ნიშნით აფასოებდნენ და ყიდდნენ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახორციელებდნენ იაფფასიანი …

გზების დეპარტამენტი „facebook“-ში რეკლამისთვის 1 200 აშშ დოლარს დახარჯავს

სოციალურ ქსელ „facebook“-ზე განთავსებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური გვერდის პოპულარიზაციის მიზნით, დეპარტამენტი სარეკლამო მომსახურების შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც, შესყიდვების პორტალის მიხედვით, 1 200 აშშ დოლარი აქვს გათვალისწინებული. სარეკლამო მომსახურება 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. „საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მიზანშეწონილია დეპარტამენტის საქმიანობის რეკლამირება სოციალურ ქსელ …

რატომ აიმღვრა სასმელი წყალი – „ბათუმის წყლის“ განმარტება

ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას გადაკვეთაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 14 აგვისტოს დილით, ონკანში მღვრიე წყალი მოდიოდა. შპს „ბათუმის“ წყლის ინფორმაციით, „2019 წლის 13 აგვისტოს ქ. ბათუმში ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას გადაკვეთაში ავარიულად დაზიანდა დ225 მმ-იანი ცენტრალური წყლის მილი. სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 14 აგვისტოს დილის 05:30 სთ. რის შემდგომაც აღნიშნულ არეალში არსებულ …

უკანონო თევზჭერის 147 ფაქტიდან უმეტესობა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის პირველი მაისიდან 14 აგვისტომდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა. „უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა; ქვემო ქართლში – 18, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12. …

საკონსტიტუციოს ყოფილი თავმჯდომარისგან მოქალაქე ბათუმში სადავო ბინას გამოისყიდის

დღეს, 14 აგვისტოს, როლანდ ბლადაძის ოჯახი 15 წლის შემდეგ იმ სახლში დაბრუნდა, რომელიც მათ 2004 წელს ჩამოართვეს. სახლი გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს. ბოლოს 15 წლის განმავლობაში ამ უძრავ ქონებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ფლობდა. „გარკვეული ნასყიდობის ფასის სანაცვლოდ, მაგრამ გიორგი პაპუაშვილის ნების საფუძველზე ქონება როლანდ ბლადაძეს დაეთმო. ბლადაძე გაასხვისებს ალტერნატიულ ფართობს, რაც მას გადასცა …

რატომ მოდის ბათუმის ცენტრში მღვრიე სასმელი წყალი

ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე [ვაჟა-ფშაველას გადაკვეთაში], დღეს [11:40] ონკანში მღვრიე წყალი მოდის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მღვრიე წყალი მოდის 26 მაისის ქუჩაზე [მაგალითად, N30-ში და მის მიმდებარედაც]. კომენტარისთვის „ბათუმის წყალს“ დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ადგილზე გამოაგზავნიან ლაბორატორიის წარმომადგენლებს. კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს სასმელი წყლის დაბინძურების მიზეზი, „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ კონკრეტულ მიზეზს ამ ეტაპზე ვერ …

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, აბონენტების ერთ ნაწილს წყლის მიწოდება მთელი ღამით შეუწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე [26 მაისის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში] აბონენტებს შეეზღუდებათ წყლის მიწოდება დღეს, 13 აგვისტოს, ღამის 00:00 საათიდან – 14 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე. კომპანიის განცხადებით, სასმელი წყლის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი დ=225მმ-იანი მილის ავარიულად დაზიანებაა.

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის დაწყებას დეპარტამენტი 2021 წელს გეგმავს

„ინტენსიური საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. 2020-2022 წლებში ეტაპობრივად შევა ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთები ექსპლუატაციაში და 2021 წელს უკვე ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ბათუმი-სარფის მონაკვეთზე“, – ეს განცხადება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ დღეს, 13 აგვისტოს, გააკეთა. სად გაივლის ახალი გზა, დეპარტამენტი არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მარშრუტი ცნობილი იქნება დეტალური …

სარფში 2 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 170 128.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული 2 კილოგრამზე მეტი  ოქროს საიუველირო და 399,7 გრამი ვერცხლის ნაკეთობები …

Exit mobile version