სიახლეები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული ოქრო-ვერცხლი აღმოაჩინეს

30.08.2019 • 1694
ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული ოქრო-ვერცხლი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,  რისკის პროფილის საფუძველზე, საქართველოს  მოქალაქის, ა.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ; 666,12 გრამი ოქროს საიუველირო და 2 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19912.51 ლარი შეადგინა. ამასთან, ავტომობილში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 72 ცალი ჩილიმის არომატორი [წონით 44 კგ]  საერთო ღირებულებით 2770 ლარი.“- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: