აჭარის ტელევიზია სამ ჯიპში 80 000 ლარს გადაიხდის

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სამ, მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს [ჯიპი] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი არ უნდა იყოს ჩინური, რუსული, თურქული ან/და ინდური წარმოების. შესყიდვის ჯამური ღირებულება – მაქსიმუმ 80 ათასი ლარია [კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების, ავტომობილის გადაფორმებისა და  ავტომობილის ტელევიზიის მიერ მითითებულ სერვისცენტრში შემოწმების ხარჯების ჩათვლით]. მისაწოდებელი ავტომობილები უნდა იყოს …

ქობულეთში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე ჩოლოქში, მამაკაცის გვამი იპოვეს. მამაკაცს, რომელიც დაბა ოჩხამურის მკვიდრი იყო, მეოთხე დღეა ეძებდნენ. „ჩვენი ინფორმაციით სანადიროდ იყო წასული და აღარ დაბრუნებულა. მაშველები ეძებდნენ და დღეს მდინარეში, სამწუხაროდ, აღმოაჩინეს გვამი. მდინარესთან ერთ ადგილზე მილია გადებული, იმ დღეს ცუდი ამინდი იყო და წყალიც ადიდებული, სავარაუდოდ ფეხი დაუცდა და ვეღარ შეძლო თავის გადარჩენა. თუმცა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილს …

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმით გარდაიცვალა

ბათუმში, ასლან აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას, ამწეზე მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამწე ელექტროგადამცემ ხაზს გამოედო და მამაკაცს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. ჩვენივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, აწ უკვე გარდაცვლილი, ინტერნეტის ხაზის გაყვანაზე მუშაობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დაირღვა ელექტროგადამცემ ხაზებთან არსებული დაცვის ზონა. გარდაცვლილის ცხედარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიტანა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება …

ციხისძირში ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა

6 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა ორსართულიანი სახლი, რომლის მხოლოდ ქვის კედლებია დარჩენილი. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მაშინ მოხერხდა, როცა ის უკვე სახლის მეორე სართულსაც იყო მოდებული. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრთაგან არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავი სტრუქტურები ადგენენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით, …

„პროფესიული გადამზადების“ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

დასაქმების სააგენტოს 2016 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ მოსარგებლეთა შერჩევის მიზნით, განაცხადების მიღების პარალელურად გასაუბრებაც დაიწყო.  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 5 თებერვლის მდგომარეობით სულ შესულია 80 განაცხადი. გასაუბრება აჭარის დასაქმების სააგენტოში ტარდება. სააგენტოს ინფორმაციით „გასაუბრება ჩატარდება დღეჩაგდებით, 10-10 აპლიკანტისთვის. პროგრამისთვის საბოლოოდ 120 ბენეფიციარი უნდა შეირჩეს, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობაში გადამზადდებიან, შეისწავლიან უცხო ენებს [რუსული, ინგლისური] …

შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება. სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა პირმა [პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, პედაგოგებისა და …

602 400 ლარი ბათუმის ბულვარის დასაცავად

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საზოგადოებრივი წესრიგის  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცვის მიზნით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან, ხელშეკრულება, 602 ათას 400 ლარზე გააფორმა. დოკუმენტების მიხედევით, „დაცვამ“ უნდა უზრუნველყოს სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობების [შენობები, საწყობები, ხე-მცენარეები და ა.შ.] და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ცეცხლსასროლი [სამსახურეობრივი საშტატო] იარაღის გამოყენებით, ასევე არ დაუშვას ზღვისპირა …

H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ოთხამდე გაიზარდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბათუმში გარდაცვლილი 39 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზად H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა. შესაბამისად, მიმდინარე ეპიდსეზონზე აჭარაში ამ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 5 თებერვლის 17:30 საათის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 338-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 98 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 18 პაციენტი. …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებს მადლობას უხდის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 25 იანვარს, „აჭარაში მოსული უხვი ნალექის დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მუნიციპალიტეტებში პაციენტებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდების პროცესში სამაშველო სამსახურის ბრიგადები ეხმარებოდნენ. 25-27 იანვარს მაშველებმა რეაგირება მოახდინეს 30 გამოძახებაზე, 18 შემთხვევაში კი _ პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია“. სამინისტრო მადლობას უხდის სამაშველო სამსახურს გაწეული დახმარებისათვის. დიდთოვლობის დროს სასწრაფო დახმარების სამსახური შეფერხებით მუშაობდა ბათუმშიც.

რა მიზნით შექმნა ბულვართან დაკავშირებით კომისია არჩილ ხაბაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, ბათუმის ბულვართან დაკავშირებით კომისია შექმნა. როგორც ბრძანებიდან [N25] ჩანს, ამ კომისიის საქმიანობა არ უკავშირდება ბათუმის ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას. არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით „კომისიამ 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის …

H1N1 – აჭარაში სტაციონარში მოთავსების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა ამბულატორიებში მიმართვა გაიზარდა

აჭარაში, ბოლო მონაცემებით, იკლო პაციენტთა სტაციონარში მოთავსების შემთხვევებმა, თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, გაიზარდა ამბულატორიებში მიმართვის რიცხვი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 4 თებერვლის 17:30 საათის მდგომარეობით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს ჯამში მიმართა 321-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 128 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 17 პაციენტი. ბოლო მონაცემებით აჭარაში გრიპის …

10 მომხრე – უსკოს თავმჯდომარე არჩეული არ არის

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარედ დავით კვაჭაძე ვერ აირჩია. უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო 11 ხმა, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა [„ოცნების“ 9 დეპუტატი და ჯემალ ფუტკარაძე]. ათივემ ხმა დავით კვაჭაძის სასარგებლოდ მისცა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა 21-დან. სხდომას, საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე. …

ახალი პროგრამა აჭარაში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამა აჭარის რეგიონში მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებით  სამედიცინო  მომსახურებას ითვალისწინებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა ამბობს, რომ პროგრამა დააფინანსებს როგორც ძვირადღირებული წამლების შეძენას, ისე სხვა მომსახურებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს. პროგრამის ბიუჯეტი 700 ათასი ლარია. პროგრამის დეტალებზე „ბათუმელების“ კითხვებს მანანა ფაღავამ უპასუხა. ქალბატონო მანანა, …

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარი“ განცხადება

საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბულვარი“, ეხმიანება აჭარის მთავრობის განცხადებას ბულვარის დირექტორისა და მისი ორი მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით: „აღვნიშნავთ, რომ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლების განთავისუფლება არ არის არც საინიციატივო ჯგუფის და არც საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენი მიზანია ბათუმის ბულვარის, როგორც ისტორიული ბაღის დაცვა და შენარჩუნება“, – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ …

დაურეგისტრირებელ მიწებს სახელმწიფო დაირეგისტრირებს

მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქალაქეთა სარგებლობაშია, შესაძლოა სახელმწიფომ დაირეგისტრიროს. ეს შეეხება ყველა იმ ნაკვეთს, რომელზეც ამა თუ იმ ფიზიკური ან იურიუდიული პირის საკუთრება, ან სარგებლობაში ქონა, რეესტრის დოკუმენტებით არ დადასტურდება. საქართველოს მთავრობა მიწის აზომვებისა და საკუთრებაში რეგისტრაციის დაწყების სამზადისშია და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც აქვს შეტანილი. დაინტერესებულ პირს კანონის ამოქმედებიდან ექნება ერთწლიანი ვადა, რათა მიწის რეგისტრაციისთვის მიმართოს …

H1N1 ვირუსი – ბოლო მონაცემებით აჭარაში 3 ადამიანია გარდაცვლილი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 3 თებერვლის 10:30 საათის მდგომარეობით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 62 ნიმუში, მათ შორის 40 შემთხვევაში დადასტურდა A/H1p. 11 პაციენტი რჩება სტაციონარში (მათ შორის, 3 ბათუმის რეანიმაციაში), 3 პაციენტი გარდაიცვალა, 26 გამოჯანმრთელდა.  

ვინ გადაწყვეტს ბულვარში სამივე ხეივნის შენარჩუნების საკითხს

აჭარის მთავრობის 2 სექტემბრის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ ბათუმის ბულვარი, თავის ბიუჯეტიანად, სამართავად გადაეცემა მესაკუთრეს – ბათუმის მუნიციპალიტეტს. აჭარის 2016 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ბულვარისთვის – „ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის“ – 10 მილიონ 368 ათას 500 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადმინისტრაციისთვის კიდევ 1 მილიონ ლარზე მეტი. ამ თანხის ათვისება ბულვარის ადმინისტრაციას დაწყებული ჰქონდა. ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული …

„ბათუმის ბულვარი“ 120 ათასი ლარით სუვენირების დახლებს შეისყიდის

„ბათუმის ბულვარი“ 30  სუვენირების დახლს შეისყიდის, რისთვისაც 120 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. დახლების შეძენაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის განმავლობაში ადმინისტრაციას წარუდგინოს მისაწოდებელი სუვენირების დახლის ნიმუში ბულვარის მიერ წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ნიმუში არ დააკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მოხდება …

67 ათასამდე ლარი ბათუმის მერიის ავტომობილების პარკირების მოსაწყობად

ბათუმის მერია ბათუმში, სულხან საბა ორბელიანის ქუჩა N8-ში, მერიის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების მოწყობას გეგმავს. შესაბამისი  სამუშაოებისთვის მერიას 66 980 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოებს მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ბათუმის მერის მოადგილეები და მერიის რამდენიმე სამსახური მიმდინარე წლიდან მუშაობას ახალ შენობაში აგრძელებენ. ამისთვის ქალაქის მერიამ ორბელიანის ქუჩაზე N10-ში მდებარე ყოფილი კონტროლის პალატის შენობა გაარემონტა. ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული …

უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ფრაქციები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარეობის კანდიდატს, დავით კვაჭაძეს მოუსმენენ. კანდიდატს ფრაქციები დღეს, 2 თებერვალს, სხვადასხვა დროს შეხვდებიან. ბიუროს გადაწყვეტილებით, საბჭო დავით კვაჭაძის კანდიდატურაზე ხვალ, 3 თებერვალსაც იმსჯელებს. საკონკურსო კომისიამ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი წარუდგინა: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. არჩილ ხაბაძემ კი უმაღლეს საბჭოს …

2 თებერვალს ბულვარის საკითხს აჭარის მთავრობა სხდომაზე განიხილავს

აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის ბულვართან დაკავშირებული საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მომხსენებელი კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძეა. სხდომა 2016 წლის 2 თებერვალსაა ჩანიშნული. უცნობია, კონკრეტულად რა ჭრილში დააყენებენ ბათუმის ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით საკითხს მთავრობის სხდომაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შესულია მოქალაქეთა პეტიცია, ძველ ბულვარში სამივე სასეირნო ბილიკის [ალეა] შენარჩუნების მოთხოვნით. ჩვენივე ინფორმაციით, …

ბათუმი დიდთოვლობის შემდეგ [ფოტო]

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვალს ბათუმში იწვიმებს, ხოლო 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე კვლავ მშრალი ამინდია მოსალოდნელი. „16 ნარგავია სულ დაზიანებული, სამი ნარგავი გასწორდა,  შეიძლება გასწორდეს კიდევ ორი ნარგავი.  დარჩება 11 დაზიანებული ნარგავი. აქედან ოთხი მაღალტანიანი ხე იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძირითადად  ფიჭვის ხეებია დაზიანებული. გადატეხილი ტოტების შეგროვება მიმდინარეობს, რომელსაც გადავცემთ მერიას. …

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია ბათუმელ სტუდენტებს

„ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ქვეპროგრამას ბათუმის მერია განახორციელებს. სტიპენდია გაიცემა წელიწადში ორჯერ. ამჯერად, 2015-2016 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრის 50-50  ფრიადოსან სტუდენტზე. ქვეპროგრამასთან დაკავშირებით მერია საინფორმაციო-სარეკლამო რგოლსაც  ამზადებს. როგორც ქვეპროგრამაშია აღნიშნული, სტიპენდია გაიცემა იმ საუკეთესო 50 სტუდენტზე, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე …

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა 2016 წელშიც გაგრძელდება

მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით [რომელიც საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა] წელს, 767 018 ფერმერი ისარგებლებს. თუმცა, სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტების შემდგომ, შესაძლებელია ეს მონაცემი უმნიშვნელოდ დაკორექტირდეს. როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები სარგებელს მიიღებენ ორი გზით: ა) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის მიიღებენ ხვნის ბარათს, რომლითაც შეისყიდიან ხვნის მომსახურებას სოფლის …

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი

შეღავათები, რომლებსაც ე.წ. „მთის კანონი“ ითვალისწინებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა მაღალმთიანეთში მცხოვრებზე, თუ მას კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ასეთი სტატუსის მისაღებად მოქალაქმ უნდა მიმართოს შესაბამისი დასახლების გამგებელს ან მერს. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე …

20 და 50 ლარის ნომინალების ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში თებერვლიდან ჩაეშვება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიმდინარე წლის 27 იანვრის დადგენილებით, 2016 წლის პირველი თებერვლიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად.  მიმოქცევის დანიშნულების ახალი მოდიფიკაციის 20 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი და სხვა მახასიათებლები ბანკნოტის ზომა:  …

გზის გაწმენდა [ვიდეო] – ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 28 იანვარს, ბათუმში ყველა სამარშრუტო ხაზზე მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსები. ერთადერთი გამონაკლისია N7 მარშრუტი. აღნიშნულ ხაზზე ავტობუსების მოძრაობა აღდგება მთისძირის ქუჩაზე გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულებისთანავე. ავტობუსების რაოდენობა ხაზებზე შეზღუდულია. ქალაქში გზები მოყინულია და ნაწილობრივაა გაწმენდილი. ტრანსპორტი ძნელად გადაადგილდება.  ზოგიერთ ქუჩას თოვლისა და ყინულის საფარისგან შესაბამისი ტექნიკით წმენდენ. დღეს და ხვალ ბათუმში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს …

27 იანვარს ღამით ბათუმში გამოიდარებს და ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 28 და 29 იანვარს ბათუმში და მთლიანად აჭარაში გამოიდარებს, ხოლო 30-31 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10-დან +15 გრადუსამდე გაიზრდება. ბათუმში ამ წუთებში თოვს, თუმცა ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის განცხადებით თოვა საღამომდე შეწყდება: „27 იანვრის საღამოს და შემდგომ 2-3 დღის განმავლობასი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა …

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტი ბათუმის პორტში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 9,3 გრამი მარიხუანა და 1,57 გრამი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს  სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ბათუმის პორტი“. „თბომავალ „ვილნიუს სივეისით“ საქართველოში შემოსულ სატვირთო ავტომობილში, რომელიც საბორნე გემით, მძღოლის გარეშე გადაადგილდებოდა, უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების პირადი მოხმარების საქონელი, მათ შორის, HEAD & SHOULDERS-ის ფირმის შამპუნი და NIVEA-ს ფირმის ბალზამი. ეჭვის …

27 იანვარი – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღე

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული. ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშებისა და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში 2013 წელს გაიხსნა. ის განთავსებულია ვარშავის ყოფილი გეტოს ადგილზე. ვარშავის …

მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

ბთუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბის ზედაპირის მოყინვა 26 იანვარს, საღამოს დაიწყო, როგორც კი თოვა შეწყდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს ბათუმში ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება. მოყინულია ქალაქის ქუჩებიც. ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ გუშინდელთან შედარებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა – მოძრაობა ჭირს. ადამიანები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ზოგიერთი სამარშრუტო მიკროავტობუსი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობს.  

ბათუმში სასწრაფო დახმარების სამსახური შეფერხებით მუშაობს

ბათუმის სასწარაფო დახმარების სადგურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დღეს დილიდან ქალაქის მასშტაბით ვერ ახერხებენ ყველა გამოძახებაზე გასვლას დიდთოვლობის გამო. სამსახური ფაქტობრივად ანალოგიურ რეჟიმშია ამ დროისთვისაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ნანდაცვის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივი ავტომანქანები დროებით ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა. „სასწრაფოს“ დროებით გადაეცა ასევე ოთხი ავტომანქანა [მათ შორის ორი „ნივა“] ჯანდაცვის სამინისტროსგან. მთავრობის ავტომანქანების ჩათვლით, …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტიდან ავტობუსები  მხოლოდ შემდეგ მარშრუტებზე მოძრაობს: N 1, 1ა, 2, 4 და 8, ისიც შეზღუდული რაოდენობით [ზოგ ხაზზე ერთი, ზოგზე კი ორი ავტობუსი]. დღეს დილით ბათუმში ავტობუსები მხოლოდ N1 და N8 მარშრუტებზე მოძრაობდა. ქალაქში შეზღუდულად და ძნელად გადაადგილდება სამარშრუტო მიკროავტობუსებიც.  

დიდთოვლობა ბათუმში – ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია [ფოტო]

დიდთოვლობის გამო ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად პარალიზებულია. ნაწილობრივ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ცუდი მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში, სადაც მერია გზის გაწმენდაც დღის მეორე ნახევარში გეგმავს, რისთვისაც კერძო კომპანიებისგან შესაბამისი ტექნიკის დაქირავებას აპირებს. შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს. უამინდობის გამო, დღეიდან, 26 იანვრიდან, ორი დღის განმავლობაში …

„ენერგო-პრო ჯორჯია“: აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით „რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარასა და გურიაში აბონენტების აბსოლუტურ უმრავლესობას   მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა არის დარჩენილი რთული მონაკვეთები სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი ბრიგადები. აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და უამინდობით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება დარჩენილ აბონენტებსაც“. აჭარაში მეორე დღეა თოვს.  25 იანვარს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა …

ბათუმი თოვლში [ფოტო]

25 იანვარს თითქმის მთელი დღის განმავლობაში თოვდა ბათუმში. ქალაქში ამ წუთებშიც თოვს. 25 იანვარს დილით ბათუმის მერიამ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისაგან“. ბათუმის მერიის განცხადებით უხვთოვლიანობის გამო, მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მერია მოსახლეობას მოუწოდებს, …

Exit mobile version