რატომ დაიკეტა პეტრას ციხე – პროექტი, რომელშიც 1 750 000 ლარი დაიხარჯება

პეტრას ციხე 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის პირველ დეკემბრამდე ვიზიტორებისთვის დაიკეტა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მიზეზი  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი 2019 წელს მესამედ გამოაცხადა და გამარჯვებულთან – სამშენებლო კომპანია „ივერთმშენთან“ – 2019 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებაც გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 1 მილიონ 750 ათასი …

ზღვის წყალი 28 გრადუსამდე გათბა – ამინდის პროგნოზი ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 28-33 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 22-27 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ. …

ავარია მახინჯაურის გვირაბთან – ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

დღეს, 12 აგვისტოს, რამდენიმე წუთის წინ, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.  

ბათუმის მერიაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სად დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი

ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულზე, მემორიალური ქვა წარწერით – „აქ დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი“, 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში განათავსა. ბათუმის მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებდა. კონკურსი ამ დრომდე გამოცხადებული არ არის. მიუხედავად მემორიალური ქვის განთავსებისა, ქალაქის მერიაში არც ის არის დღემდე გადაწყვეტილი, თუ სად …

რეკომენდაციები ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციისთვის – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციის მიზნით მოსახლეობას შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს: [checklist] საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნეთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი – 24°C-ს. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას და ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. არ დატოვოთ ბავშვები გაჩერებულ ტრანსპორტში. ატარეთ ნატურალური, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა, მზისგან დამცავი …

ბოლო სამი დღეა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი უცვლელია

ბოლო სამი დღის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ არ შეცვლილა. დღეს, 2019 წლის 12 აგვისტოს, ოფიციალირი გაცვლითი კურსით: 1 აშშ დოლარი = 2,9360 ლარი 1 ევრო = 3,2898 ლარი. ანალოგიური ოფიციალური კურსი იყო 10 და 11 აგვისტოს. 9 აგვისტოს, 1 აშშ დოლარი – 2,9488 ლარი, 1 …

ყალბი მართვის მოწმობის დამზადება-გასაღებისთვის აჭარაში ერთი პირი დავაკავეთ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს“. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაამზადა და 150 აშშ დოლარად გაასაღა ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ავტომანქანის  მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, 12 აგვისტოს, 21:00 საათამდე, ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; აჭარის მთიან რაიონებში კი – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 19-24 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი …

გონიოში რამდენიმე ქუჩას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, გონიოს მოსახლეობის ნაწილს [კერძოდ, მატათა მოციქულის, სიმონ კანანელის, წმინდა ნინოს, ანდრია პირველწოდებულის ქუჩებს] შაბათს, 10 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან კვირას, 11 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა ახალ ქსელზე გადართვით სამუშაოებს უკავშირდება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის ბოლოს დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 22-27 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი …

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 41 ფაქტი გამოვლინდა ივლისში

პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოვლინდა. აქედან აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა 41 ფაქტი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი 251 ფაქტიდან 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 89 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, იმერეთში – …

10 და 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან თაფლის ფესტივალი გაიმართება

10 და 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარედ, რიგით მეხუთე „თაფლის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალში საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი მეფუტკრე-ფერმერი მიიღებს მონაწილეობას. თაფლის ფესტივალი 10 აგვისტოს დღის 4 საათზე დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 10 საათამდე, ხოლო 11 აგვისტოს – დილის 12 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 7 საათამდე. [checklist] ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება „ჯარას“ ტრადიციული მეფუტკრეობა …

კერძო საექსპერტო დაწესებულებაში ყალბი დოკუმენტის დამზადებაზე 2 პირი ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, იმერეთის რეგიონში, კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის …

„ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა – საქართველოს გზებზე სულ ასეთი 3820 კამერაა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა. „ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 4 ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე – 8 , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი …

მაჭახელას ხეობაში მეტალურგიული კერების გამოვლენა-კვლევის სამუშაოები ჩატარდება

აჭარის მეტალურგიული კერების არქეოლოგიური კვლევის მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მდინარე მაჭახელას ხეობაში გარკვეული არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. მომსახურებას სააგენტო ტენდერით შეისყიდის. სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა 16 946 ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით, აჭარის მეტალურგიული კერების გამოვლენისა და კვლევისთვის უნდა ჩატარდეს შემდეგი არქეოლოგიური სამუშაოები: [checklist] მდინარე მაჭახელას ორივე სანაპიროს კლდოვანი ქანების გაწმენდა მცენარეული საფარისა და ეკალ-ბარდისაგან; …

ბათუმში ორ და ქობულეთში ერთ სკოლას უკაბელო ინტერნეტი ექნება

საჯარო სკოლების უკაბელო ქსელით [თანმდევი ინსტალაციით] აღჭურვაზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 89 საჯარო სკოლის WiFi სიგნალით უზრუნველსაყოფად სატენდერო თანხა 2 625 688 ლარია. საქართველოს მასშტაბით შერჩეული 89 საჯარო სკოლიდან 3 სკოლა აჭარაშია. აქედან ორი ბათუმშია [ქალაქ ბათუმის №17 და N20 სკოლები] და ერთიც ქობულეთში [რაულ მჟავანაძის სახელობის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლა]. ტენდერის …

ქვეყანაში სამშენებლო ნებართვა 3 520 869 კვ/მ-ზე გაიცა, აქედან აჭარაში ყველაზე მეტი აშენდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დეკლარირებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მშენებლობაზე სულ 4 991 ნებართვაა გაცემული. ნებართვები ჯამში 3 520 869 კვ/მ ფართობის აშენებაზე გაიცა. აქედან, ყველაზე მეტი ფართობი, სხვა რეგიონებსა და თბილისთან შედარებით, აჭარაში აშენდება – 1 440 148 კვ/მ. ფართობის მიხედვით აჭარის შემდეგ თბილისია – 1 405 422 …

ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია – რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით „რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის მეთაურის განკარგულების შესაბამისად, დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე“. საქართველოს სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები დაშვებულია ადმინისტრაციულ შენობებზე ბათუმშიც. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომში „რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს …

ხელახალი ტენდერი ძველ ბათუმში ეზოების მოწყობაზე – ამჯერად 3 ეზო, 9-ის ნაცვლად 

ძველ ბათუმში ცხრა ეზოს კეთილმოწყობაზე ქალაქის მერიას წელს 87 200 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული და ტენდერიც გამოცხადებული, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით ტენდერში მონაწილე ერთადერთ პრეტენდენტს – „პატიო არტს“ დისკვალიფიკაცია მისცეს. კომპანია მომსახურებას მერიას 82 840 ლარად სთავაზობდა. მერიამ დღეს, 7 აგვისტოს ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, თუმცა 9 ეზოს ნაცვლად, ამჯერად 3 ეზოს მოწყობა …

7 150 ხანძარი და 26 დაღუპული მიმდინარე წლის ექვს თვეში – სტატისტიკა

2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 7 150 ხანძრის შემთხვევაა რეგისტრირებული, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ამ პერიოდში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტრავმა მიიღო 131-მა ადამიანმა. მიმდინარე წლის ექვს თვეში ხანძრის შედეგად 231 შენობა-ნაგებობა განადგურდა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2001 წლიდან 2019 წლის ივლისამდე საქართველოში სულ რეგისტრირებულია 158 015 ხანძარი, რომლის შედეგადაც …

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა 12 აგვისტოს დაიწყება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2019 წლის საშემოდგომო გაწვევა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019 წლის 12 აგვისტოს დაიწყება და ამავე წლის 28 დეკემბრამდე დასრულდება. 2019 წლის საშემოდგომო გაწვევაზე 4120-მდე წვევამდელს გაიწვევენ. მათ შორის: [checklist] საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1500; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა …

ზღვის წყალი +27, მოღრუბლულობა და მცირე წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის …

სახელმწიფო 2,2 მილიონ ლარად ყიდის კომპანიას, რომელიც ბათუმში 8 835 კვ.მ მიწას ფლობს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ელექტრონულ აუქციონზე შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს 2 მილიონ 283 ათას ლარად ყიდის. ბიჯი 5 ათასი ლარია. კომპანიის წილი და ქონება პირობების გარეშე იყიდება. შპს „საზღვაო ტექსერვისი“ ფლობს ბათუმში [ბარცხანის დასახლება, იოსებ ნონეშვილის ქუჩა N63დ-ში] მდებარე 8 835 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. საპრივატიზებო …

ბათუმის ბულვართან შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნება

ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირედ, 9 აგვისტოს ადაპტირებული პლაჟი გაიხსნება. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ერთი ადგილი სრულად გახდა ადაპტირებული და საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მოერგო. „2019 წლის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანაპირო ზოლზე მოეწყო პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე და გამოსაცვლელი. შეძენილია ადაპტირებული ტივტივა ეტლები, რომლითაც …

ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ

შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, 7 აგვიასტოს, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ჩაქვში, ძველის ქსელის აბონენტებს შეეზღუდებათ წყლის მოწოდება. კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი დაზიანებული წყლის დ=1000მმ-იანი მილის შეკეთების სამუშაოებია.

ხორცი, ყველი, ძეხვი და სხვა პროდუქტები საბაჟოებზე, რომლებიც იყო ვადაგასული ან დოკუმენტების გარეშე

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა,“ „სადახლო“, „ბათუმის პორტი“, „სარფი“, „ყაზბეგი“,„წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დარღვევები გამოავლინეს. „კერძოდ: გერმანული წარმოშობის  ხორცპროდუქტები (354.85კგ.), ყველი (1800კგ.), ძეხვი (1942.25კგ.), თურქული წარმოშობის  ცხოველთა საკვები (23 000 კგ.), უკრაინული გაყინული საქონლის ხორცი (9000კგ.), …

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. სასწრაფოს ინფორმაციით, „სასამართლოს შენობაში ერთ-ერთი პატიმარი გახდა ცუდად“. საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასწრაფოს მედპერსონალი „ამ წუთებში საბადრაგო სამსახურში ერთ-ერთ პატიმარს უწევს სამედიცინო დახმარებას. მძიმე მდგომარეობა არ არის. ფილტვების პრობლემა ჰქონია პატიმარს. სასამართლო პროცესი კი, რომელიც ამ პატიმრის საქმეს ეხებოდა, უკვე დასრულებულია“.  

არჩილ ვანაძის მხარდამჭერების აქცია ბათუმის სასამართლოსთან

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ამ წუთებში მორიგ აქციას მართავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, არჩილ ვანაძის ახლობლები. არჩილ ვანაძე და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, დაიწყო ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა. სასამართლო დარბაზში ბევრი ადამიანი შესვლას ვერ ახერხებს უადგილობის გამო, მათ შორის, აჭარის უმაღლესი …

მომზადდა თუ არა მაჭახელას ხეობის კონცეფცია, რაშიც ბიუჯეტიდან 454 300 ლარია გადახდილი

მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის [განვითარების გეგმა-კონცეფცია] შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი 2018 წელს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 423 700 ლარი იყო. დღგ-ს ჩათვლით კი, ხელშეკრულება, კონკურსის ერთადერთ მონაწილე კომპანია „არტსტუდიო-პროექტთან“ 454 300 ლარზე გაფორმდა. კომპანიას სრული თანხა – 454 300 ლარი, სამინისტრომ ავანსად გადაუხადა. ხელშეკრულებით, „არტსტუდიო-პროექტს“ კონცეფცია [საბოლოო დოკუმენტაცია] სამინისტროსთვის 2019 წლის 21 …

რა სახის საგადასახადო დარღვევები გამოვლინდა ბოლო კვირის განმავლობაში – 435 ფაქტი

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსაახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა. „კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 168 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 134 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა [ფოტო]

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვა სპეციალური მემბრანით დასრულდა. „მოედნის ფასადის მოსახვა არქიტექტურული მემბრანით დავასრულეთ“ – წერს შპს „სტადიონი“ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულებები დღგ-ს ჩათვლით, 117 349 122 და 24 520 400 ლარზეა გაფორმებული. …

სამშაბათიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა: კარგი. …

მიწა 75%-იანი ფასდაკლებით იყიდა ახალშექმნილმა შპს-მ, რომლის მეწილე რუსული კომპანიაა

ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე 75%-იანი ფასდაკლებით – 1 146 250 ლარად იყიდებოდა. ქონება პირობებიან აუქციონზე 30 ივლისს გაიყიდა. ნაკვეთი ერთი ბიჯით – 1 176 250 ლარად იყიდა შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვენახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. …

რა შეიცვალა კანონში, რომლითაც საქართველოში ცელოფნის პარკების რეალიზაცია აიკრძალა

საქართველოში, ტექნიკური რეგლამენტით, 2019 წლის პირველი აპრილიდან აკრძალული იყო ნებისმიერი სისქის პლასტიკის [ცელოფნის] პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, თუმცა კანონმა არ იმუშავა. საქართველოს მთავრობამ სამი თვის შემდეგ, 2019 წლის ივლისში შეიტანა ცვლილება და ეს რეგლამენტი აღარ ვრცელდება არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და არანაკლებ 45X70 სმ ზომის პლასტიკის პარკებზე: ამ და მეტი სისქისა და ზომის ცელოფნის …

როგორ აიღებთ დაგროვებით პენსიას – სააგენტომ ინსტრუქცია დაამტკიცა

საპენსიო სააგენტომ დაამტკიცა ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების, ასევე, გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეების მიერ საპენსიო აქტივების მიღების წესსა და პროცედურებს. ინსტრუქცია 2019 წლის 31 ივლისს ამოქმედდა. საპენსიო ასაკის მიღწევისას საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია პენსია მიიღოს: პროგრამული გატანით, სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, ერთიანი გადახდით, შესაძლებლობის შეზღუდვისას, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის …

ორშაბათს წვიმა, სამშაბათს გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, ზოგან შესაძლოა ძლიერი. ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ზოგან შესაძლოა გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით 23-28 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო. ზღვის …

Exit mobile version