გზდ-ს აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს თეიმურაზ გელდიაშვილი უხელმძღვანელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური  იყო. „ამ პოზიციაზე თეიმურაზ გელდიაშვილი თავდაცვის სამინისტროდან გადმოვიდა, თუმცა მას აქვს გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც. 2013-2016 წლებში გელდიაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე ასრულებდა მოვალეობას,“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან. აჭარისა და …

რა გაკეთდება €60 მილიონი სესხით ბათუმში და როდის დაიწყება თანხის ათვისება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW]  მიერ ბათუმისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ევროს სესხის ათვისებას 5 წელი დასჭირდება. „ეს დრო, წინასწარი გათვლებით, საჭიროა მთლიანად პროექტის დასრულებისთვის, რაც შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდსაც მოიცავს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში. ამ თანხით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბრის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების …

ანგისის ბაზა აჭარის მთავრობამ „დინამო ბათუმის“ კაპიტალიდან მთლიანად ამოიღო

72 626 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ანგისის ბაზაა განთავსებული და რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაში იყო, აჭარის მთავრობამ „დინამოს“ კაპიტალიდან მთლიანად ამოიღო და ის აჭარის საკუთრებად დაარეგისტრირა. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „დინამოს“ მომავალ მმართველს – კომპანია „ლამინს“, ამ ტერიტორიის ნაწილი განსაღვრული ვალდებულებებით უნდა გადაეცეს, დარჩენილი ტერიტორია კი, დაუბრუნდეს ბათუმის მუნიციპალიტეტს. შესაბამისი მემორანდუმი გაფორმებულია, „დინამო ბათუმის“ 49 …

მომდევნო ორ წელში აჭარაში კიდევ 7 კაზინო გაიხსნება – შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან

2019 წელს ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 24,3 მილიონი ლარი შევიდა [სამი კვარტალის გეგმის თითქმის 100 პროცენტი]. აქედან, უშუალოდ კაზინოს მაგიდებიდან მიღებული შემოსავალი, 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, 9,2 მილიონი ლარია. სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის მერია წელს, ჯამში, 32 100 000 ლარს ელოდება, თითქმის 4 მილიონი ლარით ნაკლებს, ვიდრე 2018 წელს. გასულ წელს ამ ბიზნესიდან ქალაქის …

ბათუმში ადაპტირებული პლაჟი მომავალ სეზონამდე დაიხურა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან ბათუმის ბულვარის ადაპტირებული პლაჟი ოფიციალურად დაიხურა. „აღსანიშნავია, რომ გახსნის დღიდან ადაპტირებული პლაჟით დაახლოებით 100-მა ადგილობრივმა და უცხოელმა მომხამრებელმა ისარგებლა,“ – აცხადებს ბულვარის ადმინისტრაცია – „ადაპტირებული პლაჟი მომავალი საზღვაო სეზონის დაწყებისთანავე გააგრძელებს ფუნქციონირებას“. ____________________ მთავარი ფოტო: ადაპტირებული პლაჟი ბათუმში / ბათუმის ბულვარის ფოტო ამ თემაზე: შშმ პირები დამოუკიდებლად იბანავებენ ზღვაში – …

ხულოს სკოლა-პანსიონი, რომელიც ქვემო ვაშლოვანში აშენდება – ესკიზური პროექტი მზადაა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში დაგეგმილია საჯარო სკოლა-პანსიონის მშენებლობა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს მიერ მომზადდა სასწავლებლის შენობის ესკიზური პროექტი, რომელიც, სააგენტოს ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკისა და საინჟინრო გეოლოგიის შესაბამისად უნდა მოერგოს საპროექტო ტერიტორიას. „პროექტის კონკრეტულ ტერიტორიაზე მიბმა გამოიწვევს არქიტექტურული პროექტის გარკვეულ ცვლილებებს. შესაძლებელია შეიცვალოს გარე კიბეების, პანდუსებისა და ცოკოლის სიმაღლე,“ – აცხადებენ სააგენტოში. სრული …

ბათუმში ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა ეს ინფორმაცია სასწრაფო დახმარების სამსახურში და შსს-ში არ დაგვიდასტურეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათ კლინიკაში ერთი დაშავებული გადაიყვანეს. „30 წლამდე ქალბატონი გულმკერდისა და კიდურების დაზიანებით გადაყვანილი იქნა ჩვენ მიერ …

ბათუმის სტადიონს მოედნის საფარის დასაგებად ამზადებენ

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე მოედნის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში გრძელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და შიდა სარემონტო სამუშაოები. ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა, ვადამდე გაცილებით ადრე, 2020 წლის თებერვალში დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს [პირველი ეტაპი]. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] …

უმაღლესი საბჭო ახალი შენობის რემონტისთვის 133 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

აჭარის უმაღლესი საბჭო ბათუმში, ლუკა ასათიანის 37-ში მდებარე ახალი ადმინისტრაციული შენობის შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ტენდერის გარეშე გეგმავს. სარემონტო სამუშაოებისთვის, რომელიც „თანამშრომელთა სათანადო სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფისთვის“ არის საჭირო, საბჭო მინიმუმ 133 068 ლარს დახარჯავს. „შესყიდვის განუხორციელებლობა ზიანს აყენებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, კერძოდ, საკანონმდებლო საქმიანობის სრულყოფილ და შეუფერხებელ განხორციელებას, აგრეთვე მოქალაქეთა მიღების პროცესს და …

როდის გაკეთდება მახინჯაურის გვირაბთან მოსაბრუნებელი გზა

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტომანქანების მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობა განახლდა, თუმცა მისი დასრულების ვადა შესაძლოა ისევ გადაიწიოს. გვირაბის გამოსასვლელიდან გზის სავალ ნაწილზე, მახინჯაურის მხარეს, უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა დამცავი ღობე. მოსაბრუნებელ კვანძს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ აშენებს. ხელშეკრულება 3 789 999 ლარზეა გაფორმებული. გზის ამ მონაკვეთს, რომელიც მესამე წელია ვერ აშენდა, ერთადერთი დანიშნულება ექნება – მახინჯაურიდან გასულ ავტომანქანას გვირაბთან …

„დინამო ბათუმი“ მართვაში „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალურად გადაეცა

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის დინამო მართვაში „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალურად გადაეცა. შესაბამისი ხელშეკრულება დღეს, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩის დაწყებამდე გაფორმდა. ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“  შორის ბათუმში, ანგისის ბაზაზე, ამ წუთებში [20:37] მიმდინარეობს. ბათუმის დინამოს „ლამინი ჯგუფისთვის“ გადაცემაზე ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, „ხელი მოეწერა …

ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის გამო კომპანია „არგუსი“ დავების საბჭოში უჩივის. კომპანია მიიჩნევს, რომ კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება, რაც ტენდერის პირობაშია ასახული, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და ახდენს პრეტენდენტთა დისკრიმინაციას. კომპანიას არ ეთანხმება ხელვაჩაურის მერია, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება კი ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი …

რისთვის სჭირდება იახტკლუბს 1 ჰექტარი ზღვა, რომელიც სახელმწიფომ მიწად დაირეგისტრირა

კომპანია „ბათუმის იახტ კლუბში“, რომელიც სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს, აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ. ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი, სახელმწიფომ 2019 წელს მიწის ნაკვეთად, სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაირეგისტრირა. „სახელმწიფოს მივმართეთ იმიტომ, რომ ეს ტერიტორია ჩვენ გვჭირდებოდა უსაფრთხოებისთვის. მაქ არანაირი მშენებლობა არ იგეგმება. აკვატორიის …

ბათუმის მერია წელს 360 თანამშრომელს გადაამზადებს

ბათუმის მუნიციპალიტეტის 360 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგების ორგანიზებისთვის ქალაქის მერიას ბიუჯეტში 54 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მერიის განცხადებით, ტრენინგები ხელს შეუწყობს „თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დახვეწას“. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. ტენდერის პირობის მიხედვით ტრენინგი თემატურად უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს [მოდულებს]: მუნიციპალური ბიუჯეტი; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა; მუნიციპალური ქონების მართვა-განკარგვა; მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა …

ღამით და დილით ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ოქტომბრის 21 საათიდან 7 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ღამით ზოგან 17-22მ/წმ-ში, ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 …

აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად დღეს მორიგი აქცია გაიმართება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად დღეს, 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმში,  „აჭარის ტელევიზიის“ შენობის წინ, აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორია მოძრაობა – „ქვეყნის სამსახურში“. „ჩვენ, მოქალაქეები, ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ უზღუდავს ხელისუფლება კრიტიკულ მედიასაშუალებებსა და კონკრეტულ ჟურნალისტებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორ ცდილობს, ჩაერიოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების სარედაქციო პოლიტიკაში, რისთვისაც იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა …

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული გ.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში დააკავეს. პოლიციამ, გ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, საფრანგეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული …

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 76 მილიონის ზარალის პირობებში 12 მილიონი პრემიად გასცა – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2014-2017 წლები 76,7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, თუმცა, ამავე პერიოდში პრემიის სახით 12,1 მილიონი ლარი გასცა. აღნიშნული წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას ამ პრემიის გაცემის საფუძველი არ ჰქონდა. „2014-2017 საანგარიშგებო წლები ელექტროსისტემამ დაასრულა ზარალით, რაც ჯამში 76 708 726 ლარს შეადგენს. ასევე, უარყოფითი ფინანსური შედეგებია ოთხივე …

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების კუთხით მოამზადებს

სამი თანამშრომლისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამის შესწავლის მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სატრენინგო მომსახურებას შეისყიდის. მომსახურებაზე, რისთვისაც მაქსიმუმ 3 300 ლარია გათვალისწინებული, სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს სატრენინგო მომსახურება – „შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი“ – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამი თანამშრომლისთვის. ტრენინგის კურსი კი, თითოეული მონაწილისათვის, უნდა შეადგენდეს არანაკლებ …

მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა ჩატარდება

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევის ჩატარება, როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, შენობის დაგეგმილ რეაბილიტაციას უკავშირდება. „გადაწყვეტილი გვაქვს ამ სკოლის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტის შეძენამდე კი აუცილებელია, როგორც სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური, ასევე შენობის კონსტრუქციული კვლევა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შევისყიდით პროექტს, ხოლო სკოლის რეაბილიტაციისთვის თანხა, სავარაუდოდ, 2021 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“ – გვითხრეს სამინისტროში. …

ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, სარფში 3008 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, სასტუმრო-კომპლექსს უკანონოდ აშენებს. სწორედ ეს მიწის ნაკვეთი გამოიტანა სახელმწიფომ ახლახანს აუქციონზე გასაყიდად. სავარაუდოდ მიწის ნაკვეთს სწორედ დიმიტრი ტვილდიანი იყიდის. მშენებლობაზე, როგორც ხელვაჩაურის, ასევე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია, თუმცა უკანონო მშენებლობისთვის მშენებელი არც დაუჯარიმებია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე …

სამინისტრო ბათუმსა და აჭარაში 16 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის

ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე 16 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას აჭარის განათლების სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო თანხა მაქსიმუმ 136 ათასი ლარია. ტენდერი გამოცხადებულია, რომლის პირობების მიხედვით სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაო, მათ შორის ნაწილობრივი და სრული რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია. ბათუმში კი მე-4 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის აშენებაა დაგეგმილი, რომლის პროექტიც უნდა მომზადდეს. ახალი …

თბილი ამინდი და დროგამოშვებით წვიმა ბათუმში – შაბათ-კვირის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 4 ოქტომბრის 21 საათიდან 5 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმში, ასევე აჭარის ზღვისპირა ზოლსა და მთებში   მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 12-17 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო. ზღვის …

ახალი ბულვარის პლაჟისთვის ხრეშს ბათუმის კონცხიდან მილებით გადაქაჩავენ

ბათუმის კონცხის მიმდებარე პლაჟიდან ქვიშა-ხრეშის გადატანა ახალი ბულვარისკენ სპეციალური მილებით განხორციელდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს. ბათუმის კონცხთან ნატანის ამოღება და ადლია-აეროპორტის მიმდებარედ ჩაყრა ბათუმის სანაპირო დაცვის პროექტითაა გათვალისწინებული. ხრეშის სპეციალური მოწყობილობით გადაქაჩვა, კონცხიდან ადლიისკენ, 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს. ამ გზით პლაჟი უნდა გაფართოვდეს და შენარჩუნდეს იმ კედლის …

ვინ არ გადაიხდის ჯარიმას და საურავს – ახალი კანონი

2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, რომლის მიზანია „ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის …

ეროვნულმა ბანკმა 100 წლის საიუბილეოდ ვერცხლის 5-ლარიანი საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად კი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 75 ლარია. სულ მოიჭრა 1500 ცალი მონეტა. მონეტის წონა 15,5 გრამია. „მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება – საჯარო ლექციები, კონკურსები, გამოფენები და სხვა. საქართველოს ეროვნულ ბანკს 100 წლის იუბილე პარტნიორმა ორგანიზაციებმაც მიულოცეს… საიუბილეო …

სახელმწიფო ვალიდან რა თანხა რომელ მსხვილ პროექტებზე დაიხარჯება 2020 წელს აჭარაში

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე წარადგინა. პროექტის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მომავალი წლისთვის გამოყოფილია 2 მილიარდ 71 მილიონ 600 ათასი ლარი, რაც მთავრობის განმარტებით, 71,6 მილიონი ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. ეს თანხა ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხო ქვეყნების მთავრობებისგან მიღებული შეღავათიანი და გრძელვადიანი სესხით დაიფარება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში …

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $385 მილიონით გაიზარდა და $18.2 მილიარდია – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა [აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 421.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 24.3 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა]. …

ახალი მოდიფიკაციის 10-ლარიანები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება. 2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევა მოხდება წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი: ახალი და ძველი ბანკნოტები

ავტომანქანა მოპედს დაეჯახა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 30 სექტემბერს, რამდენიმე წუთის წინ, ავარია მოხდა ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, მოპედის მძღოლი დაჟეჟილობებით, პოლიტრავმით გადაყვანილია კლინიკაში. სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით: „ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური …

მიწად დარეგისტრირებულ 1 ჰექტარ ზღვას „ბათუმის იახტ კლუბი“ 2037 წლამდე ითხოვს

სახელმწიფომ ბათუმის იახტკლუბთან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაირეგისტრირა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ წერილის საფუძველზე, იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელდა. ამჯერად „ბათუმელებმა“ ოფიციალურად მოიპოვა წერილი, რომლითაც ჩანს, რომ კომპანია აღნიშნული ნაკვეთის 2037 წლის დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს. სახელმწიფო ქონების პრივატიზების …

რატომ აჭიანურებს სამინისტრო ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუცხადებია. „კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. უკვე მზად გვაქვს ტექნიკური დავალების მონახაზიც“ – ეს განცხადება „ბათუმელებთან“ მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ 7 სექტემბერს გააკეთა. მიუხედავად ამისა, სამინისტროში დღეს, 27 სექტემბერს, გვითხრეს, …

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე N6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება. არსებული კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და ახალი კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 491 578 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯიასა“ და აჭარის განათლების სამინისტროს შორის კი ხელშეკრულება, 2 890 062 ლარზე, 2019 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა. კომპანიის დირექტორის, მერაბ ბერიძის ინფორმაციით, სკოლის ეზოში უკვე …

მე-4 კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების ახლებურად წარდგენა 2021 წლამდე არ ევალებათ

მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშგების ახლებურად წარდგენა 2021 წლამდე სავალდებულო აღარ არის. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო. ამ კატეგორიის კომპანიებს ახალი სტანდარტის შესაბამისად ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე ჰქონდათ. ანგარიშგების არწარდგენის შემთხვევაში ისინი 500 ლარით დაჯარიმდებოდნენ, რაც შემდეგ გაორმაგდებოდა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ …

გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა კონტრაქტორი კომპანიის მიზეზით შეფერხებულია – მთავრობა

საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, მცირდება დონორული დაფინანსება გრიგოლეთი-ქობულეთის [ჩოლოქის] ახალი გზის მონაკვეთის მშენებლობაზე კრედიტების ნაწილში 22.7 მილიონი ლარით. შესაბამისად, ჯამურად, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 58.5 მილიონი ლარი მიიმართება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეფერხება გამოწვეულია კონტრაქტორი კომპანიის მიერ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14  კმ-იან მონაკვეთს ერთობლივი საწარმო „პოლატიოლი და მაპა“ …

234 533 ლარი ბათუმის იუსტიციის სახლის ფასადის დეკორატიული განათებისთვის

სსიპ „იუსტიციის სახლს“ ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის ფასადის დეკორატიული განათების მოსაწყობად 234 533 ლარი აქვს გათვალისწინებული. იუსტიციის სახლმა შენობის განათების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. „სამუშაოთა სპეციფიკიდან გამომდინარე მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს იუსტიციის სახლის ნორმალური ფუნქციონირება“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში. იუსტიციის სახლის ბათუმის ფილიალის შენობაშია განთავსებული აჭარისა და ბათუმის პროკურატურაც. „დამონტაჟებულმა სისტემამ უნდა …

Exit mobile version