მთავარი,სიახლეები

აბუსერიძის ქუჩა რესპუბლიკურთან მინიმუმ ერთი თვე გადაკეტილი იქნება

09.09.2019
აბუსერიძის ქუჩა რესპუბლიკურთან მინიმუმ ერთი თვე გადაკეტილი იქნება

აბუსერიძის ქუჩა „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ მთლიანად გადაიკეტა. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ამ მონაკვეთში ცალმხრივი მოძრაობა იყო. გადაკეტილია ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაც. ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო მილი და ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხი კეთდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აბუსერიძის ქუჩა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი. „დამოკიდებული ვართ ამინდზე,“ – გვითხრეს მერიაში.

აღნიშნული სამუშაოების გამო თითქმის პარალიზებულია ავტომობილების, შესაბამისად, მუნიციპალური და სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა. გადატვირთულია მოძრაობა გრიბოედოვის, გორგასლის, პუშკინის ქუჩებზე.

საკანალიზაციო ქსელის სამუშაოები აბუსერიძის ქუჩაზე ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღესაც გრძელდება.

აბუსერიძის ქუჩიდან მომავალი ტრანსპორტი, ვინაიდან „რესპუბლიკურთან“ ვერ გაივლის, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მარშრუტით გადის. პირველი: ლორია-პუშკინი-გრიბოედოვი-ჭავჭავაძე, და მეორე: ჟიული შარტავა-ფიროსმანი-ჯავახიშვილი-გორგასალი-გრიბოედოვი-ჭავჭავაძე. იმავე მარშრუტით, ოღონდ პირიქით მოძრაობს ტრანსპორტი, რომელიც ჭაჭავაძისა თუ გორგილაძის ქუჩებიდან „რესპუბლიკურის“ გავლით „კარფურთან“ გადიოდნენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში სამუშაოების დასრულების და გზის გახსნის შემდეგ ჩაიკეტება პუშკინისა და ჯავახიშვილის კვეთა [აქ ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის იქეთ-აქეთ აშენებული ნაწილები დაერთდება ერთმანეთზე], ამის შემდეგ ჩაიკეტება ჯავახიშვილის ქუჩა გორგასალსა და ფიროსმანის ქუჩებს შორის, შემდეგ კი  – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა [აქ სანიაღვრე არხი დაერთდება არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურზე] – ამით ჯავახიშვილის არხის მშენებლობა დასრულდება.

აბუსერიძის ქუჩა [გრიბოედოვიდან „კარფურამდე“] მთლიანად გადაიკეტა / 9.09.2019

აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა / 9.09.2019

აბუსერიძის ქუჩა „რესპუბლიკურის“ პირდაპირ / 9.09.2019

ჯავახიშვილის ქუჩა [გორგასლისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის] / 9.09.2019

გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში თითქმის მუდმივად საცობია / 9.09.2019

 

ამ თემაზე:

რა მონაკვეთში გადაიკეტა და როდის აღდგება მოძრაობა სრულად ჯავახიშვილის ქუჩაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: