ვისგან შეუძლიათ გრანტის მიღება მუნიციპალიტეტებს მთავრობის შუამდგომლობის გარეშე

მუნიციპალიტეტებს მიეცათ ნებართვა, მიიღონ გრანტი ისე, რომ არ დასჭირდებათ საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი მიმართვა შუამდგომლობისთვის გრანტის მისაღებად. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ ნებართვით მუნიციპალიტეტი ისარგებლებს, თუ საგრანტო ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება [ფულადი თუ ნატურალური ფორმით] არ აღემატება გრანტის ოდენობას. ამასთან, აუცილებლად იმ შემთხვევაში, თუ გრანტის გამცემ[ებ]ი არიან: [checklist] გაერთიანებული ერების ორგანიზაცია [UN] ან/და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა [UNDP]; …

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც სამი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა, მოხდა 2 100 000 ლარის ღირებულების  სამშენებლო მასალის რეალიზაცია, ხოლო, მეორე …

ხელვაჩაურის ქსელი ბათუმის ქსელზე დაერთდება – წყლის მიწოდება შეუწყდება გარკვეულ ქუჩებს

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ხელვაჩაურის წყალმომარაგების ქსელის ქალაქის გამანაწილებელ ქსელზე დაერთებითი სამუშაოების გამო, დღეს, 25 სექტემბერს, 22:00 საათიდან 26 სექტემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხახულის ქუჩას; ფრიდონ ხალვაშის ქუჩას; მესხეთის ქუჩას; ხახულის შესახვევს; ევდემოზ დიასამიძის ქუჩას; აეროპორტის გზატკეცილს; ხასან ჰელიმიშის ქუჩას; ანგისის პირველ შესახვევს. – – – „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, …

ბათუმის სოციალურ სასადილოებსა და თავშესაფარში 4 დღეა გარკვეული პროდუქტები არ შედის

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მათ დაქვემდებარებაში არსებული სასადილოები და დროებითი ღამის თავშესაფარი მეოთხე დღეა რძით, რძისა და სხვა სახის პროდუქტებით აღარ მარაგდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სოსი“ სააგენტომ 23 სექტემბერს 10 ათასამდე ლარით დააჯარიმა, ხოლო დღეს, 25 სექტემბერს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. სოციალური სერვისების სააგენტოს მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 5 182 ბენეფიციარი და დროებითი …

სახელმწიფო ვერ იბრუნებს 430 000 ლარს, მეტეოსაშუალების ზღვაში ჩაძირვით მიღებულ ზარალს 

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ზღვაში ჩაძირული მეტეოროლოგიურ-სინოპტიკური საშუალება ქერქეჭელას გამო მიყენებული ზარალის – 430 252 ლარის ანაზღაურების ალბათობა დაბალია. ზარალი სახელმწიფოს უცხოურმა კომპანიამ მიაყენა. შესაბამისად, „ის ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“. აღნიშნული თანხა ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანია „ჰაიგმასტერს“ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის უნდა გადაეხადა, თუმცა თანხა დღემდე გადახდილი არ არის. თანხა საქართველოს ბიუჯეტმა, ფაქტობრივად, იზარალა. აუდიტის მიხედვით, …

აჭარის მთავრობა ბათუმის თევზის ბაზართან მიწას ინვესტორისთვის ამზადებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმის თევზის ბაზართან ახალი შენობის დაპროექტებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ ეს ტერიტორია აჭარის მთავრობას ინვესტორისთვის სჭირდება. „მელკი მორიასთან“, ზღვის პირას მდებარე 834 კვ/მეტრი ტერიტორიის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ნაკვეთი უზუფრუქტით არის გადაცემული სააგენტოსთვის. ტერიტორიაზე დასანგრევია შენობა, რომელშიც ადრე „საქნაპირდაცვა“ იყო განთავსებული. შენობის დემონტაჟისა და ახალი შენობის დაპროექტებაზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხელშეკრულება …

საკონსტიტუციო სასამართლოში სამუშაო საათებში ჭერი ჩამოიშალა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის შენობაში, 2019 წლის 19 სექტემბერს, სამუშაო საათების მიმდინარეობისას, ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ოთახში ჭერი ჩამოიშალა. „არსებული მდგომარეობით საფრთხე შეექმნა სამუშაო პროცესს, იქ მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. დაზიანებულ ოთახში შესვლა საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს ჭერის დარჩენილი ნაწილი. აღნიშნული ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს სამუშაო პროცესს, შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ და …

მებაჟეებმა გამსვლელ პუნქტებში ნარკოტიკი და არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებში, 17-23 სექტემბერს, გამოვლენილია სხვადასხვა რაოდენობის არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, აღიკვეთა სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები, გამოვლინდა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში“: საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 153 916.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული …

დაჟანგული „პობედა“ სამინისტრომ მესამედ გაყიდა – ამჯერად 4 800 ლარად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი „პაბედა“ დღეს, 23 სექტემბერს, 4800 ლარად გაიყიდა. ავტომანქანის გაყიდვის საწყისი ფასი ამჯერად 4 500 ლარი იყო, ბიჯი – 150 ლარი. „პაბედა“ ორი ბიჯით გაიყიდა. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA“, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი თავიდან 600 ლარი იყო, …

„აწარმოე საქართველოში“ თანხების მიზნობრიობის კონტროლი სრულყოფილად ვერ ხორციელდება – აუდიტი

„ორგანიზაციაში – „აწარმოე საქართველოში“ არ არის დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები; არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის არამიზნობრივად განკარგვის რისკი,“ – აცხადებს აუდიტი. ამასთან, 2014-2018 წლებში ორგანიზაციას ქირის სახით გადახდილი აქვს 1 442 259 ლარი, აუდიტი კი აღნიშნავს, რომ …

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: …

დარღვევები აჭარის გზების დეპარტამენტის საქმიანობაში – აუდიტმა ანგარიში გამოაქვეყნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის მიერ დეპარტამენტში აღმოჩენილ დარღვევებზე განცხადება, დაახლოებით ორი თვის წინ, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ოპოზიციამ მაშინ აუდიტის პირველადი ანგარიში გაასაჯაროვა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, …

ავარია ჩაქვის გვირაბთან – ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

დღეს, 20 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ავარია მოხდა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან, რის გამოც ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით დაშავებული, რომელსაც თავის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა, ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის …

€50 მილიონი აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციისთვის – კონსულტანტები შერჩეულია

დღეს, 20 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“ ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების გამწმენდი პროგრამისთვის საკონსულტაციო მომსახურებას. „დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება. პირველ ეტაპზე, როგორც ადრე ალიანსში აცხადებდნენ,  შესრულდება ის სამუშაოები, რასაც ეს თანხა გაწვდება …

ბათუმის მერია ახალ გზებს გაიყვანს ანგისაში, სადაც მაღლივი კორპუსების აშენება იგეგმება

ბათუმის მერია ანგისის დასახლებაში – ანგისის I შესახვევისა და მდინარე მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ გზებს გაიყვანს. მერიის მიერ შემუშავებული პროექტი, 19 სექტემბერს, ბათუმის საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა. საკრებულომ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესაბამისი ცვლილებაც შეიტანა. ამ ცვლილების მიზანი, მერიის განმარტებით, ბათუმში, ანგისის I შესახევიდან მდინარე მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიის ურბანული დაგეგმარება და გზების გაყვანაა. „აღნიშნული ტერიტორია …

ბათუმში ორ რესტორანში ფალსიფიცირებულ სასმელებს ამზადებდნენ და ყიდდნენ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებბმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბათუმში ორი პირი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ქალაქ ბათუმში გააჩნდათ ორი რესტორანი, სადაც ახდენდნენ ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმას უცხოური ბრენდირებული წარმოების ბოთლებში, მის ნიშანდებას მათივე დამზადებული ყალბი …

„კომაროვის სკოლა“ ბათუმში 2020 წლის სექტემბრამდე უნდა აშენდეს – ტენდერი

„კომაროვის სკოლა“ ბათუმში 2020 წლის სექტემბრამდე უნდა აშენდეს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლის დეტალური პროექტის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 935 915 ლარია დღგ-ს ჩათვლით; შეთავაზების კლების ბიჯი კი – 100 ათასი ლარი. ტერიტორია [ორი ნაკვეთი], სადაც „კომაროვის სკოლა“ უნდა აშენდეს, მდებარეობს ბათუმში [გოროდოკის დასახლებაში], …

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში „კომაროვის სკოლასთან“ აშენდება

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩის პირველ ნომერში, იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც „კომაროვის სკოლის“ მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უთხრეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, „ბლექსის“ ახალი შენობის მშენებლობას, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დასჭირდება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესკიზური პროექტის მომზადება, რომლის დასრულების შემდგომ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია ტენდერის გამოსაცხადებლად დიზაინბილდით. ტენდერი, სავარაუდოდ, გამოცხადდება …

ახალშენში საბავშვო ბაღი ახალ ადგილზე აშენდება – ადრე ბაღი მეწყერსაშიშ ზონაში შენდებოდა

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 474 610 ლარია. ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო, რის გამოც პროექტი ვერ განხორციელდა. ახალი ნაკვეთი იმ ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს, რომელიც მეწყერსაშიშია და სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო. ბაღის მშენებლობისთვის ახალშენში ამჯერად 8 …

ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერიამ 650-მეტრიანი არხი „აღმოაჩინა“

ქალაქის ბიუჯეტიდან 387 485 ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი დასჭირდება იმ არხის რეაბილიტაციას, რომლის შესახებ ბათუმის მერიამ არაფერი იცოდა. ჯავახიშვილის ქუჩის მორიგი გადათხრისას მერიამ „აღმოაჩინა“, რომ მიწისქვეშ არის 650 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი, რომელსაც, თურმე, გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. ეს ქუჩა ერთხელ უკვე გადაითხარა, როცა აქ ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო [სამუშაოები დასრულდა 2018 წელს], მორიგი სამუშაოები კი ახლა მიმდინარეობს, …

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათება 15 დეკემბრამდე მოეწყობა – გზების დეპარტამენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები 2019 წლის 15 დეკემბრამდე ჩატარდება. „დროის აღნიშნულ პერიოდში საჭიროა საავტომობილო გზის მონაკვეთებზე სავალი ნაწილის დროებით შევიწროება ერთ მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 …

შავი „პაბედა“ და რუხი „პიკაპი“ – აჭარის ქონება აუქციონზე იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „პაბედას“ და „პიკაპს“ ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. „პაბედას“ გასაყიდი საწყისი ფასი ამჯერად 4 500 ლარია, ხოლო „პიკაპის“ – 3 500 ლარი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA“, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი 600 ლარი იყო, სამინისტრომ ჯერ 12 255 ლარად გაყიდა, თუმცა აუქციონში გამარჯვებულებმა „პაბედა“ არ წაიღო,  შემდეგ კი …

მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან

საქართველოს მთავრობამ ქობულეთში, ზღვისპირას, ბობოყვათის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასთან, 10 495 კვ.მ მიწის ნაკვეთი აუქციონზე 3 835 000 ლარად, უპირობოდ გაყიდა. მიწა ოფშორულმა კომპანიამ შეისყიდა და მას [საპრივატიზებო თანხის გადახდის გარდა] ერთადერთი ვალდებულება აქვს – საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილ მიწის ნაკვეთსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის [საპტრიარქოს] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს [ყოფილ რეზიდენციას] შორის ზღვაზე გადასასვლელის მოწყობა გარე განათებითა და …

ამინდი ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ორშაბათს, 15 სექტემბერს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში შენარჩუნებული იქნება მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა. 15 სექტემბრის 21 საათიდან 16 სექტემბრის 21 საათამდე კი აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა ელვა-ჭექა. ორშაბათს დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში …

ბათუმში 7 ახალი გაზსაცავის მოწყობაზე ნავთობტერმინალი გზშ-ს მოამზადებს

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს; ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციას, რათა უზრუნველყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს …

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის მარტიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ა.ხ. ბათუმში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც …

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 29 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის  აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 29 ფაქტი. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 31 სამართალდარღვევა გამოავლინეს. იმერეთში – 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -17, შიდა ქართლშიც – 17, მცხეთა-მთიანეთში – 9,  გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6-6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 2 ფაქტი დაფიქსირდა. თბილისში, აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 970 კუბ/მ-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი და ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“  – აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 სექტემბრის 21 საათიდან 14 სექტემბრის 21 საათამდე აჭარის ზღვისპირა ზოლსა და მთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა: …

ივანიშვილმა და სახელმწიფომ გზები გაცვალეს

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ურეკი რედიზენსმა“ და სახელმწიფომ ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] მათ საკუთრებაში არსებული გზები ერთმანეთს გადაუცვალეს. გზა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის რეზიდენციასთან მისასვლელად აქამდეც სარგებლობდა და გადაკეტილიც კი ჰქონდა, სახელმწიფომ 1-ელ აგვისტოს დაირეგისტრირა საკუთრებაში. მეორე გზა კი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთრებად 2011 წელს დაირეგისტრირა, შეკვეთილის პლაჟზე გადის. გზების გაცვლაზე საქართველოს მთავრობამ თანხმობა …

ბათუმში 12 ქუჩაზე აბონენტებს ღამით წყალმომარაგება შეუწყდებათ

შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, სარემონტო სამუშაოების გამო 12 სექტემბრის ღამის 12:00 საათიდან 13 სექტემბრის დილის 8:00 საათმდე წყალმომარაგება შეუწყდება ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს: მელიქიშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე; 26 მაისის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე; ვაჟა-ფშაველას ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე; ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე; სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა …

განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

„ჩაქვში მდებარე შენობასთან დაკავშირებით რაც იქნება რაციონალური და ოპტიმალური, ყველა ვარიანტს განვიხილავთ. მიდის საუბრები. კონკრეტული და დეტალური, საინვესტიციო პოტენციალის თვალსაზრისით, ჯერ არ არის, თუმცა ინტერესი არის. განიხილება ქონების გასხვისებაც, გრძელვადიანი იჯარაც, გააჩნია რა ტიპის შემოთავაზება იქნება. მთავარია სექტორი, ინვესტიციის მოცულობა, დასაქმებულთა რაოდენობა. ამ ჭრილში რა შემოთავაზებაც იქნება, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ  ყველა კარგი ვარიანტი …

დეპუტატები კაბინეტებს თავიანთი ხარჯით შეღებავენ – უმაღლესი საბჭოს მომავალი შენობა [ფოტო]

აჭარის უმაღლესი საბჭო ხელოვნების უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში გადასასვლელად ემზადება. ეს შენობა [ყოფილი პირველი საავადმყოფო], რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავის დროზე მთლიანად გაარემონტეს და იქ სასწავლო უნივერსიტეტი განთავსდა. შენობის რემონტში, ექვსი წლის წინ, 6,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს კი, შეიძლება ითქვას, შენობა სავალალო მდგომარეობაშია – თითქმის ყველა მხრიდან ჩადის წყალი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. დაზიანებულია მინის …

ბათუმში მომდევნო ორ დღეს დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, 11 სექტემბერს, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში, დღისით ძირითადად შენარჩუნებული იქნება მშრალი ამინდი. 11 სექტემბრის 21 საათიდან 12 სექტემბრის 21 საათამდე კი მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 …

პროდუქტში სალმონელას გამო თურქული, ბელგიური და ჰოლანდიური 3 საწარმოდან იმპორტი შეჩერდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის  სამმართველოს თანამშრომლებმა, შესაბამისი სასაზღვრო-ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ბელგიის სამეფოს, ჰოლანდიის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის სამი შესაბამისი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს. „აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია მეორედ დაფიქსირდა. კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდა,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური. სამსახურმა …

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია – საქსტატი

აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, გასული წლის პირველ ორ კვარტალში უცხოურმა ინვესტიციებმა აჭარაში 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში კი – 48,6 მილიონი აშშ დოლარი. 2019 წლის პირველ კვარტალში აჭარაში …

სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტი და ოქრო-ვერცხლი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების გ.ი.-სა და ზ.ჰ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 7 703.194 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (91.27 გრამი) და ვერცხლის (5.68 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. საქართველოს …

Exit mobile version