მთავარი,სიახლეები

„Русское радио“- ს უკრაინაში „რადიო ბაირახტარი“ დაარქვეს

19.05.2022
„Русское радио“- ს უკრაინაში „რადიო ბაირახტარი“ დაარქვეს

უკრაინის ტელერადიომაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ “ТРО Русское радио Украина”-ს სახელწოდება გამოცვალა. რეგულირების საბჭომ ეს გადაწყვეტილება 19 მაისის სხდომაზე მიიღო.

რადიოსადგურმა ლოგოტიპი შეიცვალა და ახლა მას „რადიო ბაირახტარი“ ჰქვია.

მანამდე კი, 27 თებერვალს რადიოსადგურ TAVR Media -ს ჯგუფმა უარი თქვა „უკრაინის რუსულ რადიოზე“.

TAVR Media ჯგუფის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კომპანიაში 2014 წლიდან მოყოლებული გრძნობდნენ რეპუტაციულ დანაკარგებს, თუმცა შეინარჩუნეს რადიოსადგურის სახელწოდება “Русское радио Украина”.

პრესსამსახურის ინიფორმაციით:

„ეს ხდებოდა იმიტომ, რომ უკრაინის პოზიციებიდან გაშუქებული სახემწიფო მნიშვნელობის ამბები მისულიყო ამ რადიოს რუსულენოვან მსმენელამდე“.

რადიოსადგურს უსმენდნენ უკრაინის სამხრეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებში. ასევე რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ახლა ხიდები გადამწვარია. ეთერში ახალი რადიოსადგური დაიწყებს მაუწყებლობას“, – აცხადებს TAVR Media.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: