მთავარი,სიახლეები

ხარკოველი ქალის წერილი ბათუმელებს

20.05.2022 • 4919
ხარკოველი ქალის წერილი ბათუმელებს

ნატალია იაროში ხარკოვში ცხოვრობს ოჯახის შვიდ წევრთან ერთად. რამდენიმე კვირის წინ რუსმა ოკუპანტებმა მისი სადარბაზო დაბომბეს. ნატალიას შვილი მესამე ჯგუფის შშმ პირია, დედას კი დიაბეტი აქვს და ინსულინდამოკიდებულია.

ომის დაწყებამდე ნატალია სპორტდარბაზებისთვის საფრენბურთო ბადეებს ქსოვდა.  სხვა რამეებსაც ქსოვდა შეკვეთით. მაგრამ ახლა ეს მომსახურება არავის სჭირდება უკრაინაში. ის ახლა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ქსოვს სამხედრო ბადე-სამალავებს მოხალისეობრივად.

„დიაბეტიანი დედაჩემის მდგომარეობა თანდათან რთულდება და თუნდაც მცირე ფინანსური დახმარება ჩემთვის დიდი შეღავათი იქნება.

ხარკოვში ცოტათი ჩაწყნარდა სიტუაცია, მაგრამ ქალაქში უამრავი პრობლემაა. იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც მცირე თანხით მაინც დაგვეხმარება. ეს ახლა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ქალაქი გაათავისუფლეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტებისგან და სახმელეთო არტილერია აღარ გვიტევს, მაგრამ უკრაინის ცა ისევ ღიაა და ხარკოვის თავზეც ჩნდებიან ისევ ბომბდამშენები.

რუსული საბრძოლო ვერტმფრენებისგან ვერავინ გვიცავს. დღეს, დილის ოთხზე, ხარკოვის ერთ-ერთ უბანში, შიშკოვაში ისროდნენ. გუშინ ღამით კი ჩვენებმა ხარკოვში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.

მე ახლა ვზივარ და ჩვენი ჯარისკაცებისთვის შესანიღბ სამხედრო ბადეს ვქსოვ. ჩემი ეს შრომა არ ნაზღაურდება. მე ეს მესმის. ომია და ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია.

ძალიან ბევრი შესანიღბი ბადე სჭირდებათ.

დედას დიაბეტი აქვს, მისთვის ძალიან მძიმეა ეს ომი – ინსულინდამოკიდებულია  და ფაქტობრივად, ლოგინად ჩავარდა ომის დაწყების შემდეგ ნერვიულობისგან. ვეცდები, ფოტოს გადასაღებად მაინც წამოვაყენო, რომ გამოგიგზავნოთ.

გული, ფეხები, სახსრები – ყველაფერი აწუხებს ამ ფონზე. ვცდილობ, საკვები მაინც მოვუმზადო მრავალფეროვანი და საჭირო წამლები, ვიტამინები მივაწოდო, გვაქვს ჰიგიენური საშუალებების დიდი პრობლემაც, რაც ლოგინში ჩაწოლილი ავადმყოფის მოსავლელად აუცილებელია.

რაღაცას ჰუმანიტარული დახმარება გვაწვდის, მაგრამ არა ყველაფერს.

პროდუქტის მაღაზიები მუშაობს ხარკოვში.

ზოგიერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს უკვე ახლა, მაგრამ დღისა და ღამის განმავლობაში საჰაერო განგაშის ხმა მაინც ისმის.

ჩემი შვილი მესამე ჯგუფის შშმ პირია. მაღაზიაში მუშაობდა, რომელიც დაიბომბა. მე სახლიდან ვმუშაობდი. ვქსოვდი შეკვეთით. ვქსოვდი მათ შორის სპორტდარბაზებისთვის საფრენბურთო და საფეხბურთო ბადეებს.

უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შესაბამისად ხელფასი, ცდილობენ აამუშაონ სამკერვალო ფაბრიკები და პურის ქარხნები.

გიგზავნით ჩემი შვილის უკრაინული საბანკო ანგარიშის ნომერს და ჩემი ფეიფალის მისამართს: natalockaaros@gmail.com

Чуркина Дарья – UA133052990000026205747991913 – პრივატბანკი

Pay Pal natalochkaaros@gmail.com
ჩემთვის ახლა ნებისმიერი სახის ფინანსური დახმარება დიდი შეღავათი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: