ბათუმელი მარილით მოვაჭრის ძველი სახლის ისტორია

ბათუმში, ჭავჭავაძისა და მეტაქსას ქუჩების გადაკვეთაზე XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლი დგას. სახლის მეორე სართულის ფასადი ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს უხვი დეკორითაა მორთული. მთავარ ფასადზე სახლს ორი დიდი აივანი აქვს. სადარბაზოს მთავარი შესასვლელი ჭავჭავაძის ქუჩიდანაა. უბრალო კარით უცებ ვერ მიხვდებით, რომ მის მიღმა სადარბაზოს მოხატული ჭერი და კედლები დაგხვდებათ. ჭერზე ეროსის ოთხი გამოსახულებაა ლურჯი ცისა …

4 წელია სოფლიდან არ გავსულვარ, დასვენების დღე არ მაქვს – ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში

დარეჯან ბასილაძე ემიგრაციაში 4 წლის წინ წავიდა საბერძნეთში, კუნძულ ჰალკიდიკიზე, პატარა სოფელ აგია პარასკევაში. დარეჯანი საბერძნეთში ემიგრირებული სხვა ქართველი ქალების მსგავსად მოხუცს უვლის. სოფლის თავისებურებებს ვაკვირდები, ხალხის, წეს-ჩვეულებებს და ყველაფერს ჩემს ქვეყანას ვადარებო, ამბობს 60 წლის ემიგრანტი. ზუსტად არც ის იცის, როდის დაბრუნდება, მაგრამ იცის, რომ დაბრუნდება მაშინ, როცა საქართველოში „მდგომარეობა გამოსწორდება“. როცა ვკითხეთ რა …

ემიგრაციიდან დაბრუნებული დედების გასაჭირი შვილების გაუცხოებაა – ემიგრანტი ქალი

„ემიგრაციიდან დაბრუნებული დედების ყველაზე დიდი გასაჭირი შვილების გაუცხოებაა. ჩამოდიან, ეხუტებიან შვილებს და მათგან იმავე სიყვარულს ვეღარ გრძნობენ. თითქოს ფულის მანქანად ვიქეცით მშობლები. ყველა შვილი ასეთი არ არის, ბავშვებს არ ვაკნინებ, მათ შემოვევლე, ყველა დედას გვიხარია მათთვის რამის გაკეთება. შეიძლება ჩვენი ბრალიცაა ბევრი რამ, ფინანსურად შვილები ჩვენვე გავათამამეთ – როცა ემიგრაციიდან სიყვარულს ვერ აძლევ შვილებს, ცდილობ …

მთავრობის წევრებს შვილები ფუფუნებაში ჰყავთ, ჩვენ კი შვილებისთვის გადავიხვეწეთ – ემიგრანტი ქალი

საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე მიდის. ძირითადი მიმართულები ემიგრანტებისთვის ევროპის ქვეყნები და ამერიკაა, თუმცა საქართველოს ბევრი მოქალაქე მიდის ერაყშიც, სადაც სამუშაო ვიზას ევროპის ქვეყნებთან შედარებით მარტივად იღებენ. ერაყში საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სასტუმროებში, კაფე-ბარებსა და ოჯახებში მუშაობენ დამლაგებლებად. რახან ერაყში წასული ქართველი ემიგრანტები ძირითადად ლეგალურად, სამუშაო ვიზით საქმდებიან, ხშირად მიჰყავთ ოჯახის წევრებიც. …

როგორ აწყობს მეურნეობას საბერძნეთიდან ჩამოსული ქალი – ძროხების საყიდლად ფული მომცეს

„წავედი ოთხი წლის წინ, გაჭირვების გამო, აბა დალხინებული ადამიანი იქ არ მიდის, ვიყავი ჯანმრთელი, ვმუშაობდი, მერე სასწრაფოდ საოპერაციო ვიყავი და წამოვედი საქართველოში. ჯანმრთელად რომ ვყოფილიყავი გავაგრძელებდი მუშაობას და ვერ დავბრუნდებოდი“, – ამბობს 67 წლის ნადია ბოლქვაძე, რომელმაც 4 წელი გაატარა საბერძნეთში, რის შემდეგაც ემიგრაციიდან შინ, ქობულეთის სოფელ ოჩხამურში დაბრუნდა. ამბობს, რომ მძიმედ დაავადებულ მოხუცებს უვლიდა …

საფრანგეთში არალეგალებისთვის უფასო ჯანდაცვის შეზღუდვას განიხილავენ – მედია

საფრანგეთის სენატმა 200 ხმით 136-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც შესაძლოა შეიზღუდოს სახელმწიფო ჯანდაცვაზე არალეგალი მიგრანტების ხელმისაწვდომობა. კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანია გაუქმდეს სახელმწიფო სამედიცინო დახმარება, რაც არალეგალ მიგრანტებს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მედიის ცნობით, თავიდან აღნიშნულ კანონპროექტს მხარს მხოლოდ საფრანგეთის კონსერვატიული პარტია უჭერდა, დებატები მიმდინარეობდა მემარჯვენეებს შორისაც, ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი, …

პაციენტებამდე ზამთარში თხილამურებით მივდივარ – ექთანი სოფელ ცხემლისიდან

მალხაზ მგელაძე სოფელ ცხემლისის სამედიცინო ამბულატორიის ექთანია. ცხემლისი შუახევის პატარა სოფელია, სადაც სულ 179 ადამიანი ცხოვრობს. მალხაზს დღეში 3, 4-ჯერ უწევს გამოძახება, სახლში აკითხავს პაციენტებს. ამბულატორიის შენობაში პირველადი დახმარებისთვის საჭირო წამლებია ხელმისაწვდომი, არ არის ჟანგბადის ბალონი და ინჰალაციის აპარატი: „ყოფილა შემთხვევა, როცა ჟანგბადის ბალონი დამჭირვებია და არ მქონია. სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა ამ დროს, პაციენტს სუნთქვა …

ხოჯებს აკავებდნენ და წიხლს აყოლებდნენ მანქანაში – 94 წლის კაცი სტალინურ რეპრესიებზე ჭვანაში

ჭვანა 328 კაცით დასახლებული სოფელია შუახევის მუნიციპალიტეტში, წლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აღწერის სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა თანდათან მცირდება. ნური ბეჟანიძე ჭვანაში ცხოვრობს. შვილები და შვილიშვილები თბილისსა და გურიაში დასახლდნენ. 94 წლისაა და 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებს მოესწრო. ამ დროს 8, 9 წლის ბიჭი იყო, მაგრამ ახსოვს, როგორი შიში იყო გამეფებული სოფელში, მამა როგორ …

რა გაარკვია მთავრობამ რუსულ სკოლებთან დაკავშირებით ერთ წელში

აკრედიტაციის გარეშე მოქმედი კერძო რუსული სკოლები, სადაც საქართველოს განათლების სამინისტრომ ერთი წლის წინ მოკვლევა დაიწყო, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. „ბათუმელებმა“ არააკრედიტებული სკოლების: „School Club Georgia-სა“ და „პროექტორის“ შესახებ სტატიები 2022 წლის 2 და 9 სექტემბერს გამოაქვეყნა. ორივე სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. ორივე სკოლის დირექტორი …

მოხალისეობა საქართველოში – ვის როდის და რატომ ვეხმარებით

რატომ გვიჩნდება სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დავეხმაროთ სხვებს? –  თანაგრძნობის ბუნებრივი უნარი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანებს უბიძგებს, გახდნენ მოხალისეები და გაიღონ საკუთარი დრო და რესურსი სხვისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.  საქართველოში მოხალისეობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. უახლოეს წარსულში ამის მაგალითია 17 ივნისს თბილისში, დიდ დიღომში, 11 წლის გოგონას ძებნაში როგორ ჩაერთო ასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ, საკუთარი სურვილით. ასევე, …

თავშესაფარს ითხოვდა საფრანგეთში, უარი მიიღო და მერე უკრაინაში დაიღუპა – მედია ქართველ მეომარზე

41 წლის ქართველი მეომარი, მალხაზ კვიჟინაძე უკრაინის ომში 2023 წლის 24 ივნისს დაიღუპა საარტილერიო დაბომბვისას. ქალაქში, სადაც მშობლები და შვილები ჰყავს, პირველ ივლისს ჩამოასვენეს, დაკრძალეს 2 ივლისს. საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსს ყოველწლიურად საქართველოს უამრავი მოქალაქე ითხოვს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაგალითად, 2022 წელს თავშესაფრის თხოვნით საქართველოს 8867-მა მოქალაქემ მიმართა საფრანგეთის სახელმწიფოს. ეს 2021 წლის ამავე …

„მესაზღვრე ხელს მკრავდა, წადი იომეო“ – უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ

27 წლის ალექსანდრ იურევიჩი დევნილია უკრაინიდან. 2023 წლის ზაფხულიდან ბათუმში ცხოვრობს. ორი კვირის წინ ალექსანდრე ბათუმიდან თურქეთში წავიდა პროდუქტების საყიდლად. ბათუმიდან ხშირად გადადიან თურქეთის საზღვართან მდებარე მაღაზიებში საკვები პროდუქტის საყიდლად და მალევე უკან ბრუნდებიან. ალექსანდრემ საქართველოდან დაუბრკოლებლად გადალახა საზღვარი თურქეთისკენ, მაგრამ უკან დაბრუნებისას ქართველმა მესაზღვრეებმა აღარ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე. ალექსანდრე სამი კვირაა სარფში [თურქეთის მხარეს] …

რა საფრთხეზე ჰყვებიან ბათუმში მცხოვრები ბელარუსები, რომლებიც რეჟიმს გამოექცნენ

ვლასი ბელარუსიდან 2020 წლის შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში დედასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ბელარუსში აღარ დაედგომებოდათ. 2020 წლის საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ვლასის თქმით, პოლიციას მათი ოჯახი აღრიცხვაზე ჰყავს. ბათუმში მცხოვრები მიგრანტი ანონიმურად საუბარზე დაგვთანხმდა, რადგან ღიად საუბარი მისთვის საფრთხისშემცველია. 2023 წლის სექტემბერში ამოქმედდა ბელარუსის დიქტატორის, ლუკაშენკოს 278-ე ბრძანება  „დოკუმენტების გაცემისა და მოქმედებების …

როგორ ცხოვრობს უკრაინელი ინა ბათუმში – კამუფლაჟების ქსოვის შემდეგ ევრომაიდანზე

603 დღეა, რაც უკრაინა საკუთარ ქვეყანას იცავს რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან. ზუსტად ამდენივე დღეა ბათუმში, ევროპის მოედანზე, ყოველდღე იკრიბებიან უკრაინის მოქალაქეები 6 საათის შემდეგ დროშებით, პოსტერებით, აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინის მცველებს. 55 წლის ინა ნედოვიზიც თითქმის ყოველდღე აქ არის. ამბობს, რომ აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად დგას და ეს ძალას მატებს, ენერგიით ავსებს: „ბათუმის ევრომაიდანი …

გაქცევა მოგვიწია დიქტატორისგან, რომელიც შეიშალა – რას ჰყვება რუსეთის მოქალაქე

რუსეთის მოქალაქე, 38 წლის ანატოლი პოტეხინი 2022 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან ერთად, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ანატოლი ჯერ თბილისში ჩავიდა, რომ შეესწავლა როგორი მდგომარეობაა, რეალურად ღირდა თუ არა აქ გადმოსახლება, საბანკო ბარათების აღება, ბიზნესის …

„გვყავს პაციენტები, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ“ – ფრანგი ექიმი ქართველ პაციენტებზე

„სტრასბურგის სხვადასხვა საავადმყოფოს განყოფილებებში იზრდება მიგრანტების რიცხვი, მათგან უმრავლესობა ქართველია. მედპერსონალისთვის, რომლებიც მათ მკურნალობენ, ეს პოლიტიკურ არჩევანთანაა დაკავშირებული, ამ არჩევანის წინაშე ყოფნა კი მედპერსონალს არ სურს“ – წერს ფრანგული რეგიონული გამოცემა Rues 89 Strasbourg-ი. სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმი-ნეფროლოგი, იონას მარცლოფი გამოცემასთან ამბობს, რომ 2018-2019 წლებში დიალიზზე მყოფი ყოველი მეექვსე პაციენტი მიგრანტი იყო, ძირითადად – საქართველოდან. მარცლოფი …

სტრასბურგში ქართველი პაციენტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა – ფრანგული გამოცემა

სტრასბურგში ყოველდღიურად იზრდება საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. საფრანგეთის სახელმწიფო სამსახურები და ექიმები ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი და მოძებნონ გზა პაციენტთა მიგრაციის დიდ ნაკადთან გასამკლავებლად – ამის შესახებ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ადგილობრივი მედიაგამოცემა Rue 89 Strasbourg-ი  წერს 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში. გამოცემის ცნობით, მიგრანტების რიცხვი სტრასბურგში განსაკუთრებით გაიზარდა 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს …

ემიგრაციაში რომ წავედი, ჩემი ქმარი სხვა ქალთან წავიდა – ემიგრანტი ქალი ერაყიდან

სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და აჭარის სოფლებიდან ქალები ხან მარტო, ხანაც ოჯახებით ხშირად მიდიან ერაყში სამუშაოდ. ერაყში სამუშაო ვიზის მიღება ადგილზეა შესაძლებელი და ემიგრანტებს არალეგალურად ცხოვრების შიში არ აქვთ. სწორედ ამ ნიშნით გახდა ეს ქვეყანა საინტერესო იმ ქართველებისთვის, ვისაც სხვა ქვეყანაში სურდათ სამსახურის შოვნა. ერაყში ქართველები ძირითადად დამლაგებლებად მუშაობენ ოჯახებში, სასტუმროებსა და კაფე-ბარებში. მოხუცების მომვლელებად აქ ნაკლებად …

„ჩემი შვილები ფიქრობენ, რომ ეს ფეიერვერკებია“ – ქართველი ებრაელი აშდოდიდან

7 ოქტომბრის დილას ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს. „ბათუმელები“ ესაუბრა ანი ხუნდიაშვილს [ანი ეფრატი], ისრაელის მოქალაქეს, რომელიც სამხრეთ ისრაელში, ქალაქ აშდოდში ცხოვრობს. მან …

„ვნახე ქართველები, მანქანებში რომ ცხოვრობენ სახლში გასაგზავნი ფულის დასაზოგად“ – გზა აშშ-მდე

33 წლის ეთო ბეგლარაშვილი  შვილთან, 5 წლის ლიკასთან ერთად, ამერიკამდე მექსიკის გზით ჩავიდა 2023 წლის ოქტომბერში. ეთომ და ლიკამ რთული და გრძელი გზა გაიარეს ირაკლისთან ჩასვლამდე. ირაკლი ლიკას მამაა, რომელმაც საქართველო წელიწად-ნახევრის წინ დატოვა და სამუშაოდ წავიდა ამერიკაში, ასევე მექსიკის რთული გზით. ამერიკამდე გასავლელ გზაზე ეთომ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ 5 წლის ლიკას ოდნავადაც …

„ემიგრანტი აღარ  ვიქნები“ – დაბრუნება ემიგრაციიდან 16 წლის შემდეგ

ბაღდათელი ნათია თოლორდავა იტალიიდან საქართველოში 16-წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა. 19 წლის იყო, როცა გერმანიაში წავიდა თავიდან AU PAIR-ის პროგრამით. ნათიას დედაც ემიგრაციაში იყო ამ დროს, დედა-შვილს ერთმანეთი 5 წელი არ ჰყავდათ ნანახი. ნათიას მიზანი ახალ გარემოში ცხოვრება, ენების სწავლა, მოგზაურობა და დედასთან ახლოს ყოფნა იყო. ნათია იტალიასა და გერმანიაში ემიგრაციის გამოცდილებაზე, დაბრუნების მიზეზსა და სამომავლო …

„ჩემი თაობა არ კმაყოფილდება საკვებითა და ტანსაცმლით“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-დან

თეა გონგაძე 13 წელია ამერიკაში ცხოვრობს. 2010 წელს წავიდა საქართველოდან, 18 წლის. მანამდე ამერიკაში წასვლაზე არასდროს უფიქრია. კავკასიის ბიზნესსკოლაში სწავლობდა პირველ და მეორე კურსზე მანამ, სანამ ეკონომიკის ლექტორმა არ დაიბარა და ურჩია, რომ მისი უნარებით უმჯობესი იყო ამერიკაში ეცადა სწავლის გაგრძელება. თეამ იცოდა, რომ გაცვლითი პროგრამები არსებობდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, საქართველოდან თუ დაწერდა ესეებს, გაგზავნიდა …

რატომ გადაწყვიტა მარტოხელა დედამ შვილებთან ერთად ემიგრაციაში წასვლა

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც 2022 წელს ყველაზე ხშირად ითხოვდნენ თავშესაფარს ევროპაში. ერთი წელია გერმანიის სახელმწიფოს სთხოვს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქე ნათია ბაიაძეც, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მესამეს ელოდება. ნათია მკერავია. შვილებს ხაშურში მარტო ზრდიდა, მაგრამ ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლის მიზეზი მხოლოდ მატერიალური პრობლემები არ ყოფილა: „გარშემომყოფების გამო …

„გამოვიქეცი გერმანიაში, ჩემს შვილებს რომ არ ენახათ, როგორ მოვკვდებოდი“ – ემიგრანტი ქალი

ეკა ვაჩაძეს მეუღლე და ორი შვილი ორი წელი არ ჰყავდა ნანახი. ორი წლის წინ იგი გერმანიაში მარტო წავიდა სამკურნალოდ, ერთი თვის წინ კი მისი ოჯახიც ჩავიდა გერმანიაში და ეკამ შვილები და მეუღლე პირველად ნახა ხანგრძლივი განშორების შემდეგ. ეკა გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სტატუსს ელის. გერმანიის სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ეკას ჯერ …

საზღვრის გადმოკვეთისთანავე გააგზავნე თავშესაფრის მოთხოვნა – რა უნდა იცოდეთ აშშ-ში წასვლამდე

მარი ოზაშვილს არასდროს უფიქრია, რომ ემიგრაციაში წავიდოდა. უბრალოდ ათწლიანი ვიზა მიიღო მეგობრებთან ერთად და ამერიკაში მცხოვრებ დასთან წასვლა გადაწყვიტა ქვეყნის დასათვალიერებლად 2019 წლის ზაფხულში. მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში [საია] მუშაობდა, ბევრი პროექტი ებარა და შვილიც პატარა ჰყავდა, მერე პანდემია დაიწყო და საზღვრები დაიკეტა. არ იყო მზად ახალი ცხოვრება დაეწყო სხვა ქვეყანაში, მაგრამ მარიზე გავლენა დამ …

ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობს – რამდენიმე თვეში მივიღე მოქალაქეობა

„მეტი რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რომ ვერ გავუძლო? რის ატანას ვეღარ შევძლებ ამის მერე? იცი, რა კარგია, როცა სირთულეებს დაძლევ და ასე იწყებ ფიქრს? ვფიქრობ ახლა ასე. ორთვიანი სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ ამერიკის საჰაერო ძალებში მოსახვედრად. წარმოიდგინეთ, ტეხასის 45 გრადუსი სიცხე, 18 საათი დგახარ ფეხზე და ღამით საშუალოდ 5 საათი გძინავს. გწვრთნიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. …

„კომპიუტერული მეცნიერებები 39 წლისამ შევისწავლე“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-ში

34 წლის იყო, ემიგრაციაში რომ წავიდა. სამი პროფესია აქვს, ჟურნალისტია, რეალტორი და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი. ბოლო ორი საქმე ამერიკაში ჩასვლის მერე ისწავლა. „ძიების პროცესში ვიყავი. ამერიკაში რომ ჩავედი, რეალტორის საქმის სწავლა დავიწყე, პარალელურად კომპიუტერულ მეცნიერებებს ვსწავლობდი, მომავლის ეს პროფესია იქცა ჩემს ძირითად საქმედ, ყოველდღიურად ვითარდება კომპიუტერული მეცნიერებები და არასდროს გაძლევს მოდუნების უფლებას, სულ სიახლეებს უნდა …

ბაღდათის სოფელ დიმში ქვევრში 2 კაცი გაიგუდა

დღეს, 29 აგვისტოს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ქვევრში ორი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ქვევრის გასაწმენდად ჩავიდა მარანში, მას შემდეგ, რაც მან დაიგვიანა, მისმა ახლობელმა, შუახნის კაცმა მიაკითხა და უგონო მდგომარეობაში მყოფის დახმარება სცადა. ის ქვევრში ჩავიდა და თავადაც დაიღუპა. კაცები სავარაუდოდ ჭაჭის გაზით გაიგუდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით ხელყოფის, სისხლის სამართლის …

უკრაინის გმირი პილოტი, რომელმაც რუსეთს მძიმე დარტყმა მიაყენა

ასამდე საომარი გაფრენით პილოტმა ვადიმ ბლაგოვესტნიმ რუსულ მხარეს მძიმე დარტყმა მიაყენა, ოკუპანტებს გაუნადგურა 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 80-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, საწვავის და საპოხი მასალების 40-ზე მეტი ცისტერნა. უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ის ცნობით, პილოტმა ბლაგოვესტნიმ 800-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. ეს უკრაინული სამხედრო გამოცემა პერიოდულად აქვეყნებს ცნობებს უკრაინის გმირების შესახებ სამხედრო ჩანაწერებზე, თავდაცვის ძალების …

რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება საკვების ნაკლებობის გამო – ქართველი სტუდენტი

23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურის მეორე კურსზე. ჯულიარდში ამ ფაკულტეტზე სწავლა ყოველწლიურად 60 ათასი დოლარი ღირს. ელენემ მუსიკის ამ უმაღლესი სკოლის სრული დაფინანსება მოიპოვა სტეტსონის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში წარმატებული სტუდენტობის შემდეგ. ჯულიარდი ლინკოლნის ცენტრში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა, სადაც ისეთმა დიდმა მუსიკოსებმა მიიღეს განათლება, როგორებიც არიან …

ამერიკა გაძლევს შანსს, იცხოვრო შენი მიზნისთვის – სტუდენტი საქართველოდან

ერეკლე 2016 წელს წავიდა პირველად ამერიკაში, აიდაჰოს შტატის კოლეჯში ფლექსის პროგრამით. კოლეჯი 2020 წელს დაამთავრა. მერე ორი წელი იმუშავა და ახლა სიეტლის სამართლის სკოლაში ჩაირიცხა. რამდენიმე დღეში სწავლა ეწყება. კოლეჯშივე ისწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან ერთად სამართალი, საერთაშორისო პოლიტიკა და შემოქმედებითი წერა, რაც ერთგვარი მომზადება იყო სამართლის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად: „ამერიკული განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი აზრის …

17 წლის საბა სურმანიძე – მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი აჭარის ნაკრებიდან

საბა სურმანიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა 2023 წლის 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. საბა აჭარის ნაკრების მოჭიდავეა. იასპარეზა 60 კგ წონით კატეგორიის ფინალში და კადეტებს შორის 2-2 ჯერ გახდა პრიზიორი. ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 17 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი სტამბოლში ჩატარდა. საბასთვის ეს მეოთხე მედალი იყო. „ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს …

30-დან 200 ლარამდე ბინის დაქირავება – რა ღირს ბათუმში დასვენება, კვება, ზღვაზე გასეირნება

რა ღირს ბათუმში დასვენება, რა ფასები აქვს 2023 წლის საზღვაო სეზონზე სასტუმროებს და ზღვაზე გართობას? ბათუმში დასვენება საკმაოდ ძვირადღირებულ სიამოვნებად იქცა. თუმცა აგვისტოს თვე ყველაზე ძვირადღირებული დროა ყველა საზღვაო ქალაქში. დასვენების დროს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია კვება. შესაბამისად, ყოველ ზაფხულს დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ბათუმში აჭარული ხაჭაპური, რადგან ბათუმში დასვენებისას საუზმე ხშირად დილის ხაჭაპურით იწყება. …

„როცა ევროპამ თქვა, რომ საქართველო ევროპაა, მთავრობა ამბობს, რომ ევროპა არ აინტერესებს“

დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია – „ევროპული და ქართული იდენტობა“ იმართება. დასწრება თავისუფალია. ლექციამდე ცოტა ხნით ადრე ლევან ბერძენიშვილი „ბათუმელებს” საქართველოს ევროპულ მომავალზე, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამოკიდებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობებზე ესაუბრა. ლევან ბერძენიშვილი:  „ჩვენ აქამდე ორ სუბიექტთან გვიწევდა გვემტკიცებინა, რომ ევროპა ვართ: საკუთარ თავთან, ჩვენსავე მოსახლეობასთან, რაც ადვილი ამოცანა …

შოვში და-ძმა გიორგი და სოფიო ყარალაშვილებს ეძებენ

და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები მამისონის კოტეჯებში ისვენებდნენ, როგორც მათი მეგობარი ამბობს „ბათუმელებთან”. ეს კოტეჯები დამეწყრილია. და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები უცხოეთში ცხოვრობენ და ზაფხულში შოვში ისვენებდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღეს შოვში იპოვეს ცოცხლად გადარჩენილი და-ძმა, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობა დაუდგენელია. გიორგის და სოფიოს მეგობარი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, დაკარგულებს შორის ორი და-ძმაა და ჯერჯერობით უცნობია, …

უკრაინის გმირი, რომელმაც იზიუმის ალყიდან ბატალიონი გამოიყვანა და გადაარჩინა

2022 წლის 21 ნოემბერს ცალკეული საავიაციო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ, მაიორმა დენის მაკაროვსკიმ უკრაინის გმირის ჯილდო და ოქროს ვარსკვლავის ორდენი მიიღო. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხვედრაზე, რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისას პირველ საბრძოლო დავალებებზე, იზიუმის დაცვაზე, „შერვუდის ტყეში“ ბრძოლებზე დენის მაკაროვსკი უკრაინის თავდაცვის ძალების გამოცემა „Armyinform“-ს ესაუბრა. 2015 წელს ჩააბარა ოდესის სამხედრო აკადემიაში. ოთხი წელი ისწავლა და ამის შემდეგ …

Exit mobile version