„ბათუმში ძვირია დასვენება“, – ეს მოსაზრება წელს ალბათ უკვე მცდარია, რადგან ის ადამიანები, ვინც წლებია ტურიზმის სფეროში მუშაობენ, აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით ფასები წელს 20-30%-ით დაბალია. ელისოს საცხოვრებელი ბინა, აკვაპარკის წინ, ნინოშვილის ქუჩაზე, პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. ის 3-ოთახიან კომფორტულ ბინას უკვე წლებია აქირავებს დამსვენებლებზე. იქედან გამომდინარე, რომ ელისოს ბინა ზღვის პირასაა, ყოველთვის ბევრი სტუმარი …
Author Archives: ნანა კვაჭაძე
ჰონორარების საკითხს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ხელახლა განიხილავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს, რათა მრჩეველთა საბჭოს წევრთა ჰონორარის ოდენობის საკითხი განიხილოს. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ განიხილა და ხმათა უმრავლესობით საბჭოს წევრებისა და საბჭოს აპარატის წევრების ხელფასები გაიზარდა. კერძოდ, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების …
Continue reading “ჰონორარების საკითხს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ხელახლა განიხილავს”
აქტივისტი: დაასაფლავეთ ილუზია, რომ „რივიერასთან“ ივანიშვილი არაფერ შუაშია
დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, „ოცნების“ პარტიულ შეკრებაზე ჩამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში „რივიერაზე“ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას „ნაციონალებისგან“ მართული ადამიანები აპროტესტებენ. „აბა, ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. მათ უნდათ, რომ …
Continue reading “აქტივისტი: დაასაფლავეთ ილუზია, რომ „რივიერასთან“ ივანიშვილი არაფერ შუაშია “
რივიერაზე მშენებლობის მოწინააღმდეგის თქმით, პოლიციამ მათი აქტივისტი „შეცდომით“ დააკავა
დღეს, 16 ივლისს, ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა ჯგუფის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც საკრებულოს სხდომას უნდა დასწრებოდა, პოლიციამ საკრებულოს შენობასთან დააკავა – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ექიმი ზეინაბ დიასამიძე წერს ფეისბუქზე: „დღეს ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბრუნდებოდა სხდომაზე გამოცხადებული 1-საათიანი შესვენების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შენობასთან აიყვანეს… პოლიციის მანქანით პოლიციის შენობამდე მიიყვანეს და გადმოსვეს, თანაც …
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დირექტორის კონკურსს აცხადებს – მესამე მცდელობა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ბოლო სამი თვის განმავლობაში მესამედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ვაკანსიაზე. მაუწყებელში დირექტორის ორი კონკურსი უკვე ჩაიშალა – 31 მაისს ხმები გაიყო და კონკურსი ვერ შედგა, იგივე მოხდა 10 ივლისს. პირველი კონკურსი: აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა მეორე კონკურსი: აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, …
Continue reading “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დირექტორის კონკურსს აცხადებს – მესამე მცდელობა”
იაკუტიელი შამანი მოსკოვში მიდის, რომ კრემლიდან პუტინი განდევნოს
იაკუტიელი შამანი, ალექსანდრე გაბიჩევი, რომელიც უკვე ოთხი თვეა ფეხით მიდის მოსკოვში, რომ კრემლიდან „პუტინის ბოროტი სული“ განდევნოს, რუსეთის პროვინციებში სულ უფრო პოპულარული ხდება. 13 ივლისს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ჩიტაში ჩასულ შამანს აქცია დახვდა. რუსული მედიის ცნობით, ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ კომუნისტები და სამოქალაქო სოლიდარობის მოძრაობა. აქციის მთავარი სლოგანი იყო რუსეთი პუტინის გარეშე. ალექსანდრე გაბიჩევი პროფესიით …
Continue reading “იაკუტიელი შამანი მოსკოვში მიდის, რომ კრემლიდან პუტინი განდევნოს”
აჭარის განათლების სამინისტროს განმარტება აჭარის მოდის კვირეულის მხარდაჭერაზე
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოდის კვირეულზე, Adjara Fashion Week-ზე მოწვეული 5 სტუმრისათვის თვითმფრინავის ბილეთებს შეიძენს და ასევე, ხუთი სტუმრის VIP კლასის სასტუმროში განთავსებისთვის გადაიხდის ფულს. ამისათვის სამინისტრო ჯამში 15 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს. ტენდერები ამ მომსახურების შესაძენად უკვე გამოცხადებულია. „ბათუმელებმა“ ჰკითხა სამინისტროს სტუმრების ვინაობისა და აჭარის მოდის კვირეულის ბიუჯეტიდან მხარდაჭერის მიზანშეწონილობის შესახებ. აჭარის განათლების სამინისტროში …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტროს განმარტება აჭარის მოდის კვირეულის მხარდაჭერაზე”
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ხელფასები გაიზარდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება გაიზარდა. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების – თვეში 3 025 ლარით. ჯამში მრჩეველთა საბჭოს წევრების საქმიანობის ანაზღაურებისთვის თვეში 15 475 ლარი დაიხარჯება. გადაწყვეტილება ძალაში გუშინ, …
Continue reading “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ხელფასები გაიზარდა”
ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებიდან ექსპერტებმა დნმ-ის ბაზისთვის ნიმუშები აიღეს
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტებიდან ნიმუშებს იღებენ დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად. სპეციალისტები მუშაობას დღეს, 12 ივლისს, დაასრულებენ. ნეშტები, რომლებიც შესაძლოა 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირებს ეკუთვნოდეს, ორი წელია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში ინახება, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი წელს, აპრილში გახდა. ეკლესიის სარდაფში დაახლოებით 150 ნეშტია დასვენებული, თუმცა, როგორც …
Continue reading “ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებიდან ექსპერტებმა დნმ-ის ბაზისთვის ნიმუშები აიღეს”
აჭარის მოდის კვირეულზე 5 სტუმრის მგზავრობას და სასტუმროს განათლების სამინისტრო აფინანსებს
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოდის კვირეულზე, Adjara Fashion Week-ზე მოწვეული 5 სტუმრისათვის თვითმფრინავის ბილეთებს შეიძენს და ასევე, ხუთი სტუმრის VIP კლასის სასტუმროში განთავსებისთვის გადაიხდის ფულს. ამისათვის სამინისტრო ჯამში 15 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს. ამ მომსახურების შესასყიდად სამინისტრომ ტენდერები უკვე გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, აჭარის მოდის კვირეულზე ორი სტუმარი მილანიდან ჩამოფრინდება, სამი კი – პარიზიდან. სამინისტრო მათ …
ბათუმის მერია 225 ტელევიზორს ყიდულობს
ბათუმის მერია სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 225 ტელევიზორს შეიძენს. ტენდერი შესყიდვაზე მერიამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 61 875 ლარია. ტელევიზორები სოციალურად დაუცველ იმ პირებს გადაეცემათ, რომლებიც მერიის პროგრამის – მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა – პირობებს აკმაყოფილებენ. ამ პროგრამით გათვალისწინებულია: პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, ტექნიკის, სოციალური დანიშნულების საქონლისა და სარემონტო მასალის შეძენა, ასევე, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობის რემონტი სოციალურად დაუცველი შშმ …
შეკვეთილში მოშიმშილეების კარვის დანგრევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
10 ივლისს შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქციის მონაწილეებს კარავი დაუნგრიეს და ბანერები გაიტაცეს. აქციას ამ ადგილას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები უკვე ორ კვირაზე მეტია მართავენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. 10 ივლისს აქციის ადგილას დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ „ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ, შს სამინისტროს ვერსიით კი, მოშიმშილეების კარავი ადგილობრივებმა დაარბიეს. ამ თემაზე: შსს-ს განცხადებით, ივანიშვილის სახლთან მოშიმშილეების კარავი ადგილობრივებმა …
Continue reading “შეკვეთილში მოშიმშილეების კარვის დანგრევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო”
ხმები გაიყო, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა – აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნები
დღეს, 10 ივლისს, საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებზე ხმები გაიყო, ამიტომაც გაიმართება ხელახალი კენჭისყრა. მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა – თინა ცისკარაძე და მერაბ წულუკიძე. მათ ორ-ორი ხმა მიიღეს. გარდა ამისა, ერთი ხმა მიიღო შოთა გურაბანიძემ. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, …
შსს-ს განცხადებით, ივანიშვილის სახლთან მოშიმშილეების კარავი ადგილობრივებმა დაარბიეს
დღეს, 10 ივლისს, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებს კარავი დაუნგრიეს და ბანერები გაიტაცეს. ვიდეოში, რომელიც ადგილზე მყოფმა აქციის მონაწილემ გადაიღო, ამბობენ, რომ მათ „ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი სხვა ვერსიაზე საუბრობს. ამ თემაზე: ენმ: შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარვები დაურბიეს შსს-ს ცნობით, მოშიმშილეების აქციას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა. „ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მივიდა აქციის მონაწილეებთან, …
რუსეთის სანქციების ქრონიკა საქართველოს წინააღმდეგ – მოკლედ
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერების შემდეგ რუსეთში ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის დახურვაზე და ფულადი გადარიცხვების აკრძალვაზე საუბრობენ. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. 2005 წლის დეკემბერი – რუსეთში აიკრძალა საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი. საბაბი იყო ფიტოსანიტარული ნორმების დარღვევა. 2006 წლის მარტი …
Continue reading “რუსეთის სანქციების ქრონიკა საქართველოს წინააღმდეგ – მოკლედ”
ონიშენკო: საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე
რუსეთის დუმის წევრმა, რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე. იგი ამბობს, რომ მხარს უჭერს სანქციების დაწესებას და რუსული ბაზრის დახურვას საქართველოსთვის. „საქართველოში მეღვინეობა უკვე ნამდვილად ჩამოიშლება [რუსეთის ბაზრის გარეშე]. თუ ჩვენ დავადებთ სანქციებს, ქართველმა ხალხმა უნდა ჰკითხოს თავის პოლიტიკოსებს, ვისზე მუშაობენ ისინი – ვაშინგტონისთვის თუ საკუთარი …
Continue reading “ონიშენკო: საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე”
„გახარია წადი“ – ბანერი ავტომაგისტრალზე [ფოტო]
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა დღეს, 8 ივლისს, ქობულეთის ავტომაგისტრალზე კვლავ გამოფინეს ბანერი – „გახარია წადი“. მსგავსი ბანერი გამოფინეს აქტივისტებმა მაგისტრალზე 5 ივლისსაც. საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა – გავრილომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, აქციის მონაწილეები კი ძალის გამოყენებით დაშალეს. 20 ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო …
Continue reading “„გახარია წადი“ – ბანერი ავტომაგისტრალზე [ფოტო]”
რას წერს რუსული მედია პუტინის გინებაზე – შეფასებები და განცხადებები
რუსული მედია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ის ეთერს, სადაც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა და შემდგომში განვითარებულ მოვლენებს, გუშინვე, 7 ივლისს, გადაცემის გასვლიდან მოკლე ხანში გამოეხმაურა. ერთ-ერთი პირველი კომენტარი ამ თემაზე „რია ნოვოსტიზე“ გამოჩნდა. გამოცემამ თინა კანდელაკის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გინებას „ტელეგრამზე“ გადაცემის გასვლიდან მოკლე ხანში გამოეხმაურა. „გადაცემის დასაწყისში წამყვანი დიდხანს, ბინძურად და …
Continue reading “რას წერს რუსული მედია პუტინის გინებაზე – შეფასებები და განცხადებები”
შსს: დაკავებულია „ლოტუ გულისა“ და ლავასოღლის გარემოცვა – ამოღებულია „ობშიაკის“ თანხა
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული …
ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ები სამით შემცირდა, თანამშრომელთა რაოდენობა კი 393-ით გაიზარდა
ბათუმის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 2018-2019 წლებში, 2014-2015 წლებთან შედარებით, 3-ით შემცირდა, თანამშრომელთა რაოდენობამ კი 393-ით მოიმატა, რამაც ა(ა)იპ-ების შრომითი სარგოს 612 000 ლარით გაზრდა განაპირობა – ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ბათუმს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე წელიწადში 33 242 996 ლარი იხარჯება, რაც ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის 21.5%-ია. ყველაზე მეტი …
ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია სირაბიძე დააკავეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია სირაბიძემ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და …
Continue reading “ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი დააკავეს”
პრეზიდენტს პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ პირველ სამუშაო შეხვედრაზე ყვავილები მიართვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს ათონელის სასახლეში ესტუმრა და ყვავილები მიართვა. „საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტაციის ვებგვერდზე. ამავე თემაზე: უფლებები ყვავილების ნაცვლად
ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის 20 ლარით დაჯარიმდებით – ცვლილება კანონში
დღეს, 4 ივლისს, ამოქმედდა ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმადაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისას მგზავრი 5 ლარის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება. მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა. თუ მგზავრი ჯარიმას არ გადაიხდის საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, მას დაერიცხება …
Continue reading “ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის 20 ლარით დაჯარიმდებით – ცვლილება კანონში”
ვინ არიან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის ახალი კანდიდატები
დღეს დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსზე განცხადებების მიღება. აჭარის საზოგადობრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობს: ირმა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, თინა ცისკარაძე, დავით დიასამიძე, გიორგი კოხრეიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, მერაბ წულუკიძე, ციალა ქათამიძე, შოთა ზოიძე და გიორგი წულაია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში გვითხრეს, რომ კანდიდატთა სია შეიძლება …
Continue reading “ვინ არიან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის ახალი კანდიდატები”
რა გააკეთა მთავრობამ სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 3 თვის განმავლობაში
ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობამ შექმნა კომისია ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების შესასწავლად, თუმცა ამ დრომდე არ აუღიათ დნმ-ის ანალიზი სამარხში აღმოჩენილი 150-მდე ნეშტისგან და კვლავ უცნობია, არასპეციალისტების მიერ გათხრილ სამარხში ნამდვილად იყვნენ თუ არა დაკრძალული 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილი პირები. ეს სამარხები 2017 წელს გათხარა ბათუმისა …
Continue reading “რა გააკეთა მთავრობამ სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 3 თვის განმავლობაში”
ზვიად რატიანი თბილისის აქციებზე: მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები
პოეტი ზვიად რატიანი საქართველოში 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე აქციებს ეხმიანება. ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ზვიად რატიანი ამბობს, რომ ეს თაობა გააკეთებს იმას, რაც ვერ შეძლო წინა თაობამ: „ეს უკვე სხვა თაობაა, გაიზარდნენ ჩვენი შვილები, გაიზარდნენ და არიან ჩვენზე გაცილებით ჭკვიანები, ჩვენზე სუფთები, არ არიან საბჭოიდები, არ ახსოვთ და კიდიათ მაგრად ის საბჭოთა კავშირი, არც ის …
Continue reading “ზვიად რატიანი თბილისის აქციებზე: მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები”
ხელვაჩაური, ხულო და შუახევი – 16 ფრაქცია საკრებულოებში და 0 ინიციატივა
აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების ინიციატივების რაოდენობა შემცირდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2017-2018 წლებში უშუალოდ ფრაქციების და ფრაქციათა ინიციატივების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო 2014-2016 წლების საკვლევ პერიოდთან შედარებით. 2014-2016 წლებში 35 ფრაქცია ფუნქციონირებდა, ხოლო 2017-2018 წლებში – 29, შემცირდა ინიციატივების რაოდენობაც – …
Continue reading “ხელვაჩაური, ხულო და შუახევი – 16 ფრაქცია საკრებულოებში და 0 ინიციატივა”
ურალის ავიახაზები ბათუმის ნაცვლად მგზავრებს მაგადანში სთავაზობს წასვლას
ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ იმ მგზავრებს, რომელთაც ბილეთი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდან საქართველოსკენ გამოსაფრენად ჰქონდათ ნაყიდი, სთავაზობს ბილეთის უფასოდ გადაცვლას მაგადანის მიმართულებით ან ბილეთის უკან დაბრუნებას თანხის ანაზღაურებით. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ფეისბუქგვერდზეა განთავსებული. მაგადანი ქალაქია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ამავე სახელწოდების ოლქში. სწორედ აქ მდებარეობდა ყველაზე სასტიკი საბჭოთა შრომა-გასწორების ბანაკი, „გულაგი“, რომელშიც 1930-1956 წლებში დაახლოებით 1, 6 მილიონი ადამიანი …
Continue reading “ურალის ავიახაზები ბათუმის ნაცვლად მგზავრებს მაგადანში სთავაზობს წასვლას”
სიყვარული გაიმარჯვებს – ქემალფაშას და თურქეთის სხვა ქალაქის მერიების მხარდაჭერა ლგბტქ თემს
თურქეთში ლგბტქ თემს სოციალურ მედიაში ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ მუნიციპალიტეტების მერიებმა, სადაც 2019 წლის არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა. „სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს“ – ვკითხულობთ ბოდრუმის მერიის ოფიციალურ გვერდზე ტვიტერზე; „სიყვარული გაიმარჯვებს“ – წერს ქემალფაშას მერია; „სამყარო მშვენიერია ყველა ფერით“ – ედირნეს მერია; „ვისურვებდი მომავალ წელს ერთად გაგვევლო“ – წერს იზმირის მერი. ჯამში, თურქეთის 20-მდე ქალაქის მერიის ტვიტერის …
მშენებლობებთან დაბზარული და ჩამოშლილი გზები ბათუმში [ფოტო]
ბათუმში, ბარგატიონისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე, გზა ჩავარდა. ამ ადგილას კომპანია „ევროლუქსი“ 21-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, გზის ჩავარდნა საძირკვლის ამოთხრის პროცესს მოჰყვა. კომპანია „ევროლუქსში“ გზის ჩავარდნის მიზეზად უამინდობას ასახელებენ. „აქ არის ჭაობი და სახლის მდგრადობისთვის, საფუძვლის ხარისხისთვის, საჭიროა მთლიანი ჭაობის ამოღება. ჩვენ 9 თვის განმავლობაში ვმუშაობთ და აქამდე არ მომხდარა ჩამოშლა. უამინდობამ და წყალმოვარდნამ …
Continue reading “მშენებლობებთან დაბზარული და ჩამოშლილი გზები ბათუმში [ფოტო]”
ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში, გახარია უნდა გადადგეს
მომღერალი ნინო ქათამაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს. იგი 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ რუსეთში კონცერტის გამართვას აღარ აპირებს: „ჩემო ძვირფასო მსმენელო და უმაგრესო ადამიანებო ვინც 10 დღეა აპროტესტებთ, ძალადობას და უსამართლობას, პირველ რიგში მოგმართავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა და პროტესტი თქვენთან არის! ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს იმას რომ რაიმე …
Continue reading “ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში, გახარია უნდა გადადგეს”
“სირცხვილია“ – დღეს ბათუმში გახარიას გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მარში გაიმართება
დღეს, 29 ივნისს, 19 საათზე, ევროპის მოედანზე ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებიც უერთდებიან თბილისში, 20 ივნისის ღამის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარე აქციების მოთხოვნას, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ. „მამუკა ბახტაძემ და გიორგი გახარიამ არაერთხელ ახსენეს, რომ “გავრილოვის ღამეს” გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური და რომ ტყვიები, რომლითაც ხელებაწეულ დემონსტრანტებს ესროდნენ, იყო მისაღები. შს მინისტრმა გახარიამ განაცხადა, …
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა
დღეს, 28 ივნისს, ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები დაიტბორა. როგორც „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, ამ დროის მონაცემებით [23:00] ქუჩების მასობრივი დატბორვა არ ფიქსირდება და დაიტბორა ძირითადად ის მონაკვეთები, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განსაკუთრებით – ჭავჭავაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთა. „მობილიზებული გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სანიაღვრე ჭებზე, რომ ჭებმა გამტარუნარიანობა …
Continue reading “ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა”
სტალინი ბლოკნოტის ყდაზე – ბიზნესი აკრძალული საბჭოთა ატრიბუტიკით
მომცრო ზომის ბლოკნოტი, რომლის ყდაზეც სტალინია გამოსახული, ბათუმში, „ბიბლუს გალერეაში“ იყიდება, იმავე სერიის, იმავე ზომისა და ფორმის სხვა ბლოკნოტებთან ერთად, რომლებზეც გამოსახულია აჭარული ხაჭაპური და ხინკალი. ამ სერიაში გამოცემულ ბლოკნოტებს უკან ინგლისურენოვანი წარწერა აქვს, რომელიც ყდაზე გამოსახულებას განმარტავს. მაგალითად, ხინკლისგამოსახულებიანი ბლოკნოტის უკანა ყდაზე ვკითხულობთ, როგორ უნდა ვჭამოთ ხინკალი; სტალინის ბლოკნოტზე დატანილი ინგლისურენოვანი ტექსტი კი იმის …
Continue reading “სტალინი ბლოკნოტის ყდაზე – ბიზნესი აკრძალული საბჭოთა ატრიბუტიკით “
„ქვეყანას მართავს ოლიგარქი, სასამართლოს მართავს კლანი“ – ბათუმელი ადვოკატები
დღეს, 26 ივნისს, ბათუმელი ადვოკატები გამოეხმაურნენ თბილისში მიმდინარე აქციებს. მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოში არაფორმალურ მმართველობასა და სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას. ადვოკატთა ჯგუფი ჟურნალისტებთან საკუთარი პოზიციის გასაზიარებლად დღეს ევროპის მოედანზე შეიკრიბა. ყოფილი მოსამართლე, ამჟამად ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ საზოგადოების დაცინვაა, რაც მოხდა დღეს საქართველოს პარლამენტში: „გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეც კი …
Continue reading “„ქვეყანას მართავს ოლიგარქი, სასამართლოს მართავს კლანი“ – ბათუმელი ადვოკატები”
ბათუმში სასტუმროებს, რესტორნებსა და დიდ ობიექტებს ღამით გაზის მიწოდება შეუწყდებათ
„სოკარ ჯორჯია გაზის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 26 ივნისს, საღამოს 21 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდებათ ბათუმში მდებარე მსხვილ ობიექტებს: სასტუმროებს, რესტორნებს, ქარხნებს, პურის საცხობებს და ა.შ. კომპანიის ინფორმაციით, ობიექტებს გაზის მიწოდება ხვალ დილით აღუდგებათ. „სოკარის“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ გაზის გათიშვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც ხვალ, 27 ივნისს იწყება და დიდი ობიექტების გათიშივა ეტაპობრივად მიმდინარეობს. „გაფრთხილებული არიან …
Continue reading “ბათუმში სასტუმროებს, რესტორნებსა და დიდ ობიექტებს ღამით გაზის მიწოდება შეუწყდებათ”