მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია 225 ტელევიზორს ყიდულობს

12.07.2019
ბათუმის მერია 225 ტელევიზორს ყიდულობს

ბათუმის მერია სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 225 ტელევიზორს შეიძენს. ტენდერი შესყიდვაზე მერიამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 61 875 ლარია.

ტელევიზორები სოციალურად დაუცველ იმ პირებს გადაეცემათ, რომლებიც მერიის პროგრამის – მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა – პირობებს აკმაყოფილებენ. ამ პროგრამით გათვალისწინებულია: პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, ტექნიკის, სოციალური დანიშნულების საქონლისა და სარემონტო მასალის შეძენა, ასევე,  საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობის რემონტი სოციალურად დაუცველი შშმ  და ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.001-ს; გარდა ამისა, სამი და მეტშვილიანი, სოციალურად  დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30.001-ს და სოციალურად  დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1.001-ს.

„შემოდის განცხადებები, სერვისცენტრები სწავლობენ კონკრეტულ მდგომარეობას, ადასტურებენ საჭიროებას და იმის მიხედვით, თუ რაზეა მოთხოვნა, ტელევიზორზე, მაცივარზე, ლეიბებზე თუ ავეჯის შეძენაზე, ცხადდება ტენდერი,“ – ამბობს ლელა სურმანიძე, ბათუმის მერის მოადგილე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: