მთავარი,სიახლეები

ურალის ავიახაზები ბათუმის ნაცვლად მგზავრებს მაგადანში სთავაზობს წასვლას

01.07.2019
ურალის ავიახაზები ბათუმის ნაცვლად მგზავრებს მაგადანში სთავაზობს წასვლას

ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ იმ მგზავრებს, რომელთაც ბილეთი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდან საქართველოსკენ გამოსაფრენად ჰქონდათ ნაყიდი, სთავაზობს ბილეთის უფასოდ გადაცვლას მაგადანის მიმართულებით ან ბილეთის უკან დაბრუნებას თანხის ანაზღაურებით. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.

მაგადანი ქალაქია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ამავე სახელწოდების ოლქში.  სწორედ აქ მდებარეობდა ყველაზე სასტიკი საბჭოთა შრომა-გასწორების ბანაკი, „გულაგი“, რომელშიც 1930-1956 წლებში დაახლოებით 1, 6 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

accuweather.com-ის მონაცემებით, მაგადანში ივლისის დასაწყისში საშუალო ტემპერატურა 10-12 გრადუსია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ურალის ავიახაზებს ფეისბუქმომხმარებლები ეხმიანებიან. „ეს რა, ვირუსული მარკეტინგია? ბათუმის, ზღვისა და მზის ნაცვლად მაგადანში წასვლა? რატომ არა გულაგში?!“ „მაგადანი? სერიოზულად?“ – წერენ კომპანიის ფეისბუქგვერდზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: