ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის -კანცლერის არჩევნები გამოაცხადა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება. კანდიდატმა ბსუ-ს საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. ამ დრომდე უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი ჯემალ ანანიძეს ეკავა. იგი კანცლერის თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობს და 23 ივნისს ეწურება ამ …
Author Archives: ნანა კვაჭაძე
387 პირი ამბობს, რომ არ უნაზღაურდება დამატებითი სამუშაო საათები – „ბათუმელების“ გამოკითხვა
დასაქმებული ადამიანები საქართველოში შრომის ბაზარზე ყველაზე გავრცელებულ პრობლემად აუნაზღაურებელ დამატებით სამუშაოს და არასათანადო შრომით პირობებს ასახელებენ – ასეთია „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი, რომელშიც 1951-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა – „როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები“ – „ბათუმელების“ ვებგვერდზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 13 პასუხიდან თითოეულ გამოკითხულს შეეძლო მოენიშნა ერთი ან რამდენიმე პასუხი. ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა შემდეგმა პასუხებმა: …
აჭარის ტელევიზიის დირექტორობის შვიდი კანდიდატი – განცხადებების მიღების ბოლო დღე
დღეს, 24 მაისს, სრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება. ამ დროისათვის [13:00] დირექტორის კონკურსში ხუთი განცხადებაა შესული. კანცელარიაში ამბობენ, რომ განცხადებების მიღების ვადის დასრულებამდე კანდიდატების ვინაობას ვერ გაასაჯაროებენ, თუმცა მათი ვინაობა უკვე ცნობილია. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის დირექტორობის შვიდი კანდიდატი – განცხადებების მიღების ბოლო დღე”
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 საჩივარია შესული
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის [18:00] 17 საჩივარია შესული. სამი საჩივარი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დაწერეს, 14 საჩივარი კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებმა. „საჩივრის ძირითადი მიზეზი პროცესუალური დარღვევებია, რომელთა უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა. მაგალითად, ეს არის გარეთ აგიტაცია; ორ შემთხვევაში კომისიის წევრი გარეთ გავიდა და დაიწერა საჩივარი; ასევე, როგორც იცით, ითქვა, რომ კოორდინატორებს სიები ჰქონდათ და …
Continue reading “ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 საჩივარია შესული”
ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან
1938 წლის იანვარია ბათუმში, საღამო. რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის. ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი …
Continue reading “ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან”
„ბათუმელები“ 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლებს ეძებს
შპს „გაზეთი ბათუმელები“ აგროვებს დოკუმენტურ და ზეპირ მონაცემებს 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ [დახვრეტილ] პირთა შესახებ. თუ კი 1937-1938 წლების რეპრესიები შეეხო თქვენი ოჯახის წევრს/ნათესავს და გაქვთ ინფორმაცია მის შესახებ, მოგონებები ამ ადამიანზე ან/და ფოტოსურათი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და გაგვიზიაროთ ინფორმაცია თქვენთვის მოსახერხებელი გზით. [checklist] მოგვწერეთ ელფოსტაზე: represiebi1937@gmail.com ან ფეისბუქზე: facebook.com/batumelebi შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558 66 47 …
Continue reading “„ბათუმელები“ 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლებს ეძებს”
ანზორ ბოლქვაძის ოჯახს სასტუმრო „ხულოდან“ შემოსავალი არ მიუღია – ქონებრივი დეკლარაცია
დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ქონებრივ დეკლარაციაში სასტუმრო „ხულო“ მხოლოდ წელს აისახა. დეკლარაციაში ანზორ ბოლქვაძე უთითებს, რომ მისი მეუღლე, თინა ბოლქვაძე, ფლობს შპს „ფონი+“-ის 100% წილს. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის სასტუმრო „ხულო“. კომპანია 2012 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა დეპუტატის დეკლარაციაში მხოლოდ წელს გვხვდება. ანზორ ბოლქვაძის მიერ 2019 წელს შევსებული დეკლარაციის გრაფაში – „საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი …
სოფელ ბუკნარში წყლის მთავარი მილი დაწვეს – 220 აბონენტს წყალი არ მიეწოდება
2 მაისს ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, წყლის მთავარი მაგისტრალური მილი დაიწვა, რის გამოც ბუკნარის დასახლებაში წყალი 220 აბონენტს არ მიეწოდება. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქზე ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ გამოაქვეყნა ფოტოებთან ერთად. ქობულეთის მერი წერს, რომ დაზიანებულია მილის 5-მეტრიანი მონაკვეთი და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მილი, სავარაუდოდ, ხელოვნურადაა დაზიანებული. დასახლება მაგისტრალური მილიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრშია. ა(ა)იპ „ქობულეთის …
Continue reading “სოფელ ბუკნარში წყლის მთავარი მილი დაწვეს – 220 აბონენტს წყალი არ მიეწოდება”
ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგო იპოვეს
13 წლის მოსწავლე, რომელსაც პოლიცია პირველი მაისიდან ეძებდა, ბათუმში იპოვეს. შს სამინისტროს ცნობით, იგი ამჟამად ოჯახში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. 13 წლის გოგოს დაკარგვის შესახებ შს სამინისტროში შეტყობინება გუშინ, პირველ მაისს შევიდა.
პოლიცია 13 წლის ბათუმელ გოგოს ეძებს
ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ. შეტყობინება შს სამინისტროში გუშინ, პირველ მაისს შევიდა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 13 წლის მოსწავლე გუშინ სკოლაში არ ყოფილა, იგი არდადეგების შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა. შს სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ეპარქიის წარმომადგენელი: სამარხის გათხრის შესახებ ყველა სტრუქტურა ინფორმირებული იყო
დღეს, პირველ მაისს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიდან სხდომას იღუმენია სიდონია დარჩია და ისტორიკოსი პირიმზე რურუა ესწრებოდნენ. პირიმზე რურუამ განაცხადა, რომ ორი წლის წინ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე სამარხების შესახებ, აღმოჩენისთანავე იყო ინფორმირებული მთავრობა: „იმთავითვე იყო ინფორმირებული გათხრების დაწყების შესახებ ყველა სტრუქტურა, …
ბათუმში, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს
ბათუმში კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილებს ეკუთვნის. ინფორმაცია სამარხის აღმოჩენის შესახებ დღეს, პირველ მაისს, ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე გახდა ცნობილი. „ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, იმავე ტერიტორიაზე, სადაც წინა ოთხი სამარხი იქნა აღმოჩენილი, კიდევ ერთი სამარხი აღმოჩნდა. ჩვენ ამ სამარხს კირქვა მივაყარეთ, ხელი არ გვიხლია. …
Continue reading “ბათუმში, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს”
როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები? [გამოკითხვა]
შრომითი უფლებების დარღვევაზე დღეს ბევრი საუბრობს. რას ფიქრობთ, კონკრეტულად როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები? გამოკითხვის მონაწილეს შეუძლია მონიშნოს ერთი ან რამდენიმე პასუხი. „ბათუმელების“ გამოკითხვა ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ანონიმურია. გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატიული. როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები?
ინფექციურ საავადმყოფოში მოხვედრილი მეორეკლასელები კარგად არიან
მე-18 სკოლის მეორეკლასელები, რომლებიც გუშინ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდნენ ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილით, დღეს, პირველ მაისს, თავს კარგად გრძნობენ და სკოლაში გამოცხადდებიან – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სკოლის დირექტორმა, რუსუდან დავითაძემ დაუდასტურა. სკოლის დირექტორის თქმით, ბავშვები ჯერ კიდევ გუშინ კარგად გრძნობდნენ თავს და ისინი გუშინვე, რამდენიმე საათში გაწერეს ინფექციური საავადმყოფოდან. „ყველა კარგადაა, ყველა იქნება დღეს სკოლაში. …
Continue reading “ინფექციურ საავადმყოფოში მოხვედრილი მეორეკლასელები კარგად არიან”
9 მეორეკლასელი სკოლიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
დღეს, 30 აპრილს, 9 ბავშვი გადაიყვანეს ბათუმის #18 საჯარო სკოლიდან ინფექციურ საავადმყოფოში ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა მეორეკლასელების საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი, იგი ამბობს, რომ შესაძლოა ეს იყოს საკვებისმიერი მოწამვლა, თუმცა ამ ეტაპზე ინფორმაცია მუშავდება: „ბავშვებს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ კონსულტაცია, გაუკეთდათ ტრასფუზია ანუ გადასხმა, …
Continue reading “9 მეორეკლასელი სკოლიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”
რიჟვაძე: ბრძოლას კორუფციასთან საკადრო გადაწყვეტილებებით ვაპირებ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 30 აპრილს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში საკადრო ცვლილებებით აპირებს კორუფციასთან ბრძოლას: „არ მინდა მოვდუნდეთ ანტიკორუფციული ხაზის თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა და კონტროლი, ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, კიდევ უფრო გაძლიერდეს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურები. მეც, ასევე, ვაპირებ, რომ უახლოეს …
Continue reading “რიჟვაძე: ბრძოლას კორუფციასთან საკადრო გადაწყვეტილებებით ვაპირებ”
10 რჩევა – როგორ დავიცვათ ბავშვები ტყვიის ზემოქმედებისგან
23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა. ტყვია ტოქსიური მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. ტყვიის ნეიროტოქსიკური გავლენისგან განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან: …
Continue reading “10 რჩევა – როგორ დავიცვათ ბავშვები ტყვიის ზემოქმედებისგან”
„ბათომი“: ისტორიული დაცვის ზონაში ხანძრები ეჭვს აჩენს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ აჭარის კულტუტული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორს, ზაურ ახვლედიანსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ლაშა კომახიძეს მიმართავს. ორგანიზაცია ეხმიანება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, 20 აპრილს გაჩენილ ხანძარს, რომლის შედეგადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში ხანძარი გაჩნდა. „მიმდინარე წლის 20 აპრილს ქალაქ ბათუმში, კომახიძის ქუჩა 1-ში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი ძალიან საგანგაშოა ქალაქისთვის. ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრები ეჭვს აჩენს …
Continue reading “„ბათომი“: ისტორიული დაცვის ზონაში ხანძრები ეჭვს აჩენს”
მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო 25 აპრილს განიხილავს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების საკითხს. საბჭომ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა. დღის წესრიგის თანახმად, ამავე სხდომაზე განხილული იქნება გარე აუდიტის ანგარიშის მიღების საკითხი და სხვა, მიმდინარე საკითხები. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, როცა 19 აპრილს, …
Continue reading “მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს”
აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა
დღეს, 23 აპრილს, ცნობილი გახდა საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წელს ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეულ ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია. აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, საიდან ხვდება ბავშვების სისხლში ტყვია, ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. კვლევის …
Continue reading “აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა”
ხანძარი ბათუმში, ძველ სინაგოგასთან მდებარე შენობაში
დღეს, 22 აპრილის საღამოს, 9 მარტის ქუჩაზე, ძველი სინაგოგის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, შენობაში იყო ლეიბები და როგორც ჩანს, აქ უსახლკარო ადამიანები ათევდნენ ღამეს. მეხანძრეების თქმით, ხანძრის შედეგად დაზიანდა შენობის სახურავი, დაახლოებით 15 კვ მეტრი. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარის კერა ამჟამად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. ძველი სინაგოგას …
Continue reading “ხანძარი ბათუმში, ძველ სინაგოგასთან მდებარე შენობაში”
ბათუმის მერია დახარისხებულ ნარჩენებს გაყიდის
22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის უნივერსიტეტთან ნარჩენების დახარისხების სტენდი განთავსდა. ნარჩენების დახარისხების სტენდებთან, ურნებში, შესაძლებელია ქაღალდის, შუშის, პლასტმასისა და ალუმინის დახარისხებული ნარჩენების განთავსება. ბათუმში ასეთი სულ ხუთი სტენდია – უნივერსიტეტთან, #1 საჯარო სკოლასთან, საბაგირო „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიასთან, დელფინარიუმთან და აკვაპარკის მიმდებარედ. ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ უფროსის, დავით დუმბაძის თქმით, სტენდებზე დახარისხებული ქაღალდის, მინისა და …
Continue reading “ბათუმის მერია დახარისხებულ ნარჩენებს გაყიდის”
აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს კიდევ 23 ორგანიზაცია ეხმიანება
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. „არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ. აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს კიდევ 23 ორგანიზაცია ეხმიანება”
„ბათუმის წყალი“: არდაგანის ტბა უკვე გაწმენდილია [ფოტო]
შპს „ბათუმის წყალმა“ არდაგანის ტბაზე მექანიკური და ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები 13 აპრილს დაასრულა და ამის ამსახველი ფოტომასალა კომპანიის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. ტბა განსაკუთრებით იყო დაბინძურებული იუსტიციის სახლის მიმდებარედ. „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ ტბის ზედაპირული გაწმენდა მიმდინარეობს ყოველდღე, მექანიკური გაწმენდა კი ხდება ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით. მთავარ ფოტოზე: ტბის გაწმენდა. ფოტო: „ბათუმის წყალი“
აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს საბჭო 19 აპრილს განიხილავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს 19 აპრილს განიხილავს. სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული. გუშინ გახდა ცნობილი, რომ სხდომა 18 აპრილს ჩაინიშნა, თუმცა დღეს მრჩეველთა საბჭოს განცხადებაში ცვლილება შევიდა და სხდომა ერთი დღით გადაიდო. რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდება, დარჩება თუ არა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე დირექტორის პოსტზე. საბჭოს …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს საბჭო 19 აპრილს განიხილავს”
19 აპრილიდან აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი გაფიცვას აცხადებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს „ახალი ამბების“ 13 ოპერატორი მუშაობას 19 აპრილიდან შეაჩერებს – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ომარ ბერიძემ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირების ხელმძღვანელმა დაუდასტურა. გაფიცვის შესახებ „ახალი ამბების“ ოპერატორებმა გუშინ, 15 აპრილს განაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ ოპერატორზე დაკისრებული მოვალეობების გარდა მემონტაჟის საქმიანობის შესრულებაც უწევთ, თუმცა ამისათვის ანაზღაურებას არ იღებენ. „ოპერატორები ითხოვენ, ან …
Continue reading “19 აპრილიდან აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი გაფიცვას აცხადებს”
„როგორც თოვლის ზვავი, ისე აიკრიფა ყველაფერი“ – რას ითხოვს აჭარა TV-ის 13 ოპერატორი
აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ოპერატორებმა შესაძლოა კამერები დაალაგონ და გადასაღებად აღარ გავიდნენ – ისინი გაფიცვით იმუქრებიან, თუ კი ტელევიზიის მენეჯმენტი მათ მოთხოვნას ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებს. ოპერატორების გაფიცვა აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტისთვის ახლა, როცა უახლოეს დღეებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა ოპერატორები ამბობენ, რომ მათი პროტესტი ახალი არ …
საქართველოში ავარიის შედეგად 6 608 ადამიანი დაიღუპა ბოლო ათ წელში
2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოში 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. დღეს, 16 აპრილს, შსს-მ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია ,,მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა. „მეტი სიცოცხლისთვის“ კამპანიის …
Continue reading “საქართველოში ავარიის შედეგად 6 608 ადამიანი დაიღუპა ბოლო ათ წელში”
ჩაქვში ფეხით მიმავალი ბავშვი მანქანის შეჯახების შედეგად დაიღუპა, მძღოლი ნასვამი იყო – შსს
დღეს, 15 აპრილს, ჩაქვში ავტოავარიის შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა ფეხით მიმავალ ბავშვს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი. შსს-ს ცნობით იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის …
ბათუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 41 პროცენტით, ქუთაისში კი 101 პროცენტით გაიზარდა
იანვრიდან მარტის ჩათვლით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 51 900-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 41.19 პროცენტით [15 140 მგზავრი] მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93 პროცენტით …
მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორს უსმენს
დღეს, 15 აპრილს, მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის კვარტალურ ანგარიშს უსმენს. ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს მუშაობის მთავარი შედეგები წარმოუდგინა: სხდომას არ ესწრება საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე, რომელმაც საბჭოს კიდევ ერთ წევრთან, გიგა ჩხარტიშვილთან ერთად 10 აპრილს მოითხოვა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, …
Continue reading “მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორს უსმენს”
არასამთავრობოები აჭარიდან: ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი
აჭარაში მოქმედი 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მრჩეველთა საბჭოში. ორგანიზაციების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს 2 წევრის რადიკალური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მოითხოვს მეტ დასაბუთებას, საზოგადოების მეტად ინფორმირებას და საჯარო განხილვას. „ბოლო წლებში ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, საზოგადოების სოციალ-პოლიტიკური და სხვა სახის …
Continue reading “არასამთავრობოები აჭარიდან: ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი”
ნათია კაპანაძე იმპიჩმენტზე: ცხადია, ეს უკავშირდება პოლიტიკას
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ უკვე გაეცნო აჭარის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის განცხადებას, რომლის თანახმადაც საბჭოს წევრები: გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვენ. ნათია კაპანაძის თქმით, როდესაც საკითხი უკავშირდება დამოუკიდებელ მედიას, განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში ხდება პოლიტიკის ჭრილში: „როცა ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტანდარტზე, შედეგზე, რომელიც დღეისათვის აქვს …
Continue reading “ნათია კაპანაძე იმპიჩმენტზე: ცხადია, ეს უკავშირდება პოლიტიკას”
ბათუმის საკრებულოში მომხდარ ჩხუბზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულოში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საკრებულოში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპისრისპირდნენ საკრებულოს წევრები მირდატ ქამადაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ირაკლი პატარიძე „ქართული ოცნებიდან“. ჩხუბის შემდეგ ცუდად გახდა საკრებულოს წევრი როინ ზოიძე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. მას აქვს დაზიანება თავზე და მაღალი არტერიული წნევა. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ …
Continue reading “ბათუმის საკრებულოში მომხდარ ჩხუბზე შსს-მ გამოძიება დაიწყო”
ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედიაშვილმა დაუდასტურა. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს. საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა მიმართა. „ბათუმელები“ …
Continue reading “ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს”
აჭარაში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი შესაძლოა გადაიდოს
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტები შესაძლოა 21 აპრილს აღარ დაკრძალონ. ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს, აჭარის მთავრობაში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ითქვა, რომელსაც აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლების ჯგუფი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მუფთი, ბეგლარ ქამაშიძეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს დაპირება, რომ დაკრძალვის თარიღი გადავადდება და აღმოჩენილ ნეშტებს სამხარაულის …
Continue reading “აჭარაში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი შესაძლოა გადაიდოს”