დღეს, 17 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე – „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი „ფორმანი ფორმანი წინააღმდეგ“ „ოსკარის“ მფლობელი რეჟისორის, მილოშ ფორმანის პორტრეტია. ფილმი საარქივო მასალებისა და ოჯახისა თუ მეგობრების კოლექციებიდან ამოღებული, უცნობი კადრების ნაკრებს წარმოადგენს. ცნობილი რეჟისორის ავტობიოგრაფიული მოგონებების მთხრობელი მისი ვაჟი, პეტრ ფორმანია. 14 საათზე – „საბჭოთა …
Author Archives: ნანა კვაჭაძე
რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – აფიშა
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 15 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა, დღეიდან, 16 სექტემბრიდან, კი კინოჩვენებები მიმდინარეობს კინოთეატრ „აპოლოში“. რა ფილმებს ნახავთ დღეს? – შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ დღევანდელ განრიგს, ფილმის თრეილერებსა და ფოტოებს. კინოჩვენებებზე დასწრება „აპოლოში“ უფასოა, თუმცა დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ე.წ. „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლისა და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ “აპოლოში” მხოლოდ 160-მდე …
Continue reading “რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – აფიშა”
ასწრებს თუ ვერა აჭარის ტელევიზიის მოქმედი მრჩეველთა საბჭო ახალი დირექტორის არჩევას
დღეს, 27 აგვისტოს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. საქმიანობის უფლებამოსილების ვადა ეწურებათ და საბჭოს დატოვებენ: ნატა იმედაიშვილი, ირაკლი დარცმელიძე, ბეჟან გობაძე და გიორგი ირემაძე. საბჭოში დარჩება მხოლოდ ერთი წევრი, გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ერთი წლის წინ აირჩიეს მრჩეველთა საბჭოს წევრად. ამჟამად აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გამოცხადებული აქვს კონკურსი აჭარის …
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
დღეს, 27 აგვისტოს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს: ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ, საბჭოში რჩება ერთი წევრი – გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც 2018 წლის პირველ ნოემბერს აირჩია უმაღლესმა …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა”
პროკურატურის პასუხი მედეა ვასაძის განცხადებაზე, რომ მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს
საქართველოს პროკურატურაში კითხვას, დაიწყება თუ არა მოკვლევა ან გამოძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, მედეა ვასაძის განცხადებაზე, რომელიც მან ფეისბუქზე გააკეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური პროვოკაციაში დაადანაშაულა, კონკრეტულად არ პასუხობენ. უწყებაში მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლნენ. „თუ კი პროკურატურაში შემოვა კონკრეტული განაცხადი დანაშაულზე, ამას პროკურატურის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ – მოგვწერეს პროკურატურიდან. პრესსამსახურში უპასუხოდ …
ვინ არის 16 წლის გრეტა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოზარდს უწოდებენ
„ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,“ – ასე მიმართა 16 წლის შვედმა მოსწავლემ, გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს. გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა გრეტა სკოლაში წასვლის ნაცვლად შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად …
Continue reading “ვინ არის 16 წლის გრეტა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მოზარდს უწოდებენ”
ბათუმის ქუჩებში ტრაილერებისა და სხვა მძიმე ტექნიკის განთავსება აიკრძალა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ქუჩებში მძიმე ტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა. აკრძალული ტექნიკის ჩამონათვალშია: ტრაილერები, ექსკავატორები, თვითმცლელები, ამწეები, კატაფალკები და ყველა სხვა სახის ტექნიკა, გარდა მიკროავტობუსებისა და მსუბუქი ავტომობილებისა. მერიის ცნობით, მძიმე ტექნიკას გადაიტანენ გოგოლის ქ. #1-ში, სადაც უკვე მოწესრიგდა 6 ჰა ფართობი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან ტერიტორიაზე დგომის გადასახადისაგან. მერიის ცნობით, ქუჩებზე, სადაც მძიმე ტექნიკაა განთავსებული, …
Continue reading “ბათუმის ქუჩებში ტრაილერებისა და სხვა მძიმე ტექნიკის განთავსება აიკრძალა”
აჭარის ტელევიზია და რადიო მეოთხედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ასარჩევად
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მეოთხედ აცხადებს კონკურსს მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად. განცხადებები მიიღება 26 აგვისტოდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ …
Continue reading “აჭარის ტელევიზია და რადიო მეოთხედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ასარჩევად”
ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80% -ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების …
Continue reading “ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს”
მედეა ვასაძე წერს, რომ 30 000 დოლარი შესთავაზეს და სუს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მედეა ვასაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მას პროვოკაციაში ადანაშაულებს. მედეა ვასაძე წერს, რომ დღეს, 23 აგვისტოს, მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს სამსახურის სანაცვლოდ. „მან შემოსვლისთანავე დააზუსტა ვიყავი თუ არა მარტო, მოკითხვის შემდეგ კი მითხრა, რომ ბოლო ოცი წელი ცხოვრობდა რუსეთში, იყო ერთი თვის დაბრუნებული, ეძებდა სამსახურს, …
NAEC: 648 აბიტურიენტს ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა
დღეს, 23 აგვისტოს, ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წელს შევიდა 3000-მდე სააპელაციო განაცხადი, სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს. აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge-სა და www.naec.ge-ზე შეუძლიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ …
Continue reading “NAEC: 648 აბიტურიენტს ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა”
ხელვაჩაურის გზაზე ელექტროსადენს ცეცხლი გაუჩნდა
დღეს, 22 აგვისტოს, ხელვაჩაურის გზაზე ელექტროსადენს გაუჩნდა ცეცხლი. „ავარიულად გაუჩნდა სადენს ცეცხლი. ამ დროისათვის მიმდებარე ტერიტორიაზე ასამდე აბონენტს არა აქვს დენი, სწრაფი რეაგირების ტექნიკური ჯგუფი გასულია სამუშაოდ და უმოკლეს დროში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება,“ – გვითრეს კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიაში“.
აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამე ცდაზეც ვერ აირჩიეს
დღეს, 22 აგვისტოს, უკვე მესამედ ჩაიშალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხმები ისევ გაიყო და კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა. დღეს მრჩეველთა საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა გიორგი ირემაძე, ხოლო საბჭოს წევრმა, ბეჟან გობაძემ, სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამე ცდაზეც ვერ აირჩიეს”
აჭარა TV-ის დირექტორის არჩევნებზე კოხრეიძემ 2 ხმა მიიღო – გაიმართება ხელმეორე კენჭისყრა
დღეს, 22 აგვისტოს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებზე დირექტორობის კანდიდატმა გიორგი კოხრეიძემ ორი ხმა მიიღო, ერთი ხმა კი – თინათინ ცისკარაძემ. გიორგი კოხრეიძეს გამარჯვებისთვის სამი ხმა სჭირდებოდა. საბჭოზე შესვენება გამოცხადდა და განმეორებითი კენჭისყრა დღესვე, ნახევარ საათში გაიმართება. დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებში საბჭოს სამი წევრი მონაწილეობს. სხდომას არ ესწრება გიორგი ირემაძე, ხოლო …
ვინ გადაარჩინა ბათუმის „რვაფეხა“
21 აგვისტოს ბათუმში განახლებული კაფე „ფანტაზია“, რომელსაც ბათუმში ძირითადად „რვაფეხას“ უწოდებენ, საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის მერთან და აჭარის მთავრობასთან ერთად. „რვაფეხას“ გახსნას არ ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ბათუმის „რვაფეხა“ დანგრევას გადაარჩინეს. რომ არა ბათუმელი აქტივისტების, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობა და აქციების სერია, „რვაფეხას“ 2014 წელს დაანგრევდნენ და ამ ადგილას სასტუმრო „ჰილტონი“ ორ …
საკრებულოს წევრის უცენზურო ტექსტი რ2-ის ჟურნალისტებზე, წაშლილი ბოდიში და სხვა სკანდალი
ირაკლი პატარიძე ბათუმის საკრებულოს წევრია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“. იგი ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, თუმცა მედიაში მისი სახელი და გვარი განათლებისა და კულტურის საკითხებთან კავშირში არ ხვდება. „წადით ახლა და გვარამიას მო…ეთ“, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს არჩეული დეპუტატი რუსთავი 2-დან ჟურნალისტების წასვლას ფეისბუქზე. მოგვიანებით პატარიძემ ფეისბუქზე თავისი ნაწერი წაშალა, ბოდიში მოიხადა …
მამუკა ბახტაძე რუსული კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ბათუმელების“ კითხვას, ხედავს თუ არა ხელისუფლება საფრთხეს იმაში, რომ ბევრი რუსული კომპანია იღებს საქართველოს ხელისუფლებისგან დაკვეთებს, ასე უპასუხა: „საქართველო ღიაა ინვესტიციებისთვის, მაგრამ მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და, ბუნებრივია, ჩემი პოზიცია ისევე როგორც ჩვენი გუნდის პოზიცია, არის ძალიან პრინციპული, რომ ჩვენ აუცილებლად ძალიან დეტალურად …
Continue reading “მამუკა ბახტაძე რუსული კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგებაზე”
ექთნად მუშაობისთვის ლიცენზია იქნება საჭირო – რა იცვლება საექთნო საქმეში ახალი სტრატეგიით
საქართველოს მთავრობამ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან“ კოორდინაციით მოამზადა. სტრატეგიის თანახმად, მომზადდება კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს საექთნო საქმის მარეგულირებელ ორგანოს, საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება/აღიარების საკითხებს და ექთნების რეგისტრაცია/ლიცენზირება/სერტიფიცირების მექანიზმს. პირველ ეტაპზე, 2020-2025 წლებში, ექთნების ლიცენზირება/სერტიფიცირება განხორციელდება ფორმალური განათლების ფარგლებში გაცემული დიპლომის ან სამუშაო გამოცდილების საფუძველზე. ამასთან, რეგისტრაცია 2025 …
ბათუმში ღამის კლუბიდან 4 ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს – 22 წლის ბიჭი დაიღუპა
19 აგვისტოს, გამთენიისას, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ოთხი ახალგაზრდა გადაიყვანა საავადმყოფოებში ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბიდან მსგავსი სიმპტომებით. მათგან ერთი, 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, გარდაიცვალა. „პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ანამნეზის საფუძველზე დაისვა დიაგნოზი, დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი შესაბამისი მკურნალობა, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფიაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიკვდილის მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა …
აჭარა TV-ის დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა, მეორე კი ბორდის იმპიჩმენტს ითხოვს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა. გასაუბრების შემდეგ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა შოთა ზოიძემ, დირექტორის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა, ფირუზ ბოლქვაძემ კი, გასაუბრებაზე განაცხადა, რომ იგი ამ პროცესს უნდობლობას უცხადებს. „მრჩეველთა საბჭოს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კანდიდატი რა …
შარაბიძეებში ავარიის შემდეგ მძღოლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
19 აგვისტოს ბათუმში, შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან მომხდარი ავარიის შემდეგ ტაქსის მძღოლის ცემაზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაშავებულმა ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ ავარიის შემდეგ, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლამდე, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თვითმხილველების თქმით, შარაბიძეებში BMW და ტაქსი შეეჯახა ერთმანეთს. ასევე, თვითმხილველების თქმით, BMW არასწორად მოძრაობდა და ტაქსის მძღოლმა ვერ მოახერხა მანქანის დამუხრუჭება. …
Continue reading “შარაბიძეებში ავარიის შემდეგ მძღოლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო”
რა სასჯელი ემუქრება ქალს, რომლის ჩვილიც თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს
16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთში, თხილის ბაღში, პოლიციელებმა ახალშობილი იპოვეს. ახალშობილის ძებნა სამართალდამცავებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა. ამავე თემაზე: თხილის ბაღში ახალშობილი იპოვეს – ბავშვი გადარჩა შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის …
Continue reading “რა სასჯელი ემუქრება ქალს, რომლის ჩვილიც თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს”
ქობულეთში ორი მოქალაქე დააკავეს უაქციზო სიგარეტის ამოღებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის – საგადასახადო
ქობულეთში, სოფელ ალამბარში, ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებს ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე იძულების წესით დაატოვებინა ობიექტი და ადგილიდან გადამალა საქონელი – ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნულ ობიექტზე, მეწარმის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ განხორციელდა დათვალიერების შედეგად ობიექტში გამოვლენილი უაქციზო თამბაქოს …
ვინ დგას კომპანიის უკან, რომელიც ხელვაჩაურში ქარხნის აშენებას აპირებს
„რამდენიმე კვირაში ხელვაჩაურში, მეჯინისწყალის დასახლებაში დავიწყებთ ახალ საინვესტიციო პროექტს „ქართული წყლის კომპანიასთან“ ერთად, რომლის საფუძველზეც დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება და დასაქმდება ასზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა 31 ივლისს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. „ქართული წყლის კომპანია“, რომელიც საინვესტივიო პროექტს გეგმავს ხელვაჩაურში, ერთი თვის წინ, 28 ივნისსაა დაფუძნებული. მისი დირექტორი აკაკი ადამიაა, …
Continue reading “ვინ დგას კომპანიის უკან, რომელიც ხელვაჩაურში ქარხნის აშენებას აპირებს”
რიჟვაძე აგვისტოში ტურიზმის ხელშესაწყობად ღონისძიებებს აანონსებს, მაგრამ არ აკონკრეტებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომა ტურისტულ სეზონზე საუბრით დაიწყო. მან განაცხადა, რომ მთავრობა გვერდით დაუდგება დაზარალებულ ოჯახებს და აგვისტოში ტურისტული სეზონისთვის ღონისძიებები იგეგმება, თუმცა კონკრეტულად რას გეგმავს მთავრობა – ამის შესახებ რიჟვაძეს არ უსაუბრია. „მაისში და ივნისში აჭარაში პრაქტიკულად გვქონდა პიკი ტურისტული სეზონის და ამას მოწმობს ტურისტული ნაკადების დინამიკა. …
ბათუმში 3 უცხოელის დაჭრაში მხილებული პირი არასრულწლოვანია
30 ივლისს ბათუმის ახალ ბულვარში სამი უცხოელის დაჭრაში მხილებული პირი 2001 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, არასრულწლოვანია. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. შემთხვევა გუშინ, 30 ივლისს, ღამით, მოხდა. სამი ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს ბათუმში, ახალ ბულვარში, მოცეკვავე შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე. დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამედიცინო სამსახურმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში …
Continue reading “ბათუმში 3 უცხოელის დაჭრაში მხილებული პირი არასრულწლოვანია”
ბათუმში 3 უცხოელი ტურისტი დაჭრეს
30 ივლისს, ღამის საათებში სამი ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს ბათუმში, ახალ ბულვარში, მოცეკვავე შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილ პირებს შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. უცხოელია დანარჩენი ორი დაზარალებულიც. დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამედიცინო სამსახურმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ორმა მათგანმა უკვე დატოვა კლინიკა, მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც რეფერალურ …
„უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს“ – პატრიოტთა ალიანსის აქცია ევროპის მოედანზე ბათუმში
დღეს, 28 ივლისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, დაანონსებული აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმა“. აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან – რუსთავიდან, ვანიდან, ქუთაისიდან, ხაშურიდან ჩამოსულებიც ესწრებოდნენ. „არა ოცნებას“, „არა ნაციონალურ მოძრაობას“ „უნდა დავიწყოთ დიალოგი მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან“ -ასეთი იყო აქციაზე გაჟღერებული მთავარი მესიჯები. „ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი მოსკოვთან, უნდა დავიწყოთ საუბარი აფხაზებთან და ოსებთან, როდემდე უნდა ვიყოთ …
Continue reading “„უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს“ – პატრიოტთა ალიანსის აქცია ევროპის მოედანზე ბათუმში”
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ოზურგეთის პოლიციამ დღეს მეორედ დაკითხა და გამოუშვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ოზურგეთის პოლიციაში იმყოფებოდა დაკითხვაზე. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართალის კოდექსის 187 მუხლით დაიწყო. თუმცა დღეს, 28 ივლისს, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, ანუ გამოირიცხა განზრახვა და მას ბრალი გაუფრთხილებლობის მუხლით წაუყენეს. [მუხლი 188 – ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით. ეს მუხლი სასჯელის …
აჭარაში 63 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული
2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 93 ადამიანი დაიკარგა, მათგან 53 იპოვნეს [5 – გარდაცვლილი], 40 ადამიანი კი ამ დრომდე იძებნება. წელს დაკარგულთა 95 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იყო, 2 – საუდის არაბეთის, 4 -ბელგიის, 1 – რუსეთის, 1 – ყაზახეთის და 1 აზერბაიჯანის. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, უცხოეთის ყველა მოქალაქე ნაპოვნია. თუმცა ეს მხოლოდ ექვსი თვის …
Continue reading “აჭარაში 63 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული”
რომელ რეგიონში ცხოვრობენ ყველაზე დღეგრძელი ადამიანები
რაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობენ ყველაზე დღეგრძელი ადამიანები – ამის შესახებ „ბათუმელები” თერაპიის ეროვნული ცენტრის გერიატრია-გერონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორსს ესაუბრა. ქალბატონო ტატიანა, რაზეა დამოკიდებული ჯანმრთელი დაბერება? ჯანმრთელი დაბერება დამოკიდებულია როგორც გენეტიკაზე, ასევე პირობებზე, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. რაც უფრო კარგ პირობებში იცხოვრებს ხანდაზმული ადამიანი, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს. გენეტიკას …
Continue reading “რომელ რეგიონში ცხოვრობენ ყველაზე დღეგრძელი ადამიანები”
ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, რომ საჯაროდ მოაჭრას თავი ღვთისმგმობელებს – დეკანოზი
ფეისბუქზე დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ქადაგებიდან ვიდეოფრაგმენტი გავრცელდა, სადაც დეკანოზი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მოვა მეფე და საჯაროდ მოაჭრის თავს ღვთისმგმობელებს. იგი ასევე დასძენს, რომ არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა. „დღეს გვაქვს ტელევიზია, იგივე რუსთავი 2 თუ სხვა, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენ ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც როგორც მოცემულობას, ისე …
წელს აჭარაში ოჯახში ფიზიკური ძალადობის 124 შემთხვევა მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1 421 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიური ძალადობის – 4 965; ეკონომიკური ძალადობის – 137; ოჯახში სექსუალური ძალადობის – 14; იძულების – 57, ხოლო უგულებელყოფის – 69 შემთხვევა. რეგიონების მიხედვით ყველაზე ხშირად ოჯახში ფიზიკური ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევა თბილისში ხდება: თბილისი – 518 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა იმერეთი – 233 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა …
Continue reading “წელს აჭარაში ოჯახში ფიზიკური ძალადობის 124 შემთხვევა მოხდა”
რუსეთთან დიალოგის მოთხოვნით ბათუმში „პატრიოტთა ალიანსი“ აქციას გეგმავს
პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ 28 ივლისს ბათუმში აქციის ჩატარებას გეგმავს, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება დიალოგი რუსეთთან. „აქციის მოთხოვნები ბევრია. არა – ომს, გასამართლდეს სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმი, გვინდა დიალოგი, სამხედრო მიუმხრობლობა, ტურიზმის ხელშეწყობა და ა.შ“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ არჩილ ლეკიშვილმა, „ალიანსის“ სამდივნოს წევრმა. კითხვას, იგულისხმება თუ არა დიალოგი რუსეთთან, არჩილ ლეკიშვილი პასუხობს: „არა მარტო რუსეთთან, ასევე სოხუმთან …
Continue reading “რუსეთთან დიალოგის მოთხოვნით ბათუმში „პატრიოტთა ალიანსი“ აქციას გეგმავს”
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს
დღეს, 25 ივლისს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ. შს სამინსიტროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ში ამბობენ, რომ ამ საქმეზე ოქრუაშვილის გარდა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის …
Continue reading “ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს”
ექვს თვეში საქართველოში 224 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად
ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1 427 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. ამ მუხლით გამოძიება მაშინ იწყება, როცა სახეზეა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან სიკვდილი გამოიწვია. კანონით გათვალისწინებული სასჯელი მძიმდება, თუ კი მძღოლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. სამი …
Continue reading “ექვს თვეში საქართველოში 224 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად”