მთავარი,სიახლეები

შეკვეთილში მოშიმშილეების კარვის დანგრევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

11.07.2019 • 784
შეკვეთილში მოშიმშილეების კარვის დანგრევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

10 ივლისს შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქციის მონაწილეებს კარავი დაუნგრიეს და ბანერები გაიტაცეს. აქციას ამ ადგილას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები უკვე ორ კვირაზე მეტია მართავენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

10 ივლისს აქციის ადგილას დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ „ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ, შს სამინისტროს ვერსიით კი, მოშიმშილეების კარავი ადგილობრივებმა დაარბიეს.

შს სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას – ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით – ერთიდან სამ წლამდე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: