მთავარი,სიახლეები

სიყვარული გაიმარჯვებს – ქემალფაშას და თურქეთის სხვა ქალაქის მერიების მხარდაჭერა ლგბტქ თემს

30.06.2019
სიყვარული გაიმარჯვებს – ქემალფაშას და თურქეთის სხვა ქალაქის მერიების მხარდაჭერა ლგბტქ თემს

თურქეთში ლგბტქ თემს სოციალურ მედიაში ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ მუნიციპალიტეტების მერიებმა, სადაც 2019 წლის არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა.

„სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს“ – ვკითხულობთ ბოდრუმის მერიის ოფიციალურ გვერდზე ტვიტერზე; „სიყვარული გაიმარჯვებს“ – წერს ქემალფაშას მერია; „სამყარო მშვენიერია ყველა ფერით“ – ედირნეს მერია; „ვისურვებდი მომავალ წელს ერთად გაგვევლო“ – წერს იზმირის მერი. ჯამში, თურქეთის 20-მდე ქალაქის მერიის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ლგბტქ თემის მხარდამჭერი ტვიტი ჰეშთეგით – #Pride2019.

წყარო: twitter

წყარო: twitter

წყარო: twitter

ასევე, ლუდის კომპანია „ბომონტმა“ საგანგებოდ ცისარტყელას ფერებით ბრენდირებულ ბოთლში ჩამოასხა ლუდი.

წყარო: twitter

წელს პრაიდის გამართვა სტამბულში იგეგმებოდა, თუმცა სტამბულის გუბერნატორმა, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის კადრია, ორგანიზატორებს პრაიდის ჩატარების ნებართვა არ მისცა.

პრაიდი სტამბულში 2003 წლიდან იმართება, ბოლო ხუთი წელია პრაიდის ჩატარების უფლებას ლგბტქ თემს ხელისუფლება არ აძლევს, თუმცა თემის წევრები მაინც გამოდიან ქუჩაში. შარშან ათასამდე ადამიანი სტამბოლის ცენტრში ლგბტ დროშებითა და ტრანსპარანტებით გამოვიდა და აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზების ფონზე სპეციალური განცხადება წაიკითხეს, რომლითაც ლგბტ თემის მიმართ მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: