გვირილები გზაზე გაჩენილ ორმოებში – რას ჰყვებიან ვალეში

ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე გაჩენილ ორმოებში მოქალაქეებმა გვირილები ჩარგეს და ამ გზით სცადეს ადგილობრივი მთავრობის ყურადღების მიქცევა. „საშინელი მდგომარეობაა გზებზე. რაც შეეხება ამ მონაკვეთს – ვალე არის სასაზღვრო ქალაქი, გზა, რომელიც აქ გადის, საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს. ამ გზის ბოლოს არის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. აქ გადაადგილება უწევთ არა მარტო ადგილობრივებს, არამედ საერთაშორისო მგზავრებსაც. გზა არის საშინელ …

103 წლის ქალი ბათუმიდან – „არასდროს არ მიყვარდა რუსეთი, დამოუკიდებლობა მომწონს“

„არ მომწონდა კომუნისტები. დამოუკიდებლობა მომწონს. სხვანაირად არ გამიგოთ და არასდროს არ მიყვარდა რუსეთი. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,“ – ამბობს 103 წლის ქეთევან ლორია. ქეთევან ლორია ბათუმში ცხოვრობს. 103 წლის 14 მაისს გახდა. „მშვიდად ვცხოვრობ ჩემს ძვირფას ოჯახთან ერთადო,“ – გვეუბნება და საკუთარი ცხოვრების ისტორიას გვიყვება. ქეთევან ლორია 1924 წლის 14 მაისს სამტრედიაში, სოფელ …

რა ნივთები გაიყიდება აუქციონზე ონლაინ მედიის გადასარჩენად

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – მზექალა შანიძის ხელნაწერი, ნინო რამიშვილის ფინჯანი სუხიშვილების საოჯახო კოლექციიდან, ლანა ღოღობერიძის ნახატი, ბიძინა გუჯაბიძის მიერ პამირის მთებში, იბსინას პიკზე დაკრეფილი ედელვაისები, აკაკი შანიძის ხელმოწერა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რომელიც 31 მაისს, საღამოს 18:00 საათზე ქართული ონლაინ მედიის გადასარჩენად გამართულ აუქციონზე გაიყიდება. აუქციონი იქნება ერთგვარი დაგვირგვინება ორდღიანი ფლიმარკეტისა, რომელიც …

რატომ დატოვა მირდატ ქამადაძემ პარტია “ახალი” – განმარტება

პარტია „ახალის“ წევრი მირდატ ქამადაძე, წერს, რომ ტოვებს პარტიას და პარტიის პოლიტსაბჭოს. ვრცელ სტატუსში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ვრცლად მიმოიხილავს გადაწყვეტილების მიზეზს. მირდატ ქამადაძის პოსტს, უცვლელად გთავაზობთ: „დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს“ და მის პოლიტსაბჭოს. ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური. დიდი ხანია ფაქტობრივად სრულიად გავუუცხოვდი პარტიულ პროცესებს. აღარ ვესწრებოდი არც შეხვედრებს, არც პოლიტსაბჭოს, არც სხვა …

„მოქალაქეს დღეს პოლიციის უფრო ეშინია, ვიდრე კრიმინალის” – ლონდა თოლორაია

27 მაისს, გორში, პოლიციელებმა ჯგუფურად 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილი სცემეს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია, შესვენებაზე იყო სამსახურიდან გასული და უკან, ბანკში ფეხით ბრუნდებოდა. ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა – კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც საბოლოოდ ახალგაზრდა კაცზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა – ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პაპუნა ლოცულაშვილის მეგობარმა, ლაშა …

პოლიციელებმა გორში დაკავებულ პირებზე ჯგუფურად იძალადეს – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გორში დაკავებულ პირებზე პოლიციელების მიერ ჯგუფურად ძალადობის საქმეზე. დღეს, 27 მაისს, გორში, პოლიციელებმა დაკავებულ ორ პირზე ჯგუფურად იძალადეს. ინტერნეტსივრცეში ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გამოძიება დაიწყო. „პროკურატურამ გორში მომხდარი,  პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით …

ვინ აიღებს 12 თვეში 15 თვის ხელფასს – გამჭვირვალობის კვლევა

„ქართული ოცნების“ მთავრობა ახალ საკანონმდებლო ცვლილებას იღებს, რომლის მიხედვითაც მინისტრების, მერების და სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებს კანონით შეეძლებათ 12 თვეში ამ თვეების სახელფასო სარგოს გარდა, დამატებით პრემიის სახით, 3,5 თვის ხელფასი მიიღონ. „ქართული ოცნება“ 2017 წლიდან გაუქმებულ კორუფციულ სქემას აბრუნებს“ – წერს ახალ კვლევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. პარლამენტი განიხილავს „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივას მინისტრების, მერების …

დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ – რას პასუხობს პატარაძე შეკითხვას მეჩეთზე

დღეს, 27 მაისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამი რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ისლამში. მუსლიმები ამ დღესასწაულზე ღმერთს მსხვერპლს სწირავენ და ჰალვას ამზადებენ. ტრადიციისამებრ, გადიან წინაპრების საფლავებზეც. ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორივე მეჩეთში 6:25 წუთზე შესრულდა. ბათუმის ორთა ჯამეში მისული იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. რვა წლის შემდეგ აჭარაში დაბრუნებულ ზურაბ პატარაძეს …

“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” – ევროკავშირი წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, შესაძლებელია ელ-ჭექიც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …

რამდენი ბინა გაიყიდა ბათუმში – 2026 წლის აპრილის მონაცემემები

2026 წლის აპრილში ბათუმში 1 292 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. მონაცემებს საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანია „კოლიერსი“ აქვეყნებს. კოლიერსის მონაცემების მიხედვით გაყიდული ბინების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა, ხოლო უძრავი ქონების ბაზრის ზომა  27.4%-ით და 85 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ფასებს:  2026 წლის აპრილში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აპრილთან შედარებით …

უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა – „ოცნებამ“ სია შეცვალა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა. იმისთვის რომ ეს ცვლილება მომხდარიყო პარტიული სიიდან 8 დეპუტატობის კანდიდატი ამოიღეს. „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას (უსკო) მიმართა და პარტიული სიით წარდგენილი 8 კანდიდატისათვის, 19 ნომრიდან 26 ნომრის ჩათვლით, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. უსკომ პარტიას მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილა. ეს ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ „ოცნებას“ …

დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება. დღეს, 20 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტში იმსჯელეს  დავით გაბაიძისათვის, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე. მიზეზად დეპუტატის მანდატთან შეუთავსებელ თანამდებობაზე წარდგენაა. მიმდინარე წლის 30 მარტს, როდესაც დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა, მან შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის …

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს ტროტუარზე დგომის გამო. გადაწყვეტილება დღეს, 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ მიიღო. “დედაჩემი დაიჭირეს სამი დღით. სასამართლო დარბაზიდან გადაიყვანეს გზა რომ აღარ გადაკეტოს.  მაინც უსაშიშესი დანაშაულია,” – დაწერა მარიამ გეგუჩაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა ტელეწამყვანის დაპატიმრების შემდეგ.  შინაგან საქმეთა სამინისტრო ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს, …

„მთავრობა ხალხს არ უნდა ემალებოდეს“ – სუვენირებით მოვაჭრეები პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმის ბულვარში სუვენირებით მოვაჭრეები დღეს, 18 მაისის დილას, ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის სახლის შესავლელთან დახვდნენ. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც სამსახურში მისულმა ზურაბ პატარაძემ ისინი დაინახა, მანქანიდან არ ჩამოვიდა და მეორე შესასვლელიდან სცადა მთავრობის სახლში შესვლა. „ოთხი თვეა გვემალებიან, ვერ ვხვდებით პირველ პირებს. გვახვედრებენ მეორე, მესამე პირებს. ჩვენ გვინდა პირველი პირი, ვინც გადაწყვეტს საკითხს. …

რა ღირს საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა ბათუმში

ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვის გასეირნება მშობელს სულ მცირე 20 ლარი მაინც უჯდება. პარკში ერთ ადგილას უფასო საბავშვო მოედანიცაა მოწყობილი, მაგრამ გასართობი ატრაქციონების უმეტესობა 5 ლარი ღირს, ბავშვებს კი ხშირად ატრაქციონით ერთხელ სარგებლობა არ აკმაყოფილებთ და რამდენჯერმე ითხოვენ ხოლმე გასეირნებას ან ახალ ატრაქციონზე გადასვლას. ყველაზე ძვირი მანქანებით გასეირნება ღირს –  3 წუთი 10 ლარი. თვითმფრინავების ატრაქციონით …

„ლიბერთიდან“ სესხი 266 ათასზე მეტ პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს აქვს აღებული

საქართველოში 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს აქვს აღებული საპენსიო სესხი. სესხების მოცულობა ჯამურად 497 მილიონ 790 ათას 386 ლარია. ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის მიერ“ ეროვნულ ბანკში წარდგენილი 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით გახდა ცნობილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის ამღებთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში საპენსიო სესხით 286 …

შუახევში სახლში დათვის ბელი შეიპარა – ოჯახმა 112-ში დარეკა

შუახევში, ერთ-ერთ სოფელში დათვის ბელი სახლში შეიპარა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოჯახმა 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა: “ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახლიდან, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს”.

 რატომ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი

„გაცნობებთ, რომ თქვენს ინდექსირებულ სესხზე შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დისტანციურ არხებში ან მიმართეთ ფილიალს,“ – მსგავსი შინაარსის  შეტყობინება მიიღო საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ, ვისაც სესხები ლარში აქვთ აღებული და ეს სესხები ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული. მათ სესხები გაუძვირდათ. ამ შეტყობინებებს წინ უსწრებდა საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მიერ 7 მაისს მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა …

სუს-ის ყოფილმა უფროსმა შესაძლოა საბოლოო განაჩენი სტრასბურგში გაასაჩივროს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საბოლოო განაჩენი შესაძლოა სტრასბურგში გაასაჩივრონ. ამის შესახებ ინფორმაცია 13 მაისს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ გაავრცელა. ჟურნალისტებმა ადვოკატს ჰკითხეს, აქვს თუ არა სუს-ის ყოფილ უფროსს სამართლიანი სასამართლოს იმედი. „ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ. გარკვეული სახის გადაწყვეტილებები, რაზედაც უარი გვეთქვა, ესეც შესაძლებელია იქნეს გასაჩივრებული. მათ …

ეშმაკის ბორბალზე ფასი გასამმაგდა – რა ღირს ბათუმში გართობა ამ სეზონზე

ტურისტულ სეზონს ბათუმი სხვადასხვა ატრაქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებით ხვდება. გაძვირდა ეშმაკის ბორბალზე ასასვლელი ბილეთი, საბაგირო გზით სარგებლობა, დელფინარიუმში შესვლა და გემით გასეირნება. ბათუმის იახტკლუბი ბათუმის იახტკლუბში ყველაზე მეტი გასართობი სერვისია ერთად თავმოყრილი. გემით ნახევარსაათიანი გასეირნება 20 ლარი ღირს. იახტით 30 -წუთიანი გასეირნება – 100 ლარი, ხოლო სკუტერით 15-წუთიანი გასეირნება ასევე ასი ლარი. იახტაზე 8 ადამიანი …

თანამდებობის პირების მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს აიღებენ – კანონპროექტი

„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ  სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების მოადგილეებსაც. კერძოდ, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და …

ვის რამდენი ხელფასი აქვს ქობულეთის მერიაში – აქ საშტატო ნუსხა შეამცირეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქობულეთის მერიის განახლებული საშტატო ნუსხა და შესაბამისი თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა. ახალი დადგენილებით, ქობულეთის მერიის საშტატო ნუსხა შემცირდა. საქმე ისაა, რომ 2026 წლის საშტატო ნუსხა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცეს. მაცნეზე გამოქვეყნებულ ნუსხაში 187 შტატი იყო გათვალისწინებული. 2026 წლის აპრილში საშტატო ნუსხა კი 154-მდე შეამცირეს და თავიდან დაამტკიცეს. განახლებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ქობულეთის მერის …

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერებას განიხილავს

ორშაბათს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მზია ამაღლობელის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. ამჯერად მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს. სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. აღნიშნული საჩივრის განსახილველად მიღებაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი იმ  მოტივით, რომ მზია …

შევეგუეთ ადამიანების დაპატიმრებას ტროტუარზე დგომის გამო? – ინტერვიუ

გასულ კვირას, 24 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, ტროტუარზე დგომის გამო საქართველოს 4 მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ოთხივე საქმე ორმა მოსამართლემ განიხილა – ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ. ეს მოსამართლეები ტროტუარის საქმეებს ყველაზე ხშირად განიხილავენ. მოსამართლეებმა ყველა შემთხვევაში სასჯელის ზომად პატიმრობა გამოიყენეს. ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულები სამოქალაქო აქტივისტს, ანი ჩრდილელს, 24 აპრილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიანი …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – …

4 მაისს ბათუმში დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

ხვალ, 4 მაისს, 17:00 საათზე, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნაა, დააფინანსოს სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენადაა აუცილებელი. “სიცოცხლის უფლება ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხელშეუხებელი უფლებაა, რომელსაც იცავს კანონი! მოდი დიუშენის დიაგნოზის მქონე …

როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ – მითების დეტექტორის კვლება

მედიის განვითარების ფონდმა და მითების დეტექტორმა მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ 2025 წელსა და 2026 წლის 4 თვეში გავრცელებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი ტენდენციების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა. კვლევის მიხედვით, „მითების დეტექტორმა“ 2025- 2026 წელს (აპრილის ჩათვლით)  მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა. აქედან ყველაზე გავრცელებული (26 შემთხვევა) ვიზუალური მანიპულაცია …

“გამოძიების შედეგად დადგინდება, იყო თუ არა ავარია მძღოლის ბრალი” – საგანგებო სიტუაციების სამსახური

2 მაისს ბათუმში სასწრაფო დახმარების ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. ორივე გადარჩა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კუთხეში მოხდა. დღეს, 3 მაისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის …

306 ინციდენტი ერთ წელში – მედიის უფლებების დარღვევა საქართველოში

ბოლო 1 წლის განმავლობაში,  2025 წლის მაისიდან 2026 წლის მაისამდე, საქართველოში, ჟურნალისტების, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ 306 ინცინდენტი მოხდა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევების შესახებ მონაცემები „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა – CMIS“ აღრიცხა. „საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია,“-  წერს CMIS და განმარტავს, რომ მათ მიერ აღრიცხული მედიაზე თავდასხმებისას, „ზოგ …

მედიაგარემო უარესდება, ჟურნალისტებისთვის ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის – საია

„საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში, რომელიც ხასიათდება სამოქალაქო სივრცის სისტემური შევიწროებით, მედიის საქმიანობის შემზღუდავი საკანონმდებლო გარემოს დამკვიდრებით და ჟურნალისტებისთვის მტრული პირობების ფორმირებით,“ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებს. 3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. „ამ დღის …

დიუშენის მარში – დღეს თბილისში ბავშვებისთვის საჭირო წამლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

დღეს, 3 მაისს, თბილისში, 18:00 საათზე „დიუშენის მარში“ გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნაა, დააფინანსოს სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენადაა აუცილებელი. „დიუშენის მარში“ რუსთაველის მეტროდან დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციამდე მივლენ. „ჩვენ გამოვდივართ ქუჩაში, რათა დავიცვათ ბავშვების სიცოცხლის უფლება. ყოველი ნაბიჯი – ეს არის ხმა მათი …

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითებს დაეჯახა

2 მაისის საღამოს, ბათუმში, ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ორი ადამიანი. “ბათუმელების” ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები იყვნენ და ისე გადაიყვანეს კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რას ითხოვდნენ დღეს ბათუმში აქციაზე – „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება“

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფი გაერთიანდა და საპროტესტო აქცია გამართა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ უსახლკარო ოჯახები, რომლებმაც მოითხოვეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველა ოჯახის ბინით უზრუნველყოფა; იპოთეკით და საბანკო დავალიანებით დაზარალებულები; ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები; დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულები და მოქალაქეები, რომლებიც ქობულეთში, წინაპრების საკუთრებაში არსებული მიწების აღიარებას ითხოვენ. აქციაზე ყველა ჯგუფს თავისი გზავნილი ჰქონდა. აქციის მონაწილეებმა …

გდდ-ს ყოფილი უფროსი გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოდ-ის უფროსად დანიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე  დაინიშნა. ახალი უფროსი პირად შემადგენლობას სუს-ის ასევე ახალდანიშნულმა უფროსმა გეკა გელაძემ წარუდგინა. გეკა გელაძემ ამ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე შეცვალა, რომელსაც ახალი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეუქმნეს. სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი იყო. …

სანქცირებულ „იმედს“ კომკომში ისევ უჩივლეს

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედს“ კომუნიკაციის კომისიაში „საქართველოს მომავლის აკადემია“ კიდევ ერთხელ უჩივის. „იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომავლის აკადემიამ 29 აპრილს მიმართა და მოითხოვა ტელეკომპანიისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო. „საჩივარი ეხება 20 აპრილს საინფორმაციო გადაცემა ქრონიკაში გაშვებულ სიუჟეტებს, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლის ტრენინგების ჩატარებას ქართული ორგანიზაციებისთვის …

Exit mobile version