მითების დეტექტორი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელში, დიუშენის სამკურნალო მედიკამენტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიღმა AI გენერირებული ტროლები დგანან. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით (DMD) დაავადებული ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ თბილისში და სახელმწიფოს სთხოვენ დააფინანსოს დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა. ბოლო 10 დღეა სახელმწიფო კანცელარიის წინ მშობლები ღამეს ათევენ და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. …
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
რა იცვლება შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში
„ქართული ოცნება“ ცვლის კანონს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“. კერძოდ, შვილად აყვანის მსურველ პირებს, თავიანთი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად, სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია აღარ მოუწევთ. ისინი თავად შეაგროვებენ დოკუმენტაციას, წარადგენენ ჯანდაცვის სამინისტროში და შემდეგ პროცედურებს მიჰყვებიან. ამჟამად მშვილებელთა რეესტრში რეგისტრირებულია 1571 მშვილებელი პირი/ოჯახი. რა იცვლება არსებული კანონით შვილად აყვანის მსურველი პირები ვალდებულნი იყვნენ გაევლოთ რეგისტრაცია …
Continue reading “რა იცვლება შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში”
ახალგაზრდა ქალს დახმარება სჭირდება
ახალგაზრდა ქალს, რომელიც სტამბოლში, ერთ-ერთ კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება. 41 წლის თეონა ხოზრევანიძე თურქეთში, სტამბოლში, Hisar ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თეონას ექიმებმა სეფსისის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც საქართველოში მკურნალობის დროს დაუდგენელი მიზეზით განუვითარდა. პაციენტის ახლობლების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, გაუჩერდა თირკმელი – თეონას სამი წლის წინ მამამ თირკმელი გადაუნერგა და ერთი თირკმელით ცხოვრობს. …
პატრიარქობის 3 კანდიდატი – ვინ არიან ისინი
დღეს, 28 აპრილს, გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). წმინდა სინოდში 39 მღვდელმთავარია, დღეს გამართულ სხდომას კი 38 ესწრებოდა. სხდომაზე არ იყო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). პატრიარქობის …
Continue reading “პატრიარქობის 3 კანდიდატი – ვინ არიან ისინი”
164 მოგებული ტენდერი – ვისია „ბონდი 2009“, რომლის ანგარიშზეც მოდის ქუჩის ჩავარდნა და უსწორმასწორო ტროტუარი
ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩის ერთ მონაკვეთში, ახლად დაგებული ქვაფენილი აყარეს და გრუნტი ქვაფენილის თავიდან დასაგებად მოამზადეს. კომპანია „ბონდი 2009“-მ, რომელიც ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ტროტუარი ოღროჩოღროდ დააგო. უსწორმასწორო ტროტუარის ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ, ბათუმის მერი ვარშანიძის ქუჩაზე მივიდა და თქვა, რომ „სამუშაოებს არ ჩაიბარებდა“. 20 აპრილს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ახლად დაგებული ასფალტის საფარი ჩავარდა …
აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინეს
მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. ამ თანამდებობას 22 აპრილამდე სულხან თამაზაშვილი იკავებდა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს. ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა 2018 წლის ივლისიდან. მანამდე კი, 2016-2018 წლებში, იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძეს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა. ის სხვადასხვა დროს იყო ელჩი ყაზახეთსა და თურქეთში. …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინეს”
სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა
სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეს ინფორმაცია დღეს, 21 აპრილს გახდა ცნობილი ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგზე. სულხან თამაზაშვილმა თანამდებობაზე 1 წელი გაატარა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2025 წლის 7 აპრილს დაამტკიცეს. არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა
ბათუმში რამდენიმე ხაზზე „მარშუტკით“ მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა და 80 თეთრი გახდა
ბათუმში რამდენიმე სამარშრუტო ხაზით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა. დღეს, 21 აპრილს, მგზავრებს 70 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუხდათ. ამ ეტაპზე გაძვირებულია #25, #46 და #28 სამარშრუტო ხაზებით მგზავრობა. „გაძვირება უკავშირდება საწვავის გაზრდილ ფასს და სხვა ხარჯებიც მომატებულია. დიდი ხანია თავს ვიკავებთ გაძვირებაზე, მაგრამ ბოლოს მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. გაუჭირდა ხაზებს მუშაობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნუგზარ …
„3-ლარიან გამოძახებაზე 100 ლარს ჯარიმას რომ მიწერ, სადაა სამართალი?“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში
დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“- ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნა ტაქსის ოპერატორი კომპანიების მიმართ. აქციაზე შეკრებილი იყვნენ როგორც „ბოლტის“, ისე „მაქსიმისა“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები. მათი მოთხოვნა საერთოა – გაძვირდა ფასები საწვავზე, პროდუქტზე, მათი შემოსავალი კი …
ანაპასთან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა საქართველოს სანაპიროს მოაღწიოს – კომენტარი
შავ ზღვაში 7 აპრილს ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს. „თუ აღმოსავლეთიდან შავი ზღვის ტიპიური დინება არ ფორმირდა და არ გაძლიერდა (ბოლო პერიოდში ის პირიქით მოძრაობდა), ლაქა საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს მიაღწევს. ლაქის დრეიფის სიჩქარეა 3-3.5 მ/წამში, პერიოდულად – 5 მეტრი წამში, ანუ დაახლოებით 10-12 კილომეტრი საათში. საქართველომდე მოღწევას (დისტანცია 105 კილომეტრია) ამ მოცემულობით ხვალისთვის …
Continue reading “ანაპასთან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა საქართველოს სანაპიროს მოაღწიოს – კომენტარი”
ბათუმის ბულვარში მანქანით მოძრაობისთვის 20 მძღოლი დააჯარიმეს
20 პირი დააჯარიმეს ბათუმის ბულვარში ავტომანქანითა და მიკროავტობუსით გადაადგილების გამო. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, დაჯარიმებულები ბულვარში დაფიქსირებული ავტომანქანების მძღოლები არიან. მძღოლები დაჯარიმდნენ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და 6/2 ნაწილით. კერძოდ, ასკ-ს 125-ე მუხლის მე-13 ნაწილი გულისხმობს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა …
Continue reading “ბათუმის ბულვარში მანქანით მოძრაობისთვის 20 მძღოლი დააჯარიმეს”
ბათუმში ახალდაგებული ასფალტი ჩავარდა – რას ამბობს მერია
ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, სადაც ცოტა ხნის წინ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი დააგეს, გზა ჩავარდა და ავტომანქანა ჩაიყოლა. სამუშაოებს კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს. ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამაა. 26 მაისის ქუჩაზე ჩავარდნილი მანქანა ამწეს საშუალებით ამოიტანეს. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ჩავარდა ასფალტი, „ბათუმელებმა“ ეს კითხვა ბათუმის …
Continue reading “ბათუმში ახალდაგებული ასფალტი ჩავარდა – რას ამბობს მერია”
რა შეიცვალა ავტობაზარზე – პირველი აპრილიდან 6 წელზე მეტი ხნის მანქანების განბაჟება გაძვირდა
საქართველოში პირველი აპრილიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების საფასური გაიზარდა. როგორ აისახა განბაჟების გაძვირება ავტოიმპორტიორებზე, ავტომფლობელებზე და სფეროში დასაქმებულ ასობით ადამიანზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ალექს ნონიაძეს ესაუბრა. ბატონო ალექს, ორი კვირაა რაც მოქმედებს ახალი რეგულაციები საქართველოში. ამ მოკლე პერიოდზე დაკვირვებით, რა შეიცვალა ავტობაზარზე, …
რა განიხილეს დახურულ კარს მიღმა – ევროკომისრის ვიზიტი საქართველოში
მომდევნო კვირას, 21 აპრილს ევროპის საბჭოში გაიმართება დახურული მოსმენა საქართველოს საკითხზე. დახურულ სხდომას საქართველოზე საპარლამენტო ასამბლეის ორი კომიტეტი – იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტები მართავენ. მოსმენას დაესწრება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი. შეხვედრის თემა საქართველოში 2024/2025 წლების დემონსტრაციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებებისა და ამ ბრალდებების ეფექტური გამოძიების არარსებობა იქნება. მანამდე, 14-15 აპრილს …
Continue reading “რა განიხილეს დახურულ კარს მიღმა – ევროკომისრის ვიზიტი საქართველოში”
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა. „ბაზისბანკი, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% – ის მფლობელი გახდა,“ – ნათქვამია ლიბერთი ბანკის ოფიციალურ განცხადებაში. ლიბერთი ბანკი ავრცელებს ოფიციალურ რელიზს და ორივე ბანკის დირექტორის კომენტარს და იქვე განმარტავს, რომ ბიზნესპროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს …
რატომ განაახლა ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალში ნედლი ნავთობის გადაზიდვა
ყაზახეთიდან, თენგიზის საბადოდან, ბათუმის ნავთობტერმინალის მიმართულებით ნედლი ნავთობის გადაზიდვა განახლდა. ნედლი ნავთობის თენგიზის საბადოდან გადასაზიდად ყაზახეთი აქამდე ნოვოროსიისკის პორტს იყენებდა, სადაც ნავთობი კასპიის მილსადენის – CPC [Caspian Pipeline Consortium] საშუალებით ხვდებოდა. მას შემდეგ, რაც უკრაინა არაერთგზის დაესხა თავს დრონებით ნოვოროსიისკის პორტს, ყაზახეთმა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ძველი, ორჯერ ძვირი, მაგრამ გაცილებით უსაფრთხო გზა გაიხსენა – საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზის …
Continue reading “რატომ განაახლა ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალში ნედლი ნავთობის გადაზიდვა”
„საათნახევრით შევამცირებთ მატარებლით მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე“ – ირაკლი კობახიძე
„რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე,“ – განაცხადა დღეს, 8 აპრილს, ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ დღესვე სარკინიგზო მიმართულებით რამდენიმე სიახლე დააანონსა. კერძოდ, კობახიძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. ეს მატარებელი 2020 წლიდან …
როგორ ანაცვლებს თამაზაშვილის ხალხი რიჟვაძის ხალხს
მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კადრების ჩანაცვლების პროცესი აჭარაში ჯერ არ დასრულებულა – ისევ აქტიურ ფაზაშია. ახალი ხალხი თითქმის ყველა უწყებაში მიიღეს, მას შემდეგ, რაც ძველი თანამშრომლების ნაწილი, რეორგანიზაციის საბაბით, სამსახურიდან გაუშვეს. ოფიციალური უწყებების მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარებს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ იმ უწყებებს, სადაც თანამდებობის პირები უკვე ჩაანაცვლეს. თორნიკე რიჟვაძის ხალხი 2025 …
Continue reading “როგორ ანაცვლებს თამაზაშვილის ხალხი რიჟვაძის ხალხს”
ბათუმის სტადიონისთვის სახელის დასარქმევად აუქციონი გამოცხადდა
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება 1 750 000 ლარია და გამარჯვებულს დროებით სარგებლობაში გადაეცემა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით. აუქციონის ბიჯი 43 800 ლარია. თანხა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განსაზღვრა. აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება უფლება, სახელი დაარქვას ბათუმის საფეხბურთო …
Continue reading “ბათუმის სტადიონისთვის სახელის დასარქმევად აუქციონი გამოცხადდა”
ხულოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაიცვალა
ხულოს მაგისტრატი მოსამართლე, ნუგზარ მგელაძე გარდაიცვალა. ნუგზარ მგელაძე თითქმის 30 წელი მუშაობდა მოსამართლედ. 1997-2000 წლებში ის იყო ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2000 – 2005 წლებში ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე. 2005 -2010 წლებში კი – რეზერვის მოსამართლე. 2016 წლის იანვრიდან ნუგზარ მგელაძე იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგიტრატი მოსამართლე ხულოს მუნიციპალიტეტში. 2018 წლის …
თუ ჯარი გიწევთ და საზღვარგარეთ ხართ, ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ – ცვლილება კანონში
ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პირი, რომელსაც ჯარში წასვლა უწევს და ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფება, ვალდებულია ქვეყანაში დაბრუნდეს და გამწვევ კომისიას მიმართოს. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა. ცვლილებები დღეს, 6 აპრილს პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. კომიტეტზე სამინისტროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარმოადგენდა. ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის კოდექსში და საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან …
Continue reading “თუ ჯარი გიწევთ და საზღვარგარეთ ხართ, ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ – ცვლილება კანონში”
10 ბინა, 8 მანქანა, 650 ათასი ქეში და დაგირავებული ბიზნესები ქართუში – რა ქონებას ფლობს დეპუტატი ჭყონია
10 ბინა და 7 სარდაფი ბათუმში, 1 სახლი კურორტ ბეშუმში, მიწის ნაკვეთები ქობულეთში და ნახევარი მილიონი ლარი ქეში – ეს პარლამენტარ გიორგი ჭყონიას ქონების არასრული ჩამონათვალია. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია 31 იანვარს შეავსო, საჯარო კი პირველ აპრილს გახდა. დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭყონია ასევე ფლობს 8 ავტომობილს, რომელთა ჯამური ღირებულება 385 ათასი დოლარია. ყველაზე ძვირადღირებული, …
ჟურნალისტი, რომელიც დილის 4 საათზე გაასამართლეს, შსს-ს ცნობით ქვეყნიდან გააძევეს
5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფეისბუქ პოსტის გამო, გაასამართლეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი. ჟურნალისტი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გაასამართლა და აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გაძევებულია. ამასთან მას 3 წლით აუკრძალეს საქართველოში შემოსვლა. აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წელი ითხოვდა …
Continue reading “ჟურნალისტი, რომელიც დილის 4 საათზე გაასამართლეს, შსს-ს ცნობით ქვეყნიდან გააძევეს”
ვისი ფულით აღდგა უძველესი ეკლესიები და ისტორიული შენობები
თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე მუშარაბიან სადარბაზოში ფოტოების გადაღება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია ფოტოსესიისათვის. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის კი ვიტრაჟებიანი სადარბაზოს ნახვა, ქვეყანაში აუცილებლად სანახავ ობიექტთა სიაშია. რომ არა ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა, თბილისს შეიძლება ვერ გადაერჩინა ძველი ქალაქის კულტურული მარგალიტი – მუშარაბიანი სადარბაზო. ეს არის ერთი მცირე ნიმუში იმისა, …
Continue reading “ვისი ფულით აღდგა უძველესი ეკლესიები და ისტორიული შენობები”
“იქ, სადაც დაუცველია ადამიანი, დაუცველია ცხოველიც” – საია
4 აპრილს მიუსაფარი ცხოველების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ამ დღეს და სოლიდარობას უცხადებს ცხოველთა დამცველებს. მათ, ვინც ყოველდღიურად იბრძვის მიუსაფარი ცხოველების გადარჩენის და მათთვის არსებული მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად. „ბოლო დღეები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ცხოველთა დამცველებისთვის. მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის და გულგრილობის შესახებ საჯარო წყაროებში გავრცელებულმა ცნობებმა შეძრა …
Continue reading ““იქ, სადაც დაუცველია ადამიანი, დაუცველია ცხოველიც” – საია”
დღეს ბათუმში მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დასაცავად აქცია გაიმართება
დღეს, 4 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დასაცავად აქცია გაიმართება. “მაშინ კი არ ხარ ძლიერი, როცა უსამართლობაზე თვალს ხუჭავ – მაშინ ხარ, როცა მის წინააღმდეგ დგახარ. თუ ერთხელ მაინც ჩაგიხედავთ ძაღლისთვის თვალებში, ერთხელ მაინც გადაგისვამთ თავზე ხელი მაშინ ის თქვენ სულს შეხებია. ყველაზე დაუცველებს, ყველაზე ერთგულებს, ბედისგან დაჩაგრულებს სწორედ ახლა სჭირდებათ …
Continue reading “დღეს ბათუმში მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დასაცავად აქცია გაიმართება”
ქარტია ჟურნალისტებზე თავდასხმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისა გამო. გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს ქარტია პროკურატურას შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ …
Continue reading “ქარტია ჟურნალისტებზე თავდასხმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს”
რას ამბობს ქალთა ციხე მზია ამაღლობელზე და რას წერს უდოს კომისია ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე
მზია ამაღლობელის საქმე ე.წ. უდოს კომისიაზე განიხილეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“. მზია ამაღლობელი წელიწადი და სამი თვე უკანონო პატიმრობაშია. მას ორი წელი აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შესაძლებელია პატიმრობიდან …
რატომ იწვევს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების შეფერხება ნავთობის ფასის ზრდას
„ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, ნავთობის ფასი გაიზარდა ორშაბათს, 2 მარტს, მას შემდეგ რაც ირანში მიმდინარე მოვლენებმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილება შეაფერხა. ამ შეფერხებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ნავთობის მომარაგებისთვის. ჰორმუზის სრუტე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო „ენერგეტიკული კარიბჭე“, სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის მდებარე სტრატეგიული საზღვაო გასასვლელი. ამ სრუტის გავლით …
Continue reading “რატომ იწვევს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების შეფერხება ნავთობის ფასის ზრდას”
11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც საგზაო ნიშნებს ახალი საგზაო ნიშანი ემატება. ასევე, იზრდება ჯარიმა ტროტუარზე დგომის გამო. საკანონმდებლო ცვლილებები სადავო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ახალციხეში, ოზურგეთში, თბილისში, ქუთაისში, …
ავტოავარიით 469 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის 164 ქვეითი იყო
2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 8 191 პირი დაშავდა, 469 ადამიანი კი დაიღუპა. 2025 წელს ავტოავარიაში 105 ქალი (აქედან 54 ქვეითი) და 364 კაცი (110 ქვეითი) დაიღუპა. დაღუპულებს შორის 27 ბავშვია, აქედან 7 ბავშვი ექვს წლამდე ასაკის იყო. რაც შეეხება დაშავებულებს, ავარიის შედეგად დაშავდა 2 901 ქალი და 5 290 კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს …
Continue reading “ავტოავარიით 469 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის 164 ქვეითი იყო”
„ქართული ოცნების“ მთავრობამ ირანსა და ისრაელს მიუსამძიმრა
„ქართული ოცნების“ მთავრობა ირანელ ხალხს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ებრაელ ხალხს და ისრაელს სამძიმარს, ხოლო ყურის არაბულ ქვეყნებს სოლიდარობას უცხადებს. სამძიმრის წერილი მთავრობის ფეისბუქზე დღეს, 2 მარტს გამოქვეყნდა. „საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, …
Continue reading “„ქართული ოცნების“ მთავრობამ ირანსა და ისრაელს მიუსამძიმრა”
ბათუმის აეროპორტიდან ისრაელის მიმართულებით 1-2 მარტს ფრენები გაუქმდა
ბათუმიდან ისრაელის მიმართულებით 2 მარტის ჩათვლით, ყველა ფრენა გაუქმებულია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაუქმებულია ბათუმი – თელ-ავივის რეისები პირველ და ორ მარტს, ასევე გაუქმებულია თელ-ავივი – ბათუმის რეისები 2 მარტს. ფრენების გადადება გუშინ, 28 თებერვალს ირანში დაწყებულ ოპერაციას უკავშირდება, რა დროსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შეტევა მიიტანეს ირანის სხვადასხვა ობიექტებზე. დაბომბვის …
Continue reading “ბათუმის აეროპორტიდან ისრაელის მიმართულებით 1-2 მარტს ფრენები გაუქმდა”
რა ხდება ირანში – მოკლედ
28 თებერვალს, ირანის დროით დაახლოებით 10 საათისათვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში მდებარე სხვადასხვა ობიექტები დაბომბა. შეტევა განხორციელდა როგორც თეირანში, ისე ირანის სხვა ქალაქებში მდებარე შენობებზე. დაზუსტებული ინფორმაციით, დაიბომბა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია. უცნობია, დაბომბვის მომენტში ხამენეი რეზიდენციაში იმყოფებოდა თუ არა. ბოლო ცნობები, ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასეთია: ისრაელის სამხედრო ძალები …
“პირადი ნივთები ტრაქტორის ქვეშ ვეძებოთ – ეს სამართალი არ არის” – მუნიციპალური გოგებაშვილზე კაფეებს ანგრევს
დღეს, 28 თებერვალს, გამთენიისას, ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთი კაფე დაანგრიეს, სხვა კაფეების მეპატრონეებს კი დრო მისცეს მათ დასანგრევად. კაფეებს მუნიციპალური ინსპექცია ანგრევს. „მეზობელმა დაგვირეკა, ობიექტი ინგრევაო. პიჟამოებით გამოვიქეცით, ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ – ინვენტარი, კომპიუტერი, დოკუმენტაცია, აბსოლუტურად ყველაფერი არის განადგურებული. ფიზიკურად საშუალება არ მოგვცეს, რომ ჩვენი პირადი ნივთები მაინც აგვეღო. ასე არ შეიძლება, ჩვენ ვცხოვრობთ …
რა რისკს შეიცავს მეზღვაურისთვის ჩრდილოვან ფლოტში დასაქმება – ინტერვიუ
მეზღვაური რომ გემზე სამუშაოდ წავიდეს, ორი გზა აქვს, მიმართოს საკრუინგო კომპანიას, რომელიც მოუძებნის მისთვის შესაფერის ვაკანსიას, ან თავად, დამოუკიდებლად იპოვოს სამუშაო გემზე. პირველ შემთხვევაში, მეზღვაურთან ერთად რისკებს საკრუინგო კომპანიაც ინაწილებს, მეორე შემთხვევაში, კი მთელი რისკი და პასუხისმგებლობა მეზღვაურზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარში ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეული ორი ნავთობტანკერი დააკავეს, რომლის ეკიპაჟშიც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. ნავთობტანკერის …
Continue reading “რა რისკს შეიცავს მეზღვაურისთვის ჩრდილოვან ფლოტში დასაქმება – ინტერვიუ”