მედია ვერ გადაიღებს პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოს სხდომას – ახალი შეზღუდვა საკონსტიტუციოში

პარტიების აკრძალვის თემაზე სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში მედია ვერ გადაიღებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უთხრეს. 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. კონსტიტუციონალისტების მოსაზრებით, სარჩელის სიღრმეში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ბევრად უფრო მძიმე საფრთხეები იმალება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს და სამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობის …

88 დეპუტატი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ – რა წერია პარტიების ამკრძალავ სარჩელში

„აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად“, – ეს არის ამონარიდი პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან, რომელსაც ხელს „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი აწერს. 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს, რომელსაც ასე ჰქვია – …

ფეისბუქ სტატუსების გამო ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტ ვახო სანაიას 30 დღით პატიმრობა შეუფარდა ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო. შსს ვახო სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას და ამით „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“ ედავებოდა. ჟურნალისტის 30-დღიანი პატიმრობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა კი შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ვახო სანაიასთვის ეს მესამე ადმინისტრაციული საქმეა. …

შსს მინი სერიალს იღებს – 174 408 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური, დოკუმენტური მინი სერიალის გადასაღებად 174 408 ლარს დახარჯავს. საბიუჯეტო თანხები მინი სერიალის გადასაღებად უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ 2026 წლის 24 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის ახალი სეზონის გადაღებისა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ. პროექტის განხორციელება, მათ შორის, სერიალის გადაღება, საბოლოო პროდუქტის მომზადება და …

რუსთაველის თეატრი 387 182 ევროს სკამებსა და სავარძლებს ყიდულობს – 1400 ლარი ერთ სკამში

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი 387 182 ევროს ღირებულების სავარძლებსა და სკამებს ყიდულობს. ამავე თანხაში შევა დარბაზის ინსპექტირება და ახალი ინვენტარის მონტაჟი. თეატრის მაყურებელთა დიდი დარბაზის სავარძლებისა და სკამების შესყიდვას თეატრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თევზაძე გამარტივებული შესყიდვით ითხოვს. ნებართვის მისაღებად რუსთაველის თეატრის აღმასრულებელმა დირექტორმა შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართა. „დღეის მდგომარეობით, თეატრის დიდი …

4 შვილის დედა ქუთაისიდან – „ბავშვები მშიერი მყავს“

ოთხი შვილის დედა, გურანდა თათეიშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ქალი სოციალურად დაუცველია და შვილებს მარტო ზრდის. შშმ დედა ამბობს, რომ ბავშვები ფაქტობრივად შიმშილობენ. გურანდა თათეიშვილი შვილებთან ერთად ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ „სოციალურის“ უდიდესი ნაწილი ბინის ქირაში მიდის, ხოლო ბავშვებისთვის საჭირო საკვების და წამლის ფული აღარ რჩება. „ოთხი შვილი მყავს. იმის გამო, რომ მიჭირდა, …

როგორ გაანადგურეს ბოლშევიკებმა პოლიტიკური პარტიები საქართველოში – ინტერვიუ საბჭოთა წარსულის მკვლევართან

დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიებს არ კრძალავენ. პოლიტიკური პარტიები იკრძალება ტოტალიტარულ რეჟიმებში. საქართველოს უკვე აქვს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, გაქრობის და განადგურების გამოცდილება. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა დაიწყეს „ზრუნვა“ მოესპოთ დაპყრობილ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი და გაექროთ ყველა, ვინც მათ იდეებს არ იზიარებდა. ბოლშევიკებს პარტიების საბოლოო აკრძალვისთვის წლები და მძიმე რეპრესიები დასჭირდათ. ოკუპაციის …

ვფიქრობ, 5 წელში ისევ ვერ ვიცნობთ ქალაქს, ბევრი ინვესტორი შემოვა – ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში

„კოლიერსის“ 2026 წლის აგვისტოს თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბათუმში უძრავი ქონების შეძენისას, უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გადაუსწრო ქართველი მყიდველების წილს და 52% შეადგინა. ამასთან ბათუმში ბინები ისევ ძვირდება. რა ტენდენციებია ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე, რომელი ქვეყნიდან ყიდულობენ ძირითადად ბინებს და რა მიზნით, ამის შესახებ „ბათუმელები“ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეგიონული …

მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, რომელიც პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდებას ითხოვდა და არ დაუკმაყოფილეს, სასამართლო დატოვა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში, …

რატომ ხმება თხილი და როგორ შეუძლიათ ფერმერებს ბაღების გადარჩენა

„გურიასა და სამეგრელოში თხილი ხმება. საგანგაშო მდგომარეობაა. ჩართულნი არიან სპეციალისტები, მაგრამ კონკრეტული მიზეზი არ იციან, რა იწვევს ნარგავების ხმობას. ასე თუ გაგრძელდა, მაქსიმუმ 5 წელიწადში ბაღები აღარ გვექნება,“ – ფერმერი გიორგი თოდუა „ბათუმელებთან“ თხილის მასობრივი ხმობის შესახებ საუბრობს. გიორგი თოდუა წლების განმავლობაში თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. ახლა თავად აქვს თხილის ბაღი და პრობლემა, რომელზეც საუბრობს, …

„ნუ დამინგრევთ ოჯახს“ – 3 შვილის დედა სახელმწიფოს სთხოვს მის მეუღლეს მისცენ ბინადრობის უფლება

ბათუმში მცხოვრები სამი შვილის დედა სახელმწიფოს სთხოვს, რომ ოჯახი არ დაუნგრიოს. სამი შვილის დედა იამზე ბოლქვაძე, საქართველოს მოქალაქეა. ის თურქეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული. წყვილს ქორწინებაში სამი შვილი –  12 წლის ბიჭი, 7 და 5 წლის გოგოები ჰყავთ. იამზეს მეუღლეს, აღით ჩელიქს თურქეთ-საქართველოს საზღვარი ბოლოს 2017 წლის 28 სექტემბერს აქვს გადმოკვეთილი. იამზეს მეუღლე წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა …

100 ლარი პენსია ომის ვეტერანებს – რას არ აკეთებს ხელისუფლება სამშობლოს დამცველებისთვის

საქართველოში ომის ვეტერანის პენსია 100 ლარია. ამ ოდენობის თანხას ისინი მხოლოდ ბოლო 4 წელია იღებენ. მანამდე, წლების განმავლობაში ვეტერანები 22 ლარს იღებდნენ პენსიის სახით. მაშინ, როცა იზრდება მაღალჩინოსანთა ხელფასები, იზრდება პარლამენტარების თუ რიგითი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება, 20 ლარით, მაგრამ მაინც იზრდება ასაკით პენსია, წლებია არ გაზრდილა ომის ვეტერანის პენსია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში …

კრეატივი, როგორც ზღვარზე ყოფნისა და პროფესიული წინააღმდეგობის ძალა – AD Black Sea 10 წლის გახდა

ყოველი წლის სექტემბერში ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. წელს ფესტივალის მეათე, საიუბილეო წელია. Ad black sea-ს სამი დამფუძნებელი ჰყავს – ვატო ქავთარაძე, ნინო სანაია და ბიბი ასათიანი. რეკლამის ფესტივალის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართველმა მარკეტერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალი ნახეს და გაუჩნდათ სურვილი რამე მსგავსი საქართველოშიც ყოფილიყო. პირველი ფესტივალი 2015 წელს ჩაატარეს, უკრაინელ პარტნიორებთან …

„თავდასხმა პოლიციელზე – ეს კვალიფიკაცია აღარ აქვს მზია ამაღლობელის საქმეს. რატომ ყვებიან იგივე ზღაპრებს?“

„ხელისუფლება არ თმობს მზია ამაღლობელის საქმეს, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. მზია ამაღლობელის საქმე მუდმივად რჩება მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იყენებენ ამ საქმეს,“ – ამბობს მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი. მაია მწარიაშვილმა ეს კომენტარი ტვ პირველს მისცა, დღეს, 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი …

ვის არ აქვს გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური

საქართველოში შეიცვალა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების წესი. შესაბამისად, გაიზარდა  ჯარიმები და კანონში გაჩნდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, დეპუტატებს, ვინც ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, თავად თუ ჰქონდათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი. ასევე დავინტერესდით, მოიხადეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური თანამდებობის პირებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და მხარს უჭერენ მის მიერ მიღებულ …

ეს ბზარია? – რა ხდება სინამდვილეში ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში 

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა #1-ში მდებარე ორი კორპუსი ერთმანეთთან აივნებითაა დაკავშირებული. კორპუსები 17-სართულიანია. პირველ 7 სართულზე ორ კორპუსს შორის დატოვებულია ვერტიკალური ღარი, ხოლო მერვე სართულიდან აივნები გადაბმულია. ბზარი სწორედ ამ აივნების გადაბმებს შორის გაჩნდა. მერვედან მე-17 სართულის ჩათვლით, გარედან ჩანს, რომ აივნების გადაბმებს შორის ე.წ. ბზარებია. 8 სექტემბერს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც სწორედ ეს ბზარები …

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

ბათუმის აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ახლოს, ზღვაში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 9 სექტემბერს მოხდა. ორადგილიანი WT9 ტიპის თვითმფრინავის ბორტზე ორი მგზავრი იმყოფებოდა. თურქმა მაშველებმა ორივეს გადარჩენა მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა. ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით კი რიზესთან ახლოს, ზღვაში ავარიულად დაეშვა. “თვითმფრინავი რიზე-ართვინის აეროპორტიდან …

ქობულეთში ზღვაში კაცი დაიხრჩო

დღეს, 7 სექტემბერს, ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა მისი გადარჩენა სცადეს და ნაპირზე გამოიყვანეს კიდეც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება,“ – რას ამბობს კობახიძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაიწყო და მას „[ხელისუფლების] მართვის სისტემაში დაგროვილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, წელიწადი და 5 თვე დასჭირდა“ 2024 წლის 8 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, კორუფციის ან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით არაერთი მაღალჩინოსანი და ათობით საჯარო მოხელე მოხვდა ციხეში. 2026 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, ციხეშია …

შეცვლის თუ არა პატარაძე ირაკლი კობახიძეს

„ასეთი მარტივი „ჩორტაობა“, რა თქმა უნდა, შედეგს [არ მოიტანს]“ – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ დღეს, 7 სექტემბერს, „ტვ პირველის“ კითხვას, ხომ არ ცვლის ივანიშვილი კობახიძეს ზურაბ პატარაძით პრემიერ-მინისტრის პოსტზე. არაოფიციალური საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის ნაცვლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დანიშნოს, რამდენიმე კვირა აქტუალურია. ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვების …

ქონება 1 ლარად ეკლესიას და 5 მილიონი საპატრიარქოს ორგანიზაციებს – კობახიძის განკარგულებები

ირაკლი კობახიძემ 18-დან 31 აგვისტოს ჩათვლით რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელთა თანახმადაც ეკლესიას ქონება და ფული გადასცა. კერძოდ, 18 აგვისტოს გამოცემული განკარგულების თანახმად, კობახიძემ აბაშაში, სოფელ კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული 384 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადასცა ეკლესიას. იმავე დღეს გამოცემული კიდევ ერთი განკარგულებით ირაკლი კობახიძემ სამტრედიის …

რა სამუშაოები მიმდინარეობს ბაგრატიონის 131-ში – მოსახლეობის პროტესტის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა ბათუმში, ბაგრატიონის 131-ში მიმდინარე მშენებლობა. შესაბამის დადგენილება 2026 წლის პირველ სექტემბერს გამოიცა. მოსახლეობა, რომელიც მშენებარე კორპუსის მოსაზღვრედ ცხოვრობს, ამბობს, რომ კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მითითებას არ ითვალისწინებს, და სამუშაოებს მაინც აგრძელებს. თუმცა თავად კომპანიაში ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ “ასრულებენ მხოლოდ იმ სამუშაოებს, რისი გამოსწორებაც მუნიციპალურმა ინსპექციამ დაავალათ”. რა ხდება ბაგრატიონის 131-ში …

ბათუმში 5 ადამიანი დაშავდა ზღვაში კატერების შეჯახების შედეგად

ხუთი ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში ორი კატერის შეჯახების შედეგად. შემთხვევა დღეს, 3 სექტემბერს, საღამოს, ალი და ნინოს მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მოხდა. შეჯახების შედეგად ორივე კატერზე მსხდომი მოქალაქეები ზღვაში ჩაცვივდნენ. ინფორმაცია კატერების შეჯახების შესახებ თავდაპირველად “აჭარა თაიმსმა” გაავრცელა. დაშავებულებს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა გაუწიეს და კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, არცერთ დაშავებულს სიცოცხლისთვის …

კობახიძის სიძე, მინისტრი დავით ფაცაცია 6 წელია საქორწინო საჩუქრად ფულს იღებს

ირაკლი კობახიძის დის ქმარი, დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მინისტრის პოსტს იკავებს. დავით ფაცაცია 2017 წლამდე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებში მუშაობდა. მისი ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ის საჯარო სექტორში 2019 წელს დასაქმდა. სწორედ ამ წელს, 2019 წლის 22 ივნისს დაქორწინდა ის ირაკლი კობახიძის დაზე, ქეთევან კობახიძეზე. აფხაზეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური სივის მიხედვით, დავით …

How Do People Fund an Opposition Politician — A Woman Politician Without an Office or a Party

„It will be deposited into your account with every paycheck. Though even the smallest gift is rich when given with love..,“ a citizen wrote in her message to the independent opposition politician Teona Chalidze. The „small amount“ that a citizen gave to an opposition politician is 5 Lari. For six months, politician Teona Chalidze has …

ბათუმში 26-სართულიანის მშენებლობის გამო გზა დაიბზარა, მოქალაქეს კი ეზო ენგრევა

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლების წინ მიმდინარე 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო ქუჩაში ასფალტი დაიბზარა, ხოლო ეზოების კედლები ინგრევა. თემურ ჯიჯავაძე მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მისი ეზოს მესერი, რომელიც ბესიკის ქუჩაზე მშენებლობას ემიჯნება, ინგრევა. ინგრევა თემურის მეზობლის ეზოს კედელიც. „ყველა გზას ვეძებთ, რომ ჩვენი ეზოები და სახლები გადავარჩინოთ. ახლა ნაწვიმარია და გადაიფარა დახეთქილი ეზო. …

პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია ფეისბუქში აგინებს ყველა ოპონენტს, რატომ არ აჯარიმებს მას „ოცნება“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ, 2026 წლის 20 აგვისტოს ფეისბუქზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო-ქარდი გამოაქვეყნა წარწერით – „ყ*ლეო შენ“. გიორგი გამსახურდია რამდენიმე წელია პოლონეთში ცხოვრობს, ის პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა. აქვს დიპლომატიური პასპორტი და სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რაც გათვალისწინებულია პოლიციის ატაშეებისათვის. გიორგი გამსახურდიას ფეისბუქ პოსტების შინაარსში არაფერი შეცვლილა მას …

1795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვების უფლება მიეცემა – გივი მიქანაძე

1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვების საშუალება მიეცემათ. ინფორმაცია ამის შესახებ, დღეს, 30 აგვისტოს გახდა ცნობილი განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის სპეციალური ბრიფინგის საშუალებით. გივი მიქანაძის განმარტებით, ეს გამონაკლისი მხოლოდ 2026 წელს იქნება. „გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, …

60 ჭრილობა დანით – ოზურგეთში სასტიკად მოკლული ქალი დაკრძალეს

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში, დღეს, 30 აგვისტოს, დაკრძალეს 60 წლის მარგო ზოიძე. ქალი, რომელიც 28 აგვისტოს, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს ყაჩაღებმა. ოჯახის ახლობლების თქმით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა. „მეზობლებთან უთქვამს 5 ათას ლარამდე მაქვს შეგროვილი ჯამშიო,“ – უთხრა „ბათუმელები“ ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა. მოკლულის ოჯახის ერთ-ერთ  წევრს, ეს ინფორმაცია საჯაროდაც აქვს გამოქვეყნებული. მარგო ზოიძე ნასაკირალში, სამსართულიანი საცხოვრებელი …

ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა და აფეთქდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. აფეთქების ტალღამ დააზიანა იქვე მდგომი სხვა ავტომობილები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …

5 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიისას

საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ავარიაში მოხვდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა. დაშავებულთა შორის 10 ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით ავტობუსში 43 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, საავადმყოფოდან დაშავებული ხუთი ბავშვი უკვე გაწერეს, ხოლო ხუთი ისევ ჰოსპიტალიზებულია. აქედან ორი, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული. შემთხვევა სტავროპოლის მხარეში, სოფელ ინოზემცევოსთან, კავკაზის ფედერალური გზატკეცილის მესამე კილომეტრზე …

მაშველები ბათუმში, ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ

მაშველები ბათუმში ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ. ქალი წუხელ, 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა. მისი ძებნა-გადარჩენის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

“ოჯახები იხლიჩება, როცა სახელმწიფო ივანიშვილს ემსახურება” – შაბათის მარში თბილისში

დღეს, 29 აგვისტოს, თბილისში გაიმართა ტრადიციული “შაბათის მარში“, რომელიც ემიგრანტებს და ქვეყანაში ემიგრაციის პრობლემებს მიეძღვნა. მარშის მონაწილეებმა მსვლელობა ავლაბრის მეტროსთან დაიწყეს და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ დაასრულეს. მარშის მონაწილეთა თქმით, დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ემიგრაციაა. „2012-2025 წლებში, ქვეყნიდან 1 005 800-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა, ხოლო უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ, თითქმის 300 000 შეადგინა. …

საქართველოში ლუდის მოხმარება რეკორდულ ნიშნულზე ავიდა – კვლევა

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141.0 მილიონი ლიტრი შეადგინა. ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების შესახებ კვლევას თიბისი კაპიტალი აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, ერთის მხრივ შემცირდა ადგილობრივი ლუდის წარმოება, მეორეს მხრივ კი მზარდია ლუდის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე, …

ბათუმში წლინახევრის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა – დაწყებულია გამოძიება

ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან 1,5 წლის ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 29 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

Exit mobile version