„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ეხმაურება ბათუმის მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს. ბათუმის მერია გეგმავს რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გაუშვას საჯარო მოხელეები. უმეტესობა, ვისაც რეორგანიზაცია ეხება, ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერია. „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უწევს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პროფკავშირის წევრები არიან. „რეორგანიზაციის პროცესი იწვევს სერიოზულ კითხვებს მის მიზნებთან და …
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
სახალხო დამცველმა ქალთა ციხეში პატიმრები მოინახულა, მათ შორის მზია ამაღლობელიც
საქართველოს სახალხო დამცველმა, დღეს, 26 თებერვალს,ქალი ბრალდებულები და მსჯავრდებულები მოინახულა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში მყოფი ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. „სახალხო დამცველი დაწესებულებაში ასევე შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების …
Continue reading “სახალხო დამცველმა ქალთა ციხეში პატიმრები მოინახულა, მათ შორის მზია ამაღლობელიც”
„შოკოლადზე ქეშბექი 50%-ზეც ადის“ – რას განიხილავენ ფასების კომისიაზე
დღეს, 25 თებერვალს, სადავო პარლამენტში ფასების კომისიის მეხუთე სხდომა მიმდინარეობს, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა სადისტრიბუციო კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი ლევან პაპიაშვილი, რომელმაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ე.წ. ქეშბექის თემა დააყენა. „პირველი საკითხი არის ქეშბექი. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ გაყიდულ პროდუქციაზე ქეშბექი დავუბრუნოთ რითეილს. ეს ქეშბექი ყველაზე კარგ შემთხვევაში იწყება 20%-დან და აღწევს …
Continue reading “„შოკოლადზე ქეშბექი 50%-ზეც ადის“ – რას განიხილავენ ფასების კომისიაზე”
ბრიტანეთმა დაასანქცირა გემი, რომელმაც ყულევში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა
დიდმა ბრიტანეთმა 50 ნავთობტანკერი დაასანქცირა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რუსეთიდან მესამე ქვეყანაში რუსული წარმოების ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში. დასანქცირებულ გემებს შორისაა ნავთობტანკერი ALTURA – (IMO 9292199), რომელიც 2025 წლის 6-7 ოქტომბერს ყულევის პორტშიც იმყოფებოდა. გემს მაშინ KAYSERI ერქვა, პანამის დროშის ქვეშ ცურავდა და საქართველოში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა. ნავთობტანკერის მიერ შემოტანილ ტვირთზე შემოსავლების სამსახურმა …
რის გაძვირებას აპროტესტებენ ტრაილერის მძღოლები სარფში
დღეს, 23 თებერვალს, სარფში, ტრაილერის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი გახდა ე.წ. TIR პარკების მიერ გაზრდილი გადასახადი. 22 თებერვლის ჩათვლით, მძღოლები ავტოსადგომზე შესვლის საფასურს 80 ლარს იხდიდნენ. 23 თებერვალს კი 130 ლარის გადახდა მოუწიათ. მძღოლებმა, რომლებმაც გაზრდილი ფასი გადაიხადეს სავალდებულო ავტოსადგომზე შესვლისათვის, დღეს, 23 თებერვალს სპონტანური საპროტესტო აქცია გამართეს სარფში, სადაც ერთ საათზე მეტი …
Continue reading “რის გაძვირებას აპროტესტებენ ტრაილერის მძღოლები სარფში”
რა ეღირება სამუშაო ნებართვა უცხოელებისთვის
საქართველოში მყოფი უცხოელები ტაქსის მძღოლად, კურიერად ან ტურისტულ გიდად ვეღარ იმუშავებენ. ირაკლი კობახიძემ „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შევა. ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები შესაბამისი ნებართვის გარეშე ვეღარ დასაქმდებიან. უცხოელმა, რომელსაც სურს საქართველოში დასაქმება, ჯერ უნდა მოიპოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ამის …
Continue reading “რა ეღირება სამუშაო ნებართვა უცხოელებისთვის”
რა მოხდება, თუ ქართველი მეზღვაურები სანქცირებულ გემებზე დასაქმდებიან – ცვლილება კანონმდებლობაში
სანქცირებულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების კონტროლი მკაცრდება. კერძოდ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილება ეძლევა, გადაამოწმოს საკრუინგო კომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაცია გემებისა და გემთმფლობელების შესახებ და შეამოწმოს ეს პოტენციური დამსაქმებლები არიან თუ არა გაეროს, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის სანქციების სიაში. შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა …
რა დაწერეს მოსამართლეებმა და რა ჩანს ვიდეოში – ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულთა საქმეები
ეს სტატია საქართველოს სამი მოქალაქის შესახებაა, რომლებიც ქართულმა სასამართლომ 2026 წლის 23 იანვარს გაასამართლა და თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 25 წლის გრაფიკული დიზაინერი ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი და 38 წლის იურისტი მიხეილ ზაქარეიშვილი 5-5 დღით დააპატიმრეს, 42 წლის ინფორმატიკის სპეციალისტი დიმიტრი ჯამბურია კი 4 დღით. მათ მიერ ჩადენილი „სამართალდარღვევაა“ – რუსთაველის …
საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა – საქსტატი
საქსტატის თანახმად, 2026 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა, რაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდული მატებითაა განპირობებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მიხედვით, წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3 224 %-ით გაიზარდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარში საქართველოდან 1 689 900 აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა ექსპორტზე, რაც …
ქუთაისში ისტორიული ციხის სამლოცველოს გადარჩენას ითხოვენ – რას პასუხობს კომპანია
ქუთაისში საგუბერნიო, ისტორიული ციხე თითქმის დაანგრიეს. დასანგრევი დარჩა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ეკლესია და ციხის სამლოცველო იყო განთავსებული. ქუთაისის საგუბერნიო ციხის გადასარჩენად დაორგანიზებული მოქალაქეთა ჯგუფი ითხოვს, დროებით შეჩერდეს სამუშაოები ციხის იმ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ისტორიული სალოცავი, ჩატარდეს ექსპერტიზა და მოეწყოს საჯარო განხილვები. ისტორიული სალოცავის გადასარჩენად მოქალაქეებმა მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს და ქუთაის-გაენათის ეპარქიასაც. საგუბერნიო ციხის შესახებ …
Continue reading “ქუთაისში ისტორიული ციხის სამლოცველოს გადარჩენას ითხოვენ – რას პასუხობს კომპანია”
აშშ-ში ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს – მედია
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი წაუყენა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის Marinera-ს, იგივე Bella1-ს კაპიტანს, რომელსაც აშშ-ს სანაპირო დაცვა კვირების განმავლობაში დევნიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ბრალდებები მოიცავს ნავთობტანკერის მიერ გაიანის დროშის ყალბად აღმართვას და სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას – კერძოდ, გემის შეჩერებაზე უარს, რათა აშშ-ის ძალებს ბორტზე ასვლის შესაძლებლობა მისცემოდა. …
Continue reading “აშშ-ში ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს – მედია”
„ერთ დღესაც შეიძლება მატარებელი ჩვენს სახლს დაეცეს“ – ცხოვრება ლიანდაგთან
ბათუმში, ბონის დასახლებაში მცხოვრები 25-ამდე ოჯახი რთულ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს. ბარაკულ დასახლებაში, სახლებს შორის რკინიგზა გადის. რკინიგზის რელსები დაზიანებულია. მოსახლეობა შიშობს, რომ „ერთ დღესაც შეიძლება მატარებლის ვაგონი გადაბრუნდეს და მათ სახლს დაეცეს“. წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა #2 – ეს ბარაკული ტიპის დასახლების მისამართია ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, ბათუმის პორტთან ახლოს. რკინიგზა ორ …
Continue reading “„ერთ დღესაც შეიძლება მატარებელი ჩვენს სახლს დაეცეს“ – ცხოვრება ლიანდაგთან”
გახარიას პარტია სადავო პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სადავო პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს. პარტიის წარმომადგენელმა შალვა კერესელიძემ ინიციატივა დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა. მისი თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე პერიოდში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს შეეხებათ. დღეს სადავო პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიხეილ ყაველაშვილი იყო მისული. სწორედ მას მიმართა შალვა კერესელიძემ და …
Continue reading “გახარიას პარტია სადავო პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს”
ბათუმის პორტმა 660 გემი მიიღო და 1.9 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა – სტატისტიკა
ბათუმის პორტმა განახლებული ტვირთბრუნვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პორტის მონაცემებით, გასულ წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთების გადატვირთვის საერთო მოცულობამ 7. 3 მილიონი ტონა შეადგინა. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში 1.7 მილიონი ტონა საბორნე ტვირთი დამუშავდა, კონტეინერების ტვირთბრუნვა კი 109.6 ათასი TEU იყო. „მშრალი ტვირთების ტერმინალზე დამოუკიდებლად ოპერირებული გადატვირთვის მოცულობა გაიზარდა 1.15 მილიონ ტონამდე, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე …
შავი ზღვის დაბინძურების ბრალდებით კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს
ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი LIDER PRESTIJ და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. LIDER PRESTIJ არის Ro-Ro სამგზავრო ტიპის გემი, რომლითაც გადაჰყავთ სატვირთო ავტომობილები, ტრაილერები და მსუბუქი მანქანები. ბრალდების თანახმად, კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა LIDER PRESTIJ-მა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი …
Continue reading “შავი ზღვის დაბინძურების ბრალდებით კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს”
პირველი აპრილიდან 6 წელზე მეტი ხნის მანქანის შემოტანა აიკრძალება – “ოცნების” ახალი კანონი
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ქვეყანაში 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების შემოტანა აიკრძალება. „ცვლილება ძალაში შედის პირველი აპრილიდან. თუმცა, იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის პირველ აპრილამდე და ამ ავტომობილების ტრანსპორტირება დაიწყება პირველ აპრილამდე, ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება არ შეეხება. ასევე, ეს ცვლილება …
როგორ გაყიდეს პროპაგანდის მთავარი იარაღი, “იმედი” – კონტრაქტით ყოფილი მფლობელის კრიტიკა აკრძალულია
„ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული საშუალება – ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც 2025 წლის მონაცემებით სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 17 მილიონ ლარამდე დავალიანება ჰქონდა, 1000 ლარად გაიყიდა. გარიგება, რომელიც ფორმალურად მედიაბიზნესის ჩვეულებრივ ტრანზაქციად წარმოჩნდა, რეალურად სარედაქციო პოლიტიკის წინასწარ განსაზღვრის პირობას შეიცავს და კრძალავს „იმედის“ ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის და მასთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების კრიტიკას. პროპაგანდისტულ „იმედთან“ ერთად გაიყიდა …
რამდენით გაიზარდა გასაყიდი ბინების ფასი ბათუმში – სტატისტიკა
„2025 წელს ბათუმში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 17 %-ით გაიზარდა, რაც ძირითადად შედარებით მაღალფასიანი პროექტების გაზრდილი მიწოდებით აიხსნება,“ – ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში – „საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში“. მიმოხილვის თანახმად, ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 395 დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, ამავე მიმოხილვის თანახმად, კვადრატულის საშუალო ფასი 2024 წელს …
Continue reading “რამდენით გაიზარდა გასაყიდი ბინების ფასი ბათუმში – სტატისტიკა”
„საქართველოში არც ერთი პროცესი არ იქნება წარმატებული ძლიერი გარე გარანტორის გარეშე“ – კომენტარი
11 თებერვალს, ვაშინგტონში, ჰელსინკის კომისიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც გამომსვლელებმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირთა დასჯის და საქართველოს სამომავლო გზის შესახებ ისაუბრეს. ბრიფინგზე ისაუბრა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა. მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ხაზი გაუსვა აშშ-ის როლს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. ისე როგორც …
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო, 2024 წელს კი – 73 783 ავტომობილი. კომპანიის ინფორმაციით, გასულ 2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა. რაც შეეხება 2026 წლის იანვრის მონაცემებს, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით მაჩვენებელი 15 პროცენტით არის გაზრდილი. „2026 წლის იანვარში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 54 527 TEU კონტეინერი …
Continue reading “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო”
„ქოცებს, ყოფილ თანამდებობის პირებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად” – ნიკა გვარამიამ ციხე დატოვა
დღეს, 12 თებერვალს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა. ციხიდან გამოსულ პოლიტიკოსს მეგობრები, ახლობლები, თანაპარტიელები ციხის წინ დილის რვა საათიდან ელოდებოდნენ. ციხიდან გამოსულმა პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან. „შერეული ემოციები მაქვს, ყველას ნახვა მიხარია, პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილის, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ადამიანები იქ რჩებიან კიდევ. არა მხოლოდ …
ყულევის პორტი სანქცირების რისკის ქვეშ – რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?
ევროკავშირმა, მეოცე სასანქციო პაკეტის ფარგლებში, შესაძლოა, ყულევის პორტი დაასანქციროს. ინფორმაცია ამის შესახებ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა. ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 19 სასანქციო პაკეტს მოიცავს. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ შეზღუდვებს. სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პასუხად და ამ სანქციების ძირითადი მიზანი რუსეთის მთავრობასა და …
Continue reading “ყულევის პორტი სანქცირების რისკის ქვეშ – რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?”
რუსეთის მოქალაქის კომპანია ძველ ბათუმში 10-სართულიანი კორპუსის ჩადგმას გეგმავს
ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩის კუთხეში მდებარე ისტორიული სახლის გვერდით კომპანია „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ ათსართულიან სახლს აშენებს. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანახმად, „სამშენებლო საქმიანობა ნებართვის ფარგლებში ხორციელდება“. თუმცა ბარათაშვილის #14, სადაც „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, ესაზღვრება გორგილაძის #2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ე.წ. საათიან სახლს. დაშორება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლსა და …
Continue reading “რუსეთის მოქალაქის კომპანია ძველ ბათუმში 10-სართულიანი კორპუსის ჩადგმას გეგმავს”
ბათუმის პორტში 59 ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანას ცდილობდნენ – შემოსავლები
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. კერძოდ, საბაჟო კონტროლის დროს აღმოჩნდა, რომ შემოტანილ ავტომობილებს მწარმოებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდები ე.წ. – VIN კოდები შეცვლილი ჰქონდა. „საბაჟო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმის“ უფლებამოსილმა პირებმა,დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული მსუბუქი ავტომანქანის შემოტანის …
Continue reading “ბათუმის პორტში 59 ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანას ცდილობდნენ – შემოსავლები”
საქართველოდან უცხოეთში ყველაზე მეტად მეგობრებისა და ნათესავების სანახავად იმოგზაურეს 2025 წელს
2025 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ 2.9 მილიონი საქართველოს მოქალაქე წავიდა, რაც 2.8 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. მოგზაურთა უმეტესი ნაწილი, 43.5 პროცენტი, 31-50 წლის იყო. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა იმყოფებოდა თურქეთსა (836 ათასი ვიზიტი) და რუსეთის ფედერაციაში (367 300 ვიზიტი). თურქეთში მოგზაურობაში იგულისხმება ერთდღიანი ვიზიტებიც, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში პროდუქტის ან წამლების საყიდლად გადადიან. საერთო …
„უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პენსია ნიშნავს უზრუნველ ცხოვრებას და არა ყოველდღიურ დილემას – წამალი ვიყიდო თუ საჭმელი“ – ლევან ცუცქირიძე
„ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა იქნება არა პრივილეგია, არამედ ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში და ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პენსია ნიშნავს უზრუნველ ცხოვრებას და არა ყოველდღიურ დილემას – წამალი ვიყიდო თუ საჭმელი. „ქართული ოცნება“ არ არის ჩვენი ბედისწერა, ეს არის განსაცდელი, რომელსაც ერთად დავძლევთ,“ – თქვა „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ …
“დასასრულის დასასრული: როგორ კვდება თავისუფალი კულტურა საქართველოში“ – ნინო კასრაძის სიტყვა სამოქალაქო ფორუმზე
„როგორ საქართველოს ვხედავ? ჩვენ ხელოვანი ხალხი ვხედავთ საქართველოს, და თქვენც უნდა ხედავდეთ ამას, მხოლოდ კულტურასთან ერთად. მხოლოდ კულტურა უნდა იყოს ქვეყნის ავანგარდი. ახლა უმრავლესობა იტყვით ეს ისედაც ასეა… არა, ეს ისედაც ასე არ არის. დღეს რაც ხდება, არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო თეატრმა მოხსნა სპექტაკლი მიზეზით და დაწერა თავის გვერდზე, რომ …
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – გასული წლის მეოთხე კვარტლის სტატისტიკა
2025 წლის მეოთხე კვარტალში [ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი] საქართველოში 1.7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მოგზაურთა უდიდესი ნაწილი, 45.2 პროცენტი, 31-50 წლის იყო. გასული წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში შემოსულ უცხოელ ვიზიტორთა მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების 79.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, ექსკურსანტების წილმა 16.5 პროცენტი შეადგინა, …
Continue reading “ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – გასული წლის მეოთხე კვარტლის სტატისტიკა”
ქუთაისის საკრებულოს წევრის მამა ისტორიულ ციხეს ანგრევს და იქ კორპუსების ჩადგმას გეგმავს
ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამის კომპანია, შპს „იბერია სტარ გრუპი“ ქალაქის ცენტრში, ტაბიძის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აგებული ისტორიული შენობის დანგრევას აპირებს და იმ ადგილას კორპუსების ჩადგმას გეგმავს. მაგდა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა. ისტორიული ციხის დემონტაჟის ნებართვა ქუთაისის მერიამ უკვე გასცა. ისტორიული ციხის ადგილას კორპუსების მშენებლობას ეწინააღმდეგება საზოგადოების ნაწილი. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტაბიძის …
ორმაგი ან სამმაგი ფასი – როგორ გაძვირდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა
სანამ „ოცნება“ სურსათის მაღალ ფასებზე წუხს და სუს-ი ფასების ზრდის მიზეზებს სწავლობს, საქართველოში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა გაძვირდა. სახელმწიფო სერვისები ბოლო რამდენიმე წელი ძვირდება. მაგალითად, თუ 2022 წელს, პირადობის მოწმობა, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის აუცილებელი დოკუმენტია, 30 ლარი ღირდა, დღეს, 2026 წელს, მისი ფასი 60 ლარია. გაძვირდა ბიომეტრიული პასპორტიც. გაძვირდა ქონების რეგისტრაცია. გაძვირდა ქონების იპოთეკით დატვირთვა. გაძვირდა …
Continue reading “ორმაგი ან სამმაგი ფასი – როგორ გაძვირდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა”
ბათუმის საკრებულომ ავტობუსით მგზავრობა გააძვირა – ახალი ფასი 70 თეთრია
ბათუმის საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობა გააძვირა. ბათუმის მერიის ინიციატივას, 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაეზარდათ ბათუმში, ავტობუსით მგზავრობის გადასახადი, მხარი „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს სხდომა სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა, დღეს, 30 იანვარს გაიმართა. გადაწყვეტილების მიხედვით, ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ, ისევ უფასოდ იმგზავრებენ. საკრებულოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ვაჟა დარჩიამ. …
Continue reading “ბათუმის საკრებულომ ავტობუსით მგზავრობა გააძვირა – ახალი ფასი 70 თეთრია”
„ყმას ზოგს თოხს დავაჭერინებთ ხელში და ზოგს ბატის ფრთას, რომ ბატონს მოემსახუროს?” – ლევან გორდეზიანი
„ტერმინი „განათლების დეფორმა“ აიტაცა საზოგადოებამ, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს მოფერებით ნათქვამია, რეალურად ეს არის საკმაოდ კარგად გათვლილი მავნებლობა, რომელიც თუ გაგრძელდა, რაღაც დროის მანძილზე გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენი განათლების სისტემას“, – ამბობს პროფესორი ლევან გორდეზიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, გააერთიანოს ორი ძველი ქართული უნივერსიტეტი – თსუ [ივანე ჯავახიშვილის თბილისის …
ჩვენ გადავიქეცით ქვეყნად, სადაც ბატონყმური ურთიერთობაა – ტროტუარზე დგომისთვის დასჯილი სანდრო მეგრელიშვილი
2025 წლის 17 დეკემბრის საღამოს, 35 წლის სანდრო მეგრელიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე იდგა. ერთი თვის და 5 დღის შემდეგ, 2026 წლის 23 იანვარს, სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ 17 დეკემბერს ტროტუარზე იდგა. „სანდრო მეგრელიშვილი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში …
სადავო პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია იქმნება
სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში სურსათის ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია იქმნება. დროებითი კომისია მუშაობას 3-4 თებერვლიდან დაიწყებს და მას „ოცნების“ დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. „[დროებითი კომისიის შექმნის] ინიციატივა მოდის ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. დადგენილების პროექტი ორშაბათს გამოვა ბიუროს სხდომაზე. იმისთვის, რომ …
Continue reading “სადავო პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია იქმნება”
„Marinera-ს ქართველი კაპიტანი აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს“ – ადვოკატი
ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ კაპიტნის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვენესუელასთან დაკავშირებული ნედლი ნავთობის ტანკერის კაპიტანი, რომელიც ამ თვეში შეერთებულმა შტატებმა დააკავა, ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გადაიყვანეს და ამჟამად აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე იმყოფება,“ – წერს როიტერსი. აშშ-ის სანაპირო დაცვამ და აშშ-ის სამხედრო სპეციალურმა დანაყოფებმა, სასამართლო …
აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნის მეუღლე ედინბურგის სასამართლოში ჩივის
აშშ-ის მიერ ჩრდილოეთის ზღვაში დაკავებულ ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტნის, ავთანდილ კალანდაძის მეუღლე ნათია ძაძამია ედინბურგის სასამართლოში ჩივის და სამართლებრივ ბრძოლას იწყებს ქმრის გასათავისუფლებლად. ბრიტანული გამოცემა გარდიანის თანახმად, ედინბურგში შეტანილ სარჩელის მოთხოვნაში ნათქვამია, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის Marinera-ს კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე უკანონოდ არის დაკავებული. ნავთობტანკერი Marinera, რომელიც ადრე BELLA 1-ის სახელით იყო ცნობილი, ამჟამად …